საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო... არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს" -  კურტ ვოლკერი
"მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო... არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს" -  კურტ ვოლკერი

ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­დო­მა იყო - ის, რომ ვი­ღა­ცის და­პა­ტიმ­რე­ბა შე­გიძ­ლია, არ ნიშ­ნავს, რომ ასე უნდა მო­იქ­ცე, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა და ნატო-ში ყო­ფილ­მა წარ­მო­მად­გენლ­მა კურტ ვოლ­კერ­მა "ინ­ტერ­პეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბამ პო­ლა­რი­ზა­ცია კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა.

"ვფიქ­რობ, რომ რა­საც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავთ, ისაა, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი კარ­გად ვერ მუ­შა­ობს - ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში არაა, მთავ­რო­ბამ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი და­ა­კა­ვა. ვფიქ­რობ, ეს საფრ­თხეს უქ­მნის დე­მოკ­რა­ტი­ას და ზი­ანს აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯს სა­ზღვარ­გა­რეთ. ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ორი­ვე მხა­რემ უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს, რომ წინსვლა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს - ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დია და ორი­ვე მხა­რემ უნდა იფიქ­როს მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე, უფრო მე­ტა­დაც, ვიდ­რე სა­კუ­თარ­ზე.

ჩემი აზ­რით, შეც­დო­მა იყო ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ამან კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა პო­ლა­რი­ზა­ცია. მხო­ლოდ იმის გამო, რომ შე­გიძ­ლია, ვინ­მე და­ა­პა­ტიმ­რო, არ ნიშ­ნავს, რომ ასე უნდა მო­იქ­ცე. ვფიქ­რობ, რომ უკვე პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი გა­რე­მო ამან კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა. წინსვლის გზაა, თუ მხა­რე­ე­ბი თა­ვად მო­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ პა­კეტ­ზე, გა­მო­სა­ვალ­ზე, სა­დაც ყვე­ლას ცოტ-ცოტა მო­უ­წევს კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა“, - აღ­ნიშ­ნა ვოლ­კერ­მა.

მისი თქმით, შე­საძ­ლოა, მსგავ­სი პა­კე­ტი რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავ­დეს.

"წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს მე­ლი­ას შე­წყა­ლე­ბას, შე­თან­ხმე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის ახალ თა­რიღ­ზე გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში, (არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა); შე­იძ­ლე­ბა, მო­ი­ცავ­დეს ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას - ეს თა­ვად პარ­ტი­ებ­მა უნდა მო­ი­ფიქ­რონ, რო­გო­რი პა­კე­ტი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი. გარ­და ამი­სა, ჩემი აზ­რით, არ­ჩევ­ნებ­ში მომ­ხდა­რი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ ოპო­ზი­ცია და მთავ­რო­ბა ამის შე­სას­წავ­ლად ერ­თად იმუ­შა­ვებს ერ­თობ­ლივ კო­მი­სი­ა­ში და გან­სა­ზღვრავს, რამ­დე­ნად ჰქონ­და ამას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­კერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, რას ფიქ­რობს შე­საძ­ლო სან­ქცი­ე­ბის, თუნ­დაც ე.წ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე, კურტ ვოლ­კერ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ ჰგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­დამ­სჯე­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სურ­დეს ვინ­მეს.

"არ ვფიქ­რობ, რომ ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­დამ­სჯე­ლო მოქ­მე­დე­ბას აპი­რებს, ეს გა­საკ­ვი­რი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს უშ­ლის, ხალ­ხს ჰქონ­დეს რწმე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლია, რო­გორც დე­მოკ­რა­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბებ­ზე ფიქ­რობთ, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ, ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ, იმის­კენ, რომ მას ძლი­ე­რი, სტა­ბი­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჰყავ­დეს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, ქვე­ყა­ნა სუს­ტდე­ბა. ვფიქ­რობ, ეს არის ის ზი­ა­ნი, რაც მთავ­რო­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას მო­აქვს, რაც ქვე­ყა­ნას და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და გარე ურ­თი­ერ­თო­ბებს ასუს­ტებს.

ასე რომ, არა მგო­ნია, ვინ­მეს სურ­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­დამ­სჯე­ლო ზო­მე­ბის მი­ი­ღოს. ჩვენ გვინ­და ვნა­ხოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის დე­მოკ­რა­ტი­ას უბ­რუნ­დე­ბა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს თა­ვად მხა­რე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა მგო­ნია, ამას სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბამ მი­აღ­წი­ოს - ამის მიღ­წე­ვა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხს შე­უძ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა კურტ ვოლ­კერ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
188

რათ უნდა დასჯა, დასჯილი არაა თქვენ რო არჩევთ ქვეყნის ამბებს და თქვენს დაკრულზე რო ცეკვავენ

taso
246

რატომ იყო შეცდომა?გამოდის ,ვიასაც როგორ მოუნდება ისე უნდა შევარდეს შტურმით პარლამენტში თუ რას გვთავაზობ ვერ გავიგე,ერთი თქვენს ქვეყანაში გაებედა ასეთი რამ მაინტერესებს რას იზავდით.ამიტომ ცოტა თავი შეიკავეთ იმაზე რაზეც თვითონ არ დაუშვებდით თქვენს ქვეყანაში.დიახაც დასაჭერი იყო და დაიჭირეს,უფრო ადრე უნდა დაეჭირათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო... არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს" -  კურტ ვოლკერი

"მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო... არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს" -  კურტ ვოლკერი

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო - ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და ნატო-ში ყოფილმა წარმომადგენლმა კურტ ვოლკერმა "ინტერპესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავა.

"ვფიქრობ, რომ რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ისაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები კარგად ვერ მუშაობს - ოპოზიცია პარლამენტში არაა, მთავრობამ ოპოზიციის ლიდერი დააკავა. ვფიქრობ, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლოს, რომ წინსვლა შესაძლებელი გახდეს - ეს საქართველოში კრიტიკული პერიოდია და ორივე მხარემ უნდა იფიქროს მთლიანად ქვეყნის ინტერესებზე, უფრო მეტადაც, ვიდრე საკუთარზე.

ჩემი აზრით, შეცდომა იყო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება, რადგან ამან კიდევ უფრო გაამწვავა პოლარიზაცია. მხოლოდ იმის გამო, რომ შეგიძლია, ვინმე დააპატიმრო, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე. ვფიქრობ, რომ უკვე პოლარიზებული გარემო ამან კიდევ უფრო გააღრმავა. წინსვლის გზაა, თუ მხარეები თავად მოილაპარაკებენ პაკეტზე, გამოსავალზე, სადაც ყველას ცოტ-ცოტა მოუწევს კომპრომისზე წასვლა“, - აღნიშნა ვოლკერმა.

მისი თქმით, შესაძლოა, მსგავსი პაკეტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდეს.

"წარმომიდგენია, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს მელიას შეწყალებას, შეთანხმებას არჩევნების ახალ თარიღზე გარკვეულ მომენტში, (არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ვადამდელი არჩევნების ჩატარება); შეიძლება, მოიცავდეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას - ეს თავად პარტიებმა უნდა მოიფიქრონ, როგორი პაკეტი იქნება სამართლიანი. გარდა ამისა, ჩემი აზრით, არჩევნებში მომხდარი დარღვევების გამოძიება მნიშვნელოვანია და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია და მთავრობა ამის შესასწავლად ერთად იმუშავებს ერთობლივ კომისიაში და განსაზღვრავს, რამდენად ჰქონდა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ვოლკერმა.

"ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რას ფიქრობს შესაძლო სანქციების, თუნდაც ე.წ. ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე, კურტ ვოლკერმა უპასუხა, რომ არ ჰგონია, საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებების განხორციელება სურდეს ვინმეს.

"არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს, ეს გასაკვირი იქნებოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის, ხალხს ჰქონდეს რწმენა, რომ საქართველო წარმატებულია, როგორც დემოკრატია. შესაბამისად, როდესაც საქართველოს მისწრაფებებზე ფიქრობთ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ნატო-ში გაწევრიანებისკენ, იმისკენ, რომ მას ძლიერი, სტაბილური საზოგადოება ჰყავდეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ქვეყანა სუსტდება. ვფიქრობ, ეს არის ის ზიანი, რაც მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას მოაქვს, რაც ქვეყანას და მის შესაძლებლობებსა და გარე ურთიერთობებს ასუსტებს.

ასე რომ, არა მგონია, ვინმეს სურდეს, საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მიიღოს. ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ საქართველო თავის დემოკრატიას უბრუნდება და წარმატებული იქნება. ეს თავად მხარეებზეა დამოკიდებული და არა მგონია, ამას სანქციების დაწესებამ მიაღწიოს - ამის მიღწევა მხოლოდ საქართველოს ხალხს შეუძლია“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"მათ დაასახელეს მოტივი - უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო" - რას წერს დავით ბერძენიშვილი თამარ კორძაიასა და ლევან ბერძენიშვილის პარტიიდან გასვლაზე?