სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გამოვრიცხავთ, რომ გახარიამ, ვიდრე გადააყენებდნენ, დაასწრო და გადადგა" -  რამდენად შესაძლებელია მე-3 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება გახარიას გარშემო მოხდეს?
"ვერ გამოვრიცხავთ, რომ გახარიამ, ვიდრე გადააყენებდნენ, დაასწრო და გადადგა" -  რამდენად შესაძლებელია მე-3 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება გახარიას გარშემო მოხდეს?

18 თე­ბერ­ვალს, გი­ორ­გი გა­ხა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. რო­გორც გა­ხა­რი­ამ გან­მარ­ტა, მას გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­აჩ­ნია ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი ეს­კა­ლა­ცი­ის საფრ­თხე. გა­ხა­რი­ას თქმით, გა­დად­გო­მის მი­ზე­ზია ის, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუნდთან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წია. ოპო­ზი­ცია კი­დევ ერთხელ ალა­პა­რაკ­და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი იქ­ნე­ბა გა­და­სად­გმე­ლი. გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

- მე­დი­ა­შიც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” არის და­პი­რის­პი­რე­ბა და მი­დის ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის. არ მაქვს არც პირ­და­პი­რი და არც კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ჭო­რე­ბი სი­მარ­თლეს. ჩემი შე­ფა­სე­ბე­ბით ვფიქ­რობ­დი, ამ ეტაპ­ზე არ ყო­ფი­ლი­ყო და­პი­რის­პი­რე­ბა ლი­დე­რებს შო­რის და ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს რო­გორც ერ­თი­ა­ნი გუნ­დი, ისე ჩა­ა­ტა­რებ­დნენ.

გა­ხა­რი­ამ რა გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა, იმის მი­ხედ­ვით ვერც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მან გა­მო­ი­ყე­ნა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა - თუ მან იცო­და, რომ მას გაშ­ვე­ბას უპი­რებ­დნენ (ისიც ცხა­დია ყვე­ლას­თვის, რომ პარ­ლა­მენტს არ აკონ­ტრო­ლებ­და), ვიდ­რე გა­და­ა­ყე­ნებ­დნენ, და­ას­წრო და თვი­თონ გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი. ამ ვი­თა­რე­ბა­ში მის მიერ გა­დად­გმულ­მა ნა­ბი­ჯ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და გა­რე­მო­ე­ბა მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის გა­რე­თაც.

დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ხდე­ბა ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი. ვნა­ხოთ, რო­გორ გა­და­ივ­ლის ეს ტალ­ღა და რო­გორ და რა პრინ­ცი­პით ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი მთავ­რო­ბა. ვთვლი­დი, რომ მე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუნ­დი ერ­თი­ა­ნი იყო. თუ არ იყო ერ­თი­ა­ნი, მა­შინ რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში იდგა სა­კი­თხი მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი იდგა და არა - სა­მარ­თლებ­რი­ვი, მა­შინ, ჩემი აზ­რით, იქვე უნდა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ეს თემა.

რო­გორც ჩანს, ისი­ნი წა­ვიდ­ნენ გამ­წვა­ვე­ბა­ზე და გა­ხა­რი­ამ ეს გა­მო­ი­ყე­ნა, ან არ უნ­დო­და ამ ვი­თა­რე­ბა­ში შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა პრე­მი­ე­რის სა­ვარ­ძე­ლი, მით უმე­ტეს, ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე. გა­ხა­რია ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა იყო თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით, ხა­სი­ა­თით და ბევ­რი სხვა თვი­სე­ბით. კო­ბა­ხი­ძემ თქვა, 2 კვი­რა­ში მო­ვამ­თავ­რებთ მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა­სო და სა­კონ­სტი­ტუ­ციო ვა­დაც ასე­თია.

ერთი რამ ცხა­დია, რომ ოპო­ზი­ცი­ამ ეს რა­უნ­დი პირ­წმინ­დად მო­ი­გო და მისი გა­ნუ­ლე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გი ისევ და­უბ­რუნ­და პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელს.

ამ ფონ­ზე რას იზამს "ოც­ნე­ბა”, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმე­დია, ასეთ შეც­დო­მებს აღარ და­უშ­ვებს. ქვე­ყა­ნა­ში არც ახ­ლაა ის მუხ­ტი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ეს მუხ­ტი რომ არ არის, იმას არ ნიშ­ნავს, ხვალ არ გაჩ­ნდე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, ვიდ­რე გა­ხა­რია გა­დად­გე­ბო­და, იმა­ვე აშშ-ს სა­ელ­ჩოს, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლის კარლ ჰარ­ცე­ლის თუ სხვა­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა ის დას­კვნა გა­კეთ­დეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ შე­ი­წუ­ხა თავი ან ვერ შეძ­ლო პარტნი­ო­რებ­თან ეს თემა გა­ნე­ხი­ლა და ამ ვი­თა­რე­ბა­ში პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა.

გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შეც­ვლა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სია, მაგ­რამ რო­გორც კი ეს პრო­ცე­სი სრულ­დე­ბა და მე­ლია აგ­ყავს პა­ტიმ­რო­ბა­ში, იმა­ვე წუ­თას ირ­თვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი იმი­ტომ, რომ რა ბრალ­დე­ბაც აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, პირ­და­პირ იმას ნიშ­ნავს, რომ მან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს რა­ღაც არ გა­ა­კე­თა სწო­რად და კა­ნო­ნი და­არ­ღვია, ანუ ამ საქ­მეს თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გე­ნე­ლი ჰქონ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვურ­ჩევ, რომ რო­დე­საც ასე­თი სენ­სი­ტი­უ­რი თე­მე­ბია, კე­თი­ლი ინე­ბოს და შექ­მნას ისე­თი გა­რე­მო, რო­მელ­შიც ეს თე­მე­ბი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­წყდე­ბა.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი მი­ი­ღო მემ­კვიდ­რე­ო­ბით და ტო­ვებს მას. ახა­ლი ვინც მოვა, ის, დიდი ალ­ბა­თო­ბით, თა­ვი­სი გუნ­დის ფორ­მი­რე­ბას შე­ეც­დე­ბა.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­ხა­რია პო­ლი­ტი­კი­დან არ წა­ვი­და და ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და, შე­იქ­მნე­ბა თუ არა მის გარ­შე­მო მე­სა­მე ცენ­ტრი?

- ჩემი შე­ფა­სე­ბით, გა­ხა­რია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არის მარ­ტო­ხე­ლა მო­ნა­დი­რე. რა­საც ვუ­ყუ­რებ, მას არც პარ­ლა­მენ­ტში ჰყავ­და დიდი გუნ­დი და არც მხარ­დამ­ჭერ­თა დიდი ჯგუ­ფი მთავ­რო­ბა­ში ყო­ლია. მან გა­დად­გო­მით, რა­ღაც მო­მენ­ტში პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი კი შე­ი­ძი­ნა, დღეს და ხვალ რომ ჩა­ა­ტა­რო გა­მო­კი­თხვა, მას საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა, მაგ­რამ არა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ელექ­ტო­რა­ტი­დან, არა­მედ ოპო­ზი­ცი­უ­რი ელექ­ტო­რა­ტი­დან, რო­მე­ლიც დღეს გა­ხა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სებს.

გუნ­დი შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ მას პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი უნდა ჰქონ­დეს ისე­თი, რომ ამ გუნდს მხა­რი და­უ­ჭი­რონ არა მხო­ლოდ გუნ­დის ოჯა­ხის წევ­რებ­მა, არა­მედ ელექ­ტო­რატ­მა, აქ ელექ­ტო­რა­ლურ გავ­ლე­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი. აქვს კი დღეს გა­ხა­რი­ას ელექ­ტო­რა­ლუ­რი გავ­ლე­ნა (ნე­იტ­რა­ლურ ამომ­რჩე­ველ­ში ვგუ­ლის­ხმობ), არ ვიცი, უფრო მგო­ნია, რომ არ აქვს. რას იზამს ხვალ და ზეგ, ვნა­ხოთ... თუმ­ცა გა­მო­რი­ცხვით არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ - შე­საძ­ლოა გა­ხა­რი­ამ და­ი­წყოს პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, რა­ღაც კა­პი­ტა­ლი მას აქვს, ცნო­ბა­დო­ბა აქვს და თუ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბას ფი­ნან­სუ­რი კა­პი­ტა­ლით შე­ავ­სებს (მით უმე­ტეს, თუ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე წა­ვი­და საქ­მე, როცა ლა­პა­რა­კია 1%-იან ბა­რი­ერ­ზე), შე­საძ­ლოა მან შეძ­ლოს ისე­თი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რომ­ლის­თვი­საც 1%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ.ნ
34

ხალხის უმეტესობამ არჩევნებში ხმა მისცა გახარიას და არ ქოცებს!!!

მომო
8

აგეწვაᲗ კუᲭი ხომ რომ გადადგა მეტის Ღირზები არიან...რას გააკეᲗებენ ვნახოᲗ,ახლა წავა არეულობა და რას მიიᲦებენ ვნახავᲗ.....მე მივესალმები Თუ გახარია დაბრუნდება პოლიტიკაᲨი Თავისი პარტიიᲗ...მე დარწმუნებული ვარ 70-80 %ს მიიᲦებს ხალხის მხიდან....და ქოცები მერე ვნახოᲗ კობახიᲫე და მისი გუნდი...ჯერ კალაᲫემ რა გააკეᲗა Თბილისი ქუᲩებᲨი მოᲫრაობის მხრივ და კალაᲫეს არავინ არ მუსცემს ხმას კიდო..ჯერ ერᲗი Თბილისელუც არ არის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვერ გამოვრიცხავთ, რომ გახარიამ, ვიდრე გადააყენებდნენ, დაასწრო და გადადგა" -  რამდენად შესაძლებელია მე-3 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება გახარიას გარშემო მოხდეს?

"ვერ გამოვრიცხავთ, რომ გახარიამ, ვიდრე გადააყენებდნენ, დაასწრო და გადადგა" -  რამდენად შესაძლებელია მე-3 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება გახარიას გარშემო მოხდეს?

18 თებერვალს, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ოპოზიცია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი. გახარიას გადადგომას აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე:

- მედიაშიც და საზოგადოებაშიც ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ "ქართულ ოცნებაში” არის დაპირისპირება და მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. არ მაქვს არც პირდაპირი და არც კულუარული ინფორმაცია, რამდენად შეესაბამება ეს ჭორები სიმართლეს. ჩემი შეფასებებით ვფიქრობდი, ამ ეტაპზე არ ყოფილიყო დაპირისპირება ლიდერებს შორის და ყოველ შემთხვევაში, ამ ადგილობრივ არჩევნებს როგორც ერთიანი გუნდი, ისე ჩაატარებდნენ.

გახარიამ რა განცხადებაც გააკეთა, იმის მიხედვით ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ მან გამოიყენა შექმნილი ვითარება - თუ მან იცოდა, რომ მას გაშვებას უპირებდნენ (ისიც ცხადია ყველასთვის, რომ პარლამენტს არ აკონტროლებდა), ვიდრე გადააყენებდნენ, დაასწრო და თვითონ გადადგა ეს ნაბიჯი. ამ ვითარებაში მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა აბსოლუტურად შეცვალა პოლიტიკური ვითარება და გარემოება მთლიანად საქართველოში და მის გარეთაც.

დიდი ალბათობით, ვადამდელი არჩევნები ხდება ძალიან რეალური. ვნახოთ, როგორ გადაივლის ეს ტალღა და როგორ და რა პრინციპით ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. ვთვლიდი, რომ მელიასთან დაკავშირებით გუნდი ერთიანი იყო. თუ არ იყო ერთიანი, მაშინ როდესაც პარლამენტში იდგა საკითხი მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ანუ პოლიტიკური საკითხი იდგა და არა - სამართლებრივი, მაშინ, ჩემი აზრით, იქვე უნდა დაესრულებინათ ეს თემა.

როგორც ჩანს, ისინი წავიდნენ გამწვავებაზე და გახარიამ ეს გამოიყენა, ან არ უნდოდა ამ ვითარებაში შეენარჩუნებინა პრემიერის სავარძელი, მით უმეტეს, ძალიან მძიმე ვითარება იქნება გაზაფხულზე. გახარია ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო თავისი ქმედებებით, ხასიათით და ბევრი სხვა თვისებით. კობახიძემ თქვა, 2 კვირაში მოვამთავრებთ მთავრობის ფორმირებასო და საკონსტიტუციო ვადაც ასეთია.

ერთი რამ ცხადია, რომ ოპოზიციამ ეს რაუნდი პირწმინდად მოიგო და მისი განულებული რეიტინგი ისევ დაუბრუნდა პოლიტიკურ სარბიელს.

ამ ფონზე რას იზამს "ოცნება”, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს. ქვეყანაში არც ახლაა ის მუხტი, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ ეს მუხტი რომ არ არის, იმას არ ნიშნავს, ხვალ არ გაჩნდება.

ამასთანავე, ვიდრე გახარია გადადგებოდა, იმავე აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლის კარლ ჰარცელის თუ სხვათა განცხადებებიდან შეიძლება ის დასკვნა გაკეთდეს, რომ ხელისუფლებამ არ შეიწუხა თავი ან ვერ შეძლო პარტნიორებთან ეს თემა განეხილა და ამ ვითარებაში პარტნიორების მხარდაჭერა მოეპოვებინა.

გირაოს შეფარდების შეცვლა სამართლებრივი პროცესია, მაგრამ როგორც კი ეს პროცესი სრულდება და მელია აგყავს პატიმრობაში, იმავე წუთას ირთვება პოლიტიკური პროცესი იმიტომ, რომ რა ბრალდებაც აქვს წაყენებული, პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის დროს რაღაც არ გააკეთა სწორად და კანონი დაარღვია, ანუ ამ საქმეს თავიდანვე პოლიტიკური შემადგენელი ჰქონდა.

ხელისუფლებას ვურჩევ, რომ როდესაც ასეთი სენსიტიური თემებია, კეთილი ინებოს და შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც ეს თემები უმტკივნეულოდ გადაწყდება.

გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტი მიიღო მემკვიდრეობით და ტოვებს მას. ახალი ვინც მოვა, ის, დიდი ალბათობით, თავისი გუნდის ფორმირებას შეეცდება.

- იმ შემთხვევაში, თუ გახარია პოლიტიკიდან არ წავიდა და ოპოზიციაში გადავიდა, შეიქმნება თუ არა მის გარშემო მესამე ცენტრი?

- ჩემი შეფასებით, გახარია ქართულ პოლიტიკაში არის მარტოხელა მონადირე. რასაც ვუყურებ, მას არც პარლამენტში ჰყავდა დიდი გუნდი და არც მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი მთავრობაში ყოლია. მან გადადგომით, რაღაც მომენტში პოლიტიკური კაპიტალი კი შეიძინა, დღეს და ხვალ რომ ჩაატარო გამოკითხვა, მას საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ არა დამოუკიდებელი ელექტორატიდან, არამედ ოპოზიციური ელექტორატიდან, რომელიც დღეს გახარიას გადაწყვეტილებას საკმაოდ დადებითად შეაფასებს.

გუნდი შეიძლება შექმნას ნებისმიერმა ადამიანმა, მაგრამ მას პოლიტიკური კაპიტალი უნდა ჰქონდეს ისეთი, რომ ამ გუნდს მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ გუნდის ოჯახის წევრებმა, არამედ ელექტორატმა, აქ ელექტორალურ გავლენაზეა ლაპარაკი. აქვს კი დღეს გახარიას ელექტორალური გავლენა (ნეიტრალურ ამომრჩეველში ვგულისხმობ), არ ვიცი, უფრო მგონია, რომ არ აქვს. რას იზამს ხვალ და ზეგ, ვნახოთ... თუმცა გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ - შესაძლოა გახარიამ დაიწყოს პოლიტიკური საქმიანობა, რაღაც კაპიტალი მას აქვს, ცნობადობა აქვს და თუ ამ პოლიტიკური კაპიტალის ნაკლებობას ფინანსური კაპიტალით შეავსებს (მით უმეტეს, თუ რიგგარეშე არჩევნებზე წავიდა საქმე, როცა ლაპარაკია 1%-იან ბარიერზე), შესაძლოა მან შეძლოს ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომლისთვისაც 1%-იანი ბარიერის გადალახვა პრობლემა არ იქნება.

"თურმე დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი.... ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა გვჭირს?" - ირაკლი ღარიბაშვილი

"საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი" - როგორ ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის თავისუფლების ორდენით დაჯილდოებას

"ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს!" - ირაკლი ღარიბაშვილი