მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს პარ­ლა­მენტს, არ გას­ცეს თან­ხმო­ბა ნიკა მე­ლი­ას მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­და­ხე­დოს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის და­პა­ტიმ­რე­ბა, საპ­რო­ცე­სო სა­ჭი­რო­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს და მას არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ პრაქ­ტი­კას მი­ამ­სგავ­სებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­როა მისი მიზ­ნე­ბი­სა და სა­ფუძ­ვლე­ბის სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბულ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია თავი აა­რი­დოს სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, მი­ი­მა­ლოს, გა­ა­ნად­გუ­როს საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, ან ჩა­ი­დი­ნოს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის დარ­ღვე­ვა, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის ან სხვა რო­მე­ლი­მე მძი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა იყოს. ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თა­დი სა­გა­ნი უნდა გახ­დეს - არ­სე­ბობს თუ არა დღეს ბრალ­დე­ბუ­ლის ქცე­ვის შე­ზღუდ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბა თუ არა ეს შე­ზღუდ­ვა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს; მი­თუ­მე­ტეს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბი­დან გა­სუ­ლია 18 თვე­ზე მეტი, დას­რუ­ლე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბის ეტა­პი და საქ­მე ამ­ჟა­მად არ­სე­ბი­თად იხი­ლე­ბა.

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს, მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის მი­მართ ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის გამო მხო­ლოდ 3 რი­გი­თი პო­ლი­ცი­ე­ლი მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში (არა­სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) - ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის და­პა­ტიმ­რე­ბა, საპ­რო­ცე­სო სა­ჭი­რო­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს და მას არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ პრაქ­ტი­კას მი­ამ­სგავ­სებს. ამ ტი­პის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­ნე­ლებს ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს, რაც არა­ერთ სი­კე­თეს­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ დაც­ვას გუ­ლის­ხმობს.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვუ­წო­დებთ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს იმ­სჯე­ლონ და სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სონ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნი­სა და პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მი­მართ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ აზა­რა­ლებს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ იმიჯს და ნდო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ“, - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gigi
0

am kals kidev kargad ar cnobt gmerto shen daifare aseti meorejer aR MOVIDES SAXALXO DACVASHI

jh
1

Gamocockhlda!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს; მითუმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება.

იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით) - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს. ამ ტიპის საერთაშორისო იმიჯი კი მნიშვნელოვნად შეანელებს ქვეყნის დასავლური განვითარების პროცესს, რაც არაერთ სიკეთესთან ერთად, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დაცვას გულისხმობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელონ და სათანადოდ შეაფასონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.