სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის
ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად წლე­ბია, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცია მა­ინც იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას უჭი­რავს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბი ძი­რი­თად პრობ­ლე­მე­ბად ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ფა­სის გამო მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლია და ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის გამო სა­სურ­სა­თო ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტე­ბი მათ­თვის დღემ­დე მი­უწ­ვდო­მე­ლია.

რე­ა­ლუ­რად, ქარ­თულ ნა­წარმ­ზე ეკო­ლო­გი­უ­რო­ბის, მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და სან­დო­ო­ბის გამო, მო­თხოვ­ნა მარ­თლაც არ­სე­ბობს, მე­წარ­მე­ებს მხო­ლოდ მათი მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე გან­თავ­სე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფა­სის შე­თა­ვა­ზე­ბა სჭირ­დე­ბათ.

ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს ბიზ­ნე­სის მარ­თვის კომ­პო­ნენ­ტიც - სწო­რი ფას­წარ­მოქ­მნის პო­ლი­ტი­კა, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი და სხვა, რაც მათი წარ­მა­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

იმი­სათ­ვის, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­სურ­სა­თო ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტე­ბი უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს და მათ პრო­დუქ­ცი­ას ისეთ მა­ღა­ზი­ებ­ში და­ეთ­მოს სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­კუთ­ვნი­ლი თა­რო­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა „სპა­რი“, „ნი­კო­რა“, „კარ­ფუ­რი“, „აგ­რო­ჰა­ბი“, „უნი­ვერ­სა­მი“, „დე­ი­ლი“, „ევ­როპ­რო­დუქ­ტი“, „სმარ­ტი“, „მაგ­ნი­ტი“, „ზღა­პა­რი“, „გუდ­ვი­ლი“, „გალფ სთო­რი“ და „ვეი მარ­ტი“, „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ამ“ და USAID სა­ქარ­თვე­ლომ სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

„რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცია“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 უმ­სხვი­ლეს სა­სურ­სა­თო მარ­კეტს აერ­თი­ა­ნებს. ასო­ცი­ა­ცი­ა­სა და USAID სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და­დე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი კი ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, მის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას, მისი ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას ისა­ხავს მიზ­ნად.

რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, რომ მათი პრო­დუქ­ცია სა­სურ­სა­თო ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტე­ბის თა­რო­ებ­ზე მოხ­ვდეს?

„რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცია“ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბის­თვის და­ი­წყებს ტრე­ნინ­გე­ბის კურსს, რო­მე­ლიც პან­დე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პროგ­რა­მა Zoom-ში ჩა­ტარ­დე­ბა, შემ­დეგ „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ი­სა“ და USAID სა­ქარ­თვე­ლოს „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დებ­ზე გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა, რათა ყვე­ლას ჰქონ­დეს მას­ზე წვდო­მა. ტრე­ნინ­გებ­ზე მე­წარ­მე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის სპე­ფი­ცი­კის, ფას­წარ­მოქ­მნის, კონ­კუ­რენ­ცი­ის, ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის სა­ჭი­რო დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

გარ­და ამი­სა, „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცია“ და USAID სა­ქარ­თვე­ლო ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზეც იზ­რუ­ნე­ბენ. ამი­სათ­ვის და­ი­წყე­ბა კამ­პა­ნია - „ქარ­თუ­ლია და კარ­გია“, რაც მომ­ხმა­რებ­ლამ­დე ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სწრა­ფად მი­ტა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ცნო­ბილ სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტებ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის­თვის გა­მო­ი­ყო­ფა ცალ­კე თა­რო­ე­ბი, რათა მათი ხილ­ვა­დო­ბა გა­ი­ზარ­დოს.

რო­გორც „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ის“ გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე მი­რან­და მან­ჯგა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბი თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ სა­სურ­სა­თო ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში მო­სახ­ვედ­რად რთუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გავ­ლა არ მო­უ­წევთ და აქამ­დე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბა მი­თია.

„რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“ შე­მა­ვა­ლი 12-ვე წევ­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა მე­წარ­მეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ივ­ლის კონ­სულ­ტა­ცი­ას. ეს იქ­ნე­ბა ორ მხა­რეს შო­რის კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა და ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, რომ მათ შო­რის დი­ა­ლო­გი შედ­გეს და შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ონ“, - აღ­ნიშ­ნავს მი­რან­და მან­ჯგა­ლა­ძე.

პირ­ველ ეტაპ­ზე, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის თა­რო­ებ­ზე მოხ­ვდე­ბა არა­მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ცია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა.

ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტე­ბის­თვის პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბი­ან, თა­ვად აქვთ შექ­მნი­ლი შიდა რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რა­შიც დიდ ფი­ნან­სურ რე­სურსს ხარ­ჯა­ვენ. „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ის“ გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, მი­რან­და მან­ჯგა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა, ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კი­დევ ერთხელ გა­დამ­ზად­დე­ბი­ან.

„სა­სურ­სა­თო ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში კი­დევ ერთხელ მი­ი­ღე­ბენ პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

პირ­ველ ეტაპ­ზე, პრო­ექ­ტის­თვის შე­ირ­ჩე­ვი­ან ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში მო­სახ­ვედ­რად და­წე­სე­ბულსტან­დარტს და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ი­სა“ USAID სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბით კი თა­ვი­ანთ პრო­დუქ­ცი­ას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მალე გა­აც­ნო­ბენ.

USAID-ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბის სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რე­ბის პარტნი­ო­რო­ბის მე­ნე­ჯე­რი პა­ა­ტა შე­ყე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მე­წარ­მე­ე­ბი ყვე­ლა სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მხარ­და­ჭე­რას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ი­ღე­ბენ.

„ჩვენ ხელს ვუ­წყობთ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, რო­გორც თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ში, ისე სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის კუ­თხი­თაც. ასე­ვე, ვერ­თვე­ბით ბრენ­დი­რე­ბის, შე­ფუთ­ვის და ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბის პრო­ცე­სებ­შიც. ეს არის იდე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბა USAID-ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნესს და­წყე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი­დან, პრო­დუქ­ტის მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მი­ტა­ნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი“, - გან­მარ­ტავს პა­ა­ტა შე­ყე­ლა­ძე.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ,ბიზ­ნე­სი უფრო მას­შტა­ბუ­რი გა­ხა­დონ და თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია ფარ­თოდ წარ­მო­ად­გი­ნონ ასო­ბით სა­სურ­სა­თო ქსე­ლურ მარ­კეტ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
7

დიდი ხანია ასეც უნდა ყოფილიყო სჯობს გვიან ვიდრე არასდროს

Tina-tin
0

იმედია, რომ მართალია ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია და მითად არ დარჩება. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მეპარება ეჭვი, რომ უპრობლემოდ შევიდეთ ქსელებში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად წლებია, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, წამყვანი პოზიცია მაინც იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს.

ადგილობრივი მეწარმეები ძირითად პრობლემებად ასახელებენ იმას, რომ იმპორტირებული პროდუქტი ფასის გამო მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველია და ასევე, გარკვეული სტანდარტების გამო სასურსათო ქსელური მარკეტები მათთვის დღემდე მიუწვდომელია.

რეალურად, ქართულ ნაწარმზე ეკოლოგიურობის, მაღალი ხარისხისა და სანდოობის გამო, მოთხოვნა მართლაც არსებობს, მეწარმეებს მხოლოდ მათი მაღაზიების თაროებზე განთავსება და მომხმარებლისთვის კონკურენტული ფასის შეთავაზება სჭირდებათ.

ასევე, ადგილობრივი მეწარმეების ნაწილისთვის გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესის მართვის კომპონენტიც - სწორი ფასწარმოქმნის პოლიტიკა, ხარისხის კონტროლი და სხვა, რაც მათი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ცნობილი სასურსათო ქსელური მარკეტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და მათ პროდუქციას ისეთ მაღაზიებში დაეთმოს სპეციალურად განკუთვნილი თაროები, როგორებიცაა „სპარი“, „ნიკორა“, „კარფური“, „აგროჰაბი“, „უნივერსამი“, „დეილი“, „ევროპროდუქტი“, „სმარტი“, „მაგნიტი“, „ზღაპარი“, „გუდვილი“, „გალფ სთორი“ და „ვეი მარტი“, „რითეილ ასოციაციამ“ და USAID საქართველომ სპეციალურ პროექტზე დაიწყო მუშაობა.

„რითეილ ასოციაცია“ საქართველოში 12 უმსხვილეს სასურსათო მარკეტს აერთიანებს. ასოციაციასა და USAID საქართველოს შორის დადებული მემორანდუმი კი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, მის ფართოდ გავრცელებას, მისი ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.

რა აქტივობები განხორციელდება მეწარმეებისთვის, რომ მათი პროდუქცია სასურსათო ქსელური მარკეტების თაროებზე მოხვდეს?

„რითეილ ასოციაცია“ ადგილობრივი მეწარმეებისთვის დაიწყებს ტრენინგების კურსს, რომელიც პანდემიდან გამომდინარე, პროგრამა Zoom-ში ჩატარდება, შემდეგ „რითეილ ასოციაციისა“ და USAID საქართველოს „ფეისბუქ“ გვერდებზე გასაჯაროვდება, რათა ყველას ჰქონდეს მასზე წვდომა. ტრენინგებზე მეწარმეები მიიღებენ ინფორმაციას საცალო ვაჭრობის სპეფიციკის, ფასწარმოქმნის, კონკურენციის, ბიზნესის მენეჯმენტისთვის საჭირო დეტალების შესახებ.

გარდა ამისა, „რითეილ ასოციაცია“ და USAID საქართველო ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზეც იზრუნებენ. ამისათვის დაიწყება კამპანია - „ქართულია და კარგია“, რაც მომხმარებლამდე ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიტანას ემსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცნობილ სასურსათო მარკეტებში ქართული წარმოების პროდუქტებისთვის გამოიყოფა ცალკე თაროები, რათა მათი ხილვადობა გაიზარდოს.

როგორც „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე აღნიშნავს, ადგილობრივი მეწარმეები თავად დარწმუნდებიან, რომ სასურსათო ქსელურ მარკეტებში მოსახვედრად რთული ბარიერების გავლა არ მოუწევთ და აქამდე დამკვიდრებული ამგვარი მოსაზრება მითია.

„რითეილ ასოციაციაში“ შემავალი 12-ვე წევრი, ბუნებრივია, ყველა მეწარმესთან ინდივიდუალურად გაივლის კონსულტაციას. ეს იქნება ორ მხარეს შორის კომერციული გარიგება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ შორის დიალოგი შედგეს და შეთანხმებას მიაღწიონ“, - აღნიშნავს მირანდა მანჯგალაძე.

პირველ ეტაპზე, სუპერმარკეტების თაროებზე მოხვდება არამალფუჭებადი პროდუქცია, მოგვიანებით კი ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი გახდება.

ქსელური მარკეტებისთვის პროდუქციის ხარისხის კონტროლი პრიორიტეტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივად კონტროლდებიან, თავად აქვთ შექმნილი შიდა რეგულირების მექანიზმი, რაშიც დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავენ. „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის, მირანდა მანჯგალაძის განმარტებით, მიუხედავად აღნიშნული მექანიზმებისა, ქსელური მარკეტების ხარისხის კონტროლის თანამშრომლები კიდევ ერთხელ გადამზადდებიან.

„სასურსათო ქსელური მარკეტების თანამშრომლები პროექტის ფარგლებში კიდევ ერთხელ მიიღებენ პროდუქტის ხარისხის კონტროლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მომხმარებლის ინტერესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს ის.

პირველ ეტაპზე, პროექტისთვის შეირჩევიან ის ბენეფიციარები, რომლებიც ქსელურ მარკეტებში მოსახვედრად დაწესებულსტანდარტს დააკმაყოფილებენ. „რითეილ ასოციაციისა“ USAID საქართველოს დახმარებით კი თავიანთ პროდუქციას ფართო საზოგადოებას მალე გააცნობენ.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამების საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მენეჯერი პაატა შეყელაძე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში მეწარმეები ყველა საჭირო მიმართულებით მხარდაჭერას ინდივიდუალურად მიიღებენ.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ ბენეფიციარებს, როგორც თავიანთი პროდუქციის წარმოებაში, ისე სტანდარტების დაცვის კუთხითაც. ასევე, ვერთვებით ბრენდირების, შეფუთვის და ბაზარზე განთავსების პროცესებშიც. ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ ეხმარება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამები ადგილობრივ ბიზნესს დაწყებული წარმოების პროცესიდან, პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანით დასრულებული“, - განმარტავს პაატა შეყელაძე.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ექნებათ,ბიზნესი უფრო მასშტაბური გახადონ და თავიანთი პროდუქცია ფართოდ წარმოადგინონ ასობით სასურსათო ქსელურ მარკეტში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ყველაფერი, რასაც BTU აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სთავაზობს

რა უნდა ვიცოდეთ ანდერძის შედგენის ეტაპზე და რა უფლებები აქვთ კანონით მემკვიდრეებს ანდერძის არსებობის პირობებში? – ადვოკატი დავით მუმლაძე ანდერძთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე

საზოგადოებრივ ტრანსპორტში  გადახდა უკვე თიბისის ბარათებით არის  შესაძლებელი