მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გასახსნელად რატომ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება?" - რას წერს სომხური გამოცემა
"საქართველომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გასახსნელად რატომ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება?" - რას წერს სომხური გამოცემა

სომ­ხე­თის რუ­სუ­ლე­ნო­ვან გა­ზეთ­ში "გო­ლოს არ­მე­ნიი“ («Голос Армении») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რკი­ნიგ­ზის დებ­ლო­კი­რე­ბის ფასი მკვდრებს ვკი­თხოთ: ფა­ში­ნი­ა­ნის მთავ­რო­ბა სა­ხი­ფა­თო ილუ­ზი­ებ­შია“, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას შე­ე­ხე­ბა: გა­იხ­სნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის აფხა­ზე­თის მო­ნაკ­ვე­თი (ერე­ვა­ნი-თბი­ლი­სი-სო­ხუ­მი-მოს­კო­ვის მარ­შრუ­ტი) და თურ­ქეთ-სომ­ხე­თის რკი­ნიგ­ზის გი­უმ­რი-ყარ­სის მო­ნაკ­ვე­თი (ავ­ტო­რი - აშოტ არა­მი­ა­ნი).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას:

"სომ­ხუ­რი მა­ს­მე­დია კი­დევ ერთხელ "აფეთ­ქდა“ - არი­ქა, მალე შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის აფხა­ზე­თის მო­ნაკ­ვე­თი ამუ­შავ­დე­სო. აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენტს თურ­მე რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს­თვის მი­მარ­თვა გა­უგ­ზავ­ნია და გა­ნუ­ცხა­დე­ბია - ჩვენ, აფხა­ზე­ბი, მზად ვართ თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ სომ­ხეთ-რუ­სეთს შო­რის რკი­ნიგ­ზის ამუ­შა­ვე­ბის პრო­ექ­ტშიო.

მდაა... რო­გორც ალექ­სან­დრ გრი­ბო­ე­დო­ვი წერს თა­ვის პი­ე­სა­ში "ვაი ჭკუ­ი­სა­გან“: "თუმც გა­მო­ცე­მა ახა­ლია, კაცს გეძ­ნე­ლე­ბა მისი და­ჯე­რე­ბა“.

აფხა­ზე­თის სურ­ვი­ლი ცო­ტაა, სა­ჭი­როა კი­დევ სა­ქარ­თვე­ლოს კე­თი­ლი ნება. და კაც­მა რომ იკი­თხოს - რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კე­თი­ლი ნება? კი, რე­გი­ო­ნუ­ლი რე­ა­ლი­ე­ბი მნიშ­ვე­ნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. ყვე­ლა დო­ნე­ზე და­ი­წყეს სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის განბ­ლოკ­ვა­სა და "და­ჟან­გე­ბუ­ლი გზე­ბის“ გა­ნახ­ლე­ბა­ზე ფიქ­რი. მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სე­თის, სომ­ხე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის უწყე­ბა­თა­შო­რი­სო სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის სხდო­მე­ბი ვიცე-პრე­მი­ე­რე­ბის დო­ნე­ზე, იწ­ვე­ვენ ექ­სპერ­ტებს, ამოწ­მე­ბენ და გეგ­მა­ვენ მო­მა­ვალ მარ­შრუ­ტებს... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი სატ­რან­ზი­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს და­კარ­გავს, მაგ­რამ თუ რკი­ნიგ­ზის აფხა­ზე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბა გა­ნახ­ლდე­ბა, თბი­ლი­სი ტრან­ზი­ტის სფე­რო­ში აქ­ტი­ურ მო­თა­მა­შედ დარ­ჩე­ბა. თუმ­ცა...

თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა პრობ­ლე­მებ­მა კვლავ გა­და­წო­ნოს ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა, რაც ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს 30-წლი­ა­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხეთს, ჩვენ ყო­ველ­თვის გვინ­დო­და თურ­ქულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი უკა­ნო­ნო ბლო­კა­დის გა­უქ­მე­ბა, მაგ­რამ არა ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის ფა­სად. ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ისეთ სა­ხეს იღებს, რომ დღე და ღამე არ სძი­ნავს ამ სა­კი­თხზე ფიქ­რით - აცხა­დებს, რომ სა­ზღვრე­ბი გა­იხ­სნე­ბა და ტრან­სპორ­ტი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბას და­ი­წყებ­სო, ამა­სო­ბა­ში კი მოვ­ლე­ნე­ბი ჩვენს გა­რე­შე ვი­თარ­დე­ბა... ყარსში თურ­ქე­თი აზერ­ბა­ი­ჯან­თან ერ­თად სამ­ხედ­რო წრთვნებს ატა­რებს, ამ დღე­ებ­ში კი ყარ­სი-თბი­ლი­სი-ბა­ქოს რკი­ნიგ­ზით ტვირ­თე­ბი, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რუ­სეთ­ში გა­იგ­ზავ­ნა.

რა­ტომ არ იხ­სნე­ბა გი­უმ­რი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზა? ამ კი­თხვა­ზე დუ­მი­ლია. ან­კა­რი­დან ძლივს გა­სა­გო­ნი სიგ­ნა­ლე­ბი მო­დის - შე­იძ­ლე­ბა რკი­ნიგ­ზა ამუ­შავ­დეს, რა­ღაც და­დე­ბი­თად შე­იც­ვა­ლოს, თუ სომ­ხე­თი... კარ­გად მო­იქ­ცე­ვაო.

ჩვე­ნი მთავ­რო­ბა სა­ხი­ფა­თო ილუ­ზი­ებ­შია. ამ ფონ­ზე კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სომ­ხეთს უფრო მეტ პრე­ტენ­ზი­ებს უყე­ნებს. ბა­ქოს სურს, რომ ერე­ვა­ნი ისევ მისი მძე­ვა­ლი და ტყვე იყოს. ვინც სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს და იმე­დი აქვს თურ­ქე­თი კე­თი­ლად მოგ­ვექ­ცე­ვა, წა­ვი­დეს და გი­უმ­რის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე სა­ზღვრის სწრაფ გახ­სნას და ყარ­სის მა­ტა­რე­ბელს და­ე­ლო­დოს...“. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კკკ
80

"რკი­ნიგ­ზის დებ­ლო­კი­რე­ბის ფასი მკვდრებს ვკი­თხოთ: ფა­ში­ნი­ა­ნის მთავ­რო­ბა სა­ხი­ფა­თო ილუ­ზი­ებ­შია“,

თუ ვინმეზე კითხვა უნდა მაგ ჭკუათხელს, ბაგრამიანის ბატალიონს შეეკითხოს, ან იმათ ვინც აფხაზეთის გასომხებას აპირებს რუსეთის სასარგებლოდ.

 

დ გ
3

ბაგრამიანის ბატალიონის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე აფხაზეთში რეაგირება აქამდე რატომ არ არიის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"საქართველომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გასახსნელად რატომ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება?" - რას წერს სომხური გამოცემა

"საქართველომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გასახსნელად რატომ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება?" - რას წერს სომხური გამოცემა

სომხეთის რუსულენოვან გაზეთში "გოლოს არმენიი“ («Голос Армении») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "რკინიგზის დებლოკირების ფასი მკვდრებს ვკითხოთ: ფაშინიანის მთავრობა სახიფათო ილუზიებშია“, რომელიც სომხეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების პერსპექტივას შეეხება: გაიხსნება თუ არა საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი (ერევანი-თბილისი-სოხუმი-მოსკოვის მარშრუტი) და თურქეთ-სომხეთის რკინიგზის გიუმრი-ყარსის მონაკვეთი (ავტორი - აშოტ არამიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

"სომხური მასმედია კიდევ ერთხელ "აფეთქდა“ - არიქა, მალე შეიძლება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი ამუშავდესო. აფხაზეთის პარლამენტს თურმე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთვის მიმართვა გაუგზავნია და განუცხადებია - ჩვენ, აფხაზები, მზად ვართ თანასწორუფლებიანი მონაწილეობა მივიღოთ სომხეთ-რუსეთს შორის რკინიგზის ამუშავების პროექტშიო.

მდაა... როგორც ალექსანდრ გრიბოედოვი წერს თავის პიესაში "ვაი ჭკუისაგან“: "თუმც გამოცემა ახალია, კაცს გეძნელება მისი დაჯერება“.

აფხაზეთის სურვილი ცოტაა, საჭიროა კიდევ საქართველოს კეთილი ნება. და კაცმა რომ იკითხოს - რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს კეთილი ნება? კი, რეგიონული რეალიები მნიშვენელოვნად შეიცვალა. ყველა დონეზე დაიწყეს სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვასა და "დაჟანგებული გზების“ განახლებაზე ფიქრი. მიმდინარეობს რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფების სხდომები ვიცე-პრემიერების დონეზე, იწვევენ ექსპერტებს, ამოწმებენ და გეგმავენ მომავალ მარშრუტებს... რასაკვირველია, ამ ყველაფრის შედეგად საქართველო თავისი სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს, მაგრამ თუ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობა განახლდება, თბილისი ტრანზიტის სფეროში აქტიურ მოთამაშედ დარჩება. თუმცა...

თუმცა გამორიცხული არაა, რომ პოლიტიკურმა პრობლემებმა კვლავ გადაწონოს ეკონომიკური მიზანშეწონილობა, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში.

რაც შეეხება სომხეთს, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა თურქულ-აზერბაიჯანული უკანონო ბლოკადის გაუქმება, მაგრამ არა ასეთი მდგომარეობის ფასად. ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტში გამოსვლისას ისეთ სახეს იღებს, რომ დღე და ღამე არ სძინავს ამ საკითხზე ფიქრით - აცხადებს, რომ საზღვრები გაიხსნება და ტრანსპორტი ყველა მიმართულებით მოძრაობას დაიწყებსო, ამასობაში კი მოვლენები ჩვენს გარეშე ვითარდება... ყარსში თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად სამხედრო წრთვნებს ატარებს, ამ დღეებში კი ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზით ტვირთები, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთში გაიგზავნა.

რატომ არ იხსნება გიუმრი-ყარსის რკინიგზა? ამ კითხვაზე დუმილია. ანკარიდან ძლივს გასაგონი სიგნალები მოდის - შეიძლება რკინიგზა ამუშავდეს, რაღაც დადებითად შეიცვალოს, თუ სომხეთი... კარგად მოიქცევაო.

ჩვენი მთავრობა სახიფათო ილუზიებშია. ამ ფონზე კი აზერბაიჯანი სომხეთს უფრო მეტ პრეტენზიებს უყენებს. ბაქოს სურს, რომ ერევანი ისევ მისი მძევალი და ტყვე იყოს. ვინც სხვანაირად ფიქრობს და იმედი აქვს თურქეთი კეთილად მოგვექცევა, წავიდეს და გიუმრის რკინიგზის სადგურზე საზღვრის სწრაფ გახსნას და ყარსის მატარებელს დაელოდოს...“. წყარო

"სრული მხარდაჭერა გომელაურს... ის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც მომდინარეობს "ნაცმოძრაობიდან", ყოვლად დაუშვებელია" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება" - ირაკლი ღარიბაშვილი

"უვაქცინო წელიწადი გველოდება... ყველაფერი ისე უნდა გადავიტანოთ, რომ "ლოქდაუნი" არ დაგვჭირდეს" - ვახტანგ კალოიანი