მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ხდება, რაზე იმსჯელეს და რა დაადგინეს მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო ოქმს აქვეყნებს
ცნობილი ხდება, რაზე იმსჯელეს და რა დაადგინეს მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო ოქმს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის ოქმი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის მო­რი­გი სხდო­მა. სხდო­მას თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია II. სხდო­მის მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა).

1. წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ. მან ისა­უბ­რა გან­სა­ხილ­ვე­ლი თე­მე­ბის აქ­ტუ­ა­ლო­ბა­ზე და პირ­ველ სა­კი­თხად და­ვით გა­რე­ჯის კომ­პლექ­სის უდაბ­ნო­სა და ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა და­ა­ყე­ნა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, შიომ (მუ­ჯი­რი), ხოლო ვრცე­ლი მოხ­სე­ნე­ბა წარ­მო­ად­გი­ნა აბბა ალა­ვერ­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა (მა­ხა­რა­ძე).

წმინ­და სი­ნოდ­მა და­ად­გი­ნა:

სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის და­ვით გა­რე­ჯის კომ­პლექ­სის დღე­ვან­დე­ლი სა­დაო მო­ნაკ­ვე­თის, მო­ნას­ტრე­ბი: ჩი­ჩხი­ტუ­რი და უდაბ­ნო, - წარ­მო­ად­გენს ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რი­უ­ლი, სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის ნა­წილს.

სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დამ­დგე­ნი მთა­ვა­რი იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი დღემ­დე არის 1996 წ. 13 ივ­ნი­სის ოქმი, რო­მე­ლიც ორი­ვე ქვეყ­ნის მი­ე­რაა აღი­ა­რე­ბუ­ლი და მას­ზე ხელი აქვს მო­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს.

აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტში მკა­ფი­ო­დაა გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ ქვეყ­ნებს შო­რის სა­ხელ­მწი­ფო­თა სა­ზღვა­რი უნდა გა­ივ­ლოს 1938 წ. მდგო­მა­რე­ო­ბით, ხოლო 1938 წ. სა­სა­ზღვრო მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­დგენ უპი­რა­ტეს და ლე­გი­ტი­მურ კარ­ტოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლას წარ­მო­ად­გენს 1937-38 წლებ­ში და­ბეჭ­დი­ლი 1: 200 000 მას­შტა­ბის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუკა. ამას ამ­ტკი­ცებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კარ­ტოგ­რა­ფი, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და კომ­პე­ტენ­ცია აქვთ.

და­ვით გა­რე­ჯის აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო, 2007 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მუ­დამ აფიქ­სი­რებ­და თა­ვის პო­ზი­ცი­ას და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი­სად­მი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დღემ­დე უც­ვლე­ლია; კერ­ძოდ, 1996 წლი­დან ამ სა­სა­ზღვრო შე­უ­თამ­ხმე­ბელ მო­ნაკ­ვეთ­ში, ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის არ მომ­ხდა­რა სხვა რა­ი­მე იუ­რი­დი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რაც არ­სე­ბულ დე-ფაქ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბას შეც­ვლი­და, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბით სა­ხელ­მწი­ფო­თა მხრი­დან და­უშ­ვე­ბე­ლია დე-ფაქ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბა ცალ­მხრი­ვად, რაც სამ­წუ­ხა­როდ გან­ხორ­ცი­ელ­და 2007 წელს მო­ნას­ტერ ჩი­ჩხი­ტურ­თან და 2019 წელს მო­ნას­ტერ უდაბ­ნოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რის შე­დე­გა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, მომ­ლოც­ვე­ლებს და გა­რე­ჯის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ნა­ხა­ვად ჩა­სულ პი­რებს აეკ­რძა­ლათ ჩვე­ნი წმინ­და მო­ნას­ტრე­ბის მო­ლოც­ვა-მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ჩვენს მე­გო­ბარ და პარტნი­ორ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს­თან აწარ­მო­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რათა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­დგეს 2007 წლამ­დე ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტრის და 2019 წლამ­დე უდაბ­ნოს მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტუს-კვო, რა დრო­საც ორი­ვე მო­ნას­ტერს ქარ­თუ­ლი მხა­რე გა­ნა­გებ­და.

ვი­მე­დოვ­ნებთ, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა ისე, რომ არ მოხ­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმ ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ხელ­ყო­ფა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბით, იუ­რი­დი­უ­ლად და კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლე­ბაა.

ასე­ვე და­ად­გი­ნეს: და­ე­ვა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ას, გა­აგ­რძე­ლოს გა­და­ცე­მა­თა ციკ­ლი გა­რე­ჯის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვით.

2. წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა ჭყონ­დი­დე­ლი ეპის­კო­პო­სი გრი­გო­ლის (კა­ცია) მოხ­სე­ნე­ბა COVID 19-ის პან­დე­მი­ა­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სან და­კავ­ში­რე­ბით.

აზრი გა­მოთ­ქვეს მიტ­რო­პო­ლი­ტებ­მა: შიომ (მუ­ჯი­რი), ნი­კო­ლოზ­მა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი), დი­მიტ­რიმ (ში­ო­ლაშ­ვი­ლი), და­ნი­ელ­მა (და­თუ­აშ­ლი), ისა­ი­ამ (ჭან­ტუ­რია), იო­ა­ნემ (გამ­რე­კე­ლი), სა­ბამ (გი­გი­ბე­რია), მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სებ­მა ია­კობ­მა (ია­კო­ბიშ­ვილ­მა), სპი­რი­დონ­მა (აბუ­ლა­ძე).

წმინ­და სი­ნოდ­მა და­ად­გი­ნა:

ეკ­ლე­სია აღი­ა­რებს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი უფ­ლე­ბაა და, შე­სა­ბა­მი­სად, მხარს უჭერს ყვე­ლა იმ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც ამ უფ­ლე­ბის დაც­ვის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი და არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქრის­ტი­ა­ნულ მო­რალს.

მი­ვე­სალ­მე­ბით იმ ფაქტს, რომ კო­ვიდ - პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­მო­ცხად­და რო­გორც ნე­ბა­ყო­ფი­ლო­ბი­თი და არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო; ეს მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­თუ­მე­ტეს დღეს, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა ახა­ლი შექ­მნი­ლია და მის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ.

შევ­ნიშ­ნავთ, იმა­საც, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად მისი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, სა­ჯა­რო თუ კერ­ძო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, შე­ვიწ­რო­ვე­ბის, შე­უ­რა­ცხყო­ფის, ან დევ­ნის, ობი­ექ­ტი არ უნდა გახ­დეს, რო­გორც აც­რის, ისე აუც­რე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში; კერ­ძოდ, გა­სუ­ლი წლის აპ­რი­ლი­დან სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ა­ვად­მყო­ფო, - თბი­ლი­სის წმ. იო­ა­კი­მე­სა და ანას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი, - ცხე­ლე­ბის კლი­ნი­კად გა­და­კეთ­და და 105 სა­წოლ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა kovid - 19 - ით და­ა­ვა­დე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბა; დღემ­დე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წია 10000-მდე პა­ცი­ენტს, ჩა­ტარ­და სხვა და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბიც.

მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლა ექიმ­სა და მედ­პერ­სო­ნალს, ასე­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მი­სათ­ვის.

პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს წი­ნა­შე ახლა სხვა ვი­თა­რე­ბა დგე­ბა და სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

ვი­ნა­ი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, მათ შო­რის ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლში, არის კი­თხვე­ბი და მო­ლო­დი­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ვფიქ­რობთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პა­სუ­ხი გა­ე­ცეს მათ შო­რის შემ­დგ სა­კი­თხებს:

ა) რა სა­ხის ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­ვა ქვე­ყა­ნა­ში?

რო­გო­რია მათი წარ­მო­შო­ბა, დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, ხან­გრძლი­ვო­ბა, ეფექ­ტუ­რო­ბა?

არის თუ არა და­ცუ­ლი ბი­ო­ე­თი­კის ნორ­მე­ბი?

ბ) პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა მიერ უნდა გა­ნი­მარ­ტოს, რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია აუც­რე­ლო­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში? ასე­ვე უნდა გა­ნი­მარ­ტოს, რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და გარ­თუ­ლე­ბე­ბი ახ­ლავს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას რო­გორც დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, ისე ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში; სა­ხელ­მწი­ფოს­გან რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წე­ვა ბე­ნე­ფი­ცი­არს აც­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია დი­დად აფა­სებს იმ სი­კე­თეს, რაც ზო­გა­დად მე­დი­ცი­ნას მო­აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის­თვის, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ აი­ღებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­პა­გან­დას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან ეს ჯან­დაც­ვის მუ­შაკ­თა კომ­პე­ტენ­ცია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

3. წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ თე­ო­დო­რეს (ჭუ­ა­ძე) მოხ­სე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცია „გირ­ჩის“ მიერ შექ­მნილ „სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ევან­გე­ლის­ტუ­რი, პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ეკ­ლე­სია- ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ.

წმინ­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა:

ცნო­ბი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მი­ღე­ბულ პი­რებს (გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა) მათი „ეპის­კო­პოს­თა კრე­ბა“ ანი­ჭებს „სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის“ წო­დე­ბას და აძ­ლევს და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას. ამ მოწ­მო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხელ­მწი­ფო და მის სა­ფუძ­ველ­ზე წვე­ვამ­დე­ლებს ათა­ვი­სუფ­ლებს ჯა­რი­დან.

ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ნა­წი­ლი, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ტი­ვის გამო გახ­და „ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რი; სი­ნამ­დვი­ლე­ში მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა თავს კვლავ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რად მი­იჩ­ნევს და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ რა დიდი შეც­დო­მა აქვს დაშ­ვე­ბუ­ლი.

ამი­ტო­მაც გან­ვმარ­ტავთ: სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით მღვდლო­ბა წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლო­თა­განს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რად ხელთდას­ხმის სა­ი­დუმ­ლო სრულ­დე­ბა საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ის დროს შე­სა­ბა­მი­სი ასა­კის, სქე­სი­სა და მომ­ზა­დე­ბის მქო­ნე პირ­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში კა­ნო­ნი­ე­რად დად­გე­ნი­ლი ეპის­კო­პო­სის მიერ. სხვა სა­ხით სამ­ღვდე­ლო პა­ტი­ვის მი­ნი­ჭე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას კი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია არ აღი­ა­რებს;

ასეთ რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და „სა­სუ­ლი­ე­რო პი­რად“ გახ­დო­მა არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და­ტო­ვე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ა­ღი­სა, თუნ­დაც, რომ ეს მათ მიერ მიჩ­ნე­ულ იქ­ნეს ფორ­მა­ლურ ქმე­დე­ბად.

სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი დიდი დატ­ვირ­თვის მქო­ნე ცნე­ბე­ბით, არის მკრე­ხე­ლო­ბა და „ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ „ეპის­კო­პოს­თა კრე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით“ „დად­გე­ნილ“ „სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს“, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია მი­იჩ­ნევს თვით­მარ­ქვი­ად, ხოლო მათ ქმე­დე­ბას,- სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბი­სა და მსა­ხუ­რე­ბის შე­უ­რა­ცყო­ფად.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში „ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რებს ეკ­რძა­ლე­ბათ რო­გორც წმინ­და ზი­ა­რე­ბა, ასე­ვე სხვა სა­ეკ­ლე­სიო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­სა თუ მსა­ხუ­რე­ბა­ში (ნათ­ლო­ბა, ჯვრის­წე­რა, შვიდგზის ზე­თი­ცხე­ბა...) მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ვიდ­რე არ შე­ი­ნა­ნე­ბენ აღ­ნიშ­ნულ ცოდ­ვას, არ გა­ივ­ლი­ან შე­სა­ბა­მი­სი ეპი­ტი­მი­ის პე­რი­ოდს და მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რას.

შევ­ნიშ­ნავთ, რომ მო­ნა­ნი­ე­ბის გა­რე­შე, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ­ზე ვერც წე­სის აგე­ბა შეს­რულ­დე­ბა და მათ სა­ხე­ლებს ღვსმსა­ხუ­რე­ბი­სას ეკ­ლე­სია ვერ მო­იხ­სე­ნი­ებს, რად­გან, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, თვი­თონ გა­ნუდ­გნენ მას.

4. წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ გე­რა­სი­მეს (შა­რა­შე­ნი­ძე) მოხ­სე­ნე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლოს მღვდელმსა­ხუ­რის, დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქთა მი­სა­მარ­თით დიდი ხა­ნია, უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფელ და ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით (რის გა­მოც მმარ­თვე­ლი მღვდელმთავ­რის მიერ დრო­ე­ბი­თი სას­ჯე­ლიც ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი). ყუ­რა­დღე­ბა, ასე­ვე, გა­მახ­ვილ­და 2020 წელს მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში დი­ა­კონ ირაკ­ლის (ჯინ­ჯო­ლა­ვას) გა­დას­ვლის პრო­ცე­დუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ელ­და.

წმი­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა:

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სი­ნო­და­ლურ­მა კო­მი­სი­ამ მო­ის­მი­ნოს დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის ეპარ­ქი­ის მთა­ვა­რე­პი­კო­პო­სის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლო­ე­ბის მმარ­თვე­ლის, ზე­ნო­ნის (ია­რა­ჯუ­ლი) პო­ზი­ცია შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის.

5. წმი­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა ჭყონ­დი­დის ეპის­კო­პო­სი გრი­გო­ლის (კა­ცია) თხოვ­ნა ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და გა­ნა­ჩი­ნა: ეპის­კო­პო­სი გრი­გო­ლი (კა­ცია) გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლო­ბი­დან და დად­გინ­დეს წალ­კის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლად.

6. წმი­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა: ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლად დად­გინ­დეს მიტ­რო­პო­ლი­ტი სტე­ფა­ნე (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი) და მან­ვე შე­ი­თავ­სოს ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლო­ბა.

7. წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლიტ იო­სე­ბის (კიკ­ვა­ძე) გა­მოს­ვლა, აღ­ნიშ­ნულ ეპარ­ქი­ი­ის მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი დე­კა­ნოზ ბა­სილ კვირ­ჩი­ლა­ძის შე­სა­ხებ.

და გა­ნა­ჩი­ნა:

დე­კა­ნოზ ბა­სილ კვირ­ჩი­ლა­ძის სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და­ე­ვა­ლოს სი­ნო­და­ლურ ზნე­ობ­რივ კო­მი­სი­ას.

8. წმი­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მო­საყ­დრის, მი­ტორ­პო­ლიტ შიოს (მუ­ჯი­რი) ინ­ფორ­მა­ცია ბოლო დღე­ებ­ში მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცალ­სა­ხად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და ტყუ­ილ­ზე აგე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმი­და სი­ნო­დის მღვდლელმთავ­რე­ბი გეგ­მა­ვენ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის გა­და­ყე­ნე­ბას.

ით­ქვა, რომ ამ ადა­მა­ი­ნებს უკვე ჩვე­უ­ლე­ბად ექცა ცი­ლის­წა­მე­ბა ეკ­ლე­სი­ი­სა და მის იერ­არ­ქთა მი­მართ. იკ­ვე­თე­ბა, მათი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი საქ­ცი­ე­ლი, - ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­აღ­წი­ონ პო­პუ­ლიზმს, გა­ა­ღი­ზი­ა­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მო­ახ­დი­ნონ ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია.

აღი­ნიშ­ნა, რომ მათი მოქ­მე­დე­ბა არის უპ­სუ­ხის­მგებ­ლო და ქრის­ტი­ა­ნის­თვის სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი.

9. ასე­ვე წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­მა იმ­სჯე­ლეს აკ­რძალ­ვა­ში მყოფ მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რეს (ცა­ა­ვა) ქმე­დე­ბებ­ზე. ით­ქვა, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, იგი ბო­რო­ტად იყე­ნებს სი­ნა­ნუ­ლი­სათ­ვის მი­ცე­მულ ვა­დას, მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით კვლავ აგ­რძე­ლებს დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბებს და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­სა და წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცი­ლისმწა­მებ­ლურ კამ­პა­ნი­ას.

წმი­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა: შე­იქ­მნას სი­ნო­დის მღვდელმთავ­რე­ბი­სა­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი კო­მი­სია, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რეს (ცა­ა­ვა) ქმე­დე­ბებს და დას­კვნას წა­რუდ­გენს სი­ნო­დის სხდო­მას.

10. წმი­და სი­ნოდ­მა იმ­სჯე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გან­ტე­ვე­ბის და სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ე­ბი­დან მათი მი­ღე­ბის წე­სის შე­სა­ხებ

გა­ნა­ჩი­ნა: სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის 1995 წლის მარ­თვა-გამ­გე­ო­ბის დე­ბუ­ლე­ბის მე-7 თა­ვის, მე-7 პა­რაგ­რა­ფი და­ზუს­ტდეს შემ­დე­გი სა­ხით: VII; §7. ა) ეპარ­ქი­ის მღვდელმთა­ვარს უფ­ლე­ბა აქვს, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან შე­თან­ხმე­ბით, მი­ი­ღოს თა­ვის ეპარ­ქი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის სხვა ეპარ­ქი­ი­დან გად­მო­სუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, თუ მას აქვს თა­ვი­სი ეპის­კო­პო­სი­სა­გან „გან­ტე­ვე­ბის სი­გე­ლი“. აგ­რეთ­ვე მღვდელმთა­ვარს უფ­ლე­ბა აქვს გა­უშ­ვას თა­ვი­სი ეპარ­ქი­ი­დან სხვა ეპარ­ქი­ებ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მის­ცეს მათ „გან­ტე­ვე­ბის სი­გე­ლე­ბი“.

ბ) ეპარ­ქი­ის მღვდელმთა­ვარს, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის შემ­დეგ შე­უძ­ლია, მის­ცეს "გან­ტე­ვე­ბის სი­გე­ლი“ მის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში მყოფ სა­სუ­ლი­ე­რო პირს (მღვდე­ლი, დი­ა­კო­ნი) და მო­ნა­ზონს, სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში გა­და­სას­ვლე­ლად. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, მმარ­თველ­მა ეპის­კო­პოს­მა უნდა გას­ცეს: "და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი“ და "გან­ტე­ვე­ბის სი­გე­ლე­ბი“, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ე.წ. - "წარ­დგი­ნე­ბის (სარ­ე­კო­მენ­და­ციო) სი­გე­ლი“. აგ­რეთ­ვე, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის შემ­დეგ, მღვდელ­თა­ვარს შე­უძ­ლია, თა­ვის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში მი­ი­ღოს სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ი­დან კა­ნო­ნი­კუ­რად გან­ტე­ვე­ბუ­ლი, სა­სუ­ლი­ე­რო პირი (მღვდე­ლი, დი­ა­კო­ნი) და მო­ნა­ზო­ნი.

11. წმი­და სი­ნოდ­მა იმ­სჯე­ლა ზო­გი­ერ­თი სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წი­სა და სა­ე­რო პი­რის კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის კა­ლენ­დარ­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ე­ბის წმი­და­თა მოხ­სე­ნი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე და გა­ნა­ჩი­ნა: სა­კი­თხი შე­სას­წავ­ლად გა­და­ე­ცეს წმი­და­თა კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის კო­მი­სი­ას.

12. წმი­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მო­საყ­დრის, მი­ტორ­პო­ლიტ შიოს (მუ­ჯი­რი) ინ­ფორ­მა­ცია გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­მო­ტა­ნილ საღვთის­მე­ტყვე­ლო თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გა­ნა­ჩი­ნეს: აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ე­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს საღვთის­მე­ტყვე­ლო კო­მი­სი­ას”, - ნათ­ქვა­მია სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რრრ
0

მშვენიერი გადაწყვეტილება არი მიღებული ყველა საკითხში, განსაკუთრებიდ ვაქცინაზე , ყველა დადებითი და უარყოფითი და სავარაუდო უარყოფითი ინფორმაცია ზალზს, და არავითარი შეზღუდვა იმათ ვინც არ გაიკეთებს

მოქალაქე
1

ვაქცინაციაზე სწორი ჩანაწერიაა.დიდი მადლობა სინოდს.ნებელობას რომ დაუჭირეს მხარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ცნობილი ხდება, რაზე იმსჯელეს და რა დაადგინეს მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო ოქმს აქვეყნებს

ცნობილი ხდება, რაზე იმსჯელეს და რა დაადგინეს მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.

“მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

1. წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მან ისაუბრა განსახილველი თემების აქტუალობაზე და პირველ საკითხად დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებული პრობლემა დააყენა.

აღნიშნულ თემაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი), ხოლო ვრცელი მოხსენება წარმოადგინა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე).

წმინდა სინოდმა დაადგინა:

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, - წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს.

სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ დადგენილი სახელმწიფო კომისიების უფლებამოსილ პირებს.

აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთა საზღვარი უნდა გაივლოს 1938 წ. მდგომარეობით, ხოლო 1938 წ. სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამას ამტკიცებს საქართველოს ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, რომელთაც შესაბამისი სამეცნიერო უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვთ.

დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია; კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთამხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც სამწუხაროდ განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.

ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა.

ასევე დაადგინეს: დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას, გააგრძელოს გადაცემათა ციკლი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით.

2. წმინდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) მოხსენება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასან დაკავშირებით.

აზრი გამოთქვეს მიტროპოლიტებმა: შიომ (მუჯირი), ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), დანიელმა (დათუაშლი), ისაიამ (ჭანტურია), იოანემ (გამრეკელი), საბამ (გიგიბერია), მთავარეპისკოპოსებმა იაკობმა (იაკობიშვილმა), სპირიდონმა (აბულაძე).

წმინდა სინოდმა დაადგინა:

ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა kovid - 19 - ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდგ საკითხებს:

ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?

არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

3. წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია- ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ მოწმობას ითვალისწინებს სახელმწიფო და მის საფუძველზე წვევამდელებს ათავისუფლებს ჯარიდან.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული მოტივის გამო გახდა „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი; სინამდვილეში მათი უმრავლესობა თავს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს და ვერ აცნობიერებს, თუ რა დიდი შეცდომა აქვს დაშვებული.

ამიტომაც განვმარტავთ: საეკლესიო სწავლებით მღვდლობა წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოთაგანს. სასულიერო პირად ხელთდასხმის საიდუმლო სრულდება საღმრთო ლიტურგიის დროს შესაბამისი ასაკის, სქესისა და მომზადების მქონე პირზე ეკლესიაში კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ. სხვა სახით სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას კი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს;

ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და „სასულიერო პირად“ გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც, რომ ეს მათ მიერ მიჩნეულ იქნეს ფორმალურ ქმედებად.

სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით, არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას,- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცყოფად.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთიცხება...) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას.

შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვსმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას.

4. წმინდა სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა.

წმიდა სინოდმა განაჩინა:

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის.

5. წმიდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) თხოვნა ჭყონდიდის ეპარქიიდან განთავისუფლების შესახებ და განაჩინა: ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) გათავისუფლდეს ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან და დადგინდეს წალკის ეპარქიის მმართველად.

6. წმიდა სინოდმა განაჩინა: ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდეს მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მანვე შეითავსოს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობა.

7. წმინდა სინოდმა მოისმინა შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების (კიკვაძე) გამოსვლა, აღნიშნულ ეპარქიიის მღვდელმოქმედება აკრძალული დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის შესახებ.

და განაჩინა:

დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ ზნეობრივ კომისიას.

8. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტორპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებული ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადების შესახებ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდლელმთავრები გეგმავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაყენებას.

ითქვა, რომ ამ ადამაინებს უკვე ჩვეულებად ექცა ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება, მათი მიზანმიმართული საქციელი, - ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.

აღინიშნა, რომ მათი მოქმედება არის უპსუხისმგებლო და ქრისტიანისთვის სრულიად შეუფერებელი.

9. ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.

წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას.

10. წმიდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან სასულიერო პირების განტევების და სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან მათი მიღების წესის შესახებ

განაჩინა: საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-7 თავის, მე-7 პარაგრაფი დაზუსტდეს შემდეგი სახით: VII; §7. ა) ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით, მიიღოს თავის ეპარქიაში სამსახურისათვის სხვა ეპარქიიდან გადმოსული სასულიერო პირი, თუ მას აქვს თავისი ეპისკოპოსისაგან „განტევების სიგელი“. აგრეთვე მღვდელმთავარს უფლება აქვს გაუშვას თავისი ეპარქიიდან სხვა ეპარქიებში სასულიერო პირები და მისცეს მათ „განტევების სიგელები“.

ბ) ეპარქიის მღვდელმთავარს, კათოლიკოს-პატრიარქის წერილობითი თანხმობის შემდეგ შეუძლია, მისცეს ,,განტევების სიგელი“ მის იურისდიქციაში მყოფ სასულიერო პირს (მღვდელი, დიაკონი) და მონაზონს, სხვა ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციაში გადასასვლელად. აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად, მმართველმა ეპისკოპოსმა უნდა გასცეს: ,,დამამტკიცებელი“ და ,,განტევების სიგელები“, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ე.წ. - ,,წარდგინების (სარეკომენდაციო) სიგელი“. აგრეთვე, კათოლიკოს-პატრიარქის წერილობითი თანხმობის შემდეგ, მღვდელთავარს შეუძლია, თავის იურისდიქციაში მიიღოს სხვა ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციიდან კანონიკურად განტევებული, სასულიერო პირი (მღვდელი, დიაკონი) და მონაზონი.

11. წმიდა სინოდმა იმსჯელა ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწისა და საერო პირის კანონიზაციის, ასევე საქართველოს ეკლესიის კალენდარში სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების წმიდათა მოხსენიების თაობაზე და განაჩინა: საკითხი შესასწავლად გადაეცეს წმიდათა კანონიზაციის კომისიას.

12. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტორპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია განსახილველად შემოტანილ საღვთისმეტყველო თემასთან დაკავშირებით.

განაჩინეს: აღნიშნული საკითხი განსახილველად გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიას”, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

"მე მქვია სოფო და ჩემი დიაგნოზია ძვლის კიბო" - 25 წლის გოგონას, რომელიც სხვებს ეხმარებოდა, ახლა დახმარება თავად სჭირდება

"მითხრეს, მილიონზე მეტია ზარალიო... ხანძარი დენიდან გაჩნდაო" - რას ჰყვება ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე

ზურაბ ჯაფარიძე დღეს საღამოს დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს გახსნის - "გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა"