ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ტაძრებში ღვთისმსახურება დროებით შეწყდა, ვიდრე ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი არ განისაზღვრება. ამავდროულად, ტაძრები არ დაკეტილა და იქ შესვლა ყველა მომლოცველს შეუძლია. "რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივ ტელევიზიას ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აპლიამ განუცხადა.
"დღევანდელმა ღვთისმსახურებმა, რომლებიც გაშვებული არიან თავიანთ განსაზღვრულ ეპარქიებში, დაე, დააყენონ თავიანთი მღვდელმთავრების წინაშე აფხაზეთის ეკლესიის საკითხი, რომლებიც თავის მხრივ დააყენებენ საკითხს პატრიარქ კირილთან, როგორ განვითარდეს მოვლენები სამომავლოდ. ოცდაათი წელი ასეთ ვითარებაში ყოფნა - ეს უკვე შეუძლებელია. ამიტომაც, შევწყვიტე ტაძრებში მსახურება“, - ამბობს აპლია.
მისი თქმით, მსახურება მხოლოდ სოხუმის საკათედრო ტაძარში არ შეწყვეტილა.
"მე იქ ვმსახურობდი ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ, ამიტომ კანონიკური უფლება გააჩნია საკათედრო ტაძარს“, - ამბობს აპლია.
მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია შეიყვანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში კანონიკური გადაწყვეტილების გარეშე. ის იმედოვნებს, რომ მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტს ოკუპირებული აფხაზეთის საეკლესიო ვითარებას და განსაზღვრავს მის სტატუსს.
"რუსეთის ეკლესიის მიერ ხელდასმული სასულიერო პირების კანონიკური სტატუსი უნდა განისაზღვროს. მთავარი ის არის, რომ ისინი აქ უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კონკრეტული სტატუსით. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენ არ ვყოფილვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი და ვერ ვიქნებით“, - აცხადებს აპლია.
"რია ნოვოსტი“ წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ რეგიონსა და აფხაზ მორწმუნეებზე კონტროლი დაკარგა 1992-93 წლების ომის შედეგად.
"მაშინ ქართველ სასულიერო პირთა უდიდესი ნაწილი პოლიტიკური მიზეზებით, იძულებული იყო აფხაზეთის ტერიტორია დაეტოვებინა. რეგიონის სულიერ ცხოვრების აღდგენა დაიწყო ადგილობრივ სასულიერო პირთა ჯგუფმა. მათ შექმნეს საეპარქიო საბჭო და აირჩიეს სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი მღვდელი ბესარიონ აპლია. მაშინვე, რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერით, რამდენიმე აფხაზმა მიიღო სასულიერო განათლება, რომელთა ხელდასხმა მოხდა მღვდლად. გარდა ამისა, აფხაზეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა ლოცვა-კურთხევით მსახურობენ სასულიერო პირები რუსეთიდან“ - წერს რუსული სააგენტო.
es უშუალო გაგრძელებაა იმის, რაც ხდება ჩვენთან. სამწუხაროდ საქართველოს არ აღმოაჩდა სურათების დანახვა არც დასაწყისში და არც დღეს გააჩნია. ის არ გააჩნია კონფესიას, მედიას, პოლიტიკას და ბიზნესაც, საქართველო დასულია ცხოველის უნდაზე და ამის იქით მოთხვნა არა აქვს. როცა ეს ყველას ერთნაირად შეეხება, მაშინ შეექმნებათ სურათი, მაგრამ უკვე დაგვიანებული იქნება. ყველა უნდაშია მხოლოდ და სხვა ალტერნატივა აზროვნებას არ ეძლევა, თანაც რაღაც ჯაჭვშია ყველა და უკანის უკანის სურათები დამალულია. არ ხდება ამ სურათების ჩაჭრა, სანამ ხიბულაში არ ამოვყოფთ თავს. ხიბულა კი ეს ჩვენი საერთო სურათის ნიშანია. იხვარჩალით ბაბა. თქვენ კი არა შინდეი ო. კონორს მოუხდა კონფესიის შეცვლა, რომ დაეწყნარებინა სხეული. ის სხვაში ამას ვერ გააკეთებდა, რადგან იქაც ყველა უნდაში იყო>>>>>>>>>>>>>>>>>>>იკარგებით და აზრზე ვერ მოდიხართ, მიდიხართ ბაზარზე და გარკვეულობა არა გაქვთ, რას იძენთ და რა ივაჭროთ არ იცით. მასე რა გამოგივათ? რაც არ უნდა გესაუბროთ, იმის გარძელება თქვენს უნდებში არ მოხდება. რა ვქნათ, იყავით უნდების უნდეში!
ანუ, დუღდა, ჩქეფდა და ასე უცებ შეჩერდა?!... არა, "შეჩერდა" ძალიან არაკორექტული ფორმაა და შესაძლოა, გვიწყინონ ჩვენმა უმცროსმა ძმებმა... დაპაუზდა, გადატვირთვის რეჟიმში ჩადგა, აკადემიური ან სულაც დეკრეტული შვებულება აიღო და რა ვიცი, კიდევ უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება...