სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KIU სტუდენტების მიღებას 2021-2022 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ პროგრამაზე გეგმავს
KIU სტუდენტების მიღებას 2021-2022 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ პროგრამაზე გეგმავს

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) 2021-2022 აკა­დე­მი­უ­რი სას­წავ­ლო წლის­თვის სტუ­დენ­ტე­ბის ახა­ლი ნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. ქარ­თველ და უცხო­ელ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ KIU-ს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სამი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მი­დან - მა­თე­მა­ტი­კა, მე­ნე­ჯმენ­ტი (კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი: ეკო­ნო­მი­კა და პო­ლი­ტი­კა; ფი­ნან­სე­ბი და სა­ბუ­ღალ­ტრო აღ­რი­ცხვა; ოპე­რა­ცი­ე­ბის და მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვის მარ­თვა; მარ­კე­ტინ­გი; სტრა­ტე­გია და ლი­დე­რო­ბა; ინო­ვა­ცია და მე­წარ­მე­ო­ბა), კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა, მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა აირ­ჩი­ონ.

KIU სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ კამ­პუსს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ იცხოვ­რონ და ის­წავ­ლონ კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. სტუ­დენ­ტე­ბი გარ­და აკა­დე­მი­უ­რი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა, აქ­ტი­უ­რად იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ულ კლუბ­ში, შიდა კონ­კურსსა და ოლიმ­პი­ა­და­ში. მიმ­დი­ნა­რე თვი­დან, სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ Visual Math Fest-ის კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც TUM-ის პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ტარ­დე­ბა და, ასე­ვე, KIU მა­თე­მა­ტი­კის ზამ­თრის სკო­ლა­ში.

KIU სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო-საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ“ აფი­ნან­სებს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი საგ­რან­ტო პროგ­რა­მაც მოქ­მე­დებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც KIU მათ და­ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხვა მო­დელს სთა­ვა­ზობს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს სა­ო­პე­რა­ციო მო­დე­ლი და პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია TUM და TUM International GmbH-თან პარტნი­ო­რო­ბით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ა. ჰერ­მა­ნი. KIU-ში სწავ­ლა ინ­გლი­სურ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სტუ­დენ­ტებს ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) ქუ­თა­ის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს. კამ­პუ­სი 158 ჰექ­ტარ მი­წა­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუსს, ბიბ­ლი­ო­თე­კას, კა­ფე­ტე­რი­ას, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ზა­ნია, გახ­დეს რე­გი­ონ­ში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი, რის შე­დე­გა­დაც სა­ქარ­თვე­ლო მო­წი­ნა­ვე ად­გილს და­ი­კა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო არე­ნა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი პრო­ტო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ცენ­ტრის შე­საქ­მნე­ლად, უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ტო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის აპა­რა­ტუ­რის მწარ­მო­ე­ბელ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (IBA). აღ­ნიშ­ნულ ცენ­ტრში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კი­ბოს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა. აქვე, იგეგ­მე­ბა კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ბა­ზის შექ­მნა ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ფი­ზი­კის, რა­დიო ქი­მი­ი­სა და ბიო ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის­თვის.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქ­ტი­უ­რად უწყობს ხელს კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­საც. KIU-ს მხარ­და­ჭე­რით ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის ტარ­დე­ბა კონ­კურ­სი KIU Photo Contest. KIU-ს მიერ ასე­ვე სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა კედ­ლის მხატ­ვრო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს - KIU Mural Fest.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ: www.kiu.edu.ge

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

KIU სტუდენტების მიღებას 2021-2022 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ პროგრამაზე გეგმავს

KIU სტუდენტების მიღებას 2021-2022 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ პროგრამაზე გეგმავს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ქართველ და უცხოელ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცემათ KIU-ს ბაკალავრიატის სამი ინგლისურენოვანი პროგრამიდან - მათემატიკა, მენეჯმენტი (კონცენტრაციები: ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა; ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; მარკეტინგი; სტრატეგია და ლიდერობა; ინოვაცია და მეწარმეობა), კომპიუტერული მეცნიერება, მათთვის სასურველი მიმართულება აირჩიონ.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში. მიმდინარე თვიდან, სტუდენტები მონაწილეობას იღებენ Visual Math Fest-ის კონკურსში, რომელიც TUM-ის პროფესორებთან ერთად ტარდება და, ასევე, KIU მათემატიკის ზამთრის სკოლაში.

KIU სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სპეციალური საგრანტო პროგრამაც მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც KIU მათ დაფინანსების სხვადასხვა მოდელს სთავაზობს.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ი ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 158 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიას, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად, უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA). აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელი იქნება კიბოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე, იგეგმება კვლევების განხორციელება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ექსპერიმენტული ბაზის შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიო ქიმიისა და ბიო ფიზიკის მიმართულებებისთვის.

უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებსაც. KIU-ს მხარდაჭერით ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის ტარდება კონკურსი KIU Photo Contest. KIU-ს მიერ ასევე საფუძველი ჩაეყარა კედლის მხატვრობის საერთაშორისო ფესტივალს - KIU Mural Fest.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.kiu.edu.ge

NS

RMG - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 2020

"სხვა ქვეყანაში რაგინდ კარგად იყო,  სამშობლოში ყოფნის განცდა მაინც ვერასდროს გექნება" - როგორ გაგრძელდა ინტერნეტჰიტად ქცეული ვიდეოს გმირი ბიჭუნას გზა

"ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?" - მეუფე იაკობი ოპოზიციაზე