სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი, რასაც BTU აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სთავაზობს
ყველაფერი, რასაც BTU აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სთავაზობს

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სა და ახა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შე­სახ­ვედ­რად უკვე ემ­ზა­დე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე­ო­თხე სას­წავ­ლო წელს და­ი­წყებს, აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავს არა მხო­ლოდ მის სტუ­დენ­ტებ­ზე, არა­მედ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზეც.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით შექ­მნი­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი – სწო­რედ ეს არის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ის სტუ­დენ­ტებს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მო­თხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გია, რომ BTU–ს სტუ­დენ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია ან სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პი აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე ზრუნ­ვას, უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჩუქ­რად არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბას, მათ შო­რის, კურ­სებს, ტრე­ნინ­გებს და სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სთა­ვა­ზობს. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის გან­კუთცვნი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კი თე­ბერ­ვლი­დან იწყე­ბა. ნე­ბის­მი­ერ მათ­გან­ში მო­ი­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სოა და მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის. კურ­სე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­ე­ბი გა­და­ე­ცე­მათ.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თის და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებს შო­რი­საა:

  • მა­თე­მა­ტი­კის ახა­ლი ოლიმ­პი­ა­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და მათი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის;
  • გა­დამ­ზა­დე­ბის სა­სერ­თი­ფი­კა­ტო კურ­სი ციფ­რულ მე­დია მარ­კე­ტინ­გში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის;
  • გა­დამ­ზა­დე­ბის სა­სერ­თი­ფი­კა­ტო კურ­სი ბიზ­ნეს­კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ში: რო­გორ ვი­პო­ვოთ პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი, რო­გორ შე­ვად­გი­ნო CV, რო­გორ დავ­წე­რო სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, რის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რო გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და რო­გორ წარვმარ­თო საქ­მი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია;
  • პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცია - ტრე­ნინ­გე­ბი პრო­ფე­სი­ის სწო­რად არ­ჩე­ვის­თვის: მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი და მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ დის­კუ­სია და გან­ხილ­ვა მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­სა­კე­თებ­ლად;
  • გა­დამ­ზა­დე­ბის სა­სერ­თი­ფი­კა­ტო კურ­სი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­ში: რო­გორ და­ვიც­ვა კი­ბერ­ჰი­გი­ე­ნა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში;
  • ჰა­კა­თო­ნი მო­მა­ვა­ლი IT სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის - ონა­ლინ ღო­ნის­ძი­ე­ბა, რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის­თვის სა­ჭი­რო სა­ინ­ტე­რე­სო გზე­ბის ძი­ე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ვე­ბა პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ;
  • ტრე­ნინ­გე­ბი პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად: რო­გორ შევ­ქმნა სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პი სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და გავ­ხა­დო ჩემი კომ­პა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვის მსურ­ვე­ლებ­მა უნდა დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე: +995 571 003 056 ან გა­ი­ა­რონ წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე

აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე და­წყე­ბულ ზრუნ­ვას უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე სტუ­დენ­ტებ­ზე აგ­რძე­ლებს. სწავ­ლის პრო­ცეს­ში მათ მუდ­მი­ვად სთა­ვა­ზობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პარტნი­ო­რო­ბა წამ­ყვან ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ებ­თან კი სტუ­დენ­ტებს წარ­მა­ტე­ბით და­საქ­მე­ბის უდი­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ სტუ­დნე­ტე­ბი მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და ფი­ნან­სე­ბის ცოდ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად იღე­ბენ სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნა­რებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, შექ­მნან სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პე­ბი და წარ­მა­ტე­ბით მარ­თონ ისი­ნი. ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი BTU-ს მენ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტებს იდე­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­დან პრო­ექ­ტის სრულ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ამ­დე ეხ­მა­რე­ბი­ან.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის უპი­რა­ტე­სო­ბებს შო­რი­საა ორ­მა­გი დიპ­ლო­მის მი­ღე­ბის შე­სა­ძებ­ლო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს სწავ­ლის ბოლო წელი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ა­ტა­როს და BTU-ს დიპ­ლო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩი­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სტე­ფორდში­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ან ბრა­გან­ჩას პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დიპ­ლო­მი მი­ი­ღოს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, BTU-ში, სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბი ის­წავ­ლონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და და­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­და, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ სერ­ტი­ფი­კატს მო­ა­პო­ვე­ბი­ნებს მათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი და დიპ­ლო­მი მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით და­საქ­მე­ბის უდი­დეს შე­სა­ძებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს.

ამ დრო­ის­თვის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სამ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს. თი­თო­ე­ულ პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი 2250 ლა­რია. წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ, ისარ­გებ­ლონ რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტით, ისე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და­ფი­ნან­სე­ბი­თა და გრან­ტე­ბით.

ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე, რომ­ლის კო­დი­ცაა 195 01 01, მი­სა­ღე­ბი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის 450. პროგ­რა­მა­ზე მო­სახ­ვედ­რად ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და უცხო ენი ჩა­ბა­რე­ბას­თან ერ­თად ის­ტო­რი­ის ან მა­თე­მა­ტი­კის ჩა­ბა­რე­ბაა სა­ჭი­რო. ის­ტო­რი­ით პროგ­რა­მა­ზე 120 სტუ­დენ­ტის ად­გი­ლია გათ­ვლი­ლი, ხოლო მა­თე­მა­ტი­კით – 330. პროგ­რა­მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია, რად­გან სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს არა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას, არა­მედ მას­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ გზებს. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია, გა­მო­გი­მუ­შა­ოთ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ბიზ­ნეს-პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა­ში; გად­მოგ­ცეთ უახ­ლე­სი ცოდ­ნა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, თქვენ შეძ­ლებთ და­გეგ­მოთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ინო­ვა­ცი­უ­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა ფი­ნან­სე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის კოდი არის 195 01 02. პროგ­რა­მა­ზე, სა­დაც მი­სა­ღე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა 100, სა­ჭი­როა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა ჩა­ა­ბა­როს ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო ენა და მა­თე­მა­ტი­კა. სტუ­დენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, აირ­ჩი­ოს და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლო­ბის პროგ­რა­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და და­ე­უფ­ლოს არა ერთ, არა­მედ ორ სპე­ცი­ა­ლო­ბას ერ­თდრო­უ­ლად. შე­დე­გად უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენტს აძ­ლევს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნის უნი­კა­ლურ სინ­თეზს, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით და­საქ­მე­ბას უწყობს ხელს. კურსდამ­თავ­რე­ბულს მი­ე­ნი­ჭე­ბა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ფი­ნან­სებ­ში.

სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე, რომ­ლის კო­დი­ცაა 195 01 03, შემ­დე­გი საგ­ნე­ბის ჩა­ბა­რე­ბაა სა­ჭი­რო: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო ენა და მა­თე­მა­ტი­კა. სა­ერ­თო ჯამ­ში 450 ად­გი­ლია. პროგ­რა­მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია, რად­გან სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს არა მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს, არა­მედ მისი ბიზ­ნეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ გზებს.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ყველაფერი, რასაც BTU აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სთავაზობს

ყველაფერი, რასაც BTU აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სთავაზობს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისა და ახალი სტუდენტების შესახვედრად უკვე ემზადება. უნივერსიტეტი, რომელიც მეოთხე სასწავლო წელს დაიწყებს, აქტიურად ზრუნავს არა მხოლოდ მის სტუდენტებზე, არამედ აბიტურიენტებზეც.

საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი სასწავლო პროგრამები და მუდმივად განახლებადი კურიკულუმები – სწორედ ეს არის უნივერსიტეტის მთავარი უპირატესობები, რომლის საშუალებითაც ის სტუდენტებს თანამედროვეობის მოთხოვნებზე მორგებულ განათლებას სთავაზობს. აღნიშნულის შედეგია, რომ BTU–ს სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლის პარალელურად უკვე დასაქმებულია ან საკუთარი სტარტაპი აქვს.

რაც შეეხება აბიტურიენტებზე ზრუნვას, უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს მთელი წლის განმავლობაში საჩუქრად არაერთ აქტივობას, მათ შორის, კურსებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. აბიტურიენტებისთვის განკუთცვნილი აქტივობების განხორციელება კი თებერვლიდან იწყება. ნებისმიერ მათგანში მოინაწილეობა უფასოა და მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

აბიტურიენტებისთის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:

  • მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
  • პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის - ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
  • ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.

აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056 ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

აბიტურიენტებზე დაწყებულ ზრუნვას უნივერსიტეტი უკვე სტუდენტებზე აგრძელებს. სწავლის პროცესში მათ მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას. პარტნიორობა წამყვან ტექნოლოგიურ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან კი სტუდენტებს წარმატებით დასაქმების უდიდეს შესაძლებლობას აძლევს. სასწავლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ სტუდნეტები მენეჯმენტისა და ფინანსების ცოდნის პარალელურად იღებენ საჭირო ცოდნასა და უნარებს ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს ყველაფერი კი მათ შესაძლებლობას აძლევს, შექმნან საკუთარი სტარტაპები და წარმატებით მართონ ისინი. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები BTU-ს მენტორები, რომლებიც სტუდენტებს იდეის ჩამოყალიბებიდან პროექტის სრულ განხორციელებასა და კომერციალიზაციამდე ეხმარებიან.

უნივერსიტეტის უპირატესობებს შორისაა ორმაგი დიპლომის მიღების შესაძებლობა და საერთაშორისო სერტიფიცირება. თითოეული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს სწავლის ბოლო წელი საზღვარგარეთ გაატაროს და BTU-ს დიპლომის პარალელურად ჩიჩესტერის უნივერსიტეტის, სტეფორდშირის უნივერსიტეტის ან ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომი მიიღოს. რაც შეეხება საერთაშორისო სერტიფიცირებას, BTU-ში, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ. საერთაშორისო სერტიფიკატები და დიპლომი მათ საერთაშორისო მასშტაბით დასაქმების უდიდეს შესაძებლობას სთავაზობს.

ამ დროისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სამ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს. თითოეულ პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია. წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც სახელმწიფო გრანტით, ისე საუნივერსიტეტო დაფინანსებითა და გრანტებით.

ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა 195 01 01, მისაღები ადგილების რაოდენობა არის 450. პროგრამაზე მოსახვედრად ქართული ენა და ლიტერატურის და უცხო ენი ჩაბარებასთან ერთად ისტორიის ან მათემატიკის ჩაბარებაა საჭირო. ისტორიით პროგრამაზე 120 სტუდენტის ადგილია გათვლილი, ხოლო მათემატიკით – 330. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. პროგრამის მიზანია, გამოგიმუშაოთ კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მოგცემთ მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების მართვაში; გადმოგცეთ უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ და განახორციელოთ ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კოდი არის 195 01 02. პროგრამაზე, სადაც მისაღები სტუდენტების რაოდენობაა 100, საჭიროა აბიტურიენტმა ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს დამატებითი სპეციალობის პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლოს არა ერთ, არამედ ორ სპეციალობას ერთდროულად. შედეგად უნივერსიტეტი სტუდენტს აძლევს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცოდნის უნიკალურ სინთეზს, რომელიც წარმატებით დასაქმებას უწყობს ხელს. კურსდამთავრებულს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში.

საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა 195 01 03, შემდეგი საგნების ჩაბარებაა საჭირო: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. საერთო ჯამში 450 ადგილია. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ მისი ბიზნესში გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს.

R