მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქალაქეებმა, პარტიის ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად" - აშშ-ის საელჩო
"მოქალაქეებმა, პარტიის ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად" - აშშ-ის საელჩო

"მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, არ­ჩე­ულ­მა მო­ხე­ლე­ებ­მა და პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­მა ნე­ბის­მი­ერ მხა­რეს, უნდა გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად, მშვი­დო­ბი­ა­ნად იმუ­შა­ონ დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

აშშ-ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლოს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის იუ­ბი­ლეს ულო­ცავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა ია­მა­ყოს ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ით, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლი იყო იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ის იქ­მნე­ბო­და.

ამას­თან, მი­ლოც­ვა­ში, რო­მელ­საც აშშ-ის სა­ელ­ჩო აქ­ვეყ­ნებს ნათ­ქვა­მია, რომ ახლა, ვიდ­რე ოდეს­მე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ერ­თი­ან­დეს პირ­ველ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გან­მტკი­ცე­ბუ­ლი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ირ­გვლივ.

"გი­ლო­ცავთ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის იუ­ბი­ლეს!

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი კონ­სტი­ტუ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მტკი­ცე ძა­ლის­ხმე­ვი­სა და­სავ­ლე­თის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ.

თქვენ მარ­თლაც უნდა ია­მა­ყოთ ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ით, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლი იყო იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ის იქ­მნე­ბო­და.

იგი აღი­ა­რებ­და სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და გა­ნუ­ყოფ­ლო­ბას, იცავ­და ძი­რი­თად სა­მო­ქა­ლა­ქო და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და ად­გენ­და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის თა­ნას­წო­რო­ბას კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

იგი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას, იცავ­და უმ­ცი­რე­სო­ბებს, უზ­რუნ­ველ­ყოფ­და რწმე­ნის, გა­მო­ხატ­ვი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლი არ­მი­ის შე­მოჭ­რის შე­დე­გად, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­კარ­გა ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­დევ­ნო 70 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 2021 წელს, რო­გორც - 1921 წელს და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აფა­სებს და იზი­ა­რებს ამე­რი­კე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი ხში­რად გა­დის გა­მოც­დას, თუმ­ცა, ჩვე­ნი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ბოლო პე­რი­ო­დის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს იმას, თუ რა­ო­დენ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნია დე­მოკ­რა­ტია და რამ­დე­ნად ერ­თგუ­ლი უნდა დავ­რჩეთ უფრო სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნი­სა, რო­გორც ეს ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია აღ­წე­რი­ლი.

ახლა, ვიდ­რე ოდეს­მე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ერ­თი­ან­დეს თქვენს პირ­ველ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გან­მტკი­ცე­ბუ­ლი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ირ­გვლივ.

მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, არ­ჩე­ულ­მა მო­ხე­ლე­ებ­მა და პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­მა ნე­ბის­მი­ერ მხა­რეს, უნდა გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად, მშვი­დო­ბი­ა­ნად იმუ­შა­ონ დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე.

ზუს­ტად ისე, რო­გორც 1921 წელს, არ­სე­ბო­ბენ ისი­ნი, ვი­საც სურთ სა­ქარ­თვე­ლო ამ ძა­ლის­ხმე­ვის წი­ნა­შე და­მარ­ცხე­ბუ­ლი იხი­ლონ, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის წარ­მა­ტე­ბას საფრ­თხედ აღიქ­ვამს.

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ძა­ლი­ან დიდი შრო­მა გას­წია ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის და­სამ­ყა­რებ­ლად, ბევ­რი იბ­რძო­ლა მის და­საბ­რუ­ნებ­ლად 30 წლის წინ და უამ­რა­ვი სის­ხლი, ოფლი და ცრემ­ლი დაღ­ვა­რა მის აღ­სად­გე­ნად. დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის შრო­მა რთუ­ლია და ის არა­სო­დეს მთავ­რდე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით დგო­მა­სა და მხარ­და­ჭე­რას ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ძა­ლის­ხმე­ვა­ში ერ­თად წინსვლის­თვის.

თქვენ უნდა ია­მა­ყოთ ამ დღით და ყვე­ლაფ­რით, რაც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა შექ­მნა ბოლო 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მო­გი­წო­დებთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გა­ნა­ახ­ლოთ ერ­თგუ­ლე­ბა უფრო სრულ­ყო­ფი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბის მი­მართ, თქვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის სა­ხე­ლით.

გი­ლო­ცავთ, კი­დევ ერთხელ, ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან იუ­ბი­ლეს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ალექს
0

არაფერ შუაშია ქვეყნის სიყვარული, უკანასკნელ ნაძირალასაც კი უყვარს თავისი ქვეყანა ! შუაში ის არასწორი სისტემაა , ჩვენ რომ ასი წელია გვაქვს, ქვეყნის განვითარების და ხალხის კეთილდღეობის მუხრუჭი ანაქრონისტული და არაადექვატური სახელმწიფოს ფუნქციაა, ის როგორც საბჭოთა დროს რეპრესიულ საექსპროპრიაციოა რომელსაც ერთი მუჭა სატრაპებისა მასაზე ანხორციელებს,ის დიქტატურის ფორმისაა, ეს დიქტატურა იყო და არის კანონებით გაფორმებული, ადრე დაუფარავად ერქვა პროლეტარიატის დიქტატურა , ახლა დაფარულია დემოკრატიის შირმით , არა ქვია დიქტატურა, მაგრამ არის სამოხელეო სამართალდამაცავ მაკონტროლებელ პარტოკრატიული პლუტოკრატიის ოლიგარქიული დიქტატურა , კანონის ბწკართა შორის კითხვის უნარი ვისაც შერჩა , ამას კითხულობს იქ კანონებში, ეს ძევს ჩვენს ფარატინა კონსტიტუციაში, ფარატინა იმიტომ კი არ არის, რომ კობახიძემ წერა , მიშამ დაამახინჯა და გულუამ შობა და ეგენი ტანწერწეტებია , არა, სამივე ერთი ძალის ფუნქციონერია , აი ყოფილი დიქტატურის , ვითომ რომ პროლეტარიატის იყო, სინამდვილეში კი ბოლშევიკებისა გახდათ ! ახლა ეს დიქტატურა ნაცქოცმოქკავშირის და მისი სატელიტებისაა, ბოლშევიკთა ბადიშების ! კონსტიტუცია , რომელშიც არა სწერია, რომ ამომრჩეველს რეფერენდუმისა და პლებისციტის მოთხოვნის უფლება აქვს და იქ კითხვის დასმის , ანუ ხელისუფლების გამოკითხვის , კანონის რევიზიის და გამოწვევის, დეპუტატის, ან მათი ჯგუფის, ხელახალი არჩევნების , მთავრობის ვოტუმის და მისი დათხოვნის , ვადამდელი პარლამენტის დაშლის , ის არაა კონსტიტუცია , ის რეჟიმის შინაგანაწესია ! ხოლო მიშა კობახიძე და გულუა ვატერანი, მოწიფული და ახალგაზრდა კომკავშირლებია ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მოქალაქეებმა, პარტიის ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად" - აშშ-ის საელჩო

"მოქალაქეებმა, პარტიის ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად" - აშშ-ის საელჩო

"მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის საელჩო საქართველოს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის იუბილეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა.

ამასთან, მილოცვაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო აქვეყნებს ნათქვამია, რომ ახლა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდეს პირველ კონსტიტუციაში განმტკიცებული მთავარი ღირებულებების ირგვლივ.

"გილოცავთ ქვეყნის პირველი კონსტიტუციის იუბილეს!

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საუკუნოვანი მტკიცე ძალისხმევისა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ.

თქვენ მართლაც უნდა იამაყოთ ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა.

იგი აღიარებდა სახელმწიფოს თავისუფლებასა და განუყოფლობას, იცავდა ძირითად სამოქალაქო და ადამიანის უფლებებს და ადგენდა ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე.

იგი ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას, იცავდა უმცირესობებს, უზრუნველყოფდა რწმენის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.

სამწუხაროდ, რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად, ქართველმა ხალხმა დაკარგა ამ თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა მომდევნო 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პირველ კონსტიტუციაში გამოხატული ღირებულებები ისეთივე მნიშვნელოვანია 2021 წელს, როგორც - 1921 წელს და ამ ღირებულებებს აფასებს და იზიარებს ამერიკელი და ქართველი ხალხი.

დემოკრატიული პროცესი ხშირად გადის გამოცდას, თუმცა, ჩვენი, ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო პერიოდის გამოწვევები ადასტურებს იმას, თუ რაოდენ სიცოცხლისუნარიანია დემოკრატია და რამდენად ერთგული უნდა დავრჩეთ უფრო სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნისა, როგორც ეს ჩვენს კონსტიტუციაშია აღწერილი.

ახლა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდეს თქვენს პირველ კონსტიტუციაში განმტკიცებული მთავარი ღირებულებების ირგვლივ.

მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ზუსტად ისე, როგორც 1921 წელს, არსებობენ ისინი, ვისაც სურთ საქართველო ამ ძალისხმევის წინაშე დამარცხებული იხილონ, ვინც საქართველოს დემოკრატიის წარმატებას საფრთხედ აღიქვამს.

ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი შრომა გასწია ქვეყანაში პირველი დემოკრატიის დასამყარებლად, ბევრი იბრძოლა მის დასაბრუნებლად 30 წლის წინ და უამრავი სისხლი, ოფლი და ცრემლი დაღვარა მის აღსადგენად. დემოკრატიისთვის შრომა რთულია და ის არასოდეს მთავრდება, სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომასა და მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში ერთად წინსვლისთვის.

თქვენ უნდა იამაყოთ ამ დღით და ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა ბოლო 100 წლის განმავლობაში.

მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და განაახლოთ ერთგულება უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, თქვენი თითოეული თანამოქალაქის სახელით.

გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ამ მნიშვნელოვან იუბილეს", - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა!" - მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

"არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" - "ოცნების" დეპუტატი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება