სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი
"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი

"რა თქმა უნდა, გა­რე­ჯი სა­ქარ­თვე­ლოა, ამა­ზე ორი აზრი არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, არც ჩემ­თვის და ალ­ბათ, არც სხვე­ბის­თვის", - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ - ქა­ლა­ქი“ ე.წ. კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"გა­რე­ჯი რომ სა­ქარ­თვე­ლოა, ეს არა­ვი­თარ ეჭვს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. გა­რე­ჯი საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, სა­დაც 16 სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სია გან­ლა­გე­ბუ­ლი. გა­რე­ჯის ის­ტო­რი­უ­ლი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი შე­ი­ცავს 16 კომ­პლექსს“ ,- გა­ნა­ცხა­და მე­ლაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, მის მიერ ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა.

"ალ­ბათ, სა­ჭი­როა უფრო დე­ტა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა. საქ­მე ის არის, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში, და­ვით გა­რე­ჯის დიდი კომ­პლექ­სის ნა­წი­ლი ტე­რი­ტო­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდა. ასე იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ უკვე სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი იწყე­ბა. დად­გა სა­კი­თხი, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბი გა­ნი­სა­ზღვროს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, რად­გან უკვე ცალ-ცალ­კე ქვეყ­ნე­ბი ვართ. ზუს­ტად იქი­დან იწყე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რის მის­წრა­ფე­ბა და მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ ის პა­ტა­რა ნა­წი­ლი, რაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­ვდა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­ში შე­მო­ვი­დეს. დღემ­დე ეს პრო­ცე­სი ღია არის“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლაშ­ვილ­მა და წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, იყო თუ არა მისი ძა­ლის­ხმე­ვა სწო­რედ ამ მის­წრა­ფე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი, გა­ნა­ცხა­და, რომ „რა თქმა უნდა“.

მი­სი­ვე თქმით, ვინ რა გა­ა­კე­თა, ამას დრო აჩ­ვე­ნებს და იმ ხალ­ხმა იცის, ვინც კო­მი­სი­ა­შია და საქ­მეს­თან კავ­ში­რი აქვს.

"მთა­ვა­რი ის არის, რომ ძა­ლის­ხმე­ვა მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბის დღი­დან ამის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. რაც მა­შინ ვთქვი, უფრო სწო­რად, კარ­გად არ იყო გა­გე­ბუ­ლი, ან შე­საძ­ლოა, მე უფრო მე­ტად უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა გან­მარ­ტე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ არის ორი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი: ერთი - როცა მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით ცდი­ლობ შე­დე­გის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­შია, მიღ­წე­ვას. მე­ო­რე - სამ­წუ­ხა­როდ, არის ხოლ­მე ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი - "ურა, პატ­რი­ო­ტუ­ლი“ სუ­ლის­კვე­თე­ბით გამ­სჭვა­ლუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ „არა, გინ­და, თუ არა ჩვე­ნია და ა.შ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

წამ­ყვა­ნის რეპ­ლი­კა­ზე, რო­მელ­მაც მე­ლაშ­ვილს მისი ფრა­ზა "არ არის ჩვე­ნი და სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს“, შე­ახ­სე­ნა, მე­ლაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "სა­ფუძ­ვე­ლია მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბა, ან რო­გორ არის დად­გე­ნი­ლი სა­ზღვრის ხაზი, ან დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი მა­სა­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვთქვი, ჩემ­თვის რა არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი“.

"ერ­თია, რომ შენ გინ­და და ამის­თვის, ვთქვათ, მზად ხარ სა­ნაც­ვლოდ რა­ღაც ტე­რი­ტო­რია გა­უც­ვა­ლო აზერ­ბა­ი­ჯანს, სხვა მხრივ რომ წა­რი­მარ­თოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შენს შე­დეგს მი­აღ­წიო; ერთი არის, როცა იჩე­მებ, რომ "გინ­და თუ არა ჩემს სა­ზღვრებ­შია“. დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი მა­სა­ლით არ გვაქვს, საქ­მე ამა­შია. რუკა არა­ფერს ნიშ­ნავს, თუ დო­კუ­მენ­ტით არ არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
99

შე ლაჩარო მელაშვილო ადექი და თუ ადამიანად გინდა ერის წინაშე რო დარჩე თქვი სიმართლე. ნაცარს კი ნუ გვაყრი თვალებში. სანამ დაგიჭერენ გეყოს კაცობა და თქვი როგორც იყო ყველაფერი. ხო გინდა რო შენი ოჯახი ოჯახად დარჩეს. არაკაცურად და სამშობლოს გამყიდველად არუნდა წახვიდე ამ ცხოვრებიდან

კაპიტანი
66

ქართველი ხარ ბიჯო? ილიჩოვა კიდე ხო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, არც ჩემთვის და ალბათ, არც სხვებისთვის", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტ - ქალაქი“ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

"გარეჯი რომ საქართველოა, ეს არავითარ ეჭვს არ ექვემდებარება. გარეჯი საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა, სადაც 16 სამონასტრო კომპლექსია განლაგებული. გარეჯის ისტორიული სამონასტრო კომპლექსი შეიცავს 16 კომპლექსს“ ,- განაცხადა მელაშვილმა.

მან ასევე განმარტა, მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება.

"ალბათ, საჭიროა უფრო დეტალური განმარტება. საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დროს, კომუნისტების პერიოდში, დავით გარეჯის დიდი კომპლექსის ნაწილი ტერიტორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ასე იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები იწყება. დადგა საკითხი, რომ სახელმწიფო საზღვრები განისაზღვროს ორ ქვეყანას შორის, რადგან უკვე ცალ-ცალკე ქვეყნები ვართ. ზუსტად იქიდან იწყება ქართული მხარის მისწრაფება და მცდელობა იმისა, რომ ის პატარა ნაწილი, რაც აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხვდა, საქართველოს საზღვრებში შემოვიდეს. დღემდე ეს პროცესი ღია არის“, - განაცხადა მელაშვილმა და წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა მისი ძალისხმევა სწორედ ამ მისწრაფებისკენ მიმართული, განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა“.

მისივე თქმით, ვინ რა გააკეთა, ამას დრო აჩვენებს და იმ ხალხმა იცის, ვინც კომისიაშია და საქმესთან კავშირი აქვს.

"მთავარი ის არის, რომ ძალისხმევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების დღიდან ამისკენ არის მიმართული. რაც მაშინ ვთქვი, უფრო სწორად, კარგად არ იყო გაგებული, ან შესაძლოა, მე უფრო მეტად უნდა გამეკეთებინა განმარტება. საქმე იმაშია, რომ არის ორი სხვადასხვა საკითხი: ერთი - როცა მოლაპარაკების გზით ცდილობ შედეგის, რაც საქართველოს ინტერესებშია, მიღწევას. მეორე - სამწუხაროდ, არის ხოლმე ასეთი შემთხვევები - "ურა, პატრიოტული“ სულისკვეთებით გამსჭვალული განცხადებები, რომ „არა, გინდა, თუ არა ჩვენია და ა.შ“, - განაცხადა მან.

წამყვანის რეპლიკაზე, რომელმაც მელაშვილს მისი ფრაზა "არ არის ჩვენი და საფუძველი არ გვაქვს“, შეახსენა, მელაშვილმა უპასუხა: "საფუძველია მიწათსარგებლობა, ან როგორ არის დადგენილი საზღვრის ხაზი, ან დოკუმენტალური მასალა. აქედან გამომდინარე ვთქვი, ჩემთვის რა არის ამოსავალი წერტილი“.

"ერთია, რომ შენ გინდა და ამისთვის, ვთქვათ, მზად ხარ სანაცვლოდ რაღაც ტერიტორია გაუცვალო აზერბაიჯანს, სხვა მხრივ რომ წარიმართოს მოლაპარაკებები და შენს შედეგს მიაღწიო; ერთი არის, როცა იჩემებ, რომ "გინდა თუ არა ჩემს საზღვრებშია“. დოკუმენტალური მასალით არ გვაქვს, საქმე ამაშია. რუკა არაფერს ნიშნავს, თუ დოკუმენტით არ არის გამყარებული“, - განაცხადა მელაშვილმა.

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?