მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 შვილი გვყავს და გვინდა 105 გვყავდეს" - თურქი ბიზნესმენი ბათუმში სუროგატი დედების წყალობით ოჯახურ იმპერიას აშენებს
"10 შვილი გვყავს და გვინდა 105 გვყავდეს" - თურქი ბიზნესმენი ბათუმში სუროგატი დედების წყალობით ოჯახურ იმპერიას აშენებს

ამ ამ­ბავს, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა woman.ru ავ­რცე­ლებს. თა­ვის­თა­ვად ამ­ბა­ვიც სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რომ ხდე­ბა, ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა და ბევრ შე­კი­თხვა­საც აჩენს...

"ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ოც­ნე­ბე­ბი აქვთ, ზოგს სურს, რომ მათი ძა­ლე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დოს, მაგ­რამ რა ხდე­ბა მა­შინ, როცა ცოლ-ქმა­რი გეგ­მავს, რომ 105 შვი­ლი ჰყავ­დეს? კრის­ტი­ნა და გა­ლი­ფი უკვე 10 ბავ­შვს ზრდი­ან, რომ­ლე­ბიც სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბის­გან გა­უჩ­ნდათ და გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რე­ბენ.

კრის­ტი­ნა გა­გარ­კი­ნას ის­ტო­რია კი­ნოს ჰგავს. მარ­ტო­ხე­ლა დედა მოს­კო­ვი­დან ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად წა­ვი­და ზღვა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად და პირ­ვე­ლი­ვე სა­ღა­მოს რეს­ტო­რან­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ცნო­ბი­ლი თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ლიფ ოზ­თურ­ქი გა­იც­ნო.

"ჩემი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი, ზღაპ­რუ­ლი პრინ­ცი", - ასე უწო­დებს კრის­ტი­ნა ქმარს. გა­ლი­ფი იმ სა­ღა­მოს გახ­სე­ნე­ბი­სას ამ­ბობს, რომ ქალი ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და.

"ისე­თი მსუ­ბუ­ქია, სულ ღი­მი­ლი აქვს სა­ხე­ზე, დრო­დად­რო მორ­ცხვი და იდუ­მა­ლი ხდე­ბა. ისე­თი ცო­ლია, რო­გო­რიც მინ­დო­და. მე მას­ში შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ბრი­ლი­ან­ტი და­ვი­ნა­ხე. სუფ­თა და კე­თი­ლი გული აქვს", - ამ­ბობს ის კრის­ტი­ნა­ზე.ბიზ­ნეს­მე­ნი ბა­თუმ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლია და ასე­ვე სხვა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბებ­საც ეწე­ვა.კრის­ტი­ნამ და გა­ლიფ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ კავ­ში­რი გა­ემ­ყა­რე­ბი­ნათ და ბევ­რი ბავ­შვის მშობ­ლე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. ვი­ნა­ი­დან ერთი ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ათო­ბით ბავ­შვის გა­ჩე­ნა, მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბი ეპოვ­ნათ.

ფი­ნან­სუ­რად არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნი­ათ, უბ­რა­ლოდ ამ საქ­მეს სწო­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა სჭირ­დე­ბო­და და კრის­ტი­ნა­მაც გა­არ­თვა თავი. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ 10 შვი­ლი ეყო­ლათ და გა­ჩე­რე­ბას არ გეგ­მა­ვენ. ქალი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას:

"ახლა 10 შვი­ლი გვყავს და ამის შე­სა­ხებ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 2021 წლის იან­ვრის ბო­ლოს გაჩ­ნდა, ხოლო ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი 6 წლი­საა. და­ნარ­ჩე­ნი ბავ­შვე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი მშობ­ლე­ბი მე და ჩემი მე­უღ­ლე ვართ, თუმ­ცა სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბის­გან გვყავს. ციფ­რი 105 შემ­თხვე­ვით ავირ­ჩი­ეთ. არ ვა­პი­რებთ 10 შვილ­ზე გა­ჩე­რე­ბას, თუმ­ცა ახლა დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და. ყვე­ლა­ფერს თა­ვის დრო აქვს. ჯერ გვინ­და, რომ ბავ­შვე­ბი ცოტა გა­ი­ზარ­დონ. ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tato
5

აბა თქვენ გასხიათ თუ გასხიათ რაააა.

მარი სვანიშვილი
1

თურქეთში გაამრავლოს თავისი მოდგმა და იყოს ჯანმრთელად, ბათუმს თავი დაანებოს, თორემ 20 წლიწადში ერთი ქალაქის მოსახლეობა ოზთურქები იქნებიან და ჩვენ თათქარიძეები ან თეიმურაზ ხევისთავები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"10 შვილი გვყავს და გვინდა 105 გვყავდეს" - თურქი ბიზნესმენი ბათუმში სუროგატი დედების წყალობით ოჯახურ იმპერიას აშენებს

"10 შვილი გვყავს და გვინდა 105 გვყავდეს" - თურქი ბიზნესმენი ბათუმში სუროგატი დედების წყალობით ოჯახურ იმპერიას აშენებს

ამ ამბავს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რუსული ინტერნეტგამოცემა woman.ru ავრცელებს. თავისთავად ამბავიც საინტერესოა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში რომ ხდება, ორმაგად საინტერესოა და ბევრ შეკითხვასაც აჩენს...

"ადამიანებს სხვადასხვანაირი ოცნებები აქვთ, ზოგს სურს, რომ მათი ძალები და შესაძლებლობები გაიზარდოს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ცოლ-ქმარი გეგმავს, რომ 105 შვილი ჰყავდეს? კრისტინა და გალიფი უკვე 10 ბავშვს ზრდიან, რომლებიც სუროგატი დედებისგან გაუჩნდათ და გაჩერებას არ აპირებენ.

კრისტინა გაგარკინას ისტორია კინოს ჰგავს. მარტოხელა დედა მოსკოვიდან ცხოვრებაში პირველად წავიდა ზღვაზე დასასვენებლად და პირველივე საღამოს რესტორანში საქართველოში მცხოვრები ცნობილი თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი გაიცნო.

"ჩემი ცხოვრების მეგზური, ზღაპრული პრინცი", - ასე უწოდებს კრისტინა ქმარს. გალიფი იმ საღამოს გახსენებისას ამბობს, რომ ქალი ერთი ნახვით შეუყვარდა.

"ისეთი მსუბუქია, სულ ღიმილი აქვს სახეზე, დროდადრო მორცხვი და იდუმალი ხდება. ისეთი ცოლია, როგორიც მინდოდა. მე მასში შეუფასებელი ბრილიანტი დავინახე. სუფთა და კეთილი გული აქვს", - ამბობს ის კრისტინაზე.ბიზნესმენი ბათუმში წარმატებული და ძვირად ღირებული სასტუმროს მფლობელია და ასევე სხვა ბიზნესსაქმიანობებსაც ეწევა.კრისტინამ და გალიფმა გადაწყვიტეს, რომ კავშირი გაემყარებინათ და ბევრი ბავშვის მშობლები გამხდარიყვნენ. ვინაიდან ერთი ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის შეუძლებელი იყო ათობით ბავშვის გაჩენა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სუროგატი დედები ეპოვნათ.

ფინანსურად არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, უბრალოდ ამ საქმეს სწორი ორგანიზება სჭირდებოდა და კრისტინამაც გაართვა თავი. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ 10 შვილი ეყოლათ და გაჩერებას არ გეგმავენ. ქალი საკუთარი გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას:

"ახლა 10 შვილი გვყავს და ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. ყველაზე პატარა 2021 წლის იანვრის ბოლოს გაჩნდა, ხოლო ჩემი უფროსი შვილი 6 წლისაა. დანარჩენი ბავშვების გენეტიკური მშობლები მე და ჩემი მეუღლე ვართ, თუმცა სუროგატი დედებისგან გვყავს. ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ. არ ვაპირებთ 10 შვილზე გაჩერებას, თუმცა ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა. ყველაფერს თავის დრო აქვს. ჯერ გვინდა, რომ ბავშვები ცოტა გაიზარდონ. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ...წაიკითხეთ სრულად