მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა... რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ჩვენს გვერდით, ვინ იცის" - "ფეისბუქში" 14 წლის გოგოს ტრაგედიას ეხმაურებიან
"სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა... რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ჩვენს გვერდით, ვინ იცის" - "ფეისბუქში" 14 წლის გოგოს ტრაგედიას ეხმაურებიან

ქო­ბუ­ლეთ­ში 14 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მძაფ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა და ამ სა­კი­თხზე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი პოს­ტი და­ი­წე­რა. ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რო­გორც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი­ე­ბი, ასე­ვე რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი:

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

"14 წლის მო­ზარ­დი, ისე­დაც თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მა­ღა­ლი რისკ ჯგუ­ფი, კი­დევ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, რაც თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის სურ­ვილს აძ­ლი­ე­რებს და შემ­დეგ იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მიერ დათ­რგუ­ნუ­ლი, რო­მელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც "დამ­ნა­შა­ვედ" მსხვერ­პლი, სირ­ცხვი­ლად კი არა ძა­ლა­დო­ბა, არა­მედ მსხვერ­პლო­ბა მი­აჩ­ნია. ყვე­ლა მო­ზარდს ვთხოვ­დი, მთე­ლი თქვე­ნი გო­ნი­ე­რე­ბის მოკ­რე­ბით, მთე­ლი ძა­ლით გა­მო­ე­ყა­ვით ასეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ქვეც­ნო­ბი­ე­რა­დაც არ იგუ­ლის­ხმოთ თავი მის წევ­რე­ბად. თუ შო­რი­დან და ზი­ზღით ყუ­რე­ბას ის­წავ­ლით ყვე­ლა გამ­კი­თხა­ვი მენ­ტა­ლო­ბის მქო­ნე დაჯ­გუ­ფე­ბის მი­მართ, აღარ იქ­ნე­ბა თქვე­ნი სა­დარ­დე­ბე­ლი, რას ფუთ­ფუ­თე­ბენ ფსკერ­ზე და რა ინ­სტინ­ქტე­ბით "არე­გუ­ლი­რე­ბენ" თა­ვი­ანთ კა­ცი­ჭა­მი­ურ, კა­რი­კა­ტუ­რულ "მო­რალს". ყო­ველ­დღე გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ არ ეკუთ­ვნით მათ, არა­ფე­რი გაქვთ სა­ერ­თო მათ­თან და ამ ფსკე­რის ბი­ნად­რე­ბი და­კარ­გა­ვენ ძა­ლა­უფ­ლე­ბას თქვენს ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზეც და თქვენს ტკი­ვილ­ზეც და ვე­ღა­რას­დროს გა­ი­ძუ­ლე­ბენ სიკ­ვდილს.

პ.ს. ყვე­ლა ქა­ლაქ­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს თავ­შე­სა­ფა­რი, სა­დაც ძა­ლა­დო­ბის მხვერ­პლს შე­ეძ­ლე­ბა და­ცულ სივ­რცე­ში მი­ი­ღოს ჭე­რიც და დახ­მა­რე­ბაც".

ბაია პა­ტა­რა­ია, იუ­რის­ტი, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი:

"ბო­დი­ში, 14 წლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლო და მკვდა­რო გოგო, მაგ­რამ დღეს სა­ღა­მოს პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შო­უ­ე­ბი შენ­ზე არ ილა­პა­რა­კე­ბენ. მათ სი­ნო­დის სხდო­მა აინ­ტე­რე­სებთ, კი­დევ ქვე­შაჯ­ვია პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი აინ­ტე­რე­სებთ, რომ­ლებ­საც ვერ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ, შე­ვიდ­ნენ თუ არ შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. ბო­დი­ში, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლო ბავ­შვე­ბო და ქა­ლე­ბო, მაგ­რამ თქვენ არ ხართ დღეს პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში - კა­ცებ­მა ასე გა­და­წყვი­ტეს. წვე­რე­ბი­ან-კა­ბე­ბი­ა­ნი კა­ცე­ბის უბ­ნე­ლე­სი სხდო­მა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე თქვე­ნი სიკ­ვდი­ლი. კი­დევ იცეკ­ვე­ბენ და პერ­ფო­მან­სებს დად­გა­მენ ბა­ი­ე­ბი, იდე­ბი, ნი­ნი­ე­ბი, ნი­ნო­ე­ბი, თა­მა­რე­ბი, მოხ­ვდე­ბი­ან ისი­ნი ნი­უ­სებ­ში, მაგ­რამ ბო­დი­ში, თქვენ ვერ მოხ­ვდე­ბით პო­ლი­ტი­კურ თოქ-შო­უ­ებ­ში, რად­გან პო­ლი­ტი­კურ თოქ-შო­უ­ებს ია­გო­ე­ბი, ალე­კო­ე­ბი, ზუ­რე­ბი და გი­გე­ბი უფრო აინ­ტე­რე­სებთ და კი­დევ ანა­ფო­რი­ა­ნი კა­ცე­ბი. ბო­დი­ში, რომ თქვე­ნი სიკ­ვდი­ლი ისე­თი­ვე უმ­ნიშ­ვნე­ლო და არა­პო­ლი­ტი­კუ­რია, რო­გო­რიც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა იყო. ბო­დი­ში!"

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"გან­წი­რულ­მა, და­ჩაგ­რულ­მა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლმა მო­ზარ­დმა ბო­ლოს თავი უნდა მო­იკ­ლას, რომ ვინ­მემ ყური შე­ი­ბერ­ტყოს მის ტრა­გე­დი­ა­ზე. რო­გორც ლუკა სი­რა­ძის ამ­ბავ­ზე გვარ­წმუ­ნებ­დნენ, ბიჭს და­კი­თხვებ­ზე თმის ღერი არ ჩა­მო­ვარ­დნი­აო - და მისი სიკ­ვდი­ლის ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან უცებ ხუთ წუთ­ში და­ა­კა­ვეს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ამ ტრა­გი­კუ­ლი პა­ტა­რა გო­გოს უბე­დუ­რე­ბა­ზეც იგი­ვე მოხ­და. სა­ნამ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე არ მი­ვი­და, არა­ვინ და­იც­ვა. მხო­ლოდ მისი სიკ­ვდი­ლის მერე და­ა­კა­ვეს ის კაცი. სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ასე სას­ტი­კად გულ­გრი­ლია ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, სა­ხელ­მწი­ფო არ არის. რა სიმ­წა­რე გა­და­ი­ტა­ნა ობოლ­მა და გა­ჭირ­ვე­ბა­ში გაზ­რდილ­მა გო­გომ, რო­გორ ტკი­ო­და და რო­გო­რი დამ­ცი­რე­ბუ­ლი იყო, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და და მა­ინც ასე გა­წი­რეს. და მარ­თლა ტრა­გე­დი­აა, როცა ქვე­ყა­ნა­ში აი ასე­თი მა­ხინ­ჯი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მაა და ამ დროს მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი "სპექტრი" არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბის პიკ­ზეა. პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლა­ზე და ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ეგო­ე­ბის დევ­ნა­ზე კი არა, აი ამა­ზე უნდა იქ­ცე­ო­დეს ქვე­ყა­ნა სიბ­რა­ზით. რამ­დე­ნი ასე­თი გან­წი­რუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რია ახ­ლაც, ჩვენს გვერ­დით, სრულ სა­სო­წარ­კვე­თა­ში, ვინ იცის".

ნინო თარ­ხნიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"კარ­გით ახლა, ძა­ა­ნაც ნუ და­ვი­ხო­კავთ სა­ხე­ებს. სხვა მკვდრე­ბის­თვი­საც შე­მო­ვი­ნა­ხოთ და­საგ­ლე­ჯი თმა. ამ 14 წლის გო­გო­საც ისე მო­ვი­ნე­ლებთ, რო­გორც შარ­შან­დელ 11 წლის ბიჭს, მამა რომ ძა­ლა­დობ­და, იმის წი­ნან­დელ 5 წლის სან­ზო­ნელ ნი­ნოს, დე­დამ რომ ცე­მით მოკ­ლა და კი­დევ ბევ­რს, არ­ქი­ვის ამო­ქექ­ვა და­მე­ზა­რა კი­დეც, იმ­დე­ნია. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო სის­ტე­მა, რო­მელ­მაც ბავ­შვე­ბი ვერ და­იც­ვა. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იკ­ვე­თა სის­ტე­მის გულ­გრი­ლო­ბა. და მერე? რამ­დენ დღე­ში უწევს გო­გოს დაკ­რძალ­ვა? ორ დღე­ში, ხო? შა­ბათს. ჰოდა, კვი­რი­დან ძველ სახ­რავს და­ვუბ­რუნ­დე­ბით - რავი, კო­ვი­დი, პარ­ლა­მენ­ტის მოშ­ლა-არ მოშ­ლა, კლავს თუ არა ნი­ღა­ბი ბავ­შვს და ა.შ. მე და­მე­ჯე­რე­ბა. მა­გის მეტი რა ვიცი. მა­გის მეტი რა მი­კე­თე­ბია".

Your Page ∆:

"14 წლის ბავ­შვი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა ვი­ღაც არა­კაც­მა. შსს-სთვის ამ არა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ცნო­ბი­ლი. გან­მე­ო­რე­ბი­თაც მოხ­და მსგავ­სი ფაქ­ტი. 4 თვე ექ­სპერ­ტი­ზას ელო­დე­ბოდ­ნენ... 4 თვე ეს არა­კა­ცი თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. დღეს ბავ­შვა თავი მო­იკ­ლა... და სწო­რედ დღეს და­ა­კა­ვეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ? ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ამას ელო­დე­ბო­დით ? და­უ­ყოვ­ნებ­ლიბ უნდა გა­დად­გეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ის პი­რე­ბი, ვინც ამ საქ­მეს იძი­ებ­და და სის­ხლი­სა­მარ­თლის საქ­მე აწარ­მო­ოთ მათ ქმე­დე­ბებ­ზე. განა ეს უშ­ვე­ლის იმ ბავ­შვს ?! რა თქმა უნდა, არა. მაგ­რამ მსგავ­სი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა თუ რა, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, არ უნდა დარ­ჩეს და­უს­ჯე­ლი. თქვენ დღეს 14 წლის ბავ­შვი მო­კა­ლით. რად­გან ის ვერ და­ი­ცა­ვით".

ინგა მუ­რუ­სი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ვინც ამ ამ­ბავ­ზე რამე იცო­დით, ცხოვ­რე­ბას რა­ნა­ი­რად აგ­რძე­ლებთ?"

თა­თია წუ­ლა­ძე:

"ვინც ამ 14 წლის გო­გოს ტრა­გე­დი­ას პე­დო­ფი­ლი­ამ­დე ახურ­და­ვებთ, ანუ, პე­დო­ფი­ლი­ის გარ­და სხვა პრობ­ლე­მის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ზე უარს ამ­ბობთ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ: ბავ­შვს ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც არ გა­უვ­ლია კონ­სულ­ტა­ცია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სოც­მუ­შა­კი ჩარ­თუ­ლი იყო საქ­მე­ში; პო­ლი­ცია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე უკვე გა­და­იგ­ზავ­ნა პა­სუ­ხე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აწ უკვე დამ­ნა­შა­ვე და მა­შინ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გა­რეთ ისე დატ­რა­შუ­ნობ­და, ვი­თომც არა­ფე­რი; 23 წლის კაცს ბავ­შვს/ბიჭს ეძა­ხით და ვა­პა­ტი­ო­თო, პირ­ზე გა­კე­რი­ათ - ხართ *ლე­ბო­რო­ტა მავ­ნებ­ლე­ბი. ლუკა სი­რა­ძეც გე­ზი­ზღე­ბო­დათ, თქვე­ნი ნა­ფე­რე­ბი ბავ­შვე­ბიც გე­ზი­ზღე­ბათ, ყვე­ლა ქალი, კაცი, ბავ­შვი, გოგო, ბიჭი და სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი გძულთ მთე­ლი თა­ვი­სი არ­სით იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ ხართ და მჯი­ღი კი არა, ლოდი რომ იცეთ გულ­ში, ფურ­თხის ღირ­სე­ბიც არ იქ­ნე­ბით. არა­სო­დეს. ბავ­შვმა გუ­შინ მო­იკ­ლა თავი. დამ­ნა­შა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. ოთხი თვეა, იცი­ან, ვინ­ცაა".

ცნო­ბის­თვის, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქა­ქუთ­ში 14 წლის გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დმა თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ბა­ბუა აცხა­დებს, არას­რულ­წლო­ვა­ნი ექ­ვსი თვის წინ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, ოჯახ­მა კი ამის შე­სა­ხებ ორი თვის წინ გა­ი­გო. მი­სი­ვე თქმით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და მო­ძა­ლა­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ახლა და­ა­კა­ვეს:

"სახ­ლში, რომ დავ­ბრუნ­დი, ბა­ლის ხეზე ჩა­მო­კი­დუ­ლი ვნა­ხე. იგი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რის გა­მოც ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და და დას­კვნას თბი­ლი­სი­დან ვე­ლო­დე­ბო­დით. და­იგ­ვი­ა­ნა პა­სუხ­მა, ეს ბიჭი კი და­კა­ვე­ბუ­ლი არ იყო... რო­გორც ვიცი, ბიჭი ჩაქ­ვე­ლია... ბავ­შვი, ამ ამ­ბავს დარ­დობ­და და ამა­ზე არ სა­უბ­რობ­და... სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი ივ­ლის­ში მოხ­და. აქამ­დე ბავ­შვი არა­ფერს ამ­ბობ­და, ალ­ბათ ის ბიჭი ემუქ­რე­ბო­და. ფაქ­ტის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ ექ­ვსი თვის შემ­დეგ, ანუ ორი თვეა, რაც გა­ი­გო ოჯახ­მა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ" - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ბა­ბუა.

კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ რაც ოჯახ­მა გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, არას­რულ­წლო­ვან­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს, რა­საც ბა­ბუა უარ­ყოფს.

პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდა­რის შემ­დეგ 16 წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვის ბრალ­დე­ბით 24 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
temur
2

7 იდან 9 წალმდე ითვალისწინებსო, ან შეწყალება სეეხება ან ამნისტია და გამოვა 5 წელში........... როგორ არ უნდა ჩააძაღლოს კაცმა. მაგრამ დარჩნენ კაცები? 

ნანა
2

სამუდამო პატიმრობა.ყოველგვარი შეწყალების გარეშე.გამოვა და კიდევ სხვას გააუბედურებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა... რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ჩვენს გვერდით, ვინ იცის" - "ფეისბუქში" 14 წლის გოგოს ტრაგედიას ეხმაურებიან

"სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა... რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ჩვენს გვერდით, ვინ იცის" - "ფეისბუქში" 14 წლის გოგოს ტრაგედიას ეხმაურებიან

ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავს საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი დაიწერა. ტრაგედიას ეხმაურებიან როგორც ცნობილი ადამიანიები, ასევე რიგითი მოქალაქეები:

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

"14 წლის მოზარდი, ისედაც თვითდაზიანების მაღალი რისკ ჯგუფი, კიდევ ძალადობის მსხვერპლი, რაც თვითგანადგურების სურვილს აძლიერებს და შემდეგ იმ საზოგადოებრივი აზრის მიერ დათრგუნული, რომელ საზოგადოებასაც "დამნაშავედ" მსხვერპლი, სირცხვილად კი არა ძალადობა, არამედ მსხვერპლობა მიაჩნია. ყველა მოზარდს ვთხოვდი, მთელი თქვენი გონიერების მოკრებით, მთელი ძალით გამოეყავით ასეთ საზოგადოებას და ქვეცნობიერადაც არ იგულისხმოთ თავი მის წევრებად. თუ შორიდან და ზიზღით ყურებას ისწავლით ყველა გამკითხავი მენტალობის მქონე დაჯგუფების მიმართ, აღარ იქნება თქვენი სადარდებელი, რას ფუთფუთებენ ფსკერზე და რა ინსტინქტებით "არეგულირებენ" თავიანთ კაციჭამიურ, კარიკატურულ "მორალს". ყოველდღე გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ეკუთვნით მათ, არაფერი გაქვთ საერთო მათთან და ამ ფსკერის ბინადრები დაკარგავენ ძალაუფლებას თქვენს ბედნიერებაზეც და თქვენს ტკივილზეც და ვეღარასდროს გაიძულებენ სიკვდილს.

პ.ს. ყველა ქალაქში უნდა არსებობდეს თავშესაფარი, სადაც ძალადობის მხვერპლს შეეძლება დაცულ სივრცეში მიიღოს ჭერიც და დახმარებაც".

ბაია პატარაია, იურისტი, ქალთა უფლებების დამცველი:

"ბოდიში, 14 წლის გაუპატიურებულო და მკვდარო გოგო, მაგრამ დღეს საღამოს პოლიტიკური თოქ-შოუები შენზე არ ილაპარაკებენ. მათ სინოდის სხდომა აინტერესებთ, კიდევ ქვეშაჯვია პოლიტიკური პარტიები აინტერესებთ, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, შევიდნენ თუ არ შევიდნენ პარლამენტში. ბოდიში, გაუპატიურებულო ბავშვებო და ქალებო, მაგრამ თქვენ არ ხართ დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში - კაცებმა ასე გადაწყვიტეს. წვერებიან-კაბებიანი კაცების უბნელესი სხდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი სიკვდილი. კიდევ იცეკვებენ და პერფომანსებს დადგამენ ბაიები, იდები, ნინიები, ნინოები, თამარები, მოხვდებიან ისინი ნიუსებში, მაგრამ ბოდიში, თქვენ ვერ მოხვდებით პოლიტიკურ თოქ-შოუებში, რადგან პოლიტიკურ თოქ-შოუებს იაგოები, ალეკოები, ზურები და გიგები უფრო აინტერესებთ და კიდევ ანაფორიანი კაცები. ბოდიში, რომ თქვენი სიკვდილი ისეთივე უმნიშვნელო და არაპოლიტიკურია, როგორიც თქვენი ცხოვრება იყო. ბოდიში!"

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:

"განწირულმა, დაჩაგრულმა და ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა ბოლოს თავი უნდა მოიკლას, რომ ვინმემ ყური შეიბერტყოს მის ტრაგედიაზე. როგორც ლუკა სირაძის ამბავზე გვარწმუნებდნენ, ბიჭს დაკითხვებზე თმის ღერი არ ჩამოვარდნიაო - და მისი სიკვდილის ამბის გავრცელებიდან უცებ ხუთ წუთში დააკავეს გამომძიებელი, ამ ტრაგიკული პატარა გოგოს უბედურებაზეც იგივე მოხდა. სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა. მხოლოდ მისი სიკვდილის მერე დააკავეს ის კაცი. სახელმწიფო, რომელიც ასე სასტიკად გულგრილია ყველაზე დაუცველი პატარა ადამიანების მიმართ, სახელმწიფო არ არის. რა სიმწარე გადაიტანა ობოლმა და გაჭირვებაში გაზრდილმა გოგომ, როგორ ტკიოდა და როგორი დამცირებული იყო, დახმარებას ითხოვდა და მაინც ასე გაწირეს. და მართლა ტრაგედიაა, როცა ქვეყანაში აი ასეთი მახინჯი მართლმსაჯულების სისტემაა და ამ დროს მთელი პოლიტიკური "სპექტრი" არაადეკვატურობის პიკზეა. პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე და ცალკეული პოლიტიკოსების ეგოების დევნაზე კი არა, აი ამაზე უნდა იქცეოდეს ქვეყანა სიბრაზით. რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ახლაც, ჩვენს გვერდით, სრულ სასოწარკვეთაში, ვინ იცის".

ნინო თარხნიშვილი, ჟურნალისტი:

"კარგით ახლა, ძაანაც ნუ დავიხოკავთ სახეებს. სხვა მკვდრებისთვისაც შემოვინახოთ დასაგლეჯი თმა. ამ 14 წლის გოგოსაც ისე მოვინელებთ, როგორც შარშანდელ 11 წლის ბიჭს, მამა რომ ძალადობდა, იმის წინანდელ 5 წლის სანზონელ ნინოს, დედამ რომ ცემით მოკლა და კიდევ ბევრს, არქივის ამოქექვა დამეზარა კიდეც, იმდენია. ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი იყო სისტემა, რომელმაც ბავშვები ვერ დაიცვა. ყველა შემთხვევაში გამოიკვეთა სისტემის გულგრილობა. და მერე? რამდენ დღეში უწევს გოგოს დაკრძალვა? ორ დღეში, ხო? შაბათს. ჰოდა, კვირიდან ძველ სახრავს დავუბრუნდებით - რავი, კოვიდი, პარლამენტის მოშლა-არ მოშლა, კლავს თუ არა ნიღაბი ბავშვს და ა.შ. მე დამეჯერება. მაგის მეტი რა ვიცი. მაგის მეტი რა მიკეთებია".

Your Page ∆:

"14 წლის ბავშვი გააუპატიურა ვიღაც არაკაცმა. შსს-სთვის ამ არაკაცის ვინაობა 4 თვის განმავლობაში იყო ცნობილი. განმეორებითაც მოხდა მსგავსი ფაქტი. 4 თვე ექსპერტიზას ელოდებოდნენ... 4 თვე ეს არაკაცი თავისუფალი იყო. დღეს ბავშვა თავი მოიკლა... და სწორედ დღეს დააკავეს აღნიშნული პიროვნება. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ამას ელოდებოდით ? დაუყოვნებლიბ უნდა გადადგეს თანამდებობიდან ის პირები, ვინც ამ საქმეს იძიებდა და სისხლისამართლის საქმე აწარმოოთ მათ ქმედებებზე. განა ეს უშველის იმ ბავშვს ?! რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მსგავსი სამსახურეობრივი გულგრილობა თუ რა, რასაც გამოძიება დაადგენს, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. თქვენ დღეს 14 წლის ბავშვი მოკალით. რადგან ის ვერ დაიცავით".

ინგა მურუსიძე, ჟურნალისტი:

"ვინც ამ ამბავზე რამე იცოდით, ცხოვრებას რანაირად აგრძელებთ?"

თათია წულაძე:

"ვინც ამ 14 წლის გოგოს ტრაგედიას პედოფილიამდე ახურდავებთ, ანუ, პედოფილიის გარდა სხვა პრობლემის გაანალიზებაზე უარს ამბობთ იმის გათვალისწინებით, რომ: ბავშვს ფსიქოლოგთანაც არ გაუვლია კონსულტაცია, მიუხედავად იმისა, რომ სოცმუშაკი ჩართული იყო საქმეში; პოლიცია ინფორმირებული იყო, ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა პასუხები და მიუხედავად ამისა, აწ უკვე დამნაშავე და მაშინ ეჭვმიტანილი გარეთ ისე დატრაშუნობდა, ვითომც არაფერი; 23 წლის კაცს ბავშვს/ბიჭს ეძახით და ვაპატიოთო, პირზე გაკერიათ - ხართ *ლებოროტა მავნებლები. ლუკა სირაძეც გეზიზღებოდათ, თქვენი ნაფერები ბავშვებიც გეზიზღებათ, ყველა ქალი, კაცი, ბავშვი, გოგო, ბიჭი და საერთოდ, ადამიანი გძულთ მთელი თავისი არსით იმიტომ, რომ ადამიანები არ ხართ და მჯიღი კი არა, ლოდი რომ იცეთ გულში, ფურთხის ღირსებიც არ იქნებით. არასოდეს. ბავშვმა გუშინ მოიკლა თავი. დამნაშავე დღეს დააკავეს. ოთხი თვეა, იციან, ვინცაა".

ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, არასრულწლოვანი ექვსი თვის წინ გააუპატიურეს, ოჯახმა კი ამის შესახებ ორი თვის წინ გაიგო. მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მოძალადე სამართალდამცავებმა ახლა დააკავეს:

"სახლში, რომ დავბრუნდი, ბალის ხეზე ჩამოკიდული ვნახე. იგი გააუპატიურეს, რის გამოც ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას თბილისიდან ველოდებოდით. დაიგვიანა პასუხმა, ეს ბიჭი კი დაკავებული არ იყო... როგორც ვიცი, ბიჭი ჩაქველია... ბავშვი, ამ ამბავს დარდობდა და ამაზე არ საუბრობდა... სექსუალური ძალადობის ფაქტი ივლისში მოხდა. აქამდე ბავშვი არაფერს ამბობდა, ალბათ ის ბიჭი ემუქრებოდა. ფაქტის შესახებ გავიგეთ ექვსი თვის შემდეგ, ანუ ორი თვეა, რაც გაიგო ოჯახმა გაუპატიურების შესახებ" - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა.

კიდევ ერთი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ოჯახმა გოგონას გაუპატიურების შესახებ შეიტყო, არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, რასაც ბაბუა უარყოფს.

პოლიციამ მომხდარის შემდეგ 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავა. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

"ჯაკოცაა ამ ფოტოზე და ზურაც, ორმაგად მეტკინა გული ამ სურათზე" - ინგა გრიგოლია ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებაზე

"როგორ არ გრცხვენიათ, რომ მკვდარი ბავშვის ჩვენებებით მანიპულირებთ? რაც არ უნდა ნებით მოხდეს, არასრულწლოვანთან სექსი არის დანაშაული" - ნინო დანელია