მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ფსიქოსომატური დაავადებაა. თითქოს რამდენიმედღიანი ექსპერიმენტის მონაწილე ვიყავი..." - რას წერს გურამ მეგრელიშვილი გადატანილი კოვიდის შესახებ?
"ეს ფსიქოსომატური დაავადებაა. თითქოს რამდენიმედღიანი ექსპერიმენტის მონაწილე ვიყავი..." - რას წერს გურამ მეგრელიშვილი გადატანილი კოვიდის შესახებ?

მწე­რა­ლი გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი გა­და­ტა­ნი­ლი კო­ვიდ -19 -ის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"დღე 1 - არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არაა, მაგ­რამ გრძნობ ვირუ­სის არ­სე­ბო­ბას. ეს ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი რა­მაა, რაც კო­ვიდს ახა­სი­ა­თებს. გრძნობ, რომ და­ინ­ფი­ცირ­დი. სწო­რედ ამი­ტო­მაც ვყი­დუ­ლობ ტესტს. დღეს ცალ­კე ოთახ­ში ვი­ძი­ნებ. ტეს­ტის ხვა­ლინ­დე­ლი პა­სუ­ხი ახ­სნის ამ ვი­თა­რე­ბას.

დღე 2 - ტეს­ტი და­დე­ბი­თია. სიმპტო­მე­ბი მსუ­ბუ­ქი. თა­ვის ტკი­ვი­ლი ყრუდ და შო­რი­დან. სა­ღა­მოს დი­ა­რეა. ენერ­გია მო­ზღვა­ვე­ბუ­ლია. ოთახ­ში 3 კი­ლო­მეტ­რი ვი­ა­რე.

დღე 3 - პირ­ვე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.5. ენერ­გია ისევ არის. ოთახ­ში 6 კი­ლო­მეტ­რი ვი­ა­რე. დი­ა­რეა გაქ­რა. მადა და­კარ­გუ­ლია. უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა მქონ­და ღა­მით. სა­კუ­თარ სხე­ულს გა­რე­დან ვუ­ყუ­რებ­დი. რამ­დენ­ჯერ­მე ავ­დე­ქი კი­დეც, რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, რომ არ მძი­ნავს. რა­ღაც წა­მით რე­ა­ლო­ბა და ირე­ა­ლუ­რი ამე­ზი­ლა და ვერ ვად­გენ მძი­ნავს თუ მღვი­ძავს. თვა­ლე­ბი ღია მაქვს, მე­სენ­ჯერ­ში ვი­ღაც მწერს პი­რი­დან კი ამომ­დის ხვრინ­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ანს არ ეძი­ნოს და ხვრი­ნავ­დეს? მთე­ლი ღამე რა­ღა­ცე­ბი მე­ლან­დე­ბა. სი­ცხეს ვაბ­რა­ლებ.

დღე 4 - ტემ­პე­რა­ტუ­რა 38. ენერ­გია მი­დის. ვი­ა­რე 3 კი­ლო­მეტ­რი. ტკი­ვი­ლი ფერ­დში, ზურ­გზე, გუ­ლის მი­და­მო­ებ­ში. გუ­ლის­რე­ვა 4 ჯერ. ამო­უხ­სნე­ლი შეგ­რძნე­ბე­ბია. თით­ქოს კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფე­რი გა­წუ­ხებს, მაგ­რამ სა­შინ­ლად ხარ. გა­ღი­ზი­ა­ნებს ლა­პა­რა­კი, ტე­ლე­ვი­ზო­რი, ძილი, ჭამა, ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი. ექი­მი მთხოვს ავუხ­სნა კონ­კრე­ტუ­ლად რა მა­წუ­ხებს. ვერ ვუხ­სნი, რად­გან კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფე­რი მა­წუ­ხებს გარ­და იმი­სა, რომ თავს ვერ ვფლობ და ილუ­ზო­რუ­ლი და რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში მე­რე­ვა. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­სამ­შვი­დე­ბელ წე­რი­ლებს მწე­რენ და მი­რე­კა­ვენ რჩე­ვე­ბით, მა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც მიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ გრი­პი მაქვს და უნდა დავ­ლიო პილ­პი­ლი­ა­ნი არა­ყი და ხვალ ჯან­ზე ვიქ­ნე­ბი. სახ­ლში ვე­პა­ტი­ჟე­ბი ასე­თებს, რომ ერ­თად დავ­ლი­ოთ პილ­პი­ლი­ა­ნი არა­ყი.

დღე 5 - ტემ­პე­რა­ტუ­რა 39. ენერ­გია აღა­რაა. ვი­ა­რე 2 კმ გა­ჭირ­ვე­ბით. ტკი­ვი­ლი გუ­ლის მი­და­მო­ებ­ში. ტკი­ვი­ლი ზურგთან. სა­ათ­ში ერთხელ თით­ქოს სული მე­ხუ­თე­ბა, აი­ვან­ზე გას­ვლა არ მშვე­ლის, ამო­სუნ­თქვა მი­ჭირს და ჰა­ე­რი არაა. ჩემი ტვი­ნი ასეთ სიგ­ნალს იღებს სხე­უ­ლის­გან, იმ წუ­თას ასე­ცაა, მაგ­რამ რა­ღაც სხვა ნა­წი­ლი გო­ნე­ბი­სა მე­უბ­ნე­ბა - ეს ტყუ­ი­ლი და ილუ­ზო­რუ­ლი გან­ცდაა. ფსევ­დო­შეგ­რძნე­ბაა. აუხ­სნე­ლი გან­გა­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის დარ­ღვე­ვა და ორ­გა­ნიზ­მის დე­ზო­რი­ენ­ტა­ცია. "ახლა შენ სუნ­თქავ გა­და­სა­რე­ვად. ვირუ­სი, რო­მე­ლიც შენს ნერ­ვულ სის­ტე­მას ებ­რძვის, ცდი­ლობს პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვის იმი­ტა­ცი­ას." - ვე­უბ­ნე­ბი თავს და მივ­ყვე­ბი ამ ლო­გი­კას. ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე ლაგ­დე­ბა.

დღე 6 - ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.5. ენერ­გია მო­ვი­და. შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ კო­ვი­დი შე­სუს­ტდა. ვი­ა­რე 3 კმ. მადა და­მიბ­რუნ­და, მაგ­რამ ყნოს­ვა და გემო სა­ბო­ლო­ოდ გაქ­რა. ღამე აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი გუ­ლის არე­ში. უძი­ლო­ბა. ამეკ­ვი­ა­ტა გან­ცდა, რომ გუ­ლის ტკი­ვი­ლი რა­ღაც სი­ურპრიზს მიმ­ზა­დებს. მე­ცი­ნე­ბა სა­კუ­თარ ტვინ­ზე და ადა­მი­ა­ნის უსუ­სუ­რო­ბა­ზე - კო­ვი­დამ­დე ორი დღით ადრე ანა­ლიზ­მა მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნი აჩ­ვე­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ჩემი ტვი­ნი ატყუ­ებს სხე­ულს მზა გან­წყო­ბით "კო­ვი­დი სუსტ ად­გი­ლებ­ში ურტყამს". ვიცი გუ­ლის ტკი­ვი­ლი აქე­და­ნაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, ესაა გან­წყო­ბა და არა რე­ა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ სა­კუ­თარ ტვინს ვერ ვჯობ­ნი, ეს სხვამ უნდა გა­ა­კე­თოს.

დღე 7 - ტემ­პე­რა­ტუ­რა 36.9. ყნოს­ვა და გემო და­კარ­გუ­ლია. ტკი­ვი­ლი გუ­ლის არე­ში. მსუ­ბუ­ქი გაბ­რუ­ე­ბა. შეგ­რძნე­ბა "სულ ეს იყო კო­რო­ნა?"

დღე 8 - ტემ­პე­რა­ტუ­რა 36.7 და სულ ასე იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე. მხნედ ვარ. ვი­ა­რე 3 კმ. ღამე ცუ­დად მე­ძი­ნა და გუ­ლის არე­ში ტკი­ვი­ლი იმ­დე­ნად აუ­ტა­ნე­ლი იყო, ღამე ვი­ბა­ნა­ვე. თუ მომ­კლა ამ მა­მა­ცხო­ნე­ბულ­მა, სუფ­თა მა­ინც ვიყო. შუ­ა­დღი­სას სრუ­ლი­ად ენერ­გი­უ­ლი ვარ. გა­მოკ­ვლე­ვა­ზე უნდა წა­ვი­დე. მგო­ნი დამ­თავ­რდა. ისე ვარ, რო­გორც ვირუ­სამ­დე. ერთ სა­ათ­ში სი­ტუ­ა­ცია იც­ვლე­ბა. გო­ნე­ბა და­ბინ­დუ­ლია. მოძ­რა­ო­ბა მი­ჭირს. 1 სა­ა­თი სრუ­ლად უმოძ­რა­ოდ ვარ. ბავ­შვი მე­ლა­პა­რა­კე­ბა და ნა­ხევ­რად არა­ფე­რი მეს­მის. ცოტა აზ­რზე მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ შე­ნე­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი. გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ტვი­ნი ვერ ას­წრებს მოძ­რა­ო­ბის და­წე­ვას. ნა­ბი­ჯის გა­დად­გმი­სას, გო­ნე­ბა ია­ტა­კი­დან აღე­ბულ ფეხს ეწე­ვა მა­შინ, როცა უკვე 1 ნა­ბი­ჯი გა­დად­გმუ­ლია. სრუ­ლი დე­ზო­რი­ენ­ტა­ცია მაქვს. ვუ­ყუ­რებ ფილ­მს და აქაც იგი­ვეა. გმი­რი ლა­პა­რა­კობს და 2-3 წა­მით ვაგ­ვი­ა­ნებ აღ­ქმას რა ხდე­ბა. უც­ბად მო­დის გან­ცდა, რომ ვხე­დავ სა­კუ­თა­რი სის­ხლის მოძ­რა­ო­ბას და იმა­საც, თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა სის­ხლძარ­ღვებ­ში ეს ოხე­რი ვირუ­სი. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღეა მზად უნდა შეხ­ვდეს პა­ცი­ენ­ტი.

დღე 9 - ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია. ცვლი­ლე­ბე­ბი არა­ფე­რია. რო­გორც კი დ დი­მე­რის პა­სუხს ვი­გებ, გუ­ლის აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ქრე­ბა. ენერ­გია სა­ერ­თოდ არ მაქვს. გა­და­ად­გი­ლე­ბა მი­ჭირს. მთე­ლი დღე მე­ძი­ნე­ბა და მძი­ნავს კი­დეც. შუ­ა­დღეს ბო­ლოს ბაღ­ში მე­ძი­ნა. არა­ფე­რი მა­წუ­ხებს, მაგ­რამ შეგ­რძნე­ბაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა. ძილ­ბუ­რა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა გრძელ­დე­ბა. აზ­როვ­ნე­ბის შე­ნე­ლე­ბამ და­იკ­ლო.

დღე 10 - ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა. მხნედ, ენერ­გი­უ­ლად ვარ. წა­მი­ე­რად ეჭვი მე­პა­რე­ბა ნამ­დვი­ლად იყო თუ არა ის, რაც აქამ­დე იყო, თუ მო­მეჩ­ვე­ნა? ჩა­ნიშ­ნულ Note-ებს ვუ­ყუ­რებ და აშ­კა­რად არ მომჩვე­ნე­ბია.

დღე 11 - ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი თავ­ბრუს­ხვე­ვა­ღა დარ­ჩა. ეს სუფ­თად ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა. ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ვინ და­მარ­წმუ­ნებს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ში. თით­ქოს რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი და მი­ზა­ნი კა­თარ­სი­სი იყო. ახლა ვცდი­ლობ გა­ვიხ­სე­ნო წინა დღე­ე­ბის გან­ცდე­ბი და ემო­ცი­ე­ბი და ბმა არ მაქვს, თით­ქოს მომ­ხდა­რი მე კი არა სხვას გა­დახ­და თავს. კარ­გი ვქე­ნი, რომ ყვე­ლა დღის მო­მენ­ტი ჩა­ვი­ნიშ­ნე. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში რომ მკი­თხა­ვენ, რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნე და­ა­ვა­დე­ბა, ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად. რე­ა­ლუ­რად, ვკი­თხუ­ლობ ანამ­ნეზს და ესაა ამ ვირუ­სის მსუ­ბუ­ქად, თუმ­ცა სიმპტო­მე­ბით გა­და­ტა­ნით ვერ­სია. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და რა­ნა­ი­რია მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბი იმ­წუ­თი­ერ გან­ცდებს აუ­დიო ფა­ი­ლე­ბად მა­ინც ჩა­ი­წე­რენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­ი­ტა­ნა ეს ვირუ­სი და ამ (ჩემი აზ­რით არა­ბუ­ნებ­რივ) კო­ვიდს, ამ ფსი­ქო­სო­მა­ტურ და­ა­ვა­დე­ბას, ბევ­რი მარ­ტი­ვად მო­ე­რე­ვა. ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია არ მახ­სოვს, ძი­რი­თა­დი მო­მენ­ტე­ბი კი ჩა­ვი­ნიშ­ნე სხვის­თვის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
7

ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ვირუსი სპეციალურად არის შექმნილი ადამიანების გასანადგურებლად , ექიმებმა კი ყველაფერი გააკეთეს მათი ფსიქოლოგიური განადგურების მიზნითაც - ეს არის და ეს; ღმერთო შენ გვიშველე 

Naka
0

ავტორი ღმერთმა კარგად ამყოფოს მარა კი გამიჩერდა გული სანამ ვკითხულობდი ასე რომ წეროს ყველამ ცოცხლად გარდავიცვლებით. ჩემი დასკვნა ესეთია ძლიერი ფსიქიკა უნბდა გქობდეს რომ გადააგორო ეს ვირუსი მააპტიეთ თუ ვცდები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ეს ფსიქოსომატური დაავადებაა. თითქოს რამდენიმედღიანი ექსპერიმენტის მონაწილე ვიყავი..." - რას წერს გურამ მეგრელიშვილი გადატანილი კოვიდის შესახებ?

"ეს ფსიქოსომატური დაავადებაა. თითქოს რამდენიმედღიანი ექსპერიმენტის მონაწილე ვიყავი..." - რას წერს გურამ მეგრელიშვილი გადატანილი კოვიდის შესახებ?

მწერალი გურამ მეგრელიშვილი გადატანილი კოვიდ -19 -ის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"დღე 1 - არანაირი სიმპტომი არაა, მაგრამ გრძნობ ვირუსის არსებობას. ეს ყველაზე უცნაური რამაა, რაც კოვიდს ახასიათებს. გრძნობ, რომ დაინფიცირდი. სწორედ ამიტომაც ვყიდულობ ტესტს. დღეს ცალკე ოთახში ვიძინებ. ტესტის ხვალინდელი პასუხი ახსნის ამ ვითარებას.

დღე 2 - ტესტი დადებითია. სიმპტომები მსუბუქი. თავის ტკივილი ყრუდ და შორიდან. საღამოს დიარეა. ენერგია მოზღვავებულია. ოთახში 3 კილომეტრი ვიარე.

დღე 3 - პირველი ტემპერატურა 37.5. ენერგია ისევ არის. ოთახში 6 კილომეტრი ვიარე. დიარეა გაქრა. მადა დაკარგულია. უცნაური შეგრძნება მქონდა ღამით. საკუთარ სხეულს გარედან ვუყურებდი. რამდენჯერმე ავდექი კიდეც, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ არ მძინავს. რაღაც წამით რეალობა და ირეალური ამეზილა და ვერ ვადგენ მძინავს თუ მღვიძავს. თვალები ღია მაქვს, მესენჯერში ვიღაც მწერს პირიდან კი ამომდის ხვრინვა. შესაძლებელია ადამიანს არ ეძინოს და ხვრინავდეს? მთელი ღამე რაღაცები მელანდება. სიცხეს ვაბრალებ.

დღე 4 - ტემპერატურა 38. ენერგია მიდის. ვიარე 3 კილომეტრი. ტკივილი ფერდში, ზურგზე, გულის მიდამოებში. გულისრევა 4 ჯერ. ამოუხსნელი შეგრძნებებია. თითქოს კონკრეტულად არაფერი გაწუხებს, მაგრამ საშინლად ხარ. გაღიზიანებს ლაპარაკი, ტელევიზორი, ძილი, ჭამა, ქუჩაში ადამიანები. ექიმი მთხოვს ავუხსნა კონკრეტულად რა მაწუხებს. ვერ ვუხსნი, რადგან კონკრეტულად არაფერი მაწუხებს გარდა იმისა, რომ თავს ვერ ვფლობ და ილუზორული და რეალური სამყაროები ერთმანეთში მერევა. ადამიანები, ვინც დასამშვიდებელ წერილებს მწერენ და მირეკავენ რჩევებით, მაღიზიანებენ. არიან ისეთებიც, ვინც მიმტკიცებენ, რომ გრიპი მაქვს და უნდა დავლიო პილპილიანი არაყი და ხვალ ჯანზე ვიქნები. სახლში ვეპატიჟები ასეთებს, რომ ერთად დავლიოთ პილპილიანი არაყი.

დღე 5 - ტემპერატურა 39. ენერგია აღარაა. ვიარე 2 კმ გაჭირვებით. ტკივილი გულის მიდამოებში. ტკივილი ზურგთან. საათში ერთხელ თითქოს სული მეხუთება, აივანზე გასვლა არ მშველის, ამოსუნთქვა მიჭირს და ჰაერი არაა. ჩემი ტვინი ასეთ სიგნალს იღებს სხეულისგან, იმ წუთას ასეცაა, მაგრამ რაღაც სხვა ნაწილი გონებისა მეუბნება - ეს ტყუილი და ილუზორული განცდაა. ფსევდოშეგრძნებაა. აუხსნელი განგაში, რომლის მიზანია სულიერი სიმშვიდის დარღვევა და ორგანიზმის დეზორიენტაცია. "ახლა შენ სუნთქავ გადასარევად. ვირუსი, რომელიც შენს ნერვულ სისტემას ებრძვის, ცდილობს პანიკური შეტევის იმიტაციას." - ვეუბნები თავს და მივყვები ამ ლოგიკას. ყველაფერი მალევე ლაგდება.

დღე 6 - ტემპერატურა 37.5. ენერგია მოვიდა. შეგრძნება მაქვს, რომ კოვიდი შესუსტდა. ვიარე 3 კმ. მადა დამიბრუნდა, მაგრამ ყნოსვა და გემო საბოლოოდ გაქრა. ღამე აუტანელი ტკივილი გულის არეში. უძილობა. ამეკვიატა განცდა, რომ გულის ტკივილი რაღაც სიურპრიზს მიმზადებს. მეცინება საკუთარ ტვინზე და ადამიანის უსუსურობაზე - კოვიდამდე ორი დღით ადრე ანალიზმა მაღალი ქოლესტერინი აჩვენა, შესაბამისად, ახლა ჩემი ტვინი ატყუებს სხეულს მზა განწყობით "კოვიდი სუსტ ადგილებში ურტყამს". ვიცი გულის ტკივილი აქედანაა გამოწვეული, ესაა განწყობა და არა რეალური ტკივილი, მაგრამ საკუთარ ტვინს ვერ ვჯობნი, ეს სხვამ უნდა გააკეთოს.

დღე 7 - ტემპერატურა 36.9. ყნოსვა და გემო დაკარგულია. ტკივილი გულის არეში. მსუბუქი გაბრუება. შეგრძნება "სულ ეს იყო კორონა?"

დღე 8 - ტემპერატურა 36.7 და სულ ასე იქნება ბოლომდე. მხნედ ვარ. ვიარე 3 კმ. ღამე ცუდად მეძინა და გულის არეში ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, ღამე ვიბანავე. თუ მომკლა ამ მამაცხონებულმა, სუფთა მაინც ვიყო. შუადღისას სრულიად ენერგიული ვარ. გამოკვლევაზე უნდა წავიდე. მგონი დამთავრდა. ისე ვარ, როგორც ვირუსამდე. ერთ საათში სიტუაცია იცვლება. გონება დაბინდულია. მოძრაობა მიჭირს. 1 საათი სრულად უმოძრაოდ ვარ. ბავშვი მელაპარაკება და ნახევრად არაფერი მესმის. ცოტა აზრზე მოვდივარ, მაგრამ შენელებულია ყველაფერი. გადაადგილებისას, ტვინი ვერ ასწრებს მოძრაობის დაწევას. ნაბიჯის გადადგმისას, გონება იატაკიდან აღებულ ფეხს ეწევა მაშინ, როცა უკვე 1 ნაბიჯი გადადგმულია. სრული დეზორიენტაცია მაქვს. ვუყურებ ფილმს და აქაც იგივეა. გმირი ლაპარაკობს და 2-3 წამით ვაგვიანებ აღქმას რა ხდება. უცბად მოდის განცდა, რომ ვხედავ საკუთარი სისხლის მოძრაობას და იმასაც, თუ როგორ გადაადგილდება სისხლძარღვებში ეს ოხერი ვირუსი. ეს ყველაზე რთული დღეა მზად უნდა შეხვდეს პაციენტი.

დღე 9 - ანალიზის პასუხი სრულიად ნორმალურია. ცვლილებები არაფერია. როგორც კი დ დიმერის პასუხს ვიგებ, გულის აუტანელი ტკივილი ქრება. ენერგია საერთოდ არ მაქვს. გადაადგილება მიჭირს. მთელი დღე მეძინება და მძინავს კიდეც. შუადღეს ბოლოს ბაღში მეძინა. არაფერი მაწუხებს, მაგრამ შეგრძნებაა, რომ ყველაფერი მტკივა. ძილბურანის მდგომარეობა გრძელდება. აზროვნების შენელებამ დაიკლო.

დღე 10 - ყველაფერი გაქრა. მხნედ, ენერგიულად ვარ. წამიერად ეჭვი მეპარება ნამდვილად იყო თუ არა ის, რაც აქამდე იყო, თუ მომეჩვენა? ჩანიშნულ Note-ებს ვუყურებ და აშკარად არ მომჩვენებია.

დღე 11 - ძალიან მსუბუქი თავბრუსხვევაღა დარჩა. ეს სუფთად ფსიქოსომატური დაავადებაა. ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნებს საწინააღმდეგოში. თითქოს რამდენიმედღიანი ექსპერიმენტის მონაწილე ვიყავი და მიზანი კათარსისი იყო. ახლა ვცდილობ გავიხსენო წინა დღეების განცდები და ემოციები და ბმა არ მაქვს, თითქოს მომხდარი მე კი არა სხვას გადახდა თავს. კარგი ვქენი, რომ ყველა დღის მომენტი ჩავინიშნე. რამდენიმე კვირაში რომ მკითხავენ, როგორ გადავიტანე დაავადება, ვიტყვი, რომ ძალიან მსუბუქად. რეალურად, ვკითხულობ ანამნეზს და ესაა ამ ვირუსის მსუბუქად, თუმცა სიმპტომებით გადატანით ვერსია. წარმოდგენაც არ მინდა რანაირია მძიმე პაციენტების მდგომარეობა. კარგი იქნება, თუ კოვიდპაციენტები იმწუთიერ განცდებს აუდიო ფაილებად მაინც ჩაიწერენ. დარწმუნებული ვარ, ყველამ ინდივიდუალურად გადაიტანა ეს ვირუსი და ამ (ჩემი აზრით არაბუნებრივ) კოვიდს, ამ ფსიქოსომატურ დაავადებას, ბევრი მარტივად მოერევა. ყველაფერი ცხადია არ მახსოვს, ძირითადი მომენტები კი ჩავინიშნე სხვისთვის გასაზიარებლად".

"შემრცხვა, ვერავის ვუთხარი... რომ არ გავჩუმებულიყავი, შეიძლება 14 წლის ნინი ცოცხალი ყოფილიყო" - რას წერს ბრალდებულზე ახალგაზრდა ქალი?

"არასდროს მითქვამს მისთვის ეს, ახლა ვამბობ პირველად..." - რა ისტორიას იხსენებს ზურა დოიჯაშვილზე ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს