სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის პრემიერმა რუსულ "ისკანდერებთან" დაკავშირებით უკან დაიხია -  კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი შექმნილ კრიზისს?
სომხეთის პრემიერმა რუსულ "ისკანდერებთან" დაკავშირებით უკან დაიხია -  კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი შექმნილ კრიზისს?

სომ­ხეთ­ში მღელ­ვა­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ოპო­ზი­ცია ისევ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მას მო­ი­თხოვს, ის კი აცხა­დებს, რომ არ გა­დად­გე­ბა.

ერთი შე­ხედ­ვით, ჩვენს მე­ზობ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით მოვ­ლე­ნე­ბი საკ­მა­ოდ რბი­ლად მი­დის და პარ­ტია "ჩემი ნა­ბი­ჯის“ ლი­დე­რი პო­ზი­ცი­ებს ინარ­ჩუ­ნებს - რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ასე­ვე აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. სი­ტუ­ა­ცი­ას ქარ­თუ­ლი თვა­ლით რომ შევ­ხე­დოთ, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნის მოწ­მე­ნი ვართ: სომ­ხე­თი, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, აზერ­ბა­ი­ჯან­თან ომში და­მარ­ცხდა. პრე­მი­ერს გა­დად­გო­მა მოს­თხო­ვა მო­სახ­ლე­ო­ბამ და გე­ნე­რა­ლი­ტეტ­მა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ... ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის გან­წყო­ბი­ლი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, მაგ­რამ არა­ფე­რი, იგი მა­ინც არ თმობს თა­ნამ­დე­ბო­ბას.

მოკ­ლედ, პრე­მი­ე­რი საკ­მა­ოდ "კერ­კე­ტი კა­კა­ლი“ გა­მოდ­გა, თუმ­ცა... რა­ღაც-რა­ღა­ცე­ებ­ში მა­ინც ეტყო­ბა, რომ უკან იხევს.

  • "მე მო­მა­ტყუ­ეს...“

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სულ კვი­რას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ სომ­ხურ ტე­ლე­არხს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რა­კე­ტე­ბი "ის­კან­დერე­ბი“, რომ­ლე­ბიც ერე­ვან­მა 2016 წელს შე­ის­ყი­და (ანუ პრე­ზი­დენტ სერჟ სარ­გსი­ა­ნის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში), თურ­მე ძა­ლი­ან არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გას­რო­ლი­ლი რა­კე­ტე­ბი­დან მხო­ლოდ 10% თუ აფეთ­ქდა, და­ნარ­ჩე­ნი მოშ­ლი­ლი იყო და მტრის­თვის არა­ნა­ი­რი ზა­რა­ლი არ მი­უ­ყე­ნე­ბი­აო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეთ­მა ნათ­ქვამ­მა "ის­კან­დერე­ბის“ მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა - რუ­სე­თი გა­ა­ნა­წყე­ნა, რად­გან მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი მოს­კო­ვის­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა: რუ­სე­თი ხომ ია­რა­ღით მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნას­თან ვაჭ­რობს, შე­სა­ბა­მი­სად, მას პრეს­ტი­ჟი და რე­პუ­ტა­ცია ელა­ხე­ბა.

ეს კი­დევ არა­ფე­რი. მომ­დევ­ნო დღეს კი­დევ ერ­თმა სომ­ხურ­მა გა­მო­ცე­მამ ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თვა სომ­ხე­თის გენშტა­ბის უფ­რო­სის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს ტიგ­რან ხა­ჩატ­რი­ანს და სას­ხვა­თა­შო­რი­სოდ ჰკი­თხა, რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბით ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას "ის­კან­დერე­ბის“ 10%-იან ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზეო. გე­ნე­რალ­მა ჩა­ი­ცი­ნა და პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნია - ასე­თი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი აზ­რზე არ არის, რას ლა­პა­რა­კობ­სო. თა­ვის მხრივ, პრე­მი­ერ­მა იუ­კად­რი­სა და იგი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეგრე არ უნ­დაო და მე­ო­რე დღეს სომ­ხე­თის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა... სა­პა­სუ­ხოდ, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა გენშტა­ბის უფ­რო­სი ონიკ გას­პა­რი­ა­ნი მოხ­სნა და პრე­ზი­დენტს აც­ნო­ბა, რომ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა. მოხ­და საკ­ვირ­ვე­ლი ამ­ბა­ვი: პრე­ზი­დენ­ტმა უარი თქვა პრე­მი­ე­რის გან­კარ­გუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე...

მოკ­ლედ, გე­ნერ­ლებს, პრე­მი­ერ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის და­წყე­ბუ­ლი პინგ-პონ­გის თა­მა­ში რამ­დე­ნი­მე დღე გრძელ­დე­ბო­და. და­პი­რის­პი­რე­ბას სა­ინ­ტე­რე­სო შტრი­ხი შე­მა­ტა დღე­ვან­დელ­მა ამ­ბავ­მა: რო­გორც ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის პრეს-მდი­ვან­მა მანე გე­ვორ­ქი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­რეს და ამ დროს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს რუსი ლი­დე­რის წი­ნა­შე უღი­ა­რე­ბია - მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში "გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი“ "ის­კან­დერე­ბის“ თა­ო­ბა­ზე არას­წო­რად მო­მახ­სე­ნეს, თურ­მე მო­მა­ტყუ­ეს და ამი­ტომ ინ­ტერ­ვი­უ­ში ცრუ გან­ცხა­დე­ბა გა­მო­მი­ვი­დაო. ვაგე გე­ვორ­ქი­ა­ნის თქმით, "ის­კან­დერებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი არა­ნა­ი­რად არ ეხე­ბა სომ­ხეთ-რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე­ო­ბის სა­ფუძ­ვლებს და რაც მთა­ვა­რია, საქ­ვეყ­ნოდ ვა­ცხა­დებთ - "რუ­სუ­ლი ია­რა­ღი მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ია­რა­ღია, სომ­ხე­თი კი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექსთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლებს“.

სომ­ხუ­რი კუ­რი­ო­ზუ­ლი პა­რა­დოქ­სე­ბის ფონ­ზე "ის­კან­დერე­ბის“ ძლი­ე­რე­ბა­სა და მისი საბ­რძო­ლო თვი­სე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე უცხო­ურ პრე­სა­შიც ბევ­რი და­ი­წე­რა, ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ხუმ­რობ­და - სა­ი­ქი­ო­ში მყო­ფი დიდი ალექ­სან­დრე (ის­კან­დერ) მა­კე­დო­ნე­ლი, ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს ის­მენს და ეცი­ნე­ბაო... რუ­სულ რა­კე­ტას ეს სა­ხე­ლი ხომ სწო­რედ მა­კე­დო­ნე­ლის ძლი­ე­რე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ეწო­და!

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "ის­კან­დერ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი ამით ამო­ი­წუ­რა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვან­მაც დი­მიტ­რი პეს­კოვ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სი­მარ­თლე უკვე გა­ირ­კვა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა აღ­დგა და ამი­ტომ სა­ლა­პა­რა­კოც აღა­რა­ფე­რია“.

  • შე­იჭ­რა თუ არ შე­იჭ­რა ოპო­ზი­ცია მთავ­რო­ბის სახ­ლში?

ისე­ვე რო­გორც წინა დღე­ებ­ში, დღე­საც ერევ­ნის ცენ­ტრში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც წინ ინ­ცი­დენ­ტი უძღო­და: რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი აქ­ტი­ვის­ტი ერევ­ნის ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სა­ხე­ლი­სუფ­ლო (სამ­თავ­რო­ბო) შე­ნო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ (სა­დაც რამ­დე­ნი­მე სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რაა გან­თავ­სე­ბუ­ლი) და გა­ნა­ცხა­დეს, - აქ არ­სე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს წარ­მო­ად­გენს და ისი­ნი მისი მომ­ხრე­ე­ბის მი­ტინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. გაფრ­თხი­ლებთ, რომ ნი­კო­ლი გა­იქ­ცე­ვა, თქვენ კი კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუხს აგებ­თო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ზო­გი­ერ­თმა უცხო­ურ­მა გა­მო­ცე­მამ ეს აქ­ცია მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის და­კა­ვე­ბად მი­იჩ­ნია და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი გავ­რცელ­და, მე­ტად "მიმ­ზიდ­ვე­ლი“ სა­თა­უ­რე­ბით - "ოპო­ზი­ცია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რა და და­ი­კა­ვა“ და ა.შ.

ალ­ბათ, ვინც წა­ი­კი­თხა და მო­ის­მი­ნა, ყვე­ლას ეგო­ნა, რომ სომ­ხეთ­ში სი­ტუ­ა­ცი­ამ კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წი­აო, მაგ­რამ არა­ფე­რი სა­გან­გა­შო არ მომ­ხდა­რა - მო­მი­ტინ­გე­ე­ბი შე­ნო­ბი­დან მალე გა­მო­ვიდ­ნენ და მარ­ში ბაგ­რა­მი­ა­ნის პროს­პექ­ტზე მშვი­დად გა­ნაგ­რძეს, მი­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით.

აი, ასე­თი იყო დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა "დუღს და გად­მო­დუღს“, ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ჩვენ­თან მთავ­რო­ბე­ბი იც­ვლე­ბი­ან, იქ კი უც­ვლე­ლი რჩე­ბა...

კი­დევ რამ­დენ ხანს გა­უძ­ლებს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი კრი­ზისს? ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. ერთი რამ კი აშ­კა­რაა: მისი სა­ხე­ლი სომ­ხე­თის ის­ტო­რი­ა­ში უკვე "დიდი ასო­ე­ბით“ შე­ვი­და: სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი­სათ­ვის - მო­ღა­ლა­ტი­სა და გამ­ყიდ­ვე­ლის სა­ხით, მე­ო­რე ნა­წი­ლი­სათ­ვის კი - ჭკვი­ა­ნი და ბრძე­ნი მმარ­თვე­ლის, რო­მე­ლიც მზა­დაა ქვე­ყა­ნას ნა­თე­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მო­უ­ტა­ნოს.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

tk
1

მიშა წვერებში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სომხეთის პრემიერმა რუსულ "ისკანდერებთან" დაკავშირებით უკან დაიხია -  კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი შექმნილ კრიზისს?

სომხეთის პრემიერმა რუსულ "ისკანდერებთან" დაკავშირებით უკან დაიხია -  კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი შექმნილ კრიზისს?

სომხეთში მღელვარება გრძელდება. ოპოზიცია ისევ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, ის კი აცხადებს, რომ არ გადადგება.

ერთი შეხედვით, ჩვენს მეზობლად ჯერჯერობით მოვლენები საკმაოდ რბილად მიდის და პარტია "ჩემი ნაბიჯის“ ლიდერი პოზიციებს ინარჩუნებს - როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. სიტუაციას ქართული თვალით რომ შევხედოთ, საკმაოდ საინტერესო მოვლენის მოწმენი ვართ: სომხეთი, რომელსაც პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანთან ომში დამარცხდა. პრემიერს გადადგომა მოსთხოვა მოსახლეობამ და გენერალიტეტმა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ... ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ არის განწყობილი ვლადიმირ პუტინი, მაგრამ არაფერი, იგი მაინც არ თმობს თანამდებობას.

მოკლედ, პრემიერი საკმაოდ "კერკეტი კაკალი“ გამოდგა, თუმცა... რაღაც-რაღაცეებში მაინც ეტყობა, რომ უკან იხევს.

  • "მე მომატყუეს...“

როგორც ცნობილია, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ ადგილობრივ სომხურ ტელეარხს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ რუსული ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები "ისკანდერები“, რომლებიც ერევანმა 2016 წელს შეისყიდა (ანუ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მმართველობის პერიოდში), თურმე ძალიან არაეფექტური გამოდგა - აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ გასროლილი რაკეტებიდან მხოლოდ 10% თუ აფეთქდა, დანარჩენი მოშლილი იყო და მტრისთვის არანაირი ზარალი არ მიუყენებიაო. რასაკვირველია, ასეთმა ნათქვამმა "ისკანდერების“ მწარმოებელი ქვეყანა - რუსეთი გაანაწყენა, რადგან მსგავსი განცხადებები მოსკოვისთვის არასასიამოვნოა: რუსეთი ხომ იარაღით მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ვაჭრობს, შესაბამისად, მას პრესტიჟი და რეპუტაცია ელახება.

ეს კიდევ არაფერი. მომდევნო დღეს კიდევ ერთმა სომხურმა გამოცემამ ინტერვიუ ჩამოართვა სომხეთის გენშტაბის უფროსის პირველ მოადგილეს ტიგრან ხაჩატრიანს და სასხვათაშორისოდ ჰკითხა, რამდენად ეთანხმებით ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას "ისკანდერების“ 10%-იან ეფექტიანობაზეო. გენერალმა ჩაიცინა და პრემიერის განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია - ასეთი რამ წარმოუდგენელია, ნიკოლ ფაშინიანი აზრზე არ არის, რას ლაპარაკობსო. თავის მხრივ, პრემიერმა იუკადრისა და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლება ეგრე არ უნდაო და მეორე დღეს სომხეთის არმიის გენერალურმა შტაბმა პრემიერის გადადგომა მოითხოვა... საპასუხოდ, ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი მოხსნა და პრეზიდენტს აცნობა, რომ მისი გადაწყვეტილება დაემტკიცებინა. მოხდა საკვირველი ამბავი: პრეზიდენტმა უარი თქვა პრემიერის განკარგულების დამტკიცებაზე...

მოკლედ, გენერლებს, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაწყებული პინგ-პონგის თამაში რამდენიმე დღე გრძელდებოდა. დაპირისპირებას საინტერესო შტრიხი შემატა დღევანდელმა ამბავმა: როგორც ნიკოლ ფაშინიანის პრეს-მდივანმა მანე გევორქიანმა განაცხადა, სომხეთის პრემიერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს და ამ დროს ნიკოლ ფაშინიანს რუსი ლიდერის წინაშე უღიარებია - მთიან ყარაბაღში "გამოყენებული“ "ისკანდერების“ თაობაზე არასწორად მომახსენეს, თურმე მომატყუეს და ამიტომ ინტერვიუში ცრუ განცხადება გამომივიდაო. ვაგე გევორქიანის თქმით, "ისკანდერებთან“ დაკავშირებული ინციდენტი არანაირად არ ეხება სომხეთ-რუსეთის მოკავშირეობის საფუძვლებს და რაც მთავარია, საქვეყნოდ ვაცხადებთ - "რუსული იარაღი მსოფლიოში საუკეთესო იარაღია, სომხეთი კი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან თანამშრომლობას გააგრძელებს“.

სომხური კურიოზული პარადოქსების ფონზე "ისკანდერების“ ძლიერებასა და მისი საბრძოლო თვისებების ეფექტიანობაზე უცხოურ პრესაშიც ბევრი დაიწერა, ზოგიერთი ექსპერტი ხუმრობდა - საიქიოში მყოფი დიდი ალექსანდრე (ისკანდერ) მაკედონელი, ალბათ, ამ ყველაფერს ისმენს და ეცინებაო... რუსულ რაკეტას ეს სახელი ხომ სწორედ მაკედონელის ძლიერების აღსანიშნავად ეწოდა!

შეიძლება ითქვას, "ისკანდერთან" დაკავშირებული სკანდალი ამით ამოიწურა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმაც დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, რომ სიმართლე უკვე გაირკვა, ჭეშმარიტება აღდგა და ამიტომ სალაპარაკოც აღარაფერია“.

  • შეიჭრა თუ არ შეიჭრა ოპოზიცია მთავრობის სახლში?

ისევე როგორც წინა დღეებში, დღესაც ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია ჩატარდა, რომელსაც წინ ინციდენტი უძღოდა: რამდენიმე ოპოზიციური აქტივისტი ერევნის ცენტრალურ რაიონში მდებარე სახელისუფლო (სამთავრობო) შენობაში შევიდნენ (სადაც რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურაა განთავსებული) და განაცხადეს, - აქ არსებული სტრუქტურები ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს და ისინი მისი მომხრეების მიტინგებში მონაწილეობენ. გაფრთხილებთ, რომ ნიკოლი გაიქცევა, თქვენ კი კანონის წინაშე პასუხს აგებთო.

საინტერესოა, რომ ზოგიერთმა უცხოურმა გამოცემამ ეს აქცია მთავრობის სასახლის დაკავებად მიიჩნია და ინფორმაციებიც შესაბამისი გავრცელდა, მეტად "მიმზიდველი“ სათაურებით - "ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა და დაიკავა“ და ა.შ.

ალბათ, ვინც წაიკითხა და მოისმინა, ყველას ეგონა, რომ სომხეთში სიტუაციამ კულმინაციას მიაღწიაო, მაგრამ არაფერი საგანგაშო არ მომხდარა - მომიტინგეები შენობიდან მალე გამოვიდნენ და მარში ბაგრამიანის პროსპექტზე მშვიდად განაგრძეს, მიტინგში მონაწილეობის მიღების მიზნით.

აი, ასეთი იყო დღევანდელი მოვლენები მეზობელ სომხეთში, სადაც საქართველოს მსგავსად, პოლიტიკური ცხოვრება "დუღს და გადმოდუღს“, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან მთავრობები იცვლებიან, იქ კი უცვლელი რჩება...

კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი კრიზისს? ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი აშკარაა: მისი სახელი სომხეთის ისტორიაში უკვე "დიდი ასოებით“ შევიდა: საზოგადოების ერთი ნაწილისათვის - მოღალატისა და გამყიდველის სახით, მეორე ნაწილისათვის კი - ჭკვიანი და ბრძენი მმართველის, რომელიც მზადაა ქვეყანას ნათელი პერსპექტივა მოუტანოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა - რა ღირს მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი უნიკალური ტილო

ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლებულია - ვინ და რატომ გაიტაცა გოგონები და როგორ შეძლეს მათი გათავისუფლება

"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური  კომენტარი ოპრასთან