მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონმა ბიძინამ მითხრა, შენ დაგნიშნავ ჩემს თანაშემწედო..." - როგორ მოხვდა "ოცნებაში" და რას ამბობს გავრცელებულ ვიდეოზე აზერბაიჯანელი დეპუტატი?
"ბატონმა ბიძინამ მითხრა, შენ დაგნიშნავ ჩემს თანაშემწედო..." - როგორ მოხვდა "ოცნებაში" და რას ამბობს გავრცელებულ ვიდეოზე აზერბაიჯანელი დეპუტატი?

მო­იკ­რი­ბა ძა­ლე­ბი და "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი” ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხა, ცოტა გა­უ­ჭირ­და, ბევ­რი დრო მო­ან­დო­მა, მაგ­რამ თავი გა­არ­თვა. მინ­დო­და ჩავ­წვდო­მო­დი ჩვენს სა­ვი­ზი­ტო ბა­რათს და სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბო­და, ეს არ მცოდ­ნო­დაო, - მე­უბ­ნე­ბა. მა­ნამ­დე, წლე­ბის წინ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლემ პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყო ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა, ქარ­თუ­ლად ჩა­ა­ბა­რა და ის­წავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. კონ­სპექ­ტე­ბის ქარ­თუ­ლად ჩა­წე­რას რომ ვერ ას­წრებ­და, მისი ლექ­ტო­რე­ბი ლექ­ცი­ას დიქ­ტო­ფონ­ზე უწერ­დნენ, თუმ­ცა მე­ო­რე კურ­სი­დან მათი "წვა­ლე­ბა” აღარ დას­ჭირ­ვე­ბია. ასე, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით მი­ვი­და მიზ­ნამ­დე...

"როცა მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რო­გორ მი­აღ­წიე ამ­დენს, პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბო­დი - იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლი ენა ვიცი, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ვაზ­როვ­ნებ და ჩემი სამ­შობ­ლო მიყ­ვარს. მეტი შენ­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის არა­ფე­რი უნდა”. არ მა­ლავს, რომ ჰქონ­და და აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი და ცდი­ლობს, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი და­ა­ჯე­როს იმა­ში, რომ თუ მო­ინ­დო­მე­ბენ, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლე­ბენ და მი­აღ­წე­ვენ. პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარს, რო­გორც ყვე­ლა, ბავ­შვო­ბი­დან იწყებს:

  • ბავ­შვო­ბა

- გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე, მამა თე­რა­პევ­ტია, მაგ­რამ მუდ­მი­ვად პო­ლი­ტი­კა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დმა­ნის­ში მუ­შა­ობ­და, სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მის მო­ად­გი­ლედ, მერე გარ­და­ბან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე, ჩემს ძმა­საც, მა­მა­ჩემ­საც და ბი­ძა­ჩემ­საც ყა­რა­ჯა­ლა­რის სკო­ლა გვაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს და ჩემი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, მამა ჩემ­თან რა­ღაც თე­მებს გა­დი­ო­და, აინ­ტე­რე­სებ­და ჩემი აზრი, ალ­ბათ ხე­დავ­და, ანა­ლი­ზის უნა­რი რომ მქონ­და. ჩემი უფ­რო­სი ძმა სულ ბრა­ზობ­და, ცალ­კე ამ­დენს რას ლა­პა­რა­კობ­თო. მერე გა­დავ­წყვი­ტე სა­ხელ­მწი­ფო ენა მეს­წავ­ლა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად, მე-9 კლა­სი­დან კერ­ძო მას­წავ­ლე­ბელ­თან ქარ­თულ ენის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე. დედ-მამა სულ იმას მი­ნერ­გავ­და, სა­დაც ცხოვ­რობ, ის ენა უნდა იცო­დე, არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებთ სა­ცხოვ­რებ­ლად, მთე­ლი ოჯა­ხის რე­სურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­დე­ბუ­ლი და სხვა­გან გა­და­სახ­ლე­ბა ოჯახ­ში არც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მა­მას უნ­დო­და, მე და ჩემი ძმა მის, ექი­მის პრო­ფე­სი­ას და­ვუფ­ლე­ბო­დით, ჩვენ კი სხვა გზა ავირ­ჩი­ეთ. როცა ნახა, რომ ში­ნა­გა­ნად არ ვი­ყა­ვით ამ პრო­ფე­სი­ის­თვის მზად, "შეგ­ვეშ­ვა”. თუ მო­წო­დე­ბით არ ხარ, ისე ექი­მი ვერ გახ­დე­ბი, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზეა ლა­პა­რა­კი და ცდებს ხომ არ ჩა­ა­ტა­რებ? სა­ბო­ლო­ოდ, ჩემ­მა ძმამ ეკო­ნო­მი­ურ­ზე ჩა­ა­ბა­რა, მე კი - იუ­რი­დი­ულ­ზე.

მა­მას­თან ერ­თად
  • "ლექ­ტო­რე­ბი დიქ­ტო­ფონ­ზე მი­წერ­დნენ ლექ­ცი­ებს"

- ვა­კე­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-9 კორ­პუს­ში ვსწავ­ლობ­დი სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად. კონ­სპექ­ტე­ბის ჩა­წე­რას ვერ ვას­წრებ­დი ქარ­თუ­ლად, ცოტა მი­ჭირ­და. მახ­სოვს, 61 ლა­რად ვი­ყი­დე დიქ­ტო­ფო­ნი და მთე­ლი ლექ­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ლექ­ტო­რებს ხელ­ში ეჭი­რათ ჩემი დიქ­ტო­ფო­ნი, ლექ­ცია რომ ჩა­ე­წე­რათ და მერე ის რვე­ულ­ში გად­მო­მე­ტა­ნა. სწრა­ფად ვერ ვწერ­დი, მერე მოკ­ლედ ვი­ნიშ­ნავ­დი ფრა­ზებს. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, თუმ­ცა ლექ­ტო­რე­ბიც და თა­ნა­კურ­სე­ლე­ბიც მხარ­ში ამო­მიდ­გნენ. რომ არა მათი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ალ­ბათ მო­ტი­ვა­ცია და­მე­კარ­გე­ბო­და და სწავ­ლას ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი. მერე ბევ­რი ვე­ცა­დე, რომ მე­ო­რე კურ­სი­დან ლექ­ტო­რებს ჩემი დიქ­ტო­ფო­ნი აღარ სჭე­რო­დათ ხელ­ში და ჩემს გამო აღარ შე­წუ­ხე­ბუ­ლიყ­ვნენ. აბა, რო­გო­რია, სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ჩემს დიქ­ტო­ფონს და­ა­ტა­რებ­დნენ და ისე კი­თხუ­ლობ­დნენ ლექ­ცი­ებს. ჯგუ­ფე­ლე­ბიც სულ მამ­ხნე­ვებ­დნენ, არ ინერ­ვი­უ­ლო, ჩვენც ვერ ვას­წრებთ ჩა­წე­რა­სო, ზოგი სპე­ცი­ა­ლუ­რად არ წერ­და, რომ მე­ფიქ­რა, სხვე­ბიც ჩემს დღე­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, ამას ჩემს გა­სამ­ხნე­ვებ­ლად აკე­თებ­დნენ. მე­ო­რე კურ­სი­დან დიქ­ტო­ფო­ნი აღარ დამ­ჭირ­ვე­ბია.

  • "გამ­გე­ბე­ლი ვერ გავ­ხდი, მაგ­რამ..."

- მამა თა­ვი­დან­ვე ხვდე­ბო­და, რომ პო­ლი­ტი­კის გზას გა­ვუყ­ვე­ბო­დი, რად­გან მუდ­მი­ვად გა­ზე­თებს ვკი­თხუ­ლობ­დი, ვუს­მენ­დი თოქ-შო­უ­ებს, პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მებს... მა­მაც ხელს არ მიშ­ლი­და. პა­ტა­რა­ო­ბი­სას, სახ­ლში ჩემ­თვის, ფურ­ცელ­ზე ხში­რად ვწერ­დი გამ­გებ­ლის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბას, ჩვენს სო­ფელ­ში გამ­გებ­ლად დამ­ნიშ­ნეთ, სო­ფელს მივ­ხე­დავ-თქო. სოფ­ლის კრე­ბებ­საც ვეს­წრე­ბო­დი და სი­ტყვი­თაც გა­მოვ­დი­ო­დი. იმ პე­რი­ოდ­ში, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვე­ნი ფუ­ლით სკო­ლას ვა­შე­ნებ­დით... გამ­გე­ბე­ლი ვერ გავ­ხდი, მაგ­რამ გამ­გე­ო­ბა­ში კე­თილ­მო­წყო­ბი­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბის სამ­სა­ხურ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მერე გამ­გე­ო­ბის აპა­რატ­ში გა­და­ვე­დი მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში, აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლიც გავ­ხდი, 2009 წელს კი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. კონ­კურ­სი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ამ საქ­მე­ში ელე­ნე თევ­დო­რა­ძე და­მეხ­მა­რა. 2008 წლის დე­კემ­ბერ­ში ის გარ­და­ბან­ში ჩა­მო­ვი­და, სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებ­ში ჰქონ­დათ შეხ­ვედ­რე­ბი. იმ­ხა­ნად, 22 წლის ბიჭი გამ­გე­ო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და მე მო­მი­წია ამ შეხ­ვედ­რა­ზე მათ­თან ერ­თად გას­ვლა. ქალ­ბა­ტონ ელე­ნეს რომ და­ვე­ლა­პა­რა­კე, გა­უ­ხარ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხარ და რა კარ­გი ქარ­თუ­ლი იცი, კონ­კურ­სი გვაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი გვინ­დაო და შიდა გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­მი­ბა­რა. დავ­თან­ხმდი, რად­გან მინ­დო­და რა­ი­ო­ნი­დან ქა­ლაქ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, ვი­ცო­დი, ჩემს გეგ­მებს გარ­დაბ­ნი­დან ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი და ასე უფრო და­ვეხ­მა­რე­ბო­დი ჩემს რა­ი­ონს. კონ­კუ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან ზოგი ასა­კი­ა­ნი იყო, ზოგ­მა ქარ­თუ­ლი არ იცო­და. ვი­ღა­ცას რე­კო­მენ­და­ცია ჰქონ­და და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად მათი გაყ­ვა­ნა უნ­დო­დათ. მო­მის­მი­ნეს, ჩემი ხედ­ვე­ბი მო­ე­წო­ნათ და ამიყ­ვა­ნეს კი­დეც მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად.

  • "ეს ჩემ­თვის სი­ურპრი­ზი იყო"

- მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა გა­სა­უბ­რე­ბამ 2013 წლის ივ­ნის­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან მო­მი­წია. შე­მო­მით­ვა­ლეს, პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რაა ჩა­ნიშ­ნუ­ლიო, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა, ვი­ნა­ი­დან ჩემი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა არ იყო იმ დო­ნის, პრე­მი­ე­რი შემ­ხვედ­რო­და. ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ მი­თხრა, შენ დაგ­ნიშ­ნავ ჩემს თა­ნა­შემ­წედ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის სა­კი­თხებ­შიო. როცა გა­ი­გო ჩემი ბექგ­რა­უნ­დი, მი­თხრა, ზუს­ტად ასე­თი ადა­მი­ა­ნი მინ­დო­და, ვინც მთელს რე­გი­ონს მო­ი­ცავ­სო. ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, მაგ­რამ ეს წი­ნას­წარ არ ვი­ცო­დი, ჩემ­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო და არა­რე­ა­ლუ­რი - რა­ტომ მე და არა სხვა.

მერე ის პრე­მი­ე­რო­ბი­დან წა­ვი­და, მო­ვი­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილი და მას­თა­ნაც ვი­მუ­შა­ვე. ბა­ტონ ირაკ­ლის­თან მა­ნამ­დეც ვმე­გობ­რობ­დი, როცა ის შს მი­ნის­ტრი იყო. ამის შემ­დეგ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. 2016 წელს უკვე პარ­ლა­მენ­ტში შე­ვე­დი, პირ­ვე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი ვი­ყა­ვი გარ­დაბ­ნი­დან. გა­სულ წელს უკვე "ოც­ნე­ბის” პარ­ტი­უ­ლი სიით გა­ვე­დი 35-ე ნომ­რით და ასე, ვაგ­რძე­ლებ სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბას.

  • "მე და აზი­ზა ხში­რად ვსა­უბ­რობთ ქარ­თუ­ლად"

- ჩემს მე­უღ­ლეს თბი­ლის­ში მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლე­ჯი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, პი­ა­ნის­ტია. აი­ბა­ნის ნა­ბი­ე­ვა წარ­მო­შო­ბით ბოლ­ნი­სე­ლია და მარ­ნე­ულ­ში ცხოვ­რობ­და, იქ გა­ვი­ცა­ნი 2009 წელს - ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვნა­ხე და მო­მე­წო­ნა. ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში იყო ჩაბ­მუ­ლი, ხში­რად ვხვდე­ბო­დით სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და აქე­დან ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. დავ­ქორ­წინ­დით და 2012 წლის 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი - აზი­ზა და­ი­ბა­და.

აზი­ზა 8 წლი­საა და ქარ­თულ, "შავ­ნა­ბა­დას” სკო­ლა­ში და­დის, კარ­გად სწავ­ლობს, მეც კმა­ყო­ფი­ლი ვარ და მას­წავ­ლე­ბე­ლიც. ჩვენ ხში­რად ვსა­უბ­რობთ ქარ­თუ­ლად. ჩემი გო­გო­ნა ორი­ვე მშობ­ლი­ურ ენას - აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­საც და ქარ­თულ­საც მშვე­ნივ­რად ფლობს...

  • "არ მე­გო­ნა, ამ ვი­დე­ოს ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი თუ მოჰ­ყვე­ბო­და"

- ერთ დღე­საც, ჩემი ვი­დეო გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და იყო ერთი აჟი­ო­ტა­ჟი (ქა­ღალ­დის ფულს რომ ვფან­ტავ ცეკ­ვის დროს). ყვე­ლამ იცის, რომ ეს არის ჩვე­ნი, აზე­რე­ბის ტრა­დი­ცია, ისე­ვე, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად, ყან­წით ღვი­ნის და­ლე­ვა. ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის შვი­ლის ნათ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი. არას­დროს, ცხოვ­რე­ბა­ში ჩემი სოფ­ლის თუ რა­ი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებ­თან თავი არა­ვის­თვის და­მი­მე­ტე­ბია - აი, მე დე­პუ­ტა­ტი ვარ და ამით ვინ­მე­ზე მეტი ვარ... მიყ­ვარს უბ­რა­ლო­ე­ბა. ჩემს კა­ბი­ნეტ­შიც ვინც მო­დის, გა­რეთ ვხვდე­ბი და მერე ავ­ტო­მან­ქა­ნამ­დე ვა­ცი­ლებ, ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. ხვალ და ზეგ ვინ სად იქ­ნე­ბა, ღმერ­თმა იცის. არ მჩვე­ვია, ვინ­მეს შეხ­ვდრა­ზე უარი ვუ­თხრა, ან კარ­თან ვა­ლო­დი­ნო, ყვე­ლა­ნი თა­ნას­წორ­ნი ვართ, ასე ვთვლი. ნათ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ში­ნა­უ­რი იყო და ტრა­დი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამი­ტომ მო­ვი­ქე­ცი ასე. ასეთ დროს ვი­საც რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, იმ­დენ ფულს ჩუქ­ნის. არც მი­ფიქ­რია, ამას ცუ­დად თუ გა­ი­გებ­დნენ. ერ­თდო­ლა­რი­ა­ნე­ბი ავ­ყა­რე, ას დო­ლა­რამ­დე. სად მქონ­და იმ­დე­ნი ას­დო­ლა­რი­ა­ნი, გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ჯამ­ში ასი დო­ლა­რიც არ იყო. ვი­დე­ოს სოცქსე­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მხარ­დამ­ჭე­რი უფრო მეტი გა­მო­მიჩ­ნდა, ბევ­რი მიგ­ზავ­ნი­და მე­სი­ჯებს, არ ინერ­ვი­უ­ლოო. ვი­ცო­დი, ცუდი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია და რა­ტომ უნდა მე­ნერ­ვი­უ­ლა?

  • "ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა მან­კი­ე­რი გად­მო­ნაშ­თი მგო­ნია"

- ქვე­მო ქარ­თლში ჩემი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ვინც ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­წყო ბრძო­ლა. ვცდი­ლობ­დით სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მეტი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად აგ­ვეხ­სნა. მერე სს კო­დექ­სი შე­იც­ვა­ლა და მა­ში­ნაც და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა და აგი­ტა­ცია რა­ი­ონ­ში. სოცქსე­ლებ­ში მარ­თა­ლია, არ ვაქ­ტი­უ­რობ, მაგ­რამ მე პი­რა­დად, დიდი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის, რო­მე­ლიც მან­კი­ე­რი გად­მო­ნაშ­თი მგო­ნია. შეხ­ვედ­რებ­ზეც მაქვს ნათ­ქვა­მი, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად მომ­ხრე ვარ, უფრო გა­ვამ­კაც­როთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. ნებ­სით მოხ­და თუ არა, ეს ქმე­დე­ბა მა­ინც დას­ჯა­დია. ბევ­რი ვიცი გარ­დაბ­ნი­დან, ვინც ამ მუხ­ლით იხ­დის სას­ჯელს. დღეს არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ამ მხრივ ბევ­რია სა­მუ­შაო გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით და კა­ნო­ნიც გა­სამ­კაც­რე­ბე­ლია. მინ­და გი­თხრათ, რომ დღეს 3500 სტუ­დენ­ტია აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, ადრე არ იყო, ძა­ლი­ან ბევ­რი გო­გო­ნა სწავ­ლობს უმაღ­ლეს­ში.

  • "ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვი­ნაა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი"

- რა თქმა უნდა, მაქვს ამ­ბი­ცია, ბევრ პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი და ჩემი მი­ზა­ნი იყო ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. სულ იმას ვფიქ­რობ­დი, და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა ჩემი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ შენ შე­გიძ­ლია თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, შენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ გთვლის მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად იმის გამო, რომ არ ხარ ქარ­თვე­ლი. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით, ვფიქ­რობ, რა­ღაც პრო­ცენ­ტით შევ­ძე­ლი ახალ­გაზ­რდებ­ში მო­ტი­ვა­ცია გა­მე­ჩი­ნა, და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა ისი­ნი - თუ სა­ვა­ლანს შე­უძ­ლია, მეც შე­მიძ­ლია. ვე­რა­ვინ იტყვის, რომ სა­ვა­ლა­ნის ოჯა­ხი ისე­თი მდი­და­რი იყო, რომ კა­რი­ე­რა ფუ­ლით აი­წყო. ჩემს სა­მე­გობ­რო­ში და სა­ახ­ლობ­ლო­ში ყვე­ლა­ზე გვი­ან მო­ბი­ლუ­რი მე ვი­ყი­დე, არ მი­ჭირს იმის აღი­ა­რე­ბა, რომ როცა ჩემი მე­გობ­რე­ბი კვი­რა­ში ორ­ჯერ მი­დი­ოდ­ნენ რეს­ტო­რან­ში, მე ორ კვი­რა­ში ერთხელ მივ­დი­ო­დი მათ­თან ერ­თად. მამა ექი­მი იყო და არ ჰქონ­და იმ­ხე­ლა ხელ­ფა­სი, ასე გა­ვე­ნე­ბივ­რე­ბი­ნეთ.

სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვის მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი

როცა გარ­და­ბან­ში ვმუ­შა­ობ­დი, 165 ლარი მქონ­და ხელ­ფა­სი, მაგ­რამ თავს არ ვზო­გავ­დი. ჩემი მი­ზა­ნია ყვე­ლას ჰქონ­დეს იმის გან­ცდა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვი­ნაა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი. ეს სის­ტე­მა ისეა აწყო­ბი­ლი, არა მგო­ნია, დის­კრი­მი­ნა­ცი­ას ჰქონ­დეს ად­გი­ლი. რა თქმა უნდა, ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბიც მქონ­და და მინ­და და­ვა­ჯე­რო სხვე­ბიც, ჰქონ­დეთ იმის გან­ცდა, რომ თუ მო­ინ­დო­მე­ბენ, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლე­ბენ და მი­აღ­წე­ვენ.

როცა ჩემს ად­გილს ვე­ღარ და­ვი­ნა­ხავ პო­ლი­ტი­კა­ში, როცა ჩავ­თვლი, რომ უფრო აქ­ტი­უ­რის ად­გილს ვი­კა­ვებ, სხვას მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია, ვიდ­რე მე, მა­შინ გა­ვი­წე­ვი და წა­ვალ პო­ლი­ტი­კი­დან. როცა აღარ შე­მეძ­ლე­ბა სი­ტყვის თქმა და და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მირ­ჩევ­ნია დავ­ტო­ვო პო­ლი­ტი­კა და სახე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო. როცა ვნა­ხავ, ამომ­რჩე­ვე­ლი და მხარ­დამ­ჭე­რი აღარ მყავს, ჩემი ქმე­დე­ბე­ბით ხალ­ხს ვა­ღი­ზი­ა­ნებ და ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნით სხვებს ხელს ვუშ­ლი, წა­ვალ, რა თქმა უნდა. ჯერ ვხე­დავ ამის რე­სურსს ჩემს თავ­ში და ხალ­ხის­გან მხარ­და­ჭე­რა­საც ვგრძნობ, ამი­ტომ წას­ვლა ად­რეა.

  • "იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლი ენა ვიცი და ჩემი სამ­შობ­ლო მიყ­ვარს"

- ენის პრობ­ლე­მა ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ადრე ძა­ლი­ან მძაფ­რად იყო, და­მერ­წმუ­ნეთ, მაქ­სი­მუმ 10 წე­ლი­წად­ში ეს პრობ­ლე­მა აღარ იქ­ნე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მშობ­ლებს ბავ­შვე­ბი უკვე პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მიჰ­ყავთ ქარ­თულ სკო­ლა­ში, რად­გან ყვე­ლამ ნახა და მიხ­ვდა, რომ შენ უნდა იცო­დე შენი სა­ხელ­მწი­ფო ენა. როცა მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რო­გორ მი­აღ­წიე ამ­დენს, პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბო­დი - იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლი ენა ვიცი, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ვაზ­როვ­ნებ და ჩემი სამ­შობ­ლო მიყ­ვარს. მეტი შენ­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის არა­ფე­რი უნდა. ყვე­ლა­ზე მდი­და­რი იცით, რითი ვარ? ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს რო­გორც ქარ­თვლე­ბი, ისე – აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და ამ მხრივ მი­ლი­არ­დე­რი ვარ. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი ეს არის და მი­მაჩ­ნია, ყვე­ლა­ზე მძი­მე მე­გობ­რის და­კარ­გვაა. არც კი მინ­და ამა­ზე ვი­ფიქ­რო. სულ ვცდი­ლობ, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო, რო­მე­ლიც ასე ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. არ მინ­და ვინ­მეს აზ­რად მო­უ­ვი­დეს, რომ რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვარ, სა­ვა­ლა­ნი შე­იც­ვა­ლა...

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იბერიელი
22

იერით სუფთა ქართველია ბორჩალოელები ყველა ომში რომელიც ქალრთ- კახეთის სამეფოს უწარმოებია ბომომდე იბრძოდნენ საქართველოს მხარეს კრწანისის ომის დროს თბილისის ბოლომდე იცავდნენ ერეკლეს გვერდში ედგნენ ეს ისტორიული ფაქტია!!!

1111
51

კარგი კაცი ხარ გაიხარე ნეტა ბევრი იყოს შენნაირი სამართლიანი და მშრომელი. უბრალოება ადამიანს ამშვრნებს, ზოგს კი თავში აქვს ავარდნილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბატონმა ბიძინამ მითხრა, შენ დაგნიშნავ ჩემს თანაშემწედო..." - როგორ მოხვდა "ოცნებაში" და რას ამბობს გავრცელებულ ვიდეოზე აზერბაიჯანელი დეპუტატი?

"ბატონმა ბიძინამ მითხრა, შენ დაგნიშნავ ჩემს თანაშემწედო..." - როგორ მოხვდა "ოცნებაში" და რას ამბობს გავრცელებულ ვიდეოზე აზერბაიჯანელი დეპუტატი?

მოიკრიბა ძალები და "ვეფხისტყაოსანი” ბოლომდე წაიკითხა, ცოტა გაუჭირდა, ბევრი დრო მოანდომა, მაგრამ თავი გაართვა. მინდოდა ჩავწვდომოდი ჩვენს სავიზიტო ბარათს და სირცხვილი იქნებოდა, ეს არ მცოდნოდაო, - მეუბნება. მანამდე, წლების წინ, აზერბაიჯანელმა სკოლის მოსწავლემ პარალელურად დაიწყო ქართული ენის შესწავლა, ქართულად ჩააბარა და ისწავლა უნივერსიტეტში. კონსპექტების ქართულად ჩაწერას რომ ვერ ასწრებდა, მისი ლექტორები ლექციას დიქტოფონზე უწერდნენ, თუმცა მეორე კურსიდან მათი "წვალება” აღარ დასჭირვებია. ასე, თავდაუზოგავი შრომით მივიდა მიზნამდე...

"როცა მეკითხებოდნენ, როგორ მიაღწიე ამდენს, პირდაპირ ვეუბნებოდი - იმიტომ, რომ ქართული ენა ვიცი, სახელმწიფოებრივად ვაზროვნებ და ჩემი სამშობლო მიყვარს. მეტი შენგან ამ ქვეყანაში არავის არაფერი უნდა”. არ მალავს, რომ ჰქონდა და აქვს პოლიტიკური ამბიციები და ცდილობს, თანამემამულე აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დააჯეროს იმაში, რომ თუ მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ და მიაღწევენ. პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სავალან მირზოევი ჩვენთან საუბარს, როგორც ყველა, ბავშვობიდან იწყებს:

  • ბავშვობა

- გარდაბნის რაიონში დავიბადე, მამა თერაპევტია, მაგრამ მუდმივად პოლიტიკაში იყო ჩართული. ის წლების განმავლობაში დმანისში მუშაობდა, საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ, მერე გარდაბანში გადაიყვანეს. მე, ჩემს ძმასაც, მამაჩემსაც და ბიძაჩემსაც ყარაჯალარის სკოლა გვაქვს დამთავრებული. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი პოლიტიკურ პროცესებს და ჩემი ასაკის მიუხედავად, მამა ჩემთან რაღაც თემებს გადიოდა, აინტერესებდა ჩემი აზრი, ალბათ ხედავდა, ანალიზის უნარი რომ მქონდა. ჩემი უფროსი ძმა სულ ბრაზობდა, ცალკე ამდენს რას ლაპარაკობთო. მერე გადავწყვიტე სახელმწიფო ენა მესწავლა. აზერბაიჯანული სკოლა დავამთავრე, მაგრამ პარალელურად, მე-9 კლასიდან კერძო მასწავლებელთან ქართულ ენის შესწავლა დავიწყე. დედ-მამა სულ იმას მინერგავდა, სადაც ცხოვრობ, ის ენა უნდა იცოდე, არსად წასვლას არ ვაპირებთ საცხოვრებლად, მთელი ოჯახის რესურსი საქართველოში იყო ჩადებული და სხვაგან გადასახლება ოჯახში არც განიხილებოდა. მამას უნდოდა, მე და ჩემი ძმა მის, ექიმის პროფესიას დავუფლებოდით, ჩვენ კი სხვა გზა ავირჩიეთ. როცა ნახა, რომ შინაგანად არ ვიყავით ამ პროფესიისთვის მზად, "შეგვეშვა”. თუ მოწოდებით არ ხარ, ისე ექიმი ვერ გახდები, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და ცდებს ხომ არ ჩაატარებ? საბოლოოდ, ჩემმა ძმამ ეკონომიურზე ჩააბარა, მე კი - იურიდიულზე.

მამასთან ერთად
  • "ლექტორები დიქტოფონზე მიწერდნენ ლექციებს"

- ვაკეში, უნივერსიტეტის მე-9 კორპუსში ვსწავლობდი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ქართველებთან ერთად. კონსპექტების ჩაწერას ვერ ვასწრებდი ქართულად, ცოტა მიჭირდა. მახსოვს, 61 ლარად ვიყიდე დიქტოფონი და მთელი ლექციის განმავლობაში ლექტორებს ხელში ეჭირათ ჩემი დიქტოფონი, ლექცია რომ ჩაეწერათ და მერე ის რვეულში გადმომეტანა. სწრაფად ვერ ვწერდი, მერე მოკლედ ვინიშნავდი ფრაზებს. ძალიან გამიჭირდა, თუმცა ლექტორებიც და თანაკურსელებიც მხარში ამომიდგნენ. რომ არა მათი ასეთი დამოკიდებულება, ალბათ მოტივაცია დამეკარგებოდა და სწავლას ვერ გავაგრძელებდი. მერე ბევრი ვეცადე, რომ მეორე კურსიდან ლექტორებს ჩემი დიქტოფონი აღარ სჭეროდათ ხელში და ჩემს გამო აღარ შეწუხებულიყვნენ. აბა, როგორია, საათნახევარი ჩემს დიქტოფონს დაატარებდნენ და ისე კითხულობდნენ ლექციებს. ჯგუფელებიც სულ მამხნევებდნენ, არ ინერვიულო, ჩვენც ვერ ვასწრებთ ჩაწერასო, ზოგი სპეციალურად არ წერდა, რომ მეფიქრა, სხვებიც ჩემს დღეში იყვნენ, მაგრამ ვხვდებოდი, ამას ჩემს გასამხნევებლად აკეთებდნენ. მეორე კურსიდან დიქტოფონი აღარ დამჭირვებია.

  • "გამგებელი ვერ გავხდი, მაგრამ..."

- მამა თავიდანვე ხვდებოდა, რომ პოლიტიკის გზას გავუყვებოდი, რადგან მუდმივად გაზეთებს ვკითხულობდი, ვუსმენდი თოქ-შოუებს, პოლიტიკურ გადაცემებს... მამაც ხელს არ მიშლიდა. პატარაობისას, სახლში ჩემთვის, ფურცელზე ხშირად ვწერდი გამგებლის სახელზე განცხადებას, ჩვენს სოფელში გამგებლად დამნიშნეთ, სოფელს მივხედავ-თქო. სოფლის კრებებსაც ვესწრებოდი და სიტყვითაც გამოვდიოდი. იმ პერიოდში, სოფლის მოსახლეობა ჩვენი ფულით სკოლას ვაშენებდით... გამგებელი ვერ გავხდი, მაგრამ გამგეობაში კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურში სპეციალისტად დავიწყე მუშაობა, მერე გამგეობის აპარატში გადავედი მთავარ სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში, აპარატის ხელმძღვანელიც გავხდი, 2009 წელს კი რეინტეგრაციის სამინისტროში დავიწყე მუშაობა. კონკურსი იყო გამოცხადებული და ამ საქმეში ელენე თევდორაძე დამეხმარა. 2008 წლის დეკემბერში ის გარდაბანში ჩამოვიდა, საზღვრისპირა სოფლებში ჰქონდათ შეხვედრები. იმხანად, 22 წლის ბიჭი გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი და მე მომიწია ამ შეხვედრაზე მათთან ერთად გასვლა. ქალბატონ ელენეს რომ დაველაპარაკე, გაუხარდა, აზერბაიჯანელი ხარ და რა კარგი ქართული იცი, კონკურსი გვაქვს გამოცხადებული, აზერბაიჯანელი მინისტრის მრჩეველი გვინდაო და შიდა გასაუბრებაზე დამიბარა. დავთანხმდი, რადგან მინდოდა რაიონიდან ქალაქში გადავსულიყავი, ვიცოდი, ჩემს გეგმებს გარდაბნიდან ვერ განვახორციელებდი და ასე უფრო დავეხმარებოდი ჩემს რაიონს. კონკურის მონაწილეებიდან ზოგი ასაკიანი იყო, ზოგმა ქართული არ იცოდა. ვიღაცას რეკომენდაცია ჰქონდა და სახელმწიფო მინისტრის მრჩევლად მათი გაყვანა უნდოდათ. მომისმინეს, ჩემი ხედვები მოეწონათ და ამიყვანეს კიდეც მინისტრის მრჩევლად.

  • "ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო"

- მეორე მნიშვნელოვანმა გასაუბრებამ 2013 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილთან მომიწია. შემომითვალეს, პრემიერთან შეხვედრაა ჩანიშნულიო, რამაც ძალიან გამაკვირვა, ვინაიდან ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა არ იყო იმ დონის, პრემიერი შემხვედროდა. ბატონმა ბიძინამ მითხრა, შენ დაგნიშნავ ჩემს თანაშემწედ ეროვნული უმცირესობის საკითხებშიო. როცა გაიგო ჩემი ბექგრაუნდი, მითხრა, ზუსტად ასეთი ადამიანი მინდოდა, ვინც მთელს რეგიონს მოიცავსო. ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ეს წინასწარ არ ვიცოდი, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო და არარეალური - რატომ მე და არა სხვა.

მერე ის პრემიერობიდან წავიდა, მოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მასთანაც ვიმუშავე. ბატონ ირაკლისთან მანამდეც ვმეგობრობდი, როცა ის შს მინისტრი იყო. ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილთან მომიწია მუშაობამ. 2016 წელს უკვე პარლამენტში შევედი, პირველი აზერბაიჯანელი მაჟორიტარი ვიყავი გარდაბნიდან. გასულ წელს უკვე "ოცნების” პარტიული სიით გავედი 35-ე ნომრით და ასე, ვაგრძელებ საპარლამენტო ცხოვრებას.

  • "მე და აზიზა ხშირად ვსაუბრობთ ქართულად"

- ჩემს მეუღლეს თბილისში მუსიკალური კოლეჯი აქვს დამთავრებული, პიანისტია. აიბანის ნაბიევა წარმოშობით ბოლნისელია და მარნეულში ცხოვრობდა, იქ გავიცანი 2009 წელს - ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვნახე და მომეწონა. ის საზოგადოებრივ აქტივობებში იყო ჩაბმული, ხშირად ვხვდებოდით სხვადასხვა ღონისძიებებზე და აქედან ჩამოგვიყალიბდა სერიოზული ურთიერთობა. დავქორწინდით და 2012 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ქალიშვილი - აზიზა დაიბადა.

აზიზა 8 წლისაა და ქართულ, "შავნაბადას” სკოლაში დადის, კარგად სწავლობს, მეც კმაყოფილი ვარ და მასწავლებელიც. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქართულად. ჩემი გოგონა ორივე მშობლიურ ენას - აზერბაიჯანულსაც და ქართულსაც მშვენივრად ფლობს...

  • "არ მეგონა, ამ ვიდეოს ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა"

- ერთ დღესაც, ჩემი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში და იყო ერთი აჟიოტაჟი (ქაღალდის ფულს რომ ვფანტავ ცეკვის დროს). ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი, აზერების ტრადიცია, ისევე, როგორც ქართველებისთვის, მაგალითად, ყანწით ღვინის დალევა. ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილის ნათლობაში ვიყავი. არასდროს, ცხოვრებაში ჩემი სოფლის თუ რაიონის მაცხოვრებლებთან თავი არავისთვის დამიმეტებია - აი, მე დეპუტატი ვარ და ამით ვინმეზე მეტი ვარ... მიყვარს უბრალოება. ჩემს კაბინეტშიც ვინც მოდის, გარეთ ვხვდები და მერე ავტომანქანამდე ვაცილებ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ხვალ და ზეგ ვინ სად იქნება, ღმერთმა იცის. არ მჩვევია, ვინმეს შეხვდრაზე უარი ვუთხრა, ან კართან ვალოდინო, ყველანი თანასწორნი ვართ, ასე ვთვლი. ნათლობაში ყველა შინაური იყო და ტრადიციიდან გამომდინარე, ამიტომ მოვიქეცი ასე. ასეთ დროს ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს, იმდენ ფულს ჩუქნის. არც მიფიქრია, ამას ცუდად თუ გაიგებდნენ. ერთდოლარიანები ავყარე, ას დოლარამდე. სად მქონდა იმდენი ასდოლარიანი, გულწრფელად გეუბნებით, შეიძლება ჯამში ასი დოლარიც არ იყო. ვიდეოს სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მხარდამჭერი უფრო მეტი გამომიჩნდა, ბევრი მიგზავნიდა მესიჯებს, არ ინერვიულოო. ვიცოდი, ცუდი არაფერი გამიკეთებია და რატომ უნდა მენერვიულა?

  • "ნაადრევი ქორწინება მანკიერი გადმონაშთი მგონია"

- ქვემო ქართლში ჩემი რეინტეგრაციის სამინისტროში მუშაობის პერიოდიდან ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. ვცდილობდით სკოლებში მოსწავლეებისთვის მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ჯანმრთელობიდან დაწყებული, მათთვის ყველაფერი დეტალურად აგვეხსნა. მერე სს კოდექსი შეიცვალა და მაშინაც დავიწყეთ მუშაობა და აგიტაცია რაიონში. სოცქსელებში მართალია, არ ვაქტიურობ, მაგრამ მე პირადად, დიდი წინააღმდეგი ვარ ნაადრევი ქორწინების, რომელიც მანკიერი გადმონაშთი მგონია. შეხვედრებზეც მაქვს ნათქვამი, რომ ყველანაირად მომხრე ვარ, უფრო გავამკაცროთ კანონმდებლობა. ნებსით მოხდა თუ არა, ეს ქმედება მაინც დასჯადია. ბევრი ვიცი გარდაბნიდან, ვინც ამ მუხლით იხდის სასჯელს. დღეს არასრულწლოვნების ქორწინების სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით სერიოზულად შემცირებულია. ამ მხრივ ბევრია სამუშაო განათლების კუთხით და კანონიც გასამკაცრებელია. მინდა გითხრათ, რომ დღეს 3500 სტუდენტია აზერბაიჯანელი, ადრე არ იყო, ძალიან ბევრი გოგონა სწავლობს უმაღლესში.

  • "ამ ქვეყანაში არავინაა მეორეხარისხოვანი"

- რა თქმა უნდა, მაქვს ამბიცია, ბევრ პროექტში ვიყავი ჩართული და ჩემი მიზანი იყო ეროვნული უმცირესობების აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. სულ იმას ვფიქრობდი, დამერწმუნებინა ჩემი თანამემამულეები, რომ შენ შეგიძლია თვითრეალიზაცია, შენ საქართველოში არავინ გთვლის მეორეხარისხოვნად იმის გამო, რომ არ ხარ ქართველი. ჩემი საქმიანობით, ვფიქრობ, რაღაც პროცენტით შევძელი ახალგაზრდებში მოტივაცია გამეჩინა, დამერწმუნებინა ისინი - თუ სავალანს შეუძლია, მეც შემიძლია. ვერავინ იტყვის, რომ სავალანის ოჯახი ისეთი მდიდარი იყო, რომ კარიერა ფულით აიწყო. ჩემს სამეგობროში და საახლობლოში ყველაზე გვიან მობილური მე ვიყიდე, არ მიჭირს იმის აღიარება, რომ როცა ჩემი მეგობრები კვირაში ორჯერ მიდიოდნენ რესტორანში, მე ორ კვირაში ერთხელ მივდიოდი მათთან ერთად. მამა ექიმი იყო და არ ჰქონდა იმხელა ხელფასი, ასე გავენებივრებინეთ.

სავალან მირზოევის მეუღლე და ქალიშვილი

როცა გარდაბანში ვმუშაობდი, 165 ლარი მქონდა ხელფასი, მაგრამ თავს არ ვზოგავდი. ჩემი მიზანია ყველას ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში არავინაა მეორეხარისხოვანი. ეს სისტემა ისეა აწყობილი, არა მგონია, დისკრიმინაციას ჰქონდეს ადგილი. რა თქმა უნდა, ჩემი პოლიტიკური ამბიციებიც მქონდა და მინდა დავაჯერო სხვებიც, ჰქონდეთ იმის განცდა, რომ თუ მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ და მიაღწევენ.

როცა ჩემს ადგილს ვეღარ დავინახავ პოლიტიკაში, როცა ჩავთვლი, რომ უფრო აქტიურის ადგილს ვიკავებ, სხვას მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მე, მაშინ გავიწევი და წავალ პოლიტიკიდან. როცა აღარ შემეძლება სიტყვის თქმა და დაპირების შესრულება, მირჩევნია დავტოვო პოლიტიკა და სახე შევინარჩუნო. როცა ვნახავ, ამომრჩეველი და მხარდამჭერი აღარ მყავს, ჩემი ქმედებებით ხალხს ვაღიზიანებ და ჩემი პოლიტიკაში ყოფნით სხვებს ხელს ვუშლი, წავალ, რა თქმა უნდა. ჯერ ვხედავ ამის რესურსს ჩემს თავში და ხალხისგან მხარდაჭერასაც ვგრძნობ, ამიტომ წასვლა ადრეა.

  • "იმიტომ, რომ ქართული ენა ვიცი და ჩემი სამშობლო მიყვარს"

- ენის პრობლემა ეთნიკურ უმცირესობაში ადრე ძალიან მძაფრად იყო, დამერწმუნეთ, მაქსიმუმ 10 წელიწადში ეს პრობლემა აღარ იქნება. აზერბაიჯანელ მშობლებს ბავშვები უკვე პირველი კლასიდან მიჰყავთ ქართულ სკოლაში, რადგან ყველამ ნახა და მიხვდა, რომ შენ უნდა იცოდე შენი სახელმწიფო ენა. როცა მეკითხებოდნენ, როგორ მიაღწიე ამდენს, პირდაპირ ვეუბნებოდი - იმიტომ, რომ ქართული ენა ვიცი, სახელმწიფოებრივად ვაზროვნებ და ჩემი სამშობლო მიყვარს. მეტი შენგან ამ ქვეყანაში არავის არაფერი უნდა. ყველაზე მდიდარი იცით, რითი ვარ? ბევრი მეგობარი მყავს როგორც ქართვლები, ისე – აზერბაიჯანელები და ამ მხრივ მილიარდერი ვარ. ჩემთვის ყველაზე ღირებული ეს არის და მიმაჩნია, ყველაზე მძიმე მეგობრის დაკარგვაა. არც კი მინდა ამაზე ვიფიქრო. სულ ვცდილობ, ურთიერთობები შევინარჩუნო, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის. არ მინდა ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ რადგან პოლიტიკაში და თანამდებობაზე ვარ, სავალანი შეიცვალა...