მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის "ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის "ნემსზე ჯდება“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
"რუსეთის "ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის "ნემსზე ჯდება“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "თა­იმ­სის“ («The Times») 26 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რუ­სე­თის "ვაქ­ცი­ნუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის“ შე­დე­გად ევ­რო­პა კრემ­ლის "ნემსზე ჯდე­ბა“.

"ბრი­უ­სე­ლი თვლის, რომ რუ­სე­თი, ჩი­ნეთ­თან ერ­თად, ცდი­ლობს თა­ვი­სი გავ­ლე­ნა გა­ა­ფარ­თო­ვოს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ იმ აღ­მო­სავ­ლე­თევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ვაქ­ცი­ნის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბას გა­ნიც­დი­ან.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღე­ი­სათ­ვის ვე­რო­პე­ლი რე­გუ­ლა­ტო­რის მიერ მხო­ლოდ სამი ვაქ­ცი­ნაა შე­მოწ­მე­ბუ­ლი: "ფა­ი­ზერ-ბი­ონ­თექ“ (Pfizer-BionNTech), "მო­დერ­ნა“ (Moderna) და "ოქსფორდ/ას­ტრა­ზე­ნე­კა“ (Oxford/Astrazeneca).

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ კრემ­ლის "ვაქ­ცი­ნუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის“ ამო­ცა­ნას ევ­რო­კავ­შირ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ჩა­მოგ­დე­ბაც წარ­მო­ად­გენს, მა­შინ უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ მოს­კო­ვი თა­ვი­სი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან ახ­ლოს არის სლო­ვა­კეთ­ში, სა­დაც მთავ­რო­ბა დაშ­ლის პი­რა­საა მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის გამო, რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - წერს ავ­ტო­რი.

სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა იგორ მა­ტო­ვიჩ­მა თა­ვი­სი უმ­ცრო­სი კო­ა­ლი­ცი­უ­რი პარტნი­ო­რი - პარ­ტია "ხალ­ხი­სათ­ვის“ იმა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ მათ­თვის პო­ლი­ტი­კა­ნო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დის გა­დარ­ჩე­ნა­ზე უფრო ძვირ­ფა­სია. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც "ხალ­ხოს­ნებ­მა“ დაბ­ლო­კეს რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის "სპუტ­ნიკ-V”-ის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ.

სლო­ვა­კე­თი ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა არ არის, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავს. ერთი თვის წი­ნათ უნ­გრეთ­მა ხელი მო­ა­წე­რა კონ­ტრაქტს რუ­სეთ­თან, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნის სწრაფ მი­წო­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, "სპუტ­ნიკ-V”-ის შე­ძე­ნის მიზ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბას იჩე­ნენ ხორ­ვა­ტია და ჩე­ხე­თიც.

რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის მხრი­დან ვაქ­ცი­ნით ვაჭ­რო­ბამ ბრი­უ­სე­ლი ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა. სწო­რედ ამი­ტომ ევ­რო­კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი და­ინ­ტე­რეს­და, თუ "რა­ტომ პირ­დე­ბა რუ­სე­თი სხვა ქვეყ­ნებს ვაქ­ცი­ნის მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ზას, როცა კრემლს სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია არ და­უმ­თავ­რე­ბია“.

"თა­იმ­სის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, უშუ­ა­ლოდ რუ­სეთ­სა და ჩი­ნეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დონე მხო­ლოდ 2%-ს აღ­წევს.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
b
15

gamodis acrebi mudmivad iqneba?!

ლერი
111

ვაქცინა გამომ განსაზღვროს მაგრამ ამ პუტინის ფოტო რა შუაშია. რაც მაგან გვბობა და ქართველების სისხლი დაღვარა არ ეყო ეხლაც მასხარად გვიგდებს თუ შეკვეთაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"რუსეთის "ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის "ნემსზე ჯდება“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"რუსეთის "ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის "ნემსზე ჯდება“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანული გამოცემა "თაიმსის“ («The Times») 26 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "რუსეთის "ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის "ნემსზე ჯდება“.

"ბრიუსელი თვლის, რომ რუსეთი, ჩინეთთან ერთად, ცდილობს თავისი გავლენა გააფართოვოს ევროკავშირის წევრ იმ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებზე, რომლებიც ვაქცინის მწვავე უკმარისობას განიცდიან.

როგორც ცნობილია, დღეისათვის ვეროპელი რეგულატორის მიერ მხოლოდ სამი ვაქცინაა შემოწმებული: "ფაიზერ-ბიონთექ“ (Pfizer-BionNTech), "მოდერნა“ (Moderna) და "ოქსფორდ/ასტრაზენეკა“ (Oxford/Astrazeneca).

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრემლის "ვაქცინური დიპლომატიის“ ამოცანას ევროკავშირში განხეთქილების ჩამოგდებაც წარმოადგენს, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მოსკოვი თავისი მიზნის განხორციელებასთან ახლოს არის სლოვაკეთში, სადაც მთავრობა დაშლის პირასაა მმართველი კოალიციის მოქმედების გამო, რუსული ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით", - წერს ავტორი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმა თავისი უმცროსი კოალიციური პარტნიორი - პარტია "ხალხისათვის“ იმაში დაადანაშაულა, რომ მათთვის პოლიტიკანობა ადამიანების ბედის გადარჩენაზე უფრო ძვირფასია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც "ხალხოსნებმა“ დაბლოკეს რუსეთთან მოლაპარაკება ანტივირუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V”-ის შეძენის შესახებ.

სლოვაკეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც რუსული ვაქცინის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ერთი თვის წინათ უნგრეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან, რომელიც ვაქცინის სწრაფ მიწოდებას ითვალისწინებს, "სპუტნიკ-V”-ის შეძენის მიზნით დაინტერესებას იჩენენ ხორვატია და ჩეხეთიც.

რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ვაქცინით ვაჭრობამ ბრიუსელი ჩიხში შეიყვანა. სწორედ ამიტომ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი დაინტერესდა, თუ "რატომ პირდება რუსეთი სხვა ქვეყნებს ვაქცინის მილიონობით დოზას, როცა კრემლს საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაცია არ დაუმთავრებია“.

"თაიმსის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უშუალოდ რუსეთსა და ჩინეთში მოსახლეობის ვაქცინაციის დონე მხოლოდ 2%-ს აღწევს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან