სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტში მისასვლელად მანქანა და მძღოლი არ მჭირდება - თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და ცხენიც კი" - ლევან იოსელიანი
"პარლამენტში მისასვლელად მანქანა და მძღოლი არ მჭირდება - თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და ცხენიც კი" - ლევან იოსელიანი

„მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარს აცხა­დებს.

რო­გორც იო­სე­ლი­ან­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გან­მარ­ტა, პარ­ლა­მენ­ტში პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის­თვის არ შე­სუ­ლა.

„ვიცე-სპი­კე­რო­ბა არ არის ის, რის გა­მოც მე პარ­ლა­მენ­ტში შე­ვე­დი. რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ით კვო­ტით გვერ­გო ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა და და­ვი­ნა­ხე, რამ­დე­ნი პრი­ვი­ლე­გია მოყ­ვე­ბა ამ პოსტს, მა­გა­ლი­თად: მძღო­ლი და მან­ქა­ნა, მივ­ხვდი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მე არ მჭირ­დე­ბა. ამის­თვის არ მივ­სულ­ვარ იქ და ამის გა­რე­შეც შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო ის, რის გა­კე­თე­ბა­საც ვა­პი­რებ. პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბას არ ვა­პი­რებ. არ ვა­პი­რებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ყე­ნო. ამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა და ადა­მი­ა­ნე­ბი შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე არი­ან, ჩემი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა უხერ­ხუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. მე ვცხოვ­რობ სა­ბურ­თა­ლო­ზე, იმის­თვის, რომ მი­ვი­დე რუს­თა­ველ­ზე, არ მჭირ­დე­ბა მან­ქა­ნა და მძღო­ლი. მე თვი­თო­ნაც ვმარ­თავ მან­ქა­ნას. მყავს სკუ­ტე­რიც და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ცხე­ნიც კი. ასე რომ, ყველ­გან შე­მიძ­ლია მი­ვი­დე სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

გარ­და ამი­სა, იო­სე­ლი­ან­მა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­სა და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ გა­ფორ­მე­ბულ მე­მო­რან­დუმ­ზეც ისა­უბ­რა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი მე­მო­რან­დუმ­ში ასა­ხულ პუნ­ქტებს ბო­ლომ­დე შე­ას­რუ­ლებს.

„ამ პრო­ცე­სის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი. მო­ვა­წე­რეთ მე­მო­რან­დუმს ხელი, მაგ­რამ არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ყვე­ლაფ­რის შეს­რუ­ლე­ბა­ზე წა­მო­ვა თუ არა. ის ეც­დე­ბა რა­ღა­ცე­ბი მა­ინც სა­თა­ვი­სოდ მო­ირ­გოს და სა­თა­ვი­სო ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­კე­თოს. ჩვენ და­ვი­წყეთ უკვე ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და ჩემს როლს, რო­გორც ამ კო­მი­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რის, ვხე­დავ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­სა­გე­ბად ავ­სა­ხოთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი აღარ გა­ყალბ­დეს. ეს შე­თან­ხმე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დიდი ხა­ნია ედო ეუთო/ოდი­რის­გან, მაგ­რამ მას არას­დროს თავ­ში არ მოს­ვლია ამის გა­კე­თე­ბა. ამ შე­თან­ხმე­ბას რა­ტომ მო­ა­წე­რა ხელი? მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა კრი­ზის­მა და ბო­ი­კოტ­მა აი­ძუ­ლა ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ მას თა­ვის დაძ­ვრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა და ოპო­ნი­რე­ბას არ გა­უ­წევ იმ­დე­ნად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად, რომ შე­თან­ხმე­ბის ყვე­ლა პუნ­ქტი ზედ­მი­წევ­ნით იყოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ასა­ხუ­ლი, ეჭვი მაქვს, რომ ისი­ნი ეც­დე­ბი­ან სა­თა­ვი­სოდ წა­იყ­ვა­ნონ ეს პრო­ცე­სი“, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტმა 87-ხმით, ვიცე-სპი­კე­რის პოსტზე პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი აირ­ჩია. იო­სე­ლი­ან­მა პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ოპო­ზი­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კვო­ტით და­ი­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
babale
88

სიძნელეების ნუ შეგეშინდებათ იმიტომ რომ სიმართლეს ემსახურებით

!!!
2

გნახავთ!---ეგები მოგვისმენია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პარლამენტში მისასვლელად მანქანა და მძღოლი არ მჭირდება - თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და ცხენიც კი" - ლევან იოსელიანი

"პარლამენტში მისასვლელად მანქანა და მძღოლი არ მჭირდება - თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და ცხენიც კი" - ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობისთვის განკუთვნილ პრივილეგიებზე უარს აცხადებს.

როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტა, პარლამენტში პრივილეგიებისთვის არ შესულა.

„ვიცე-სპიკერობა არ არის ის, რის გამოც მე პარლამენტში შევედი. როდესაც ოპოზიციით კვოტით გვერგო ეს თანამდებობა და დავინახე, რამდენი პრივილეგია მოყვება ამ პოსტს, მაგალითად: მძღოლი და მანქანა, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება. ამისთვის არ მივსულვარ იქ და ამის გარეშეც შემიძლია გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება. მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე“, - განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასა და „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ მემორანდუმზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, არ არის დარწმუნებული, რომ მმართველი გუნდი მემორანდუმში ასახულ პუნქტებს ბოლომდე შეასრულებს.

„ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა არ იქნება მარტივი. მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრის შესრულებაზე წამოვა თუ არა. ის ეცდება რაღაცები მაინც სათავისოდ მოირგოს და სათავისო ჩანაწერები გააკეთოს. ჩვენ დავიწყეთ უკვე ამაზე მუშაობა და ჩემს როლს, როგორც ამ კომისიის თანათავმჯდომარის, ვხედავ, რომ მაქსიმალურად გასაგებად ავსახოთ კანონმდებლობაში ის, რომ არჩევნები აღარ გაყალბდეს. ეს შეთანხმება და რეკომენდაციები „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია ედო ეუთო/ოდირისგან, მაგრამ მას არასდროს თავში არ მოსვლია ამის გაკეთება. ამ შეთანხმებას რატომ მოაწერა ხელი? მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა და ბოიკოტმა აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. აქედან გამომდინარე, თუ მას თავის დაძვრენის საშუალება ექნება და ოპონირებას არ გაუწევ იმდენად კვალიფიციურად, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი ზედმიწევნით იყოს კანონმდებლობაში ასახული, ეჭვი მაქვს, რომ ისინი ეცდებიან სათავისოდ წაიყვანონ ეს პროცესი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა 87-ხმით, ვიცე-სპიკერის პოსტზე პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი აირჩია. იოსელიანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა.

"თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს ოპოზიციის რიგები იშლება" - კახა კალაძე

"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?

"ადამიანი 2012 წლის მერე "ნაცმოძრაობის“ წევრი რომ გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე" - მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე