მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხ ბავშვს ვუვლიდი და თან ვმეცადინეობდი როიალზე, რომელიც ოჯახს ჰქონდა" - წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელმაც გერმანიაში ულამაზესი ბაღი გააშენა
"ოთხ ბავშვს ვუვლიდი და თან ვმეცადინეობდი როიალზე, რომელიც ოჯახს ჰქონდა" - წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელმაც გერმანიაში ულამაზესი ბაღი გააშენა

პრო­ფე­სი­ით პი­ა­ნის­ტი უკვე ცხრა წე­ლი­წა­დია გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ჰა­ლე­ში ცხოვ­რობს. "მა­მულ-დე­დულ­ში" პი­ა­ნის­ტი რო­გორ აღ­მოჩ­ნდაო, ვინ­მე, ალ­ბათ, იკი­თხავს. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ოქ­რო­აშ­ვი­ლი თა­მა­რი თე­ლავ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, უცხო ქვე­ყა­ნა­ში მე­ბა­ღე­ო­ბა-მე­ბოსტნე­ო­ბა­საც მის­დევს და ამ საქ­მე­ში უკვე გა­მოც­დი­ლე­ბაც და­უგ­როვ­და.

- 17 წლი­სამ გა­დავ­წყვი­ტე, გა­ნათ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში მი­მე­ღო და სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კა­რი­ე­რა ამ ქვე­ყა­ნას­თან და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა, ამი­ტომ იქ სა­მუ­შა­ოდ (ძი­ძად ანუ ოპე­რად) წა­ვე­დი. ამას­თან, ვეც­ნო­ბო­დი ხალ­ხის კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებს, მენ­ტა­ლი­ტეტს და ენა­საც უკე­თე­სად ვსწავ­ლობ­დი. ვმუ­შა­ობ­დი ბერ­ლინ­ში, ვუვ­ლი­დი ოთხ ბავ­შვს, ამას­თან, ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი რო­ი­ალ­ზე, რო­მე­ლიც ოჯახს ჰქონ­და... ერთი წლის შემ­დეგ კონ­სერ­ვა­ტო­რია შე­ვარ­ჩიე, ჩა­ვა­ბა­რე და სწავ­ლა ჩემს ფა­ვო­რიტ პრო­ფე­სორ­თან და­ვი­წყე... პა­რა­ლე­ლუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მუ­შა­ო­ბაც, რად­გან უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა უნდა და­მე­ფი­ნან­სე­ბი­ნა. და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში, მოს­წავ­ლე­ებს ფორ­ტე­პი­ა­ნო­ში ვა­მე­ცა­დი­ნებ. ამ­ჟა­მად 30 მოს­წავ­ლე მყავს, ასე­ვე კერ­ძო მოს­წავ­ლე­ე­ბი. გუნ­დე­ბის აკომ­პა­ნი­ა­ტო­რიც ვარ, მათ შო­რის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზეც.

- გა­მო­დის, უცხო ქვე­ყა­ნა­ში მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლის გამო აღ­მოჩ­ნდით...

- ხუთი წლი­სამ და­ვი­წყე ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა და მას მერე მუ­სი­კა ჩემი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რია. პი­ა­ნის­ტო­ბა დიდ შრო­მას­თან, სცე­ნი­სა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის სიყ­ვა­რულ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ფორ­ტე­პი­ა­ნოს პე­და­გო­გად თავი ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

- გერ­მა­ნი­ამ, ალ­ბათ, ბევ­რი ახა­ლი რამ გას­წავ­ლათ...

- დიახ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ქვე­ყა­ნამ უამ­რა­ვი რამ მას­წავ­ლა, უპირ­ვე­ლე­სად კი - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. მივ­ხვდი, რომ­ყვე­ლაფ­რის­თვის თვი­თონ უნდა ვიბ­რძო­ლო, ჩემ ნაც­ვლად ჩემს საქ­მეს არა­ვინ გა­ა­კე­თებს, ყვე­ლა­ფერს შრო­მით უნდა მი­აღ­წიო. ამ­ჟა­მად რაც მაქვს, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შრო­მი­თა და ოფ­ლით არის მო­პო­ვე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ასე­თი ვი­ყა­ვი. გერ­მა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მე უფრო პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ვარ, ვიდ­რე გერ­მა­ნე­ლე­ბი... კი­დევ ვის­წავ­ლე, რომ და­ზღვე­ვა ზედ­მე­ტი არას­დროს არის. როცა ყვე­ლა­ფე­რი და­ზღვე­უ­ლი გაქვს, ღა­მით მშვი­დად გძი­ნავს. ვი­ნა­ი­დან ჩემ­ში რა­ღაც დო­ზით "გერ­მა­ნე­ლიც" ცხოვ­რობს, გა­დავ­წყვი­ტე, ყვე­ლა­ფე­რი, რისი დაღზ­ვე­ვაც შე­იძლLებო­და, და­მე­ზღვია - ჩემი ბაღი და ბა­ღის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბიც კი...

- ბა­ღის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- გერ­მა­ნი­ა­ში დიდ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ, ამი­ტომ ად­გილს ვე­ძებ­დი გან­ტვირ­თვის­თვის და გა­და­ვა­წყდი ნაკ­ვე­თის და­ქი­რა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. თა­ვი­დან ჩემი მი­ზა­ნი სტრე­სუ­ლი დღის შემ­დეგ გან­ტვირ­თვა იყო, მაგ­რამ როცა ნაკ­ვე­თი გაქვს, სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, რამე მო­იყ­ვა­ნო. ასე და­ვი­წყე სხვა­დას­ხვა ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნა... მერე მივ­ხვდი, ეს საქ­მე სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც მა­ნი­ჭებ­და... თე­ლავ­ში გვაქვს ბაღი, მაგ­რამ იქი­დან პა­ტა­რა წა­ვე­დი თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, რათა ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში მეს­წავ­ლა, ამი­ტომ მი­წას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მქო­ნია.

- დი­დია თქვე­ნი ნაკ­ვე­თი?

- ჩემი ბაღი 500 კვმ-ია. გერ­მა­ნი­ა­ში ასეთ ნაკ­ვე­თებს სპე­ცი­ა­ლურ მო­თხოვ­ნებს უყე­ნე­ბენ, კერ­ძოდ, ერთ მე­სა­მედ­ზე ბოსტნე­უ­ლი და ხილი უნდა იყოს, და­ნარ­ჩენ­ზე შე­გიძ­ლია ყვა­ვი­ლე­ბი გა­ა­შე­ნო, აუზი დად­გა, რად­გან ჩა­შე­ნე­ბუ­ლი არ შე­იძ­ლე­ბა, ან აა­შე­ნო 24 კვმ-იანი პა­ტა­რა ქოხი, ბუნ­გა­ლო, სა­დაც შე­გიძ­ლია ზა­ფხულ­ში ღა­მეც გა­ა­თიო. ჩემს ბაღ­ში ყვე­ლა წესი და­ცუ­ლია - მაქვს პა­ტა­რა ბუნ­გა­ლო, და­სად­გა­მი აუზი, ხე­ხი­ლი და ყო­ველ წელს ბოსტნე­უ­ლიც მომ­ყავს. მაქვს ვაშ­ლის სამი და მსხლის ორი ხე, მო­ცხა­რის ორი დიდი ბუჩ­ქი, ტყე­მა­ლი, ატა­მი, ქლი­ა­ვი, ოთხი ჯი­შის ყუ­რძე­ნი, ბევ­რი მარ­წყვი, სა­ზამ­თრო, ნეს­ვი; ბოსტნე­უ­ლი­დან - წი­წა­კა, პო­მი­დო­რი, კიტ­რი, კარ­ტო­ფი­ლი, ტკბი­ლი კარ­ტო­ფი­ლი (ბა­ტა­ტი), ყა­ბა­ყი.

გა­სულ ზა­ფხულს მო­ვიყ­ვა­ნე ბრი­უ­სე­ლის კომ­ბოს­ტო, სი­მინ­დი, ნი­ო­რი, ხახ­ვი, სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბი, ლო­ბიო... ამ ყვე­ლა­ფერს ყო­ველ წელს ვცვლი, რად­გან რაც მეტი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა მი­წა­ზე, მით უკე­თე­სად აი­სა­ხე­ბა მო­სა­ვალ­ზე.

- ამ­დე­ნი მცე­ნა­რის მოვ­ლა რო­გორ ის­წავ­ლეთ?

- ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნე­ტით, წიგ­ნე­ბით, გა­ზე­თე­ბით მი­ვი­ღე. "ფე­ის­ბუკ­ზეც" ვარ გა­წევ­რე­ბუ­ლი სა­მე­ბა­ღეო ჯგუ­ფებ­ში... ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა მამ­შვი­დებს, სტრე­სის­გან მა­თა­ვი­სუფ­ლებს. გერ­მა­ნი­ის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია, ამი­ტომ გჭირ­დე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლია "ტვი­ნი გა­მორ­თო". ამა­ში ბაღი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.

შარ­შან ზა­ფხულ­ში ბოსტნე­უ­ლის უხვი მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღე, მაგ­რამ ხე­ხი­ლის გას­ხვლას ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. ერთხელ ატა­მი ისე გავ­სხა­ლი, მე­ო­რე წელს აღარ მო­ის­ხა. იმის მერე ფრთხი­ლი ვარ, ვცდი­ლობ, ამის შე­სა­ხებ მეტი წა­ვი­კი­თხო და ვის­წავ­ლო.

მი­წას ვბა­რავ და ვთოხ­ნი, როცა კონ­ცერ­ტი არ მაქვს, რად­გან მძი­მე სა­მუ­შა­ოა და კუნ­თე­ბი მტკივ­დე­ბა, ეს კი დაკ­ვრა­ში ხელს მიშ­ლის... ასე რომ, პი­ა­ნის­ტო­ბა­სა და მე­ბა­ღე­ო­ბას კარ­გად ვუ­თავ­სებ ერ­თმა­ნეთს. სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე ჩემი პრო­ფე­სი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ბაღ­ში ფუს­ფუ­სი ჩემს კა­რი­ე­რა­ზე სა­სი­კე­თოდ აი­სა­ხე­ბა.

- ბი­ოპ­რო­დუქ­ტი მოგ­ყავთ?

- რა თქმა უნდა. რაც მეტს ვფიქ­რობ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, მით უფრო მი­ხა­რია სა­კუ­თა­რი ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნა, რად­გან ვიცი, რო­გორ მო­ვიყ­ვა­ნო შხამ­ქი­მი­კა­ტის გა­რე­შე. გერ­მა­ნი­ა­ში ბი­ოპ­რო­დუქ­ტი ძა­ლი­ან ძვი­რია.

- რო­გორც კა­ხელს, თქვე­ნი კუ­თხის ყუ­რძე­ნი თუ გაქვთ ბაღ­ში?

- ჩემს ძარ­ღვებ­ში კა­ხუ­რი სის­ხლი ჩქეფს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ მაქვს ქარ­თუ­ლი ჯი­შის ვაზი - მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი... ვა­პი­რებ სა­ქარ­თვე­ლო­დან ქარ­თუ­ლი ვა­ზის წა­მო­ღე­ბას, მაგ­რამ გა­სულ ზა­ფხულს კო­რო­ნამ შე­მი­შა­ლა ხელი და ვერ ჩა­მო­ვე­დი. იმე­დი მაქვს, წლე­ულს მა­ინც შევ­ძლებ.

- რო­გორც ვიცი, სხვებ­საც უნა­წი­ლებთ ბოსტნე­უ­ლის თესლს.

- ჩემი მი­ზა­ნია, არა მხო­ლოდ მე მქონ­დეს კარ­გი ბოსტნე­უ­ლი, არა­მედ სხვებ­საც გა­ვუ­ნა­წი­ლო მათი თეს­ლი. ჩემი პირ­ვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი დე­დაა, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ი­დან თე­ლავ­ში, ჩვენს ბაღ­ში და­სა­თე­სად ყო­ველ­თვის მი­აქვს რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი.

- მე­უღ­ლე გერ­მა­ნე­ლი გყო­ლი­ათ. ისიც შრო­მობს ბაღ­ში?

- ჩემი მე­უღ­ლე ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ბა­ღის სა­მუ­შა­ო­ე­ბის 90%-ს მე ვას­რუ­ლებ, 10%-ს - ის. მა­გა­ლი­თად, სხლავს მა­ღალ ხე­ებს, რად­გან სი­მაღ­ლის გამო უფრო ად­ვი­ლად გა­მოს­დის, ვიდ­რე მე კი­ბე­ზე შემ­დგარს. ჩრდი­ლო­გერ­მა­ნე­ლია (გაზ­რდი­ლია ჰო­ლან­დი­ის სა­ზღვარ­თან), მის ოჯახს სა­უ­კე­თე­სოდ მოვ­ლი­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბა­ღე­ბი აქვს.

- რას ურ­ჩევთ მოყ­ვა­რულ მე­ბა­ღე­ებს?

- ჩემ­გან რა­მის რჩე­ვა და სწავ­ლე­ბა უხერ­ხუ­ლია, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ტყვი, რომ დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ ნაკ­ვეთ­ში ბოსტნე­უ­ლის შე­თავ­სე­ბას. ყვე­ლა ბოსტნე­უ­ლი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით არ ითე­სე­ბა, მა­გა­ლი­თად, კარ­ტო­ფი­ლი და ბად­რი­ჯა­ნი, მაგ­რამ თუ კარ­ტო­ფილ­თან ერ­თად ქინძს დავ­თე­სავთ, უკე­თე­სია. კარ­ტო­ფი­ლის გვერ­დით თუ რე­ჰანს ან როზ­მა­რინს გა­ვა­ხა­რებთ, მათი სუნი კარ­ტო­ფი­ლის ხო­ჭო­ებს და­აფრ­თხობს...

სა­სუ­ქი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მისი გა­და­ჭარ­ბე­ბა პრო­დუქტს ვნებს. გან­სხვა­ვე­ბა გერ­მა­ნულ და ქარ­თულ ბა­ღებს შო­რის ის არის, რომ აქ ხში­რად წვიმს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამინ­დი უფრო მშრა­ლი და მზი­ა­ნია, ამი­ტომ გერ­მა­ნი­ა­ში მიწა უმე­ტე­სად სვე­ლია და ბა­ლა­ხიც - მწვა­ნე. ამას თა­ვის პლუ­სიც აქვს და მი­ნუ­სიც. მა­გა­ლი­თად, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზამ­თროს ად­ვი­ლად მო­იყ­ვან, გერ­მა­ნი­ა­ში მისი მოყ­ვა­ნა რთუ­ლია; ასე­ვეა ბრო­წე­უ­ლი და ლეღ­ვიც - აქ მათ ნერ­გებს უჭირს...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
1

ეს პიანისტი დაბრუნდება აქეთ? მეტი არ იხარონ, ამ ქვეყნის დამაქცევლებმა.

ლალუკა
51

შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ჩვენ თუ ვიქნებით მუსიკის მოსმენის ხასიათზე, ისე მოგვაქციეს 30 წელია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ოთხ ბავშვს ვუვლიდი და თან ვმეცადინეობდი როიალზე, რომელიც ოჯახს ჰქონდა" - წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელმაც გერმანიაში ულამაზესი ბაღი გააშენა

"ოთხ ბავშვს ვუვლიდი და თან ვმეცადინეობდი როიალზე, რომელიც ოჯახს ჰქონდა" - წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელმაც გერმანიაში ულამაზესი ბაღი გააშენა

პროფესიით პიანისტი უკვე ცხრა წელიწადია გერმანიაში, ქალაქ ჰალეში ცხოვრობს. "მამულ-დედულში" პიანისტი როგორ აღმოჩნდაო, ვინმე, ალბათ, იკითხავს. საქმე ის გახლავთ, რომ ოქროაშვილი თამარი თელავში დაბადებული ქართველია, რომელიც წარმატებული კარიერის პარალელურად, უცხო ქვეყანაში მებაღეობა-მებოსტნეობასაც მისდევს და ამ საქმეში უკვე გამოცდილებაც დაუგროვდა.

- 17 წლისამ გადავწყვიტე, განათლება გერმანიაში მიმეღო და საფორტეპიანო კარიერა ამ ქვეყანასთან დამეკავშირებინა, ამიტომ იქ სამუშაოდ (ძიძად ანუ ოპერად) წავედი. ამასთან, ვეცნობოდი ხალხის კულტურას, ტრადიციებს, მენტალიტეტს და ენასაც უკეთესად ვსწავლობდი. ვმუშაობდი ბერლინში, ვუვლიდი ოთხ ბავშვს, ამასთან, ვმეცადინეობდი როიალზე, რომელიც ოჯახს ჰქონდა... ერთი წლის შემდეგ კონსერვატორია შევარჩიე, ჩავაბარე და სწავლა ჩემს ფავორიტ პროფესორთან დავიწყე... პარალელურად აუცილებელი იყო მუშაობაც, რადგან უცხო ქვეყანაში საკუთარი ცხოვრება უნდა დამეფინანსებინა. დავიწყე მუშაობა მუსიკალურ სკოლაში, მოსწავლეებს ფორტეპიანოში ვამეცადინებ. ამჟამად 30 მოსწავლე მყავს, ასევე კერძო მოსწავლეები. გუნდების აკომპანიატორიც ვარ, მათ შორის ფესტივალებზეც.

- გამოდის, უცხო ქვეყანაში მუსიკის სიყვარულის გამო აღმოჩნდით...

- ხუთი წლისამ დავიწყე ფორტეპიანოზე დაკვრა და მას მერე მუსიკა ჩემი ცხოვრების მეგზურია. პიანისტობა დიდ შრომასთან, სცენისა და აპლოდისმენტების სიყვარულთანაა დაკავშირებული. ფორტეპიანოს პედაგოგად თავი ვერც წარმომედგინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბავშვებთან მუშაობაც ჩემთვის მნიშვნელოვანია...

- გერმანიამ, ალბათ, ბევრი ახალი რამ გასწავლათ...

- დიახ, წლების განმავლობაში ამ ქვეყანამ უამრავი რამ მასწავლა, უპირველესად კი - დამოუკიდებლობა. მივხვდი, რომყველაფრისთვის თვითონ უნდა ვიბრძოლო, ჩემ ნაცვლად ჩემს საქმეს არავინ გააკეთებს, ყველაფერს შრომით უნდა მიაღწიო. ამჟამად რაც მაქვს, მხოლოდ საკუთარი შრომითა და ოფლით არის მოპოვებული.

რაც შეეხება პუნქტუალურობას, საქართველოშიც ასეთი ვიყავი. გერმანიაში აღნიშნავენ, რომ მე უფრო პუნქტუალური ვარ, ვიდრე გერმანელები... კიდევ ვისწავლე, რომ დაზღვევა ზედმეტი არასდროს არის. როცა ყველაფერი დაზღვეული გაქვს, ღამით მშვიდად გძინავს. ვინაიდან ჩემში რაღაც დოზით "გერმანელიც" ცხოვრობს, გადავწყვიტე, ყველაფერი, რისი დაღზვევაც შეიძლLებოდა, დამეზღვია - ჩემი ბაღი და ბაღის ინსტრუმენტებიც კი...

- ბაღის შესახებ გვიამბეთ...

- გერმანიაში დიდ ქალაქში ვცხოვრობ, ამიტომ ადგილს ვეძებდი განტვირთვისთვის და გადავაწყდი ნაკვეთის დაქირავების შესაძლებლობას. თავიდან ჩემი მიზანი სტრესული დღის შემდეგ განტვირთვა იყო, მაგრამ როცა ნაკვეთი გაქვს, სურვილი გიჩნდება, რამე მოიყვანო. ასე დავიწყე სხვადასხვა ბოსტნეულის მოყვანა... მერე მივხვდი, ეს საქმე სიამოვნებასაც მანიჭებდა... თელავში გვაქვს ბაღი, მაგრამ იქიდან პატარა წავედი თბილისში საცხოვრებლად, რათა ნიჭიერთა ათწლედში მესწავლა, ამიტომ მიწასთან მუშაობის გამოცდილება საქართველოში არ მქონია.

- დიდია თქვენი ნაკვეთი?

- ჩემი ბაღი 500 კვმ-ია. გერმანიაში ასეთ ნაკვეთებს სპეციალურ მოთხოვნებს უყენებენ, კერძოდ, ერთ მესამედზე ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს, დანარჩენზე შეგიძლია ყვავილები გააშენო, აუზი დადგა, რადგან ჩაშენებული არ შეიძლება, ან ააშენო 24 კვმ-იანი პატარა ქოხი, ბუნგალო, სადაც შეგიძლია ზაფხულში ღამეც გაათიო. ჩემს ბაღში ყველა წესი დაცულია - მაქვს პატარა ბუნგალო, დასადგამი აუზი, ხეხილი და ყოველ წელს ბოსტნეულიც მომყავს. მაქვს ვაშლის სამი და მსხლის ორი ხე, მოცხარის ორი დიდი ბუჩქი, ტყემალი, ატამი, ქლიავი, ოთხი ჯიშის ყურძენი, ბევრი მარწყვი, საზამთრო, ნესვი; ბოსტნეულიდან - წიწაკა, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი (ბატატი), ყაბაყი.

გასულ ზაფხულს მოვიყვანე ბრიუსელის კომბოსტო, სიმინდი, ნიორი, ხახვი, სალათის ფურცლები, ლობიო... ამ ყველაფერს ყოველ წელს ვცვლი, რადგან რაც მეტი მრავალფეროვნებაა მიწაზე, მით უკეთესად აისახება მოსავალზე.

- ამდენი მცენარის მოვლა როგორ ისწავლეთ?

- ინფორმაცია ინტერნეტით, წიგნებით, გაზეთებით მივიღე. "ფეისბუკზეც" ვარ გაწევრებული სამებაღეო ჯგუფებში... ბაღში მუშაობა მამშვიდებს, სტრესისგან მათავისუფლებს. გერმანიის ყოველდღიურობა ძალიან დატვირთულია, ამიტომ გჭირდება ადგილი, სადაც შეგიძლია "ტვინი გამორთო". ამაში ბაღი ძალიან მეხმარება.

შარშან ზაფხულში ბოსტნეულის უხვი მოსავალი მივიღე, მაგრამ ხეხილის გასხვლას ცოდნა სჭირდება. ერთხელ ატამი ისე გავსხალი, მეორე წელს აღარ მოისხა. იმის მერე ფრთხილი ვარ, ვცდილობ, ამის შესახებ მეტი წავიკითხო და ვისწავლო.

მიწას ვბარავ და ვთოხნი, როცა კონცერტი არ მაქვს, რადგან მძიმე სამუშაოა და კუნთები მტკივდება, ეს კი დაკვრაში ხელს მიშლის... ასე რომ, პიანისტობასა და მებაღეობას კარგად ვუთავსებ ერთმანეთს. სულიერი სიმშვიდე ჩემი პროფესიისთვის აუცილებელია და ბაღში ფუსფუსი ჩემს კარიერაზე სასიკეთოდ აისახება.

- ბიოპროდუქტი მოგყავთ?

- რა თქმა უნდა. რაც მეტს ვფიქრობ ჯანმრთელობაზე, მით უფრო მიხარია საკუთარი ბოსტნეულის მოყვანა, რადგან ვიცი, როგორ მოვიყვანო შხამქიმიკატის გარეშე. გერმანიაში ბიოპროდუქტი ძალიან ძვირია.

- როგორც კახელს, თქვენი კუთხის ყურძენი თუ გაქვთ ბაღში?

- ჩემს ძარღვებში კახური სისხლი ჩქეფს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს ქართული ჯიშის ვაზი - მხოლოდ ევროპული... ვაპირებ საქართველოდან ქართული ვაზის წამოღებას, მაგრამ გასულ ზაფხულს კორონამ შემიშალა ხელი და ვერ ჩამოვედი. იმედი მაქვს, წლეულს მაინც შევძლებ.

- როგორც ვიცი, სხვებსაც უნაწილებთ ბოსტნეულის თესლს.

- ჩემი მიზანია, არა მხოლოდ მე მქონდეს კარგი ბოსტნეული, არამედ სხვებსაც გავუნაწილო მათი თესლი. ჩემი პირველი მომხმარებელი დედაა, რომელსაც გერმანიიდან თელავში, ჩვენს ბაღში დასათესად ყოველთვის მიაქვს რაღაც-რაღაცები.

- მეუღლე გერმანელი გყოლიათ. ისიც შრომობს ბაღში?

- ჩემი მეუღლე ბევრ რამეში მეხმარება, მაგრამ ბაღის სამუშაოების 90%-ს მე ვასრულებ, 10%-ს - ის. მაგალითად, სხლავს მაღალ ხეებს, რადგან სიმაღლის გამო უფრო ადვილად გამოსდის, ვიდრე მე კიბეზე შემდგარს. ჩრდილოგერმანელია (გაზრდილია ჰოლანდიის საზღვართან), მის ოჯახს საუკეთესოდ მოვლილი და განსაკუთრებული ბაღები აქვს.

- რას ურჩევთ მოყვარულ მებაღეებს?

- ჩემგან რამის რჩევა და სწავლება უხერხულია, თუმცა საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევ ნაკვეთში ბოსტნეულის შეთავსებას. ყველა ბოსტნეული ერთმანეთის გვერდით არ ითესება, მაგალითად, კარტოფილი და ბადრიჯანი, მაგრამ თუ კარტოფილთან ერთად ქინძს დავთესავთ, უკეთესია. კარტოფილის გვერდით თუ რეჰანს ან როზმარინს გავახარებთ, მათი სუნი კარტოფილის ხოჭოებს დააფრთხობს...

სასუქი მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გადაჭარბება პროდუქტს ვნებს. განსხვავება გერმანულ და ქართულ ბაღებს შორის ის არის, რომ აქ ხშირად წვიმს, საქართველოში კი ამინდი უფრო მშრალი და მზიანია, ამიტომ გერმანიაში მიწა უმეტესად სველია და ბალახიც - მწვანე. ამას თავის პლუსიც აქვს და მინუსიც. მაგალითად, თუ საქართველოში საზამთროს ადვილად მოიყვან, გერმანიაში მისი მოყვანა რთულია; ასევეა ბროწეული და ლეღვიც - აქ მათ ნერგებს უჭირს...

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე