მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა
"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა

1963 წლი­დან მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ბევრ სა­ბავ­შვო სპექ­ტაკლში აქვს ნა­თა­მა­შე­ვი: წი­თელ­ქუ­და, ბუ­რა­ტი­ნო, კარლ­სო­ნი, წი­თელ­კა­ნი­ან­თა ბე­ლა­დი, ზუ­რა­ბი, ქეთო... მათ შო­რის, არა­ერთ მთა­ვარ რო­ლია...

არ არის ად­ვი­ლი, ბავ­შვე­ბის გუ­ლე­ბამ­დე მის­ვლა, ნა­თე­ლა პა­ა­ტაშ­ვი­ლი-გი­ორ­გა­ძემ ეს შეძ­ლო, პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბელს და­ა­ჯე­რა, რომ მის მიერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ნამ­დვი­ლე­ბი არი­ან. სწო­რედ ამი­ტო­მაც იყო, რომ სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ბავ­შვე­ბი თე­ატ­რის გა­მო­სას­ვლელ­თან ელოდ­ნენ ხოლ­მე...

ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლას სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა ბავ­შვო­ბა­ში და­ი­წყო. თუ რო­გორ, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს:

- 10 წლის ვი­ყა­ვი, პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რში რომ დავ­დი­ო­დი. ერთხე­ლაც, იქ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან (ახა­ლი გახ­სნი­ლი იყო და ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი­დან მა­უ­წყებ­ლობ­და) მო­ვიდ­ნენ, გა­და­ცე­მის­თვის ბავ­შვე­ბი გვჭირ­დე­ბაო. ჩვენ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ბი­ჭი­კო (ნო­დარ) ჩხე­ი­ძემ, რო­მელ­თა­ნაც სპექ­ტაკ­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, მე შე­მარ­ჩია (სა­სახ­ლის სხვა­დას­ხვა წრი­დან სულ 12 ბავ­შვი შევგროვ­დით). წაგ­ვიყ­ვა­ნეს ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე არ­სე­ბულ ტე­ლეს­ტუ­დი­ა­ში.

გო­გო­ე­ბიც იყ­ვნენ და ბი­ჭე­ბიც. იქ მი­სუ­ლებს არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია, მხო­ლოდ მწკრივ­ზე დაგ­ვა­ყე­ნეს, შემ­დეგ ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­დიქ­ტო­რი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე შე­მო­ვი­და, გვერ­დით კი­დევ ვი­ღაც კაცი ედგა. ჯუ­ლი­ე­ტამ თითი ჩემ­სკენ გა­მო­იშ­ვი­რა - აი, ეს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, შავ­თვა­ლა გოგო რო­მა­აო. მერე პირ­ვე­ლი რაც მი­თხრა: შენ კაკ­ლის მუ­რა­ბე­ბი გაქვს, თუ თვა­ლე­ბიო? ამა­ზე და­ვი­ძა­ბე, თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე, ვი­ფიქ­რე ე.ი. არ ვარ­გა ჩემი თვა­ლე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ჯუ­ლი­ე­ტამ - ამას მე წა­ვიყ­ვან, და­ნარ­ჩე­ნებს თქვენ მი­ხე­დე­თო. იმათ ვინ და რო­გორ მი­ხე­და, არ ვიცი, მერე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ­ცერ­თი მი­ნა­ხავს.

- რა გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბამ მო­გი­წი­ათ ქალ­ბა­ტონ ჯუ­ლი­ე­ტას­თან?

- რა­ღაც ტექ­სტი მომ­ცა, - გე­ნაც­ვა­ლე, აბა, ეს წა­ი­კი­თხე და თუ შეძ­ლებ მის ზე­პი­რად თქმა­სო? ერთხელ რომ წა­ვი­კი­თხო, თუ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი? აბა, ისე რო­გორ იტყვიო? მოკ­ლედ, დიდი გან­ცდე­ბით წა­ვი­კი­თხე და თით­ქმის ზე­პი­რად ვუ­თხა­რი. გა­ე­ცი­ნა: გოგო, შენ მე­ო­რე ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე ხარო?! წა­კი­თხუ­ლის მარ­ტი­ვად და­მახ­სოვ­რე­ბის ნიჭი აღ­მო­მაჩ­ნდა, მა­ნამ­დე არ ვი­ცო­დი, თუ ეს შე­მეძ­ლო.

მოკ­ლედ, 10 წლის ასაკ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ში მუ­შა­ო­ბა ასე და­ვი­წყე, სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი...

- პა­ტა­რა ბავ­შვს ასე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გი­წევ­დათ ყოფ­ნა... რას გა­იხ­სე­ნებ­დით იმ პე­რი­ო­დი­დან?

- მა­შინ არც ვი­ცო­დი, ვინ ვარ­სკვლა­ვი იყო და ვინ - არა, ვხე­დავ­დი მხო­ლოდ იმას, ჯუ­ლი­ე­ტა რო­გორ გა­ი­ლექ­სე­ბო­და ხოლ­მე, მისი ეს უნა­რი ყო­ველ­თვის მა­ო­ცებ­და... სახ­ლში ტე­ლე­ვი­ზო­რი "რე­კორ­დი" გვქონ­და, როცა იქ გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი, პა­პას უხა­რო­და, პირ­ვე­ლად რომ მნა­ხა, სახ­ლში მო­სულს მი­თხრა - შვი­ლო, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ცო­ცხლად და­გი­ნა­ხეო... ეზო­შიც დიდი სი­ხა­რუ­ლით მხვდე­ბოდ­ნენ.

რო­გორ მინ­დო­და, ჩემი თავი მეც მე­ნა­ხა, მაგ­რამ მა­გის სა­შუ­ა­ლე­ბა ადრე არ იყო... ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი იყო, სა­დაც ორი ოპე­რა­ტო­რი იდგა და გა­და­ცე­მას იღებ­დნენ... რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მე­ბის მერე იყო ასე­თი - "მხი­ა­რუ­ლი სას­ტუმ­რო" გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ას მიჰ­ყავ­და და მას­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სპექ­ტაკ­ლებ­ში ვთა­მა­შობ­დი და სპექ­ტაკ­ლებს თვი­თო­ნაც ვდგამ­დი.

- მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში რო­გორ მოხ­ვდით?

- სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მა­შინ­დე­ლი პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში, ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. იქ სწავ­ლა დე­დამ მირ­ჩია, კარ­გად წერო, მარ­თლაც მიყ­ვარ­და წერა... მე­ო­რე კურ­სზე ჯერ არც ვი­ყა­ვი, რომ ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძემ მი­თხრა, ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე სწავ­ლა არ არის ცუდი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც იქ­ნე­ბი, გა­მო­გად­გე­ბა, მაგ­რამ შენ მსა­ხი­ო­ბი უნდა იყოო (მას ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო).

- ე.ი. ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე ცხოვ­რე­ბა­ში კე­თილ ფე­რი­ად მოგ­ვლე­ნი­ათ...

- კი, მას უდი­დე­სი ად­გი­ლი აქვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში - 65 წლის მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­შირ­დებ­და... ვერ მო­მი­ნე­ლე­ბია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რომ აღარ არის... ჯუ­ლი­ე­ტა მოვ­ლე­ნა იყო, ჯერ მარ­ტო სამი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ... აი­ღებ­და მიკრო­ფონს, გა­ვი­დო­და ხალ­ხში და ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე ლა­პა­რა­კობ­და ისე, ერთ გრა­მა­ტი­კულ შეც­დო­მას არ და­უშ­ვებ­და, ან რო­გორ წერ­და და რო­გო­რი კე­თი­ლი იყო, ბევ­რს ეხ­მა­რე­ბო­და...

ჩემ­თვის დე­დაც იყო, დაც, მე­გო­ბა­რიც და ყვე­ლა­ფე­რი. მან შე­მივ­სო ცხოვ­რე­ბა და ჩემ­თვის რო­გო­რი ახ­ლო­ბე­ლი იყო, ამის გად­მო­ცე­მა სი­ტყვე­ბით ძნე­ლია...

...მოკ­ლედ, შენ მსა­ხი­ო­ბი ხარო, რომ მი­თხრა - გა­მიკ­ვირ­და... მერე მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში და­რე­კა და უთხრა: ერთი კარ­გი გო­გო­ნა უნდა მო­გიყ­ვა­ნოთ, გა­მო­გად­გე­ბა­თო. კი, ბა­ტო­ნოო, - უთხრეს და წა­მიყ­ვა­ნა. თე­ატ­რში სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო მო­იწ­ვი­ეს - ყვე­ლა დიდი მსა­ხი­ო­ბი, თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ვინც იმ დროს თე­ატ­რში იყო, იმ შეკ­რე­ბა­ზე მო­ვი­და. ლექ­სი წა­მა­კი­თხეს, ეტი­უ­დი გა­მა­კე­თე­ბი­ნეს, მამ­ღე­რეს, მა­ცეკ­ვეს - ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა გო­გუ­ცა კუპ­რაშ­ვილ­მა გულ­ში ჩა­მიკ­რა და ჯუ­ლი­ე­ტას უთხრა - ეს რა ბრი­ლი­ან­ტი მოგ­ვიყ­ვა­ნე. არ ვი­ცით, რო­ლებ­ში რო­გო­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ერთი ნახ­ვით ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა, ეს ამ თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბაო. ვუს­მენ­დი და ვფიქ­რობ­დი - რას ლა­პა­რა­კო­ბენ-მეთ­ქი...

- და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე თე­ატ­რში ხართ...

- კი, 1963 წლი­დან... უამ­რა­ვი როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ვი... თა­ვი­დან 17 წლი­სას ერთ წე­ლი­წად­ში 5 მთა­ვა­რი როლი მა­თა­მა­შეს, მაგ­რამ იმას რა­ტომ­ღაც არც თა­მა­შად და არც რო­ლე­ბად არ მი­ვიჩ­ნევ... იმ პირ­ველ წელს მუ­შა­ო­ბამ ცოტა დამ­ძა­ბა და თე­ატ­რი­დან წას­ვლაც და­ვა­პი­რე, მაგ­რამ თე­მურ ჩხე­ი­ძემ გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნა. ამ თე­ატ­რის­თვის ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბი, უნდა დარ­ჩეო.

- ალ­ბათ მსოფ­ლი­ო­ში იშ­ვი­ა­თია მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც 28 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­თელ­ქუ­დას როლს თა­მა­შობ­და...

- არ მიყ­ვარ­და ასე­თი რო­ლე­ბი - პრინ­ცე­სე­ბი, მზე­თუ­ნა­ხა­ვე­ბი, სა­ხა­სი­ა­თო რო­ლე­ბი მი­ზი­დავ­და... წი­თელ­ქუ­და რომ მომ­ცეს, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი გან­წყო­ბე­ბი­სა, ვი­თა­მა­შე და მი­თხრეს - კარ­გი­აო. ალ­ბათ გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი და ამი­ტომ... თუ გულ­წრფე­ლი და უშუ­ა­ლო ხარ ბავ­შვთან, ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხარ. ეს მუ­მუ­შა (შალ­ვა) გა­წე­რე­ლი­ას სპექ­ტაკ­ლი იყო. ამ რე­ჟი­სორ­თან ერ­თად ბევ­რი როლი მაქვს შექ­მნი­ლი...

მერე როცა „წი­თელ­ქუ­და“ აღად­გი­ნეს, ისევ დამ­ტო­ვა. ვთხოვ­დი: უკვე ბე­ბია ვარ, შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და აღარ მინ­და, წი­თელ­ქუ­და ვიყო-მეთ­ქი... სხვას ვერ ვა­თა­მა­შე­ბო... რო­დე­საც პრე­მი­ე­რა­ზე ლიზი, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნეს, სპექ­ტაკლს დარ­ბა­ზი­დან უყუ­რებ­და, მაგ­რამ მგელ­მა რომ "შემ­ჭა­მა", - ბე­ბოო, ბე­ბოო, - ტი­რი­ლი და­ი­წყო...

ამ ეპი­ზოდ­ზე ჯერ ჩემი ბიჭი ყვი­რო­და პა­ტა­რა­ო­ბი­სას და სცე­ნა­ზე ამორ­ბო­და... ამი­ტომ, ვცდი­ლობ­დი, არ წა­მო­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ჩემი ქმა­რი (ტა­რი­ელ გი­ორ­გა­ძე, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი) მა­ინც ატა­რებ­და, სახ­ლში დამ­ტო­ვე­ბე­ლი არ გვყავ­და... მოკ­ლედ, შვი­ლიშ­ვი­ლიც გა­დაბ­ჟირ­და. სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ რომ და­მი­ნა­ხა, სულ ხე­ლებ­ზე მკოც­ნი­და, სა­ხე­ში მი­ყუ­რებ­და - ხომ ცო­ცხა­ლი ხარ? ხომ აღარ წახ­ვალ "წი­თელ­ქუ­და­ში"? იმის მერე გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე - აღარ მჯე­რა, რომ წი­თელ­ქუ­და ვარ და ამ­ხე­ლა ქალ­მა რა­ტომ ვი­თა­მა­შო-მეთ­ქი?..

- თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სხვა რო­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბი­ჭუ­ნე­ბის რო­ლე­ბი გაქვთ ნა­თა­მა­შე­ვი...

- "ბი­ჭუ­ნა და კარლ­სონ­ში" 15-16 წელი ბი­ჭუ­ნას როლი მქონ­და... მერე შე­წყდა სპექ­ტაკ­ლი, რად­გან მუ­მუ­შა გა­წე­რე­ლია თე­ატ­რი­დან წა­ვი­და... რო­დე­საც თა­ვი­დან და­იდ­გა (ქე­თე­ვან ხარ­ში­ლა­ძემ ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით აღად­გი­ნა) უკვე კარლ­სო­ნი ვი­ყა­ვი... მა­შინ ბუმ­ბუ­ლი­ვით ვი­ყა­ვი, სცე­ნა­ზე დავფრი­ნავ­დი... კარლ­სო­ნი მსოფ­ლი­ო­ში ქალს არ უთა­მა­შია, მის როლ­ში სულ კა­ცე­ბი იყ­ვნენ...

ვი­ყა­ვი ბუ­რა­ტი­ნოც "ბუ­რა­ტი­ნო­ში" (ქე­თე­ვან ხარ­ში­ლა­ძის დად­გმა) - მუ­სი­კა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლი იყო, ბევ­რი ცეკ­ვა-სიმ­ღე­რით, ქო­რე­ოგ­რა­ფი იური ზა­რეც­კი გახ­ლდათ. ეს სპექ­ტაკ­ლი მოს­კოვ­შიც ვი­თა­მა­შეთ. მას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და. მო­ი­წო­ნეს და მოს­კო­ვის სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რი­დან სე­რი­ო­ზულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მი­ვი­ღე - რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მი­ფორ­მებ­დნენ. თქვენ­ნა­ი­რი მსა­ხი­ო­ბი გვჭირ­დე­ბაო. დავ­ფიქ­რდე­ბი-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. ეს ამ­ბა­ვი არ გა­მო­ვი­და, რად­გა­ნაც ჩვენ­მა თე­ატრმა მი­თხრა - ბევ­რი როლი გაქვს აქ და ასე უცებ ვინ შე­ვიყ­ვა­ნოთ სპექ­ტაკ­ლებ­ში, შენი წას­ვლა არ გა­მო­ვაო...

ო’ჰენ­რის "წი­თელ­კა­ნი­ან­თა ბე­ლად­ში" ბე­ლა­დი ვი­ყა­ვი, რთუ­ლი სა­თა­მა­შო იყო, მაგ­რამ მიყ­ვარ­და ეს რო­ლიც. სა­ერ­თოდ, ბი­ჭუ­ნე­ბის რო­ლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. როლ­ზე უარი არ მით­ქვამს. იმა­საც ვხდე­ბო­დი, რომ ამ თე­ატ­რის­თვის სა­ჭი­რო ვი­ყა­ვი, რე­ჟი­სო­რე­ბიც შთა­მა­გო­ნებ­დნენ, რომ ამა თუ იმ რო­ლის თა­მაშს შევ­ძლებ­დი... სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი მხვდე­ბოდ­ნენ, სა­ო­ცა­რი იყო მათი ემო­ცი­ე­ბი - უი, კარლ­სო­ნი გოგო ყო­ფი­ლა, ბუ­რა­ტი­ნო ქა­ლია და ხში­რად იყო ასე­თი შე­ძახ­ლე­ბი...

შე­იძ­ლე­ბა ულა­მა­ზე­სი და უნი­ჭი­ე­რე­სი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და თავ­და­უ­ზო­გა­ვო­ბა მა­ხა­სი­ა­თებ­და ყო­ველ­თვის... მახ­სოვს, "ბუ­რა­ტი­ნოს" პრე­მი­ე­რა, 39 გრა­დუ­სი სი­ცხით ვი­თა­მა­შე...

გო­გუ­ცა კუპ­რაშ­ვი­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ვარ... ვაჟა-ფშა­ვე­ლას "სა­თა­გურ­ში" წრუ­წუ­ნას როლი რომ ვი­თა­მა­შე, გო­გუ­ცა სცე­ნა­ზე სა­ჩუქ­რით ამო­ვი­და, სცე­ნა­ზე შემ­ცვლელს ვტო­ვებ და უფ­ლე­ბა მაქვს, წა­ვი­დეო...

- რო­გორც ვიცი, პა­რა­ლე­ლუ­რად თვი­თო­ნაც გქონ­დათ თქვე­ნი სა­ბავ­შვო თე­ატ­რი და არა­ერთ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ობ­დით...

- პროფ­კავ­ში­რე­ბის კულ­ტუ­რის სა­სახ­ლე­ში ჩემი თე­ატ­რი "წი­თელ­ქუ­და" მქონ­და, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, 120 ბავ­შვი მყავ­და. სა­ერ­თოდ, ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა გვყავ­და ყო­ველ­თვის და მი­ხა­რია, რომ ახ­ლაც ასე­თია. პა­ტა­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. სა­ერ­თო­დაც ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფია ყვე­ლა ეტაპ­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბას მგვრი­და...

- ბოლო დროს არა­ერთ სე­რი­ალ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით...

- ფილ­მებ­ში, ასე­ვე ჩვენს ყვე­ლა სე­რი­ალ­ში ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ეს არ არის ჩემი საქ­მე. როცა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ხარ, სა­მუ­შაო თე­ატ­რშია, არ­ტის­ტად იქ ყა­ლიბ­დე­ბი, თუმ­ცა მა­ინც გვი­წევს ხოლ­მე კომ­პრო­მი­სე­ბი...

დ გ
0

თუ პირიქით მგელმა დაიწყო ტირილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა

1963 წლიდან მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია. ბევრ საბავშვო სპექტაკლში აქვს ნათამაშევი: წითელქუდა, ბურატინო, კარლსონი, წითელკანიანთა ბელადი, ზურაბი, ქეთო... მათ შორის, არაერთ მთავარ როლია...

არ არის ადვილი, ბავშვების გულებამდე მისვლა, ნათელა პაატაშვილი-გიორგაძემ ეს შეძლო, პატარა მაყურებელს დააჯერა, რომ მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ნამდვილები არიან. სწორედ ამიტომაც იყო, რომ სპექტაკლის შემდეგ ბავშვები თეატრის გამოსასვლელთან ელოდნენ ხოლმე...

ქალბატონი ნათელას სამსახიობო კარიერა ბავშვობაში დაიწყო. თუ როგორ, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს:

- 10 წლის ვიყავი, პიონერთა სასახლის თოჯინების თეატრში რომ დავდიოდი. ერთხელაც, იქ ტელევიზიიდან (ახალი გახსნილი იყო და ფუნიკულიორიდან მაუწყებლობდა) მოვიდნენ, გადაცემისთვის ბავშვები გვჭირდებაო. ჩვენმა მასწავლებელმა, ბიჭიკო (ნოდარ) ჩხეიძემ, რომელთანაც სპექტაკლებში ვმონაწილეობდით, მე შემარჩია (სასახლის სხვადასხვა წრიდან სულ 12 ბავშვი შევგროვდით). წაგვიყვანეს ფუნიკულიორზე არსებულ ტელესტუდიაში.

გოგოებიც იყვნენ და ბიჭებიც. იქ მისულებს არაფერი გაგვიკეთებია, მხოლოდ მწკრივზე დაგვაყენეს, შემდეგ ცნობილი ჟურნალისტი და ტელედიქტორი ჯულიეტა ვაშაყმაძე შემოვიდა, გვერდით კიდევ ვიღაც კაცი ედგა. ჯულიეტამ თითი ჩემსკენ გამოიშვირა - აი, ეს ყველაზე პატარა, შავთვალა გოგო რომააო. მერე პირველი რაც მითხრა: შენ კაკლის მურაბები გაქვს, თუ თვალებიო? ამაზე დავიძაბე, თვალები დავხუჭე, ვიფიქრე ე.ი. არ ვარგა ჩემი თვალები ტელევიზიისთვის-მეთქი. მოკლედ, ჯულიეტამ - ამას მე წავიყვან, დანარჩენებს თქვენ მიხედეთო. იმათ ვინ და როგორ მიხედა, არ ვიცი, მერე ტელევიზიაში არცერთი მინახავს.

- რა გამოცდის ჩაბარებამ მოგიწიათ ქალბატონ ჯულიეტასთან?

- რაღაც ტექსტი მომცა, - გენაცვალე, აბა, ეს წაიკითხე და თუ შეძლებ მის ზეპირად თქმასო? ერთხელ რომ წავიკითხო, თუ შეიძლება-მეთქი? აბა, ისე როგორ იტყვიო? მოკლედ, დიდი განცდებით წავიკითხე და თითქმის ზეპირად ვუთხარი. გაეცინა: გოგო, შენ მეორე ჯულიეტა ვაშაყმაძე ხარო?! წაკითხულის მარტივად დამახსოვრების ნიჭი აღმომაჩნდა, მანამდე არ ვიცოდი, თუ ეს შემეძლო.

მოკლედ, 10 წლის ასაკში ტელევიზიში მუშაობა ასე დავიწყე, საბავშვო გადაცემებში ვმონაწილეობდი...

- პატარა ბავშვს ასეთი ვარსკვლავების გარემოცვაში გიწევდათ ყოფნა... რას გაიხსენებდით იმ პერიოდიდან?

- მაშინ არც ვიცოდი, ვინ ვარსკვლავი იყო და ვინ - არა, ვხედავდი მხოლოდ იმას, ჯულიეტა როგორ გაილექსებოდა ხოლმე, მისი ეს უნარი ყოველთვის მაოცებდა... სახლში ტელევიზორი "რეკორდი" გვქონდა, როცა იქ გამოვჩნდებოდი, პაპას უხაროდა, პირველად რომ მნახა, სახლში მოსულს მითხრა - შვილო, ტელევიზორში ცოცხლად დაგინახეო... ეზოშიც დიდი სიხარულით მხვდებოდნენ.

როგორ მინდოდა, ჩემი თავი მეც მენახა, მაგრამ მაგის საშუალება ადრე არ იყო... ტელევიზიაში ერთი პატარა ოთახი იყო, სადაც ორი ოპერატორი იდგა და გადაცემას იღებდნენ... რომ წამოვიზარდე, საბავშვო გადაცემების მერე იყო ასეთი - "მხიარული სასტუმრო" გურანდა გაბუნიას მიჰყავდა და მასში ვმონაწილეობდი. სატელევიზიო სპექტაკლებში ვთამაშობდი და სპექტაკლებს თვითონაც ვდგამდი.

- მოზარდმაყურებელთა თეატრში როგორ მოხვდით?

- სკოლა რომ დავამთავრე, მაშინდელი პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიურზე ჩავაბარე. იქ სწავლა დედამ მირჩია, კარგად წერო, მართლაც მიყვარდა წერა... მეორე კურსზე ჯერ არც ვიყავი, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძემ მითხრა, ფილოლოგიურზე სწავლა არ არის ცუდი, ტელევიზიაშიც იქნები, გამოგადგება, მაგრამ შენ მსახიობი უნდა იყოო (მას ახალი დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო).

- ე.ი. ჯულიეტა ვაშაყმაძე ცხოვრებაში კეთილ ფერიად მოგვლენიათ...

- კი, მას უდიდესი ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში - 65 წლის მეგობრობა გვაკავშირდებდა... ვერ მომინელებია მისი გარდაცვალება. ძალიან განვიცდი, რომ აღარ არის... ჯულიეტა მოვლენა იყო, ჯერ მარტო სამი უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანი გახლდათ... აიღებდა მიკროფონს, გავიდოდა ხალხში და ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე ლაპარაკობდა ისე, ერთ გრამატიკულ შეცდომას არ დაუშვებდა, ან როგორ წერდა და როგორი კეთილი იყო, ბევრს ეხმარებოდა...

ჩემთვის დედაც იყო, დაც, მეგობარიც და ყველაფერი. მან შემივსო ცხოვრება და ჩემთვის როგორი ახლობელი იყო, ამის გადმოცემა სიტყვებით ძნელია...

...მოკლედ, შენ მსახიობი ხარო, რომ მითხრა - გამიკვირდა... მერე მოზარდმაყურებელთა თეატრში დარეკა და უთხრა: ერთი კარგი გოგონა უნდა მოგიყვანოთ, გამოგადგებათო. კი, ბატონოო, - უთხრეს და წამიყვანა. თეატრში სამხატვრო საბჭო მოიწვიეს - ყველა დიდი მსახიობი, თეატრის ხელმძღვანელობა, ვინც იმ დროს თეატრში იყო, იმ შეკრებაზე მოვიდა. ლექსი წამაკითხეს, ეტიუდი გამაკეთებინეს, მამღერეს, მაცეკვეს - ყველაფერი გავაკეთე. ცნობილმა მსახიობმა გოგუცა კუპრაშვილმა გულში ჩამიკრა და ჯულიეტას უთხრა - ეს რა ბრილიანტი მოგვიყვანე. არ ვიცით, როლებში როგორი იქნება, მაგრამ ერთი ნახვით ძალიან მოგვეწონა, ეს ამ თეატრის წამყვანი მსახიობი გახდებაო. ვუსმენდი და ვფიქრობდი - რას ლაპარაკობენ-მეთქი...

- და იქიდან მოყოლებული დღემდე თეატრში ხართ...

- კი, 1963 წლიდან... უამრავი როლი მაქვს ნათამაშევი... თავიდან 17 წლისას ერთ წელიწადში 5 მთავარი როლი მათამაშეს, მაგრამ იმას რატომღაც არც თამაშად და არც როლებად არ მივიჩნევ... იმ პირველ წელს მუშაობამ ცოტა დამძაბა და თეატრიდან წასვლაც დავაპირე, მაგრამ თემურ ჩხეიძემ გადამაფიქრებინა. ამ თეატრისთვის ყოველთვის საჭირო იქნები, უნდა დარჩეო.

- ალბათ მსოფლიოში იშვიათია მსახიობი, რომელიც 28 წლის განმავლობაში წითელქუდას როლს თამაშობდა...

- არ მიყვარდა ასეთი როლები - პრინცესები, მზეთუნახავები, სახასიათო როლები მიზიდავდა... წითელქუდა რომ მომცეს, პატარა ვიყავი, მიუხედავად ჩემი განწყობებისა, ვითამაშე და მითხრეს - კარგიაო. ალბათ გულწრფელი ვიყავი და ამიტომ... თუ გულწრფელი და უშუალო ხარ ბავშვთან, ყოველთვის გამარჯვებული ხარ. ეს მუმუშა (შალვა) გაწერელიას სპექტაკლი იყო. ამ რეჟისორთან ერთად ბევრი როლი მაქვს შექმნილი...

მერე როცა „წითელქუდა“ აღადგინეს, ისევ დამტოვა. ვთხოვდი: უკვე ბებია ვარ, შვილიშვილი მყავს და აღარ მინდა, წითელქუდა ვიყო-მეთქი... სხვას ვერ ვათამაშებო... როდესაც პრემიერაზე ლიზი, ჩემი შვილიშვილი მოიყვანეს, სპექტაკლს დარბაზიდან უყურებდა, მაგრამ მგელმა რომ "შემჭამა", - ბებოო, ბებოო, - ტირილი დაიწყო...

ამ ეპიზოდზე ჯერ ჩემი ბიჭი ყვიროდა პატარაობისას და სცენაზე ამორბოდა... ამიტომ, ვცდილობდი, არ წამომეყვანა, მაგრამ ჩემი ქმარი (ტარიელ გიორგაძე, დამსახურებული არტისტი) მაინც ატარებდა, სახლში დამტოვებელი არ გვყავდა... მოკლედ, შვილიშვილიც გადაბჟირდა. სპექტაკლის შემდეგ რომ დამინახა, სულ ხელებზე მკოცნიდა, სახეში მიყურებდა - ხომ ცოცხალი ხარ? ხომ აღარ წახვალ "წითელქუდაში"? იმის მერე განცხადება დავწერე - აღარ მჯერა, რომ წითელქუდა ვარ და ამხელა ქალმა რატომ ვითამაშო-მეთქი?..

- თქვენს შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა როლების პარალელურად, ბიჭუნების როლები გაქვთ ნათამაშევი...

- "ბიჭუნა და კარლსონში" 15-16 წელი ბიჭუნას როლი მქონდა... მერე შეწყდა სპექტაკლი, რადგან მუმუშა გაწერელია თეატრიდან წავიდა... როდესაც თავიდან დაიდგა (ქეთევან ხარშილაძემ ახალი შემადგენლობით აღადგინა) უკვე კარლსონი ვიყავი... მაშინ ბუმბულივით ვიყავი, სცენაზე დავფრინავდი... კარლსონი მსოფლიოში ქალს არ უთამაშია, მის როლში სულ კაცები იყვნენ...

ვიყავი ბურატინოც "ბურატინოში" (ქეთევან ხარშილაძის დადგმა) - მუსიკალური სპექტაკლი იყო, ბევრი ცეკვა-სიმღერით, ქორეოგრაფი იური ზარეცკი გახლდათ. ეს სპექტაკლი მოსკოვშიც ვითამაშეთ. მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოიწონეს და მოსკოვის საბავშვო მუსიკალური თეატრიდან სერიოზულ შემოთავაზებაც მივიღე - რამდენიმეწლიან ხელშეკრულებას მიფორმებდნენ. თქვენნაირი მსახიობი გვჭირდებაო. დავფიქრდები-მეთქი, - ვუთხარი. ეს ამბავი არ გამოვიდა, რადგანაც ჩვენმა თეატრმა მითხრა - ბევრი როლი გაქვს აქ და ასე უცებ ვინ შევიყვანოთ სპექტაკლებში, შენი წასვლა არ გამოვაო...

ო’ჰენრის "წითელკანიანთა ბელადში" ბელადი ვიყავი, რთული სათამაშო იყო, მაგრამ მიყვარდა ეს როლიც. საერთოდ, ბიჭუნების როლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. როლზე უარი არ მითქვამს. იმასაც ვხდებოდი, რომ ამ თეატრისთვის საჭირო ვიყავი, რეჟისორებიც შთამაგონებდნენ, რომ ამა თუ იმ როლის თამაშს შევძლებდი... სპექტაკლის შემდეგ, როდესაც ბავშვები მხვდებოდნენ, საოცარი იყო მათი ემოციები - უი, კარლსონი გოგო ყოფილა, ბურატინო ქალია და ხშირად იყო ასეთი შეძახლები...

შეიძლება ულამაზესი და უნიჭიერესი არ ვიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ შრომისმოყვარეობა და თავდაუზოგავობა მახასიათებდა ყოველთვის... მახსოვს, "ბურატინოს" პრემიერა, 39 გრადუსი სიცხით ვითამაშე...

გოგუცა კუპრაშვილის პრემიის ლაურეატი ვარ... ვაჟა-ფშაველას "სათაგურში" წრუწუნას როლი რომ ვითამაშე, გოგუცა სცენაზე საჩუქრით ამოვიდა, სცენაზე შემცვლელს ვტოვებ და უფლება მაქვს, წავიდეო...

- როგორც ვიცი, პარალელურად თვითონაც გქონდათ თქვენი საბავშვო თეატრი და არაერთ მოსწავლესთან მუშაობდით...

- პროფკავშირების კულტურის სასახლეში ჩემი თეატრი "წითელქუდა" მქონდა, სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი, 120 ბავშვი მყავდა. საერთოდ, ნიჭიერი თაობა გვყავდა ყოველთვის და მიხარია, რომ ახლაც ასეთია. პატარებისთვის მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებაა. საერთოდაც ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია ყველა ეტაპზე სიამოვნებას მგვრიდა...

- ბოლო დროს არაერთ სერიალშიც მონაწილეობდით...

- ფილმებში, ასევე ჩვენს ყველა სერიალში ვარ გადაღებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. როცა თეატრის მსახიობი ხარ, სამუშაო თეატრშია, არტისტად იქ ყალიბდები, თუმცა მაინც გვიწევს ხოლმე კომპრომისები...

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მსახიობის ძმის კომენტარი

ლეგანდარული მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან