მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამხრეთ კავკასიაში, რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, სად არის დასავლეთი?“ - რა პასუხს გასცემს ამ კითხვას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია?
"სამხრეთ კავკასიაში, რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, სად არის დასავლეთი?“ - რა პასუხს გასცემს ამ კითხვას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია?

"ამე­რი­კა დაბ­რუნ­და, დიპ­ლო­მა­ტია დაბ­რუნ­და ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრში“, - ეს აშშ-ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის სი­ტყვე­ბია, რო­მე­ლიც მან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რი­სას წარ­მოთ­ქვა. მი­სი­ვე თქმით, "დამ­თავ­რდა დრო, რო­დე­საც ამე­რი­კა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და რუ­სულ აგ­რე­სი­ას".

ამე­რი­კის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ფი­ცის და­დე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გა საქ­მი­ა­ნო­ბას - მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი­ვე დღეს 17 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მისი პო­ლი­ტი­კის პირ­ვე­ლი კონ­ტუ­რე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­პი­რე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ახლა კი­დევ უფრო ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა. ად­რე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მისი მიდ­გო­მე­ბი რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის მი­მართ საკ­მა­ოდ მკა­ფიო და მტკი­ცე იქ­ნე­ბა. სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კუ­თხით რაზე შე­იძ­ლე­ბა დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა დე­მოკ­რა­ტი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პირ­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ზე? -ამა­ზე Ambebi.ge-ს ანა­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჯე­ო­ქე­ი­სის“ თავ­მჯდო­მა­რე, ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი ესა­უბ­რე­ბა.

- ფი­ცის და­დე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჯო ბა­ი­დე­ნის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი მისი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­პი­რე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ და­პი­რე­ბებს შო­რის უმ­თავ­რე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან სა­ხით შე­მობ­რუ­ნე­ბა იყო - ჩვენ ეს მთელ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ვი­ხი­ლეთ. ეს იყო პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კლი­მა­ტის სა­კი­თხებ­ზე, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ირან­თან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის კონ­ტროლ­ზე შე­თან­ხმე­ბის ხე­ლახ­ლა ამოქ­მე­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და სხვა.

ქარ­თუ­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ინ­ტე­რე­სოა ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა. თუ ამ აქ­ტი­ვო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, აქ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­სარ­ჩე­ვია პრე­ზი­დენტ ბა­ი­დენ­სა და პრე­ზი­დენტ პუ­ტინს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თგვა­რად დაბ­ნე­უ­ლო­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა გა­ა­ჩი­ნა, ვი­ნა­ი­დან სა­უბ­რის პრო­ცეს­ში, პირ­და­პირ და უშუ­ა­ლოდ არ იყო ნახ­სე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო. იმავდრო­უ­ლად, მარ­თა­ლია, გა­კეთ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა ბა­ი­დე­ნის მხრი­დან, რომ აშშ-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ბი­ან. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ამ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ალ­ბათ, გარ­კვე­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა ერთი ან რამ­დე­ნი­მე ზა­რით ყო­ველ­თვის როდი კეთ­დე­ბა და თუნ­დაც, ამ ერთი, რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­და­ნაც რა­ი­მე შორ­სმი­მა­ვა­ლი დას­კვნა არ უნდა გა­ვა­კე­თოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, რომ სულ ახ­ლა­ხანს ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით სხვა ასე­ვე მა­ღა­ლი რან­გის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის მოწ­მე­ნი, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს შო­რის გა­ი­მარ­თა, სა­დაც ამე­რი­კუ­ლი მხრი­დან უკვე ქარ­თუ­ლი თემა პირ­და­პირ იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი. აქაც ერთი დათ­ქმა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის რუ­სულ და ამე­რი­კულ ვერ­სი­ებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბე­ბია.

ერთ-ერ­თია ის, რომ რუ­სულ ვერ­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ არაა, თუმ­ცა ჩვენ ასეთ გან­სხვა­ვე­ბებს და რო­გორც იტყვი­ან, ამა თუ იმ სა­უბ­რის გად­მო­ცე­მის რუ­სულ ფორ­მუ­ლას უკვე მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ. ამ­დე­ნად, ვეყ­რდნო­ბით რა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, მათ გა­სა­გო­ნად, ვი­საც ბა­ი­დე­ნი­სა და პუ­ტი­ნის შო­რის სა­უბ­რის შე­დე­გად გარ­კვე­უ­ლი უკ­მა­რი­სო­ბის გან­ცდა დარ­ჩა, ამ წუ­თი­სათ­ვის ამ­გვა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი "აღ­მო­ფხვრი­ლია“. მი­სა­სალ­მე­ბე­ლი და იმე­დის­მომ­ცე­მია, რომ ამ სა­უბ­რი­სას ნახ­სე­ნებ 4-5 უმ­თავ­რეს სა­სა­უბ­რო თე­მას შო­რის, - ბირ­თვულ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე კონ­ტრო­ლით და­წყე­ბუ­ლი და სხვა სა­კი­თხე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ამ ბლინ­კე­ნის მხრი­დან მტკი­ცე შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო. ეს კი, რა თქმა უნდა, მთლი­ა­ნო­ბა­ში უკვე ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მის კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლია.

- რო­გორც ჩანს, ბა­ი­დე­ნი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი და მკაც­რი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ - მა­გა­ლი­თად, ეს ნა­ვალ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­წო­დე­ბა­ში ჩანს. ამის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით?

- ამ­ჟა­მინ­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ამე­რი­კულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებს სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მო­ვიდ­გენ­დი. პირ­ვე­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და რო­გორც ახ­სე­ნეთ, ნა­ვალ­ნის თემა, რო­გორც ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი. ვფიქ­რობ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით მეტი გა­ბე­დუ­ლო­ბი­თა და სიმ­ტკი­ცით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, არ მო­ე­რი­დე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბას.

ამე­რი­კულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა მთელ რიგ მრა­ვალ­მხრივ და ორ­მხრივ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბა, იქ­ნე­ბა ეს გა­რე­მოს დაც­ვა, ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა თუ ბირ­თვუ­ლი ია­რაღ­ზე მეტი კონ­ტრო­ლის გა­რან­ტი­ე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­მაჩ­ნია, რომ მხა­რე­თა შო­რის საკ­მა­რი­სი ხა­რის­ხით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უნდა ვე­ლო­დოთ, რად­გან არის სა­კი­თხე­ბი, სა­დაც მათ უბ­რა­ლოდ, ინ­ტე­რეს­თა ბუ­ნებ­რი­ვო­ბა და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თან­ხვედ­რა აკავ­ში­რებთ. ამ­დე­ნად, ამ მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­კი­თხთა მი­მართ ნაკ­ლე­ბი კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი ხა­ზის მო­ლო­დინ­ში უნდა ვი­ყოთ.

მე­სა­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას კი სწო­რედ რომ ქარ­თულ თე­მა­ტი­კას და­ვუ­კავ­ში­რებ­დი. ზუს­ტად აქ მინ­და, რომ მკი­თხველს ზო­მი­ე­რი ოპ­ტი­მიზ­მის­კენ მო­ვუ­წო­დო. ჯერ ოპ­ტი­მიზ­მით და­ვი­წყოთ, ვი­ნა­ი­დან აშშ-სთან სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი აკავ­ში­რებს. მა­გა­ლი­თის­თვის, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ის და­სა­ხე­ლე­ბაც იკ­მა­რებს და ამ ქარ­ტი­ა­ზე და­შე­ნე­ბუ­ლი არა­ერ­თი სხვა აქტი, იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის, უსაფრ­თხო­ე­ბის, ეკო­ნო­მი­კის დარ­გსა თუ კულ­ტუ­რის სფე­რო­ე­ში მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ჩათ­ვლით. ამ­დე­ნად, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რთუ­ლია, ობი­ექ­ტუ­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი ქარ­თულ-ამე­რი­კულ პარტნი­ო­რო­ბა­ში გან­ვლი­ლი გზის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­დეს. ამას­თა­ნა­ვე, ოპ­ტი­მიზ­მთან ერ­თად ზო­მი­ე­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას მსურს სა­გან­გე­ბოდ გან­ვმარ­ტო. საქ­მე ისაა, რომ მე პი­რა­დად მექ­მნე­ბა ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა, რომ აშშ-ს პო­ლი­ტი­კა ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის მი­მართ ამ­ჟა­მად საკ­მა­რი­სად მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი არ არის და ამ სა­კი­თხში სი­ცხა­დის თვალ­საზ­რი­სით დე­ფი­ცი­ტია.

- დიახ, სწო­რედ რუ­სეთ­თან აშშ-ის პო­ლი­ტი­კის თუნ­დაც ნა­წი­ლობ­რივ გამ­კაც­რე­ბის ფონ­ზე, რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან თა­ვად ჩვენს რე­გი­ონ­ში?

- ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვსა­უბ­რობთ შავი ზღვის რე­გი­ო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ამა­ზე ბევ­რი იწე­რე­ბა და ბევ­რი ით­ქვა. მაგ­რამ თუ თა­ვად აშშ-ის სტრა­ტე­გი­ულ დო­კუ­მენ­ტებს ვნა­ხავთ, რომ­ლე­ბიც სა­გა­რეო პო­ი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, ვფიქ­რობ, ჩვენს გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა დაგ­ვრჩე­ბა. ისე­ვე, რო­გორც ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ბოლო სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც ალი­ან­სის რე­ფორ­მი­რე­ბის სა­კი­თხებს და მის გან­ვი­თა­რე­ბას მი­ე­ძღვნა 2020-2030 წლის ჩათ­ვლით, ვთვლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და შავ ზღვის თე­მა­ტი­კა არა­საკ­მა­რი­სად მო­ცუ­ლო­ბი­თა და სიღ­რმით იქნა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. არ ვამ­ბობ, რომ დო­კუ­მენ­ტებ­ში ჩა­ნა­წე­რე­ბი მხო­ლოდ სა­კი­თხებ­ზე აღ­ნიშ­ვნის გამო კეთ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, დრო­ის კარ­ნა­ხია, რომ შავი ზღვის რე­გი­ო­ნა­ლურ­მა პრობ­ლე­მა­ტი­კამ მეტი სიღ­რმი­სე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და აქე­დან მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ტყვი­სი პრაქ­ტი­კულ ნა­ბი­ჯე­ბი გა­ნა­პი­რო­ბოს. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ამე­რი­კუ­ლი მხრი­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ჭი­რო აქ­ცენ­ტე­ბის მეტი ადეკ­ვა­ტუ­რო­ბით გა­მოკ­ვე­თა, გან­სა­კუთ­რე­ბით, რე­გი­ონ­ში სხვა სა­ხელ­მწი­ფო­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ფონ­ზე. ამ ას­პექ­ტის ხსე­ნე­ბი­სას, არ გვიკ­ვირს ტრა­დი­ცი­უ­ლად რუ­სუ­ლი ფაქ­ტო­რი. მაგ­რამ ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნია გა­ცი­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი თურ­ქე­თი და ირა­ნის მხრი­დან რე­გი­ო­ნი­სად­მი ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი. სწო­რედ ასე­თი რუ­სულ-თურ­ქულ-ირა­ნუ­ლი სამ­კუ­თხე­დის ფონ­ზე, გა­ვი­მე­ო­რებ კი­თხვას: "სად არის და­სავ­ლე­თი?“. ცხა­დია, რომ და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ზე სა­უბ­რი­სას მის უპირ­ვე­ლეს და ძი­რი­თად ფი­გუ­რანტს - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მო­ვი­აზ­რებთ. ჩემი აზ­რია, რომ ამ შე­კი­თხვას ჯერ­ჯე­რო­ბით დრო­ი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად საკ­მა­რი­სი პა­სუ­ხი არ გა­ე­ცა. ვი­მე­ო­რებ, ეს მხო­ლოდ ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია.

ხოლო თუ კონ­კრე­ტი­კა­ზე გა­და­ვალთ, მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ვთვლი, რე­გი­ო­ნი­სად­მი აშშ-ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს ან ცალ­კე კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის სა­ხით, ან უკვე არ­სე­ბულ დოქ­ტრი­ნა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში, - იქ­ნე­ბა ეს აშშ-ს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა თუ ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის კონ­ცეფ­ცია - ჩვენს რე­გი­ონ­ზე ჩა­ნა­წე­რე­ბის გან­ვრცო­ბა­ში; ისე­ვე, რო­გორც და­მა­ტე­ბით ნა­ბი­ჯად შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­აზ­როთ ფიქ­რი შავი ზღვის არე­ალ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი მრა­ვალ­მხრი­ვი სა­თა­ნამ­შრომ­ლო პლატ­ფორ­მის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე, სა­დაც აშშ-სთან - რო­გორც რე­გი­ონ­ში მკა­ფიო ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო და შავი ზღვის პი­რე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბი მი­ი­ღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აქ გა­სა­გე­ბია, რომ სა­უ­ბა­რია ისეთ ქვეყ­ნებ­ზე, რო­მელ­თა სა­გა­რეო ვექ­ტო­რი და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი და რაც ერ­თი­ან და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ ერ­თო­ბას ქმნის. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ი­ხა­ტოს სა­გან­გე­ბო დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რის გზით, რა­საც, მა­გა­ლი­თად, შავი ზღვის დეკ­ლა­რა­ცია ეწო­დე­ბა, და რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო პრინ­ცი­პე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ფორ­მა­ტი გახ­დე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რამ­დე­ნი­მე მე­ტად კონ­კრე­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბა - ისე­ვე რო­გორც სხვა შე­საძ­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბი - მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ერ­თგვა­რად იმ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვა­კუ­უმს შე­ავ­სებ­და, რაც რე­გი­ონ­ში და­სავ­ლუ­რი ინ­ტე­რე­სის არა­საკ­მა­რი­სი პრო­ტექ­ცი­რე­ბის გამო შე­იქ­მნა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნეთს - რა იქ­ნე­ბა ის მთა­ვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, რაც ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ი­წი­ოს ამ­ჯე­რად?

- ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­სა და დე­მოკ­რა­ტებს შო­რის და შე­სა­ბა­მი­სად, ტრამპსა და ბა­ი­დენს შო­რის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­და­ვო არას­დროს გამ­ხდა­რა, ჩი­ნე­თი და ჩი­ნუ­რი ფაქ­ტო­რის შე­ფა­სე­ბა იყო. ეს ორი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ნა­კის ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თილ "გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ“ თე­მა­დაც კი იქცა. ის­მის მო­წო­დე­ბე­ბი ჩი­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამ­კაც­რე­ბი­სა, ლა­მის, ცივ ომ­ზეა სა­უ­ბა­რი აშშ-სა და ჩი­ნეთს შო­რის. ამ დროს, ახა­ლი "ცივი ომის“ პროგ­ნო­ზი­რე­ბი­სას ჩვენ მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს რამ­დე­ნი­მე არ­სე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბა: პირ­ვე­ლი, ორი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა ძა­ლი­ან ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლია; მე­ო­რეა, რომ თა­ვად ჩი­ნე­თის ინ­ტეგ­რა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრუქ­ტუ­რებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია; და მე­სა­მე გა­რე­მო­ე­ბაა, რომ ამე­რი­კულ-ჩი­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ვერ გა­მოდ­გე­ბა აშშ-სა და საბ­ჭო­თა კავ­შირს შო­რის ცივი ომის ანა­ლო­გად, ვი­ნა­ი­დან აშშ-სა და ჩი­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბა არ გა­მო­ირ­ჩე­ვა იმ იდე­ო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რით, რაც სსრკ-ს პე­რი­ოდს ახა­სი­ა­თებ­და. ვფიქ­რობ, რომ იმა­თი მო­ლო­დი­ნიც, ვინც ის­ტო­რი­ის ამ ეტაპ­ზე ორ გლო­ბა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის "კლა­სი­კუ­რი“ ცივი ომის გა­მე­ო­რე­ბას ელის, დროა, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გახ­დეს. საქ­მე ისაა, რომ აშშ-სა და ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი, ურ­თი­ერ­თგა­და­ჯაჭ­ვა და ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, - გნე­ბავთ, ეკო­ნო­მი­კა­სა თუ მთე­ლი რიგი სხვა გლო­ბა­ლუ­რი საკ­თხე­ბის ირ­გვლივ - იმ­დე­ნად დი­დია, რომ საღი მიდ­გო­მა და პრაგ­მა­ტიმ­ზი პრაქ­ტი­კუ­ლად გარ­და­უ­ვალს ხდის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­ზით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­საც. ამ­დე­ნად, კონ­ფლიქ­ტის "ცხელ ფა­ზა­ზეც“ ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უსა­ფუძ­ვლოა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, არც ჩი­ნე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა გლო­ბა­ლუ­რი არე­ნის ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი "და­პყრო­ბით“. რა თქმა უნდა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გლო­ბა­ლურ არე­ნა­ზე ჩი­ნე­თი მეტ წო­ნას შე­ი­ძენს და ამის­კენ უკვე დგამს ნა­ბი­ჯებს. მაგ­რამ, ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის ეს ნა­ბი­ჯე­ბი უფრო ე.წ. "რბი­ლი ძა­ლის“ ხა­სი­ა­თი­საა, ხოლო ამ მო­მენ­ტის­თვის პე­კი­ნის მხრი­დან შე­და­რე­ბით მეტი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა მის უშუ­ა­ლო გე­ოგ­რა­ფი­ა­ში სა­ვაჭ­რო-სა­ზღვაო გზებ­ზე კონ­ტრო­ლის გან­მტკი­ცე­ბა­სა და სა­მე­ზობ­ლო­ში აშშ-ს ინ­ტე­რე­სის შე­ვიწ­რო­ვე­ბი­სა­კენ მცდე­ლო­ბა­ში ვლინ­დე­ბა. ალ­ბათ, ამე­რი­კულ-ჩი­ნუ­რი შე­საძ­ლო კონფრონ­ტა­ცი­ის ძი­რი­თად ას­პა­რე­ზად უმ­თავ­რე­სად სამ­ხრეთ ჩი­ნე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ჩი­ნე­თის ზღვე­ბის სივ­რცე იქ­ცე­ვა და არა - გლო­ბა­ლუ­რი ას­პა­რე­ზი. მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ჩი­ნე­თი კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს მიმ­დე­ბა­რე ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­კუ­თა­რი "მონ­როს დოქ­ტრი­ნის“ დამ­კვიდ­რე­ბას, ხოლო ამის სა­პა­სუ­ხოდ აშშ ეც­დე­ბა, რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი მო­კავ­ში­რე­ე­ბი არ მი­ა­ტო­ვოს და შე­უ­ზღუ­და­ვი ნა­ოს­ნო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
30

ჯო ბაიდენმა უკვე მკაცრად გააფრთხილა რუსეთი. შემდეგი ეტაპი აუცილებლად შეშფოთება იქნება.

soso
8

dasavleti, vinc evropashi binebi ikida,ikaa gasuli. sss.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სამხრეთ კავკასიაში, რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, სად არის დასავლეთი?“ - რა პასუხს გასცემს ამ კითხვას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია?

"სამხრეთ კავკასიაში, რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, სად არის დასავლეთი?“ - რა პასუხს გასცემს ამ კითხვას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია?

"ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში“, - ეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებია, რომელიც მან საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას წარმოთქვა. მისივე თქმით, "დამთავრდა დრო, როდესაც ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას".

ამერიკის ახალი პრეზიდენტი ფიცის დადებიდან პირველივე დღეებში გამორჩეულად აქტიურად შეუდგა საქმიანობას - მაგალითად, პირველივე დღეს 17 ბრძანებულებას მოაწერა ხელი. შეიძლება ითქვას, რომ მისი პოლიტიკის პირველი კონტურები, საარჩევნო კამპანიის დაპირებებზე დაყრდნობით, ახლა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება. ადრეული განცხადებებიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მისი მიდგომები რუსეთისა და ჩინეთის მიმართ საკმაოდ მკაფიო და მტკიცე იქნება. საგარეო პოლიტიკის კუთხით რაზე შეიძლება დასკვნების გამოტანა დემოკრატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოქმედებებიდან და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? -ამაზე Ambebi.ge-ს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ესაუბრება.

- ფიცის დადებიდან მოყოლებული, ჯო ბაიდენის პირველი დღეები მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებების რეალიზებით გამოირჩევა. ამ დაპირებებს შორის უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორებთან სახით შემობრუნება იყო - ჩვენ ეს მთელ რიგ შემთხვევებში ვიხილეთ. ეს იყო პარიზის შეთანხმებასთან დაკავშირებით კლიმატის საკითხებზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ირანთან ბირთვული იარაღის კონტროლზე შეთანხმების ხელახლა ამოქმედებას უკავშირდება და სხვა.

ქართული გადმოსახედიდან უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა ქართულ-ამერიკული პარტნიორობა. თუ ამ აქტივობაზე ვსაუბრობთ, აქ აუცილებლად გამოსარჩევია პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, რომელმაც საქართველოში ერთგვარად დაბნეულობა და უკმაყოფილების გრძნობა გააჩინა, ვინაიდან საუბრის პროცესში, პირდაპირ და უშუალოდ არ იყო ნახსენები საქართველო. იმავდროულად, მართალია, გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება ბაიდენის მხრიდან, რომ აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეები და პარტნიორები ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ უკმაყოფილებას ალბათ, გარკვეული საფუძველი ჰქონდა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკა ერთი ან რამდენიმე ზარით ყოველთვის როდი კეთდება და თუნდაც, ამ ერთი, რაოდენ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბრიდანაც რაიმე შორსმიმავალი დასკვნა არ უნდა გავაკეთოთ. განსაკუთრებით, რომ სულ ახლახანს ჩვენ აღმოვჩნდით სხვა ასევე მაღალი რანგის სატელეფონო საუბრის მოწმენი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გაიმართა, სადაც ამერიკული მხრიდან უკვე ქართული თემა პირდაპირ იქნა აღნიშნული. აქაც ერთი დათქმა უნდა გავაკეთოთ, რომ სატელეფონო საუბრის რუსულ და ამერიკულ ვერსიებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.

ერთ-ერთია ის, რომ რუსულ ვერსიაში საქართველოზე საუბარი საერთოდ არაა, თუმცა ჩვენ ასეთ განსხვავებებს და როგორც იტყვიან, ამა თუ იმ საუბრის გადმოცემის რუსულ ფორმულას უკვე მიჩვეულები ვართ. ამდენად, ვეყრდნობით რა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მათ გასაგონად, ვისაც ბაიდენისა და პუტინის შორის საუბრის შედეგად გარკვეული უკმარისობის განცდა დარჩა, ამ წუთისათვის ამგვარი უკმაყოფილების მიზეზი "აღმოფხვრილია“. მისასალმებელი და იმედისმომცემია, რომ ამ საუბრისას ნახსენებ 4-5 უმთავრეს სასაუბრო თემას შორის, - ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლით დაწყებული და სხვა საკითხებით გაგრძელებული - საქართველოს მიმართ რუსულმა სამხედრო აგრესიამ ბლინკენის მხრიდან მტკიცე შეფასება მიიღო. ეს კი, რა თქმა უნდა, მთლიანობაში უკვე ფრთხილი ოპტიმიზმის კარგი საფუძველია.

- როგორც ჩანს, ბაიდენი უფრო ინტენსიური და მკაცრი პოლიტიკის განხორციელებას აპირებს რუსეთის წინააღმდეგ - მაგალითად, ეს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოწოდებაში ჩანს. ამის შესახებ რას გვეტყვით?

- ამჟამინდელი გადმოსახედიდან ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს სამი მიმართულებით წარმოვიდგენდი. პირველია ადამიანის უფლებები და როგორც ახსენეთ, ნავალნის თემა, როგორც ამის ერთ-ერთი მაგალითი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით მეტი გაბედულობითა და სიმტკიცით იქნება გამორჩეული, არ მოერიდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რუსეთში შექმნილ ვითარებაზე მწვავე კომენტარების გაკეთებას.

ამერიკულ-რუსული ურთიერთობების მეორე მიმართულება მთელ რიგ მრავალმხრივ და ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს შეეხება, იქნება ეს გარემოს დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა თუ ბირთვული იარაღზე მეტი კონტროლის გარანტიები. ამ მიმართულებით, მიმაჩნია, რომ მხარეთა შორის საკმარისი ხარისხით თანამშრომლობას უნდა ველოდოთ, რადგან არის საკითხები, სადაც მათ უბრალოდ, ინტერესთა ბუნებრივობა და რაციონალური თანხვედრა აკავშირებთ. ამდენად, ამ მეორე მიმართულების საკითხთა მიმართ ნაკლები კონფრონტაციული ხაზის მოლოდინში უნდა ვიყოთ.

მესამე მიმართულებას კი სწორედ რომ ქართულ თემატიკას დავუკავშირებდი. ზუსტად აქ მინდა, რომ მკითხველს ზომიერი ოპტიმიზმისკენ მოვუწოდო. ჯერ ოპტიმიზმით დავიწყოთ, ვინაიდან აშშ-სთან საქართველოს ძალიან მაღალი რანგის თანამშრომლობის დოკუმენტები აკავშირებს. მაგალითისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დასახელებაც იკმარებს და ამ ქარტიაზე დაშენებული არაერთი სხვა აქტი, იქნება ეს პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ეკონომიკის დარგსა თუ კულტურის სფეროეში მეტად საინტერესო თანამშრომლობის ჩათვლით. ამდენად, დღევანდელი გადმოსახედიდან რთულია, ობიექტური შემფასებელი ქართულ-ამერიკულ პარტნიორობაში განვლილი გზის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდეს. ამასთანავე, ოპტიმიზმთან ერთად ზომიერებაზე საუბრისას მსურს საგანგებოდ განვმარტო. საქმე ისაა, რომ მე პირადად მექმნება ისეთი წარმოდგენა, რომ აშშ-ს პოლიტიკა ჩვენი რეგიონის მიმართ ამჟამად საკმარისად მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის და ამ საკითხში სიცხადის თვალსაზრისით დეფიციტია.

- დიახ, სწორედ რუსეთთან აშშ-ის პოლიტიკის თუნდაც ნაწილობრივ გამკაცრების ფონზე, რას შეიძლება ველოდოთ ბაიდენის ადმინისტრაციისგან თავად ჩვენს რეგიონში?

- ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, ამაზე ბევრი იწერება და ბევრი ითქვა. მაგრამ თუ თავად აშშ-ის სტრატეგიულ დოკუმენტებს ვნახავთ, რომლებიც საგარეო პოიტიკის პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას, ვფიქრობ, ჩვენს გეოგრაფიულ არეალთან დაკავშირებით გარკვეული უკმარისობა დაგვრჩება. ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო სამიტზე, რომელიც ალიანსის რეფორმირების საკითხებს და მის განვითარებას მიეძღვნა 2020-2030 წლის ჩათვლით, ვთვლი, რომ საქართველოსა და შავ ზღვის თემატიკა არასაკმარისად მოცულობითა და სიღრმით იქნა განვითარებული. არ ვამბობ, რომ დოკუმენტებში ჩანაწერები მხოლოდ საკითხებზე აღნიშვნის გამო კეთდება, უბრალოდ, დროის კარნახია, რომ შავი ზღვის რეგიონალურმა პრობლემატიკამ მეტი სიღრმისეული დამოკიდებულება და აქედან მომდინარე, შესატყვისი პრაქტიკულ ნაბიჯები განაპირობოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკული მხრიდან აუცილებელია საჭირო აქცენტების მეტი ადეკვატურობით გამოკვეთა, განსაკუთრებით, რეგიონში სხვა სახელმწიფოთა გააქტიურების ფონზე. ამ ასპექტის ხსენებისას, არ გვიკვირს ტრადიციულად რუსული ფაქტორი. მაგრამ ასევე აღსანიშნია გაცილებით აქტიური თურქეთი და ირანის მხრიდან რეგიონისადმი ბუნებრივი ინტერესი. სწორედ ასეთი რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, გავიმეორებ კითხვას: "სად არის დასავლეთი?“. ცხადია, რომ დასავლურ სამყაროზე საუბრისას მის უპირველეს და ძირითად ფიგურანტს - ამერიკის შეერთებულ შტატებს მოვიაზრებთ. ჩემი აზრია, რომ ამ შეკითხვას ჯერჯერობით დროისა და გამოწვევების შესაბამისად საკმარისი პასუხი არ გაეცა. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.

ხოლო თუ კონკრეტიკაზე გადავალთ, მაგალითისათვის, მიზანშეწონილად ვთვლი, რეგიონისადმი აშშ-ის დამოკიდებულება გამოიკვეთოს ან ცალკე კონცეპტუალური დოკუმენტის სახით, ან უკვე არსებულ დოქტრინალურ დოკუმენტებში, - იქნება ეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა თუ ეროვნული თავდაცვის კონცეფცია - ჩვენს რეგიონზე ჩანაწერების განვრცობაში; ისევე, როგორც დამატებით ნაბიჯად შეიძლება მოვიაზროთ ფიქრი შავი ზღვის არეალში განსაზღვრული მრავალმხრივი სათანამშრომლო პლატფორმის შექმნის თაობაზე, სადაც აშშ-სთან - როგორც რეგიონში მკაფიო ინტერესების მქონე სახელმწიფოსთან ერთად, საქართველო და შავი ზღვის პირეთის სხვა ქვეყნები მიიღებდნენ მონაწილეობას. აქ გასაგებია, რომ საუბარია ისეთ ქვეყნებზე, რომელთა საგარეო ვექტორი დასავლეთთან ინტეგრაციისკენაა მიმართული და რაც ერთიან დასავლურ პოლიტიკურ ერთობას ქმნის. ეს ინიციატივა შეიძლება, გამოიხატოს საგანგებო დოკუმენტის ხელმოწერის გზით, რასაც, მაგალითად, შავი ზღვის დეკლარაცია ეწოდება, და რომელიც რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და სავაჭრო პრინციპების გამაერთიანებელი ფორმატი გახდებოდა.

აღნიშნული რამდენიმე მეტად კონკრეტული მოსაზრება - ისევე როგორც სხვა შესაძლო წინადადებები - მაღალი ალბათობით, ერთგვარად იმ გეოპოლიტიკურ ვაკუუმს შეავსებდა, რაც რეგიონში დასავლური ინტერესის არასაკმარისი პროტექცირების გამო შეიქმნა.

- რაც შეეხება ჩინეთს - რა იქნება ის მთავარი წინააღმდეგობები, რაც ამ ორ ქვეყანას შორის შეიძლება წამოიწიოს ამჯერად?

- ერთადერთი საკითხი, რომელიც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის და შესაბამისად, ტრამპსა და ბაიდენს შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრაქტიკულად, სადავო არასდროს გამხდარა, ჩინეთი და ჩინური ფაქტორის შეფასება იყო. ეს ორივე პოლიტიკური ბანაკის ყველაზე გამოკვეთილ "გამაერთიანებელ“ თემადაც კი იქცა. ისმის მოწოდებები ჩინეთთან დამოკიდებულების გამკაცრებისა, ლამის, ცივ ომზეა საუბარი აშშ-სა და ჩინეთს შორის. ამ დროს, ახალი "ცივი ომის“ პროგნოზირებისას ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს რამდენიმე არსებითი გარემოება: პირველი, ორი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ურთიერთდამოკიდებულია; მეორეა, რომ თავად ჩინეთის ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში საკმაოდ მაღალია; და მესამე გარემოებაა, რომ ამერიკულ-ჩინური დაპირისპირება ვერ გამოდგება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის ანალოგად, ვინაიდან აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირება არ გამოირჩევა იმ იდეოლოგიური ფაქტორით, რაც სსრკ-ს პერიოდს ახასიათებდა. ვფიქრობ, რომ იმათი მოლოდინიც, ვინც ისტორიის ამ ეტაპზე ორ გლობალურ სახელმწიფოს შორის მეორე მსოფლიო ომის "კლასიკური“ ცივი ომის გამეორებას ელის, დროა, რაციონალური გახდეს. საქმე ისაა, რომ აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთკავშირი, ურთიერთგადაჯაჭვა და ურთიერთდამოკიდებულება, - გნებავთ, ეკონომიკასა თუ მთელი რიგი სხვა გლობალური საკთხების ირგვლივ - იმდენად დიდია, რომ საღი მიდგომა და პრაგმატიმზი პრაქტიკულად გარდაუვალს ხდის აუცილებელი დოზით თანამშრომლობასაც. ამდენად, კონფლიქტის "ცხელ ფაზაზეც“ ნებისმიერი წინასწარმეტყველება ჯერჯერობით უსაფუძვლოა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერჯერობით, არც ჩინეთი გამოირჩევა გლობალური არენის ნახტომისებური "დაპყრობით“. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში გლობალურ არენაზე ჩინეთი მეტ წონას შეიძენს და ამისკენ უკვე დგამს ნაბიჯებს. მაგრამ, ამ მომენტისათვის ეს ნაბიჯები უფრო ე.წ. "რბილი ძალის“ ხასიათისაა, ხოლო ამ მომენტისთვის პეკინის მხრიდან შედარებით მეტი აგრესიულობა მის უშუალო გეოგრაფიაში სავაჭრო-საზღვაო გზებზე კონტროლის განმტკიცებასა და სამეზობლოში აშშ-ს ინტერესის შევიწროვებისაკენ მცდელობაში ვლინდება. ალბათ, ამერიკულ-ჩინური შესაძლო კონფრონტაციის ძირითად ასპარეზად უმთავრესად სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების სივრცე იქცევა და არა - გლობალური ასპარეზი. მაღალი ალბათობით, ჩინეთი კვლავაც გააგრძელებს მიმდებარე ქვეყნებთან მიმართებაში საკუთარი "მონროს დოქტრინის“ დამკვიდრებას, ხოლო ამის საპასუხოდ აშშ ეცდება, რეგიონში თავისი მოკავშირეები არ მიატოვოს და შეუზღუდავი ნაოსნობა შეინარჩუნოს.

როგორ გადაურჩნენ ზვავს სასრიალოდ წასული მეგობრები - დრამატული კადრები იუტადან

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე