მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს!" - ირაკლი ღარიბაშვილი
"ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს!" - ირაკლი ღარიბაშვილი

ბა­ტო­ნი მე­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში გვარს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სა­დაც არ უნდა იმა­ლე­ბო­დეს, ვერ და­ე­მა­ლე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, კა­ნო­ნი უნდა აღ­სრულ­დეს! - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტში, ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამ ქვე­ყა­ნა­ში ალი­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ფორ­მა­ლუ­რი თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა.

"ვფიქ­რობ, ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ფრთა კონ­ტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის­გან უნდა გავ­მიჯ­ნოთ. კონ­სტრუქ­ცი­ულ ნა­წილ­თან დი­ა­ლოგ­ზე არას­დროს გვით­ქვამს უარი, ჩვენ დი­ა­ლო­გის­თვის ვართ მზად ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე. დი­ა­ლო­გის­თვის მზად ვართ, ყვე­ლა იმ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად გან­წყო­ბილ ოპო­ზი­ცი­ას­თან, ვი­საც სურს, რომ ამ მძევ­ლო­ბი­დან და ძა­ლა­დო­ბი­დან გა­მო­ე­ყოს და მოხ­დეს მათი დის­ტან­ცი­რე­ბა იმ დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის­გან, რო­მე­ლიც პირ­და­პირ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი და­ნიშ­ნუ­ლი სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლე­ბის­გან მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ნიკა მე­ლი­ას ვგუ­ლის­ხმობ, რო­მე­ლიც რა თქმა უნდა, კრი­მი­ნა­ლია, იმი­ტომ რომ ბან­კი "ქარ­თუს“ გა­კოტ­რე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ შე­რა­ცხა ის კრი­მი­ნა­ლად. ეს ყვე­ლას ავი­წყდე­ბა. ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნებ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ალი­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ფორ­მა­ლუ­რი თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა. ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნებ, ნიკა მე­ლია "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ რო­გო­რი თავ­მჯდო­მა­რეა. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არის სა­ა­კაშ­ვი­ლი, სხვა ლი­დე­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“ არ არ­სე­ბობს. მე­ლია, ვა­შა­ძე... არი­ან ყო­ველ­თვის დრო­ე­ბი­თი ფორ­მა­ლუ­რი სა­ხე­ე­ბი. ნა­ხეთ, მე­ლი­ას­თან მი­მარ­თე­ბით მათი გათ­ვლით, რო­გო­რი "ჭკვი­ა­ნუ­რი“ სვლა გა­ა­კე­თეს. მე­ლია არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, მას მი­ე­სა­ჯა კონ­კრე­ტუ­ლი სას­ჯე­ლი ბან­კი "ქარ­თუს“ საქ­მე­ზე. ჩვე­ნი ჰუ­მა­ნუ­რი პო­ლი­ტი­კა და ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კი­თხე­ბი­სად­მი ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამა­შიც გა­მოჩ­ნდა. მას პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი და ჯა­რი­მა მი­ე­სა­ჯა. ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლი. ეს კრი­მი­ნა­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ გა­მო­ა­ცხა­დეს. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ იმ მძი­მე და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც მან სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­ი­დი­ნა, პარ­ლა­მენტზე შტურ­მის ორ­გა­ნი­ზე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი დამ­ხო­ბის მცდე­ლო­ბას ვგუ­ლის­ხმობ, თურ­მე არ უნდა შე­ვე­ხოთ მე­ლი­ას. მე ვე­კი­თხე­ბი ყვე­ლას, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გი­ნა­ხავთ, რომ მსგავ­სი ტი­პის მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნებს რა­ღაც ინ­დულ­გენ­ცი­ებს აძ­ლევ­დნენ? რო­დის ყო­ფი­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ასე­თი კრი­მი­ნა­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი გამ­ხდა­რა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კა­ში კა­პი­ტო­ლი­უ­მის წინ მოხ­და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შტურ­მი და თავ­დას­ხმა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 150 ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია. 4 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი, ჩვენ რაზე ვსა­უბ­რობთ? 90-იან წლებ­ში ის უბე­დუ­რე­ბა და კა­ტას­ტრო­ფა, რაც ჩვენ, ჩვენს თავს დავ­მარ­თეთ და ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის პრე­ცე­დენ­ტი და­ვუშ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი ეს უბე­დუ­რე­ბა, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, იმის ანა­რეკ­ლია. ამის შემ­დეგ და­ვან­გრი­ეთ, დავ­ხო­ცეთ ერ­თმა­ნე­თი, დავ­კარ­გეთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ახლა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში იკ­რი­ბე­ბი­ან, თუ გა­და­ხე­დავთ მათ ბი­ოგ­რა­ფი­ას, 80 პრო­ცენტს აქვს იმ გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 90-ია­ნებ­ში მათ ჩა­ი­დი­ნეს. იგი­ვე სა­ხე­ე­ბი გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით, ზი­ზღის ენით, როცა ჩვენ მათ ადეკ­ვა­ტუ­რად ვპა­სუ­ხობთ. როცა დესტრუქ­ცი­ულ პო­ლი­ტი­კას ვპა­სუ­ხობთ ისე, რო­გორც უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს გვაბ­რა­ლე­ბენ ჩვენ. რა თქმა უნდა, სი­მარ­თლე მარ­ტი­ვია,“ - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "არც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, არც რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში არ იქ­ნე­ბა მათი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლის თავ­შე­სა­ფა­რი“.

"თუ ისი­ნი ღიად აცხა­დე­ბენ, რომ ასე­თი პარ­ტია არის კრი­მი­ნა­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი და ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი, მა­შინ ესეც ჩვე­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მო­რი­გი აღი­ა­რე­ბაა. ასე რომ, ჩემი პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია, კა­ნო­ნი უნდა აღ­სრულ­დეს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უნდა იყოს წეს­რი­გი და ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გა­სუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი­დან და ჩარ­ჩო­ე­ბი­დან, მათ მო­უ­წევთ ამ ჩარ­ჩო­ებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ამის გა­რან­ტი­ას ვიძ­ლე­ვი! ოპო­ზი­ცი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა და დი­ა­ლო­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არა ამ კრი­მი­ნა­ლებ­თან, დესტრუქ­ცი­ულ ცხელ თა­ვებ­თან, რო­მელ­თაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის დან­გრე­ვა სურთ. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, რომ ბა­ტო­ნი მე­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში გვარს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სა­დაც არ უნდა იმა­ლე­ბო­დეს, ვერ და­ე­მა­ლე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, კა­ნო­ნი უნდა აღ­სრულ­დეს! კა­ნო­ნი აღ­სრულ­დე­ბა რო­გორც წე­სია და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ დაბ­რუნ­დნენ კა­ნო­ნი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ჩარ­ჩო­ებ­ში. მათ ამის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ ძა­ლი­ან მალე!“ - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 113 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
176

ძალიან ხისთავიანია ეს კოდალა!!!!

tato
169

დიახაც უნდა დაისაჯოს,ნამეტანი გაუვიდათ თავს,აბა ერთი სააკაშვილის დროს გაებედათ,მაშინ ხალხი გამოსული იყო,უბრალოდ აქციას ატარებდნენ და რა დამართეს და ამათ ხომ გადაიმხეს თავზე,ჩემი თვალით რომ არ მეყურებია იქ რასაც ესენი ჩადიოდნენ შეიძლება არ დამეჯერა,მაგრამ რაც ვნახე,კიდე კარგად მოუთმინეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს!" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს!" - ირაკლი ღარიბაშვილი

ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ფრაქცია "ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა.

"ვფიქრობ, ოპოზიციის რადიკალური ფრთა კონტრუქციული ოპოზიციისგან უნდა გავმიჯნოთ. კონსტრუქციულ ნაწილთან დიალოგზე არასდროს გვითქვამს უარი, ჩვენ დიალოგისთვის ვართ მზად ყოველგვარი პირობების გარეშე. დიალოგისთვის მზად ვართ, ყველა იმ კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციასთან, ვისაც სურს, რომ ამ მძევლობიდან და ძალადობიდან გამოეყოს და მოხდეს მათი დისტანცირება იმ დესტრუქციული პოლიტიკისგან, რომელიც პირდაპირ სააკაშვილისა და მისი დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ნიკა მელიას ვგულისხმობ, რომელიც რა თქმა უნდა, კრიმინალია, იმიტომ რომ ბანკი "ქართუს“ გაკოტრების საქმეზე სასამართლომ შერაცხა ის კრიმინალად. ეს ყველას ავიწყდება. ყველას შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. ყველას შევახსენებ, ნიკა მელია "ნაცმოძრაობის“ როგორი თავმჯდომარეა. "ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არის სააკაშვილი, სხვა ლიდერი "ნაცმოძრაობაში“ არ არსებობს. მელია, ვაშაძე... არიან ყოველთვის დროებითი ფორმალური სახეები. ნახეთ, მელიასთან მიმართებით მათი გათვლით, როგორი "ჭკვიანური“ სვლა გააკეთეს. მელია არის გასამართლებული, მას მიესაჯა კონკრეტული სასჯელი ბანკი "ქართუს“ საქმეზე. ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ივანიშვილის საკითხებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება ამაშიც გამოჩნდა. მას პირობითი სასჯელი და ჯარიმა მიესაჯა. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი რამდენიმე თვის წინ პარტიის თავმჯდომარედ გამოაცხადეს. გვეუბნებიან, რომ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა, პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას ვგულისხმობ, თურმე არ უნდა შევეხოთ მელიას. მე ვეკითხები ყველას, რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ მსგავსი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს რაღაც ინდულგენციებს აძლევდნენ? როდის ყოფილა პოლიტიკური პარტია ასეთი კრიმინალების თავშესაფარი გამხდარა.

რამდენიმე თვის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმის წინ მოხდა ორგანიზებული შტურმი და თავდასხმა, რომლის შედეგადაც 150 ადამიანი დაკავებულია. 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? 90-იან წლებში ის უბედურება და კატასტროფა, რაც ჩვენ, ჩვენს თავს დავმართეთ და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის პრეცედენტი დავუშვით, ყველაფერი ეს უბედურება, რაც ქვეყანაში ხდება, იმის ანარეკლია. ამის შემდეგ დავანგრიეთ, დავხოცეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ტერიტორიები და ახლა ეს ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იკრიბებიან, თუ გადახედავთ მათ ბიოგრაფიას, 80 პროცენტს აქვს იმ გადატრიალებაში მონაწილეობა მიღებული, რომელიც 90-იანებში მათ ჩაიდინეს. იგივე სახეები გველაპარაკებიან ასეთი აგრესიული რიტორიკით, ზიზღის ენით, როცა ჩვენ მათ ადეკვატურად ვპასუხობთ. როცა დესტრუქციულ პოლიტიკას ვპასუხობთ ისე, როგორც უნდა ვუპასუხოთ, ისინი ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. რა თქმა უნდა, სიმართლე მარტივია,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, "არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულებისა და კრიმინალის თავშესაფარი“.

"თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ასეთი პარტია არის კრიმინალების თავშესაფარი და ტერორისტების თავშესაფარი, მაშინ ესეც ჩვენი პროკურატურისთვის მორიგი აღიარებაა. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია, კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია კონსტიტუციური წესრიგიდან და ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. ამის გარანტიას ვიძლევი! ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, დესტრუქციულ ცხელ თავებთან, რომელთაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ. კიდევ ვიმეორებ, რომ ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! კანონი აღსრულდება როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ ამის გაკეთება მოუწევთ ძალიან მალე!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.