პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე
"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე

შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის საქ­მე­ზე ორი პი­რის - „თრე­ველ ჯის“ დი­რექ­ტო­რი­სა და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სამ­გზავ­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მე­სა­კუთ­რის და­კა­ვე­ბას გარ­დაც­ვლი­ლი მე­დეა დევ­სუ­რაშ­ვი­ლის დედა, ლიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში სი­მო­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე გა­უშ­ვა მთა­ში ტურ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბელ­მა კი მისი გა­უ­მარ­თა­ო­ბის შე­სა­ხებ იცო­და, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის ფა­სად გა­რის­კა.

„მათი ად­გი­ლი ცი­ხე­შია - ახლა სა­დაც არი­ან იქ. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, ახლა იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, მათი ახ­ლობ­ლე­ბი რა დღე­ში იქ­ნე­ბი­ან-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს არ არის შემ­თხვე­ვი­თი ამ­ბა­ვი. შალ­ვა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი თაღ­ლი­თუ­რად აკე­თებ­და ფულს, სხვი­სი სი­ცო­ცხლის რის­კის ქვეშ და­ყე­ნე­ბის ფა­სად, თაღ­ლი­თუ­რად შო­უ­ლობ­და ფულს. ადა­მი­ა­ნი ასე გა­წი­რო სა­სიკ­ვდი­ლოდ, რად­გან „კო­კამ ერთხელ მო­ი­ტა­ნა წყა­ლი“, და­უშ­ვე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჯე­რად აღარ „მო­ი­ტა­ნა წყა­ლი“ და სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი შვი­ლე­ბი მოყ­ვნენ ამ ამ­ბავ­ში. ასე­თი რამ აუ­ცი­ლებ­ლად კი­დევ გან­მე­ორ­დე­ბო­და. საქ­მე­ში რომ ჩა­ვი­ხე­დე, „თრე­ველ ჯის“ გარ­შე­მო კო­მენ­ტა­რებ­ში ისე­თი ამ­ბე­ბი ტრი­ალ­დებ­და, თურ­მე, წლე­ბია, მათ ხალ­ხი ებ­რძვის, უბ­რა­ლოდ, არა­ვინ შე­მოკ­ვდო­მი­ათ ჩვენს ამ­ბამ­დე, იქამ­დე ასე თუ ისე, „კო­კას მოჰ­ქონ­და წყა­ლი“. ამ კომ­პა­ნი­ის მი­მართ ხალ­ხს ძი­რი­თა­დად, გა­უ­მარ­თავ მან­ქა­ნა­ზე აქვს პრე­ტენ­ზია, პა­სუ­ხე­ბი არ გა­ინ­ტე­რე­სებთ რა ჰქონ­დათ? მან­ქა­ნა­ში რომ სხდე­ბო­დით, თვა­ლე­ბი სად გქონ­და­თო. ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი მოხ­და, ერთი შვი­ლი მო­მიკ­ლა, მე­ო­რე სიკ­ვდი­ლის პი­რას მი­იყ­ვა­ნა, დი­რექ­ტორს ერთი არ მო­უ­კი­თხავს არც ცო­ცხა­ლი, არც მკვდა­რი. კაც­მა თავი დამ­ნა­შა­ვედ სა­ერ­თოდ არ იგ­რძნო! ასე­თი რამე შე­იძ­ლე­ბა?! სა­ერ­თოდ, ბა­ლიშ­ზე თავი რო­გორ ედო, რო­გორ ეძი­ნა? ბო­დი­ში მა­ინც მო­ე­ხა­და, ბო­დი­ში ეთ­ქვა კა­ცუ­რად, მწუ­ხა­რე­ბას ვი­ზი­ა­რე­ბო, ეს მა­ინც რომ ეთ­ქვა, ჩვენს კე­თილ­გან­წყო­ბას ასე თუ ისე, მო­ი­პო­ვებ­და. მარ­თლა არ მინ­და არა­ვის ცი­ხე­ში ჩას­მა, მაგ­რამ ამ ხალ­ხის ად­გი­ლი ცი­ხე­შია, რომ ჩემ­სა­ვით კი­დევ არა­ვინ გა­ამ­წა­რონ, ცი­ხე­ში უნდა ის­ხდნენ. მან­ქა­ნის მფლო­ბელ­მა გო­გი­ნაშ­ვილ­მა კი­დევ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცო­და რო­გო­რი მან­ქა­ნაც გა­ა­ქი­რა­ვა. ბო­ლო­თაშ­ვილ­მა ის და­ა­შა­ვა, რომ ისეთ ტუ­რებს აწყობ­და, რო­მელ­საც არ აკონ­ტრო­ლებ­და, არ ამოწ­მებ­და, შე­უ­მოწ­მე­ბელ მან­ქა­ნებს აგ­ზავ­ნი­და. გო­გი­ნაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, მისი მან­ქა­ნა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ე.წ. რუჩ­ნოი არ უმუ­შა­ვებ­და მან­ქა­ნას და მთა­ში ტურ­ზე გა­უშ­ვა. ძა­ლი­ან კარ­გად იცონ­დნენ, რა რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნეს 20 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე. 6 თვე ხომ ეძი­ნათ კარ­გად, ბა­ლიშ­ზე ხომ ედოთ თავი კარ­გად? მათი ად­გი­ლი ცი­ხე­შია, ჩემი შვი­ლი მი­წას თუ არის ამო­ფა­რე­ბუ­ლი, ისი­ნი ცი­ხე­ში მა­ინც ის­ხდნენ, დიდი შე­ღა­ვა­თია გარ­დაც­ვლი­ლებ­თან შე­და­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე შპს „თრე­ველ ჯის“ დი­რექ­ტო­რი შალ­ვა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სამ­გზავ­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მე­სა­კუთ­რე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 277-ე მუხ­ლის 1-ლი და მე-3 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი ტრან­სპორ­ტის სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ოდ გაშ­ვე­ბას, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შა­ტი­ლის გზა­ზე ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა 23 აგ­ვის­ტოს მოხ­და, შე­დე­გად 17 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 3 კი გა­დარ­ჩა. გა­დარ­ჩე­ნი­ლებს შო­რის არის მე­დეა დევ­სუ­რაშ­ვი­ლის და, ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hhh
19

კი მაგრამ თუ დავუშვათ კომპანიის მეპატრონე პროფესიით ფილოლოგია, როგორ უნდა შეამოწმოს მანქანა გამართულია თუ არა? მართლა მაინტერესებს, როგორ ხდება, არცერთ ტურისტულ ოპერეატორს არავინ ავალდებულებს ჰქონდეს საკუთარი ტექდათვალიერების სადგური. პატრული უნდა იდგეს იმ დონეზე, რომ გაუმართავი მანქანები ეზოდან გამოსვლასაც ვერ ბედავდნენ.

gaga
18

გამართული ტრანსპორტით თუ გინდა ექსკურსიაზე წასვლა მაში ბევრად მეტი ფულის გადახდა მოგიწევს. იაფი მგზავრობა ყოველთვის გარკვეულ რისკს შეიცავს და ამიტომაც ღირს იაფი. ისე კი მთაში რომ მიდიხარ ეკსკურსიაზე და თანაც საშინელ ამინდში, იგულისხმება, რომ უკვე შეგუებული ხარ გარკვეულ რისკს. ამიტომ გასართობად რისკზე არ უნდა წახვიდე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე

"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ორი პირის - „თრეველ ჯის“ დირექტორისა და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრის დაკავებას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა, ლიკა სიმონიშვილი ეხმიანება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი აცხადებს, მომხდარი ტრაგედია ორივე ბრალდებულის პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, კომპანიის დირექტორმა მიკროავტობუსი შემოწმების გარეშე გაუშვა მთაში ტურზე, ავტომანქანის მფლობელმა კი მისი გაუმართაობის შესახებ იცოდა, თუმცა, ადამიანების სიცოცხლის ფასად გარისკა.

„მათი ადგილი ციხეშია - ახლა სადაც არიან იქ. ძალიან მწყდება გული, ახლა იმაზე ვფიქრობდი, მათი ახლობლები რა დღეში იქნებიან-მეთქი, მაგრამ ეს არ არის შემთხვევითი ამბავი. შალვა ბოლოთაშვილი თაღლითურად აკეთებდა ფულს, სხვისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, თაღლითურად შოულობდა ფულს. ადამიანი ასე გაწირო სასიკვდილოდ, რადგან „კოკამ ერთხელ მოიტანა წყალი“, დაუშვებელია. სამწუხაროდ, ამჯერად აღარ „მოიტანა წყალი“ და სამწუხაროდ, ჩემი შვილები მოყვნენ ამ ამბავში. ასეთი რამ აუცილებლად კიდევ განმეორდებოდა. საქმეში რომ ჩავიხედე, „თრეველ ჯის“ გარშემო კომენტარებში ისეთი ამბები ტრიალდებდა, თურმე, წლებია, მათ ხალხი ებრძვის, უბრალოდ, არავინ შემოკვდომიათ ჩვენს ამბამდე, იქამდე ასე თუ ისე, „კოკას მოჰქონდა წყალი“. ამ კომპანიის მიმართ ხალხს ძირითადად, გაუმართავ მანქანაზე აქვს პრეტენზია, პასუხები არ გაინტერესებთ რა ჰქონდათ? მანქანაში რომ სხდებოდით, თვალები სად გქონდათო. ამხელა ამბავი მოხდა, ერთი შვილი მომიკლა, მეორე სიკვდილის პირას მიიყვანა, დირექტორს ერთი არ მოუკითხავს არც ცოცხალი, არც მკვდარი. კაცმა თავი დამნაშავედ საერთოდ არ იგრძნო! ასეთი რამე შეიძლება?! საერთოდ, ბალიშზე თავი როგორ ედო, როგორ ეძინა? ბოდიში მაინც მოეხადა, ბოდიში ეთქვა კაცურად, მწუხარებას ვიზიარებო, ეს მაინც რომ ეთქვა, ჩვენს კეთილგანწყობას ასე თუ ისე, მოიპოვებდა. მართლა არ მინდა არავის ციხეში ჩასმა, მაგრამ ამ ხალხის ადგილი ციხეშია, რომ ჩემსავით კიდევ არავინ გაამწარონ, ციხეში უნდა ისხდნენ. მანქანის მფლობელმა გოგინაშვილმა კიდევ ყველაზე კარგად იცოდა როგორი მანქანაც გააქირავა. ბოლოთაშვილმა ის დააშავა, რომ ისეთ ტურებს აწყობდა, რომელსაც არ აკონტროლებდა, არ ამოწმებდა, შეუმოწმებელ მანქანებს აგზავნიდა. გოგინაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, მისი მანქანა რა მდგომარეობაში იყო, ე.წ. რუჩნოი არ უმუშავებდა მანქანას და მთაში ტურზე გაუშვა. ძალიან კარგად იცონდნენ, რა რისკის ქვეშ დააყენეს 20 ადამიანის სიცოცხლე. 6 თვე ხომ ეძინათ კარგად, ბალიშზე ხომ ედოთ თავი კარგად? მათი ადგილი ციხეშია, ჩემი შვილი მიწას თუ არის ამოფარებული, ისინი ციხეში მაინც ისხდნენ, დიდი შეღავათია გარდაცვლილებთან შედარებით“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი გადარჩა. გადარჩენილებს შორის არის მედეა დევსურაშვილის და, ხატია დევსურაშვილი.

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?