მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსის მძღოლებში, ბაზრის მოვაჭრეებსა და სამღვდელოებაში კორონავირუსის გავრცელება დაბალია - გამყრელიძე ტესტირების შედეგებზე
ტაქსის მძღოლებში, ბაზრის მოვაჭრეებსა და სამღვდელოებაში კორონავირუსის გავრცელება დაბალია - გამყრელიძე ტესტირების შედეგებზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ტაქ­სის მძღო­ლე­ბის, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, პე­და­გო­გე­ბი­სა და რე­ლი­გი­ის მსა­ხურ­თა მუდ­მი­ვი ტეს­ტი­რე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ ჯგუ­ფებ­ში საკ­მა­ოდ და­ბა­ლია.

ამის შე­სა­ხებ გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, ამის მი­უ­ხე­და­ვად მო­სახ­ლე­ო­ბას თვით­დამ­შვი­დე­ბის და ილუ­ზი­ის უფ­ლე­ბა არ აქვს.

"ის ახა­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც იტეს­ტე­ბი­ან მუდ­მი­ვად სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე, გახ­სნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საკ­მა­ოდ და­ბა­ლია და­დე­ბი­თო­ბის პრო­ცენ­ტი, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ინ­ფექ­ცი­ის ცირ­კუ­ლა­ცი­ამ ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ და­იკ­ლო.

ეს გახ­ლავთ ტაქ­სის მძღო­ლე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით 17 ათა­სი ტაქ­სის მძღო­ლია გა­ტეს­ტი­ლი და 0,5%-ია და­დე­ბი­თო­ბა. 13 600 ბაზ­რის მო­ვაჭ­რეა გა­ტეს­ტი­ლი და - 04%-ია და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 8200 რე­ლი­გი­ის მსა­ხუ­რია გა­ტეს­ტი­ლი და 1,1%.

მო­ლე­ბის და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 6000-ია გა­ტეს­ტი­ლი და 0,1%-ია და­დე­ბი­თი, ანუ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გად იცა­ვენ რე­გუ­ლა­ცი­ებს. ასე­ვე გა­ტეს­ტი­ლია 12 600 სკო­ლის პე­გა­დო­გი და აქაც 0,3%-ია და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ანუ ის, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, სამ დიდ ქა­ლაქ­ში ორ­შა­ბა­თი­დან სკო­ლე­ბი გა­იხ­სნას, ეს რამ­დე­ნი­მე ინ­დი­კა­ტო­რი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მე-5 კლა­სი­დან პირ­ბა­დის ტა­რე­ბა იყოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ხოლო მე-5 კლა­სამ­დე ეს იყოს მშობ­ლის არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით. მოკ­ლე რე­ზი­უ­მე რომ გა­ვა­კე­თო, სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­დის ქვე­ყა­ნა და სტა­ბი­ლი­ზირ­დე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ ეს არ გვაძ­ლევს თვით­დამ­შვი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და არც ილუ­ზი­ის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ზა­ფხულ­ში გვქონ­და ილუ­ზია, რომ და­ვა­მარ­ცხეთ კო­რო­ნა. არა! - კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია ტრი­ა­ლებს, არის, მაგ­რამ ის სრუ­ლად დღეს ქვე­ყა­ნა­ში მარ­თვა­დია. სა­წოლ­თა დატ­ვირ­თვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბით და სა­სუნ­თქ აპა­რა­ტებ­ზე მყოფ ადა­მი­ან­თა ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით, გე­ტყვით, რომ სტა­ბი­ლი­ზირ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ თვით­დამ­შვი­დე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერიკაცი
7

როგორც გინდათ ისე ატანცავებთ.

დ გ
8

პენსია 65 წლიდან იწყება თუ 1500 დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ტაქსის მძღოლებში, ბაზრის მოვაჭრეებსა და სამღვდელოებაში კორონავირუსის გავრცელება დაბალია - გამყრელიძე ტესტირების შედეგებზე

ტაქსის მძღოლებში, ბაზრის მოვაჭრეებსა და სამღვდელოებაში კორონავირუსის გავრცელება დაბალია - გამყრელიძე ტესტირების შედეგებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლების, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და რელიგიის მსახურთა მუდმივი ტესტირებით დგინდება, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ამ ჯგუფებში საკმაოდ დაბალია.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, ამის მიუხედავად მოსახლეობას თვითდამშვიდების და ილუზიის უფლება არ აქვს.

"ის ახალი ჯგუფები, რომლებიც იტესტებიან მუდმივად სხვადასხვა ეტაპზე, გახსნებთან დაკავშირებით, საკმაოდ დაბალია დადებითობის პროცენტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციის ცირკულაციამ ქვეყანაში საკმაოდ დაიკლო.

ეს გახლავთ ტაქსის მძღოლები, დაახლოებით 17 ათასი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0,5%-ია დადებითობა. 13 600 ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და - 04%-ია დადებითობის მაჩვენებელი, 8200 რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,1%.

მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6000-ია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე კარგად იცავენ რეგულაციებს. ასევე გატესტილია 12 600 სკოლის პეგადოგი და აქაც 0,3%-ია დადებითობის მაჩვენებელი. ანუ ის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, სამ დიდ ქალაქში ორშაბათიდან სკოლები გაიხსნას, ეს რამდენიმე ინდიკატორი ამის საშუალებას გვაძლევს.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მე-5 კლასიდან პირბადის ტარება იყოს სავალდებულო, ხოლო მე-5 კლასამდე ეს იყოს მშობლის არჩევანის მიხედვით. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, სტაბილიზაციისკენ მიდის ქვეყანა და სტაბილიზირდება ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების საშუალებას და არც ილუზიის შექმნის საშუალებას.

ზაფხულში გვქონდა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. არა! - კორონავირუსული ინფექცია ტრიალებს, არის, მაგრამ ის სრულად დღეს ქვეყანაში მართვადია. საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობით და სასუნთქ აპარატებზე მყოფ ადამიანთა ჯამური რაოდენობით, გეტყვით, რომ სტაბილიზირდება სიტუაცია, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მაგრამ მისი გული მაინც მე მოვიგე" - ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე

შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია

ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება