მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
საზოგადოება
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკავებაზე?
"ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკავებაზე?

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი თქმით, კა­ნო­ნი უნდა აღ­სრულ­დეს, მაგ­რამ არა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, იმი­ჯის და და­სავ­ლუ­რი გზით გან­ვი­თა­რე­ბის მო­მა­ვა­ლი პერ­სპექ­ტი­ვის ხარ­ჯზე. რო­გორც მეზვრიშ­ვი­ლი ამ­ბობს, დღეს უკვე შემ­დგა­რი ფაქ­ტია, რომ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის დევ­ნამ "კა­ნო­ნის სა­ხე­ლით" ქვე­ყა­ნა და­ხია უკან.

"ძა­ლი­ან მოკ­ლედ იმა­ზე თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე და ქვეყ­ნის­თვის აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა ის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბი, რაც დღეს ხდე­ბა:პირ­ველ რიგ­ში - არ ვე­ხე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლის დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა - უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის სა­კითხს. ვე­ხე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კითხს, რა­საც სა­მარ­თლებ­რი­ვად არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩენ­თან.სულ რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ პა­ტიმ­რო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის, ანუ და­კა­ვე­ბის ფორ­მას, შე­უძ­ლე­ბე­ლია პრო­ცე­სის ბოლო ნა­წი­ლი (პა­ტიმ­რო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა) იყოს სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თუ­ლი მა­შინ, როცა აღ­სრუ­ლე­ბამ­დე მთლი­ან პრო­ცეს­ში იყო არა­ერ­თი კი­თხვის ნი­შა­ნი.

ამა­ში და­მე­თან­ხმე­ბა ყვე­ლა, ვი­საც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე სმე­ნია და ვინც კარ­გად იც­ნობს ამ მხრივ პრაქ­ტი­კას.ვიწ­როდ და კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად კა­ნო­ნის ნორ­მე­ბის გან­მარ­ტე­ბა, ასეთ საქ­მე­ზე, უხე­შად რომ ვთქვათ, ქვეყ­ნის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი იყო და ამის შე­დე­გებს მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი უკეთ დაგ­ვა­ნა­ხებს, თუ უკვე ვერ ვხე­დავთ.დიახ, გი­რა­ოს გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რო­რი მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. მაგ­რამ ეს ნორ­მა ცალ­კე მდგო­მად ვერ იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი იმი­ტომ რომ, ნე­ბის­მი­ერ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას (იქ­ნე­ბა ეს პა­ტიმ­რო­ბა თუ გი­რაო) პირ­ველ რიგ­ში სჭირ­დე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი - ანუ, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ი­მა­ლე­ბა, გა­ა­ნად­გუ­რებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ან ჩა­ი­დენს ახალ და­ნა­შა­ულს.

ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მა­ში­ნაც კი, როცა ბრალ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს ვერ/არ გა­და­იხ­დის, მის­თვის უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, პრო­კუ­რა­ტუ­რამ/სა­სა­მარ­თლომ პირ­ველ რიგ­ში უნდა იმ­სჯე­ლოს ამ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ისევ არ­სე­ბობს თუ არა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ანუ, მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბო­და მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.გარ­და ამი­სა, კა­ნო­ნი არ გან­სა­ზღვრავს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის იერ­არ­ქი­ას.

არა­ვინ იცის რო­მე­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბაა უფრო მკაც­რი ან ნაკ­ლე­ბად მკაც­რი. ამის გა­მოა, რომ ხში­რად სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბულს, რო­მე­ლიც გი­რა­ოს პი­რო­ბებს არ­ღვევს, პა­ტიმ­რო­ბას კი არა პი­რად თავ­დე­ბო­ბას ან სხვა არა­სა­პა­ტიმ­რო აღ­კვეთს უფარ­დებს.შე­სა­ბა­მი­სად, აპე­ლი­რე­ბა იმა­ზე, რომ პა­ტიმ­რო­ბა კა­ნო­ნის ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა იყო და სხვა გზა არ იყო, იმ­თა­ვით­ვე მცდა­რი იყო.რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტიმ­რო­ბის აღ­სრუ­ლე­ბას, ანუ და­კა­ვე­ბას, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლე­ბე­ლია აღ­სრუ­ლე­ბა გა­მარ­თუ­ლად შე­ფას­დეს, როცა აღ­სრუ­ლე­ბამ­დე პრო­ცეს­ში უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი იყო რო­გორც პო­ლი­ცი­ის, ისე პრო­კუ­რა­ტუ­რის და სა­სა­მარ­თლოს ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამ საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ცვლი­ლე­ბის სა­კი­თხმა ზე­და­პირ­ზე ამო­ი­ტა­ნა მთლი­ა­ნად მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის და მისი თი­თო­ე­უ­ლი რგო­ლის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ მრავ­ლა­დაა. იმე­დია, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი ქარ­ცე­ცხლი გა­და­ივ­ლის, ყვე­ლა ერ­თად დავ­ფიქ­რდე­ბით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მთლი­ა­ნი სის­ტე­მის კომ­პლექ­სუ­რი (და არა ფრაგ­მენ­ტუ­ლი) ფუნ­და­მენ­ტუ­რი და რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

და ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ეს ფაქ­ტი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნამ წა­ა­გოს "კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის სა­ხე­ლით". არა­ვინ ამ­ბობს, რომ კა­ნო­ნი არ უნდა აღ­სრულ­დეს, მაგ­რამ არა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, იმი­ჯის და და­სავ­ლუ­რი გზით გან­ვი­თა­რე­ბის მო­მა­ვა­ლი პერ­სპექ­ტი­ვის ხარ­ჯზე. დღეს უკვე შემ­დგა­რი ფაქ­ტია, რომ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის დევ­ნამ „კა­ნო­ნის სა­ხე­ლით“, ქვე­ყა­ნა და­ხია უკან" - წერს მეზვრიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
37

რას ბჟუტურებ, ქალო, ტვინი წაიღო მელიამ ამდენი წელია თავისი პროვოკაციული ქმედებებით, მაშ რიგითმა ქართველმა მსგავსი რამ რომ ჩაიდინოს, აპატიონ, მელია რა წითელი კოჭია? მით უმეტეს თუ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი

ზურაბ
18

 ის იმაში და სული სამოთხეში არ გამოდის,არც გამოვა არანაირი რეფორმის შედეგად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკავებაზე?

"ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკავებაზე?

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი ნიკა მელიას დაკავებასა და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას "ფეისბუქზე" ეხმაურება.

მისი თქმით, კანონი უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. როგორც მეზვრიშვილი ამბობს, დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ "კანონის სახელით" ქვეყანა დახია უკან.

"ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება:პირველ რიგში - არ ვეხები ბრალდებულის დამნაშავეობა - უდანაშაულობის საკითხს. ვეხები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს, რასაც სამართლებრივად არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის მიმართ საბოლოო განაჩენთან.სულ რომ თავი დავანებოთ პატიმრობის აღსრულების, ანუ დაკავების ფორმას, შეუძლებელია პროცესის ბოლო ნაწილი (პატიმრობის აღსრულება) იყოს სამართლებრივად გამართული მაშინ, როცა აღსრულებამდე მთლიან პროცესში იყო არაერთი კითხვის ნიშანი.

ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების შესახებ რაიმე სმენია და ვინც კარგად იცნობს ამ მხრივ პრაქტიკას.ვიწროდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილად კანონის ნორმების განმარტება, ასეთ საქმეზე, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის დამღუპველი იყო და ამის შედეგებს მომდევნო დღეები უკეთ დაგვანახებს, თუ უკვე ვერ ვხედავთ.დიახ, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. მაგრამ ეს ნორმა ცალკე მდგომად ვერ იქნება განხილული იმიტომ რომ, ნებისმიერ აღკვეთის ღონისძიებას (იქნება ეს პატიმრობა თუ გირაო) პირველ რიგში სჭირდება საფუძველი - ანუ, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც კი, როცა ბრალდებული გირაოს ვერ/არ გადაიხდის, მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, პროკურატურამ/სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს ამ ბრალდებულის მიმართ ისევ არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ანუ, მარტივად შეიძლებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული, განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.გარდა ამისა, კანონი არ განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებების იერარქიას.

არავინ იცის რომელი აღკვეთის ღონისძიებაა უფრო მკაცრი ან ნაკლებად მკაცრი. ამის გამოა, რომ ხშირად სასამართლო ბრალდებულს, რომელიც გირაოს პირობებს არღვევს, პატიმრობას კი არა პირად თავდებობას ან სხვა არასაპატიმრო აღკვეთს უფარდებს.შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ პატიმრობა კანონის ერთადერთი მოთხოვნა იყო და სხვა გზა არ იყო, იმთავითვე მცდარი იყო.რაც შეეხება პატიმრობის აღსრულებას, ანუ დაკავებას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია აღსრულება გამართულად შეფასდეს, როცა აღსრულებამდე პროცესში უამრავი კითხვის ნიშანი იყო როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის და სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით.

ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ცვლილების საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მისი თითოეული რგოლის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა. იმედია, როცა პოლიტიკური ქარცეცხლი გადაივლის, ყველა ერთად დავფიქრდებით მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის კომპლექსური (და არა ფრაგმენტული) ფუნდამენტური და რეალური რეფორმირების აუცილებლობაზე.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით". არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან" - წერს მეზვრიშვილი.

"მართალია ეს კაცი, საშინელი ფოტოა, გამზადებული მარმარილოსთვის!" - ბექა დავითულიანის სახუმარო პოსტი მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა

"გახარიას რეიტინგის დაკნინების მცდელობას აჯობებდა, "დუმილის უფლება" გამოგეყენებინათ" - ბერდია სიჭინავა "ოცნებას" მიმართავს

Facebook-მა "ქართულ მარშთან" და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები წაშალა