მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს ვილი სა­ნი­ო­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვებ - გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვილი სა­ნი­ო­ლის დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში 2021 წლის 25 მარტს შედ­გე­ბა.

„43 წლის ვილი სა­ნი­ო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა კო­მი­ტეტ­მა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოსტზე 15 თე­ბერ­ვალს და­ამ­ტკი­ცა. ვილი სა­ნი­ო­ლის დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში 2021 წლის 25 მარტს შედ­გე­ბა.

2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის პირ­ველ ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სტუმ­რად შვე­დეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის დროს, საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­თან ერ­თად მსოფ­ლი­ოს ვიცე ჩემ­პი­ო­ნი (2006) და კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თა­სის ორგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და (2001, 2003).

ვილი სა­ნი­ოლ­მა მი­უნ­ხე­ნის ბა­ი­ერ­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლიგა (2001) და გერ­მა­ნი­ის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი ხუთ­ჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მო­ი­გო. ფრან­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი 2011-2013 წლებ­ში საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და. 2013-2014 წლებ­ში საფ­რან­გე­თის 21-წლამ­დე ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი იყო. ვილი სა­ნი­ოლ­მა მწვრთნე­ლის რან­გში საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა და­ი­წყო და 2014-16 წლებ­ში ფრან­გულ ბორ­დოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ვილი სა­ნი­ო­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ისე­თი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ეს პრო­ცე­სი ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით დას­რულ­და.ვილი სა­ნი­ოლს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა ჰქონ­და, რაც ვფიქ­რობ, რომ ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. ჩვე­ნი გუნ­დის მო­მა­ვალ მთა­ვარ მწვრთნელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი აქვს, რაც სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ და­უმ­ტკი­ცე­ბია. აქ­ტი­უ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის შემ­დეგ სა­ნი­ო­ლი საფ­რან­გე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტზე მუ­შა­ობ­და. ასე­ვე მწვრთნე­ლის რან­გში წარ­მა­ტე­ბუ­ლად უმუ­შა­ვია საფ­რან­გე­თის ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში და სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ ბორ­დო­ში. მი­უნ­ხე­ნის ბა­ი­ერნ­ში კი, იგი კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტის თა­ნა­შემ­წე გახ­ლდათ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რომ მისი სა­ფეხ­ბურ­თო ფი­ლო­სო­ფია და თა­მა­შის სტი­ლი ძა­ლი­ან ახ­ლოს დგას ჩვენს ფეხ­ბურთთან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში დიდი როლი ითა­მა­შა იმ ფაქ­ტმა, რომ ვილი სა­ნი­ო­ლი ახალ­გაზ­რდა და ამ­ბი­ცი­უ­რი მწვრთნე­ლია, რო­მელ­საც ბევ­რი რამ აქვს და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი. მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში მო­მა­ვა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სრუ­ლად გა­ეც­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვე­ნი გუნ­დის შე­სა­ხებ. მან ნახა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მატ­ჩე­ბი და ამ ყვე­ლაფ­რის სა­ფუძ­ველ­ზე ვილი სა­ნი­ოლს სჯე­რა ამ გუნ­დის. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო მან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მთა­ვარ მწვრთნელ­თან შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. ნაკ­რებ­ში ახა­ლი მწვრთნე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, უკვე არ­სე­ბულ ორ­წლი­ან კონ­ტრაქტს, კი­დევ ორ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ე­მა­ტე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სფფ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა.

ფეხ­ბურ­თის ფე­რე­და­ცია ვილი სა­ნი­ო­ლის სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2011-2013 წლებ­ში სა­ნი­ო­ლი საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო; 2013-2014 წლებ­ში - საფ­რან­გე­თის 21-წლამ­დე ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი; 2014-2016 წლებ­ში ბორ­დოს მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, ხოლო 2017 წელს მი­უნ­ხე­ნის ბა­ი­ერ­ნის მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვილი სა­ნი­ო­ლის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას 2000-2008 წლებ­ში საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და (58); ასე­ვე არის მსოფ­ლი­ოს ვიცე ჩემ­პი­ო­ნი (2006); კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თა­სის ჩემ­პი­ო­ნი (2001, 2003). 1995-1997 წლებ­ში - სენტ ეტი­ე­ნი; 1997-2000 წლე­ბი - მო­ნა­კო. 1997 წელს - საფ­რან­გე­თის სუ­პერ­თა­სი, ხოლო 2000 წელს საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნი. 2000-2009 წლებ­ში ის მი­უნ­ხე­ნის ბა­ი­ერნ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და.

2001 წელს - უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მფლო­ბე­ლი გახ­და; ამა­ვე წელს სა­კონ­ტი­ნეტ­თა­შო­რი­სო თა­სის მფლო­ბე­ლი; 2001, 2003, 2005, 2006, 2008 წლებ­ში გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ლი­გის ჩემ­პი­ო­ნი; ხოლო 2003, 2005, 2006, 2008 წლებ­ში - გერ­მა­ნი­ის თა­სის მფლო­ბე­ლი; 2001 წელს კი, გერ­მა­ნი­ის ლი­გის თა­სის მფლო­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lui
7

ამისთანებიც ჩამოსულან მწვრთნელად და ამაზე უკეთესებიც ეროვნულ ნაკრებში სამუშაოთ მაგრამ ჩვენ ლონდრეებს მაინც არაფერი ეშველათ

ნუცა
34

ალბათ სალომეს მის თანაშემწედ დანიშნავენ რომ გადაუთარგმნოს ფეხბურთელებს ყველაფერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ - გვერდზე ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

„43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა“, - აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია. აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ ბორდოში. მიუნხენის ბაიერნში კი, იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა. ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება“, - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.

ფეხბურთის ფერედაცია ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერის შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2011-2013 წლებში სანიოლი საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი იყო; 2013-2014 წლებში - საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 2014-2016 წლებში ბორდოს მთავარი მწვრთნელი, ხოლო 2017 წელს მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი.

რაც შეეხება ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერას 2000-2008 წლებში საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა (58); ასევე არის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006); კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003). 1995-1997 წლებში - სენტ ეტიენი; 1997-2000 წლები - მონაკო. 1997 წელს - საფრანგეთის სუპერთასი, ხოლო 2000 წელს საფრანგეთის ჩემპიონი. 2000-2009 წლებში ის მიუნხენის ბაიერნში მოღვაწეობდა.

2001 წელს - უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა; ამავე წელს საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი; 2001, 2003, 2005, 2006, 2008 წლებში გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი; ხოლო 2003, 2005, 2006, 2008 წლებში - გერმანიის თასის მფლობელი; 2001 წელს კი, გერმანიის ლიგის თასის მფლობელი.

გავრილოვის მედლები და მავთულხლართები - რა ხდება პარლამენტის გარეთ, სანამ დეპუტატები ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობენ

კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში

კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"