ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორს გიორგი ზაქაიძეს სასტუმრო “ბუდაპეშტის" მშენებლობა თბილისის მუნციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გააჩერებინეს.
როგორც გიორგი ზაქაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად და მოსალაპარაკებლად ერთ დღეს აძლევს.
ამ ეტაპზე აღნიშნული ლოკაციიდან მძიმე ტექნიკა გაყვანილია.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსი“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება გადაწყვიტა. თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ვაკის პარკი დაიკეტება და ის განახლდება, თუმცა შეინარჩუნებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რაც იქ არის განთავსებული.
ამიხსენით რატომ არქმევენ "ბუდეპეშტს", "პეკინას", ......და ა.შ.
იქნებ გაგვარკვიოთ ვინ გაყიდა ეს ტერიტორია თავიდანვე 20_15_10თუ რა ვიცი რამდენი წლის წინაც გაიყიდა და ყველანი ციხეში.