მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეცდომით გამოქვეყნებულმა ქართული სკოლის ფოტოებმა ავსტრიელი საზოგადოება აღაშფოთა - ქართველი ოჯახის დეპორტაციის გარშემო სკანდალი გრძელდება
შეცდომით გამოქვეყნებულმა ქართული სკოლის ფოტოებმა ავსტრიელი საზოგადოება აღაშფოთა - ქართველი ოჯახის დეპორტაციის გარშემო სკანდალი გრძელდება

ავ­სტრი­ულ პრე­სა­ში გრძელ­დე­ბა დის­კუ­სია და კო­მენ­ტა­რე­ბი ქვეყ­ნი­დან ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას - თი­ნა­სა და მისი იჯა­ხის სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­პორ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ავ­სტრი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ ფაქ­ტის ირ­გვლივ ორი თვალ­საზ­რი­სი არ­სე­ბობს: ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პო­ზი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უარი ეთ­ქვათ თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბა­ზე, თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში უნდა დაბ­რუნ­დნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პო­ზი­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, თუ ოჯა­ხი უკვე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ავ­სტრი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი უნდა და­იშ­ვას. თი­ნას ოჯა­ხი სწო­რედ ასეთ მიდ­გო­მას აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და - 12 წლის გო­გო­ნა ავ­სტრი­ა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, იქ ცხოვ­რობ­და და სწავ­ლობ­და, ჰყავს მე­გობ­რე­ბი, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თინა ძა­ლი­ან უყ­ვართ და აქ­ცი­ე­ბით უჭე­რენ მხარს მის ავ­სტრი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას...

ავ­სტრი­ის გა­ზეთ "კუ­რი­ერ­ში" («Kurier») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ამ სა­კი­თხზე ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სის მა­სა­ლე­ბის მი­მო­ხილ­ვა სა­თა­უ­რით "დე­პორ­ტა­ცი­ის შემ­დეგ: სა­ქარ­თვე­ლო­ში სკო­ლა გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია და არა დან­გრე­უ­ლი". რო­გორც მას­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბოლო დღე­ებ­ში ავ­სტრი­ულ პრე­სა­ში იბეჭ­დე­ბო­და თი­ნას მხარ­დამ­ჭე­რი მა­სა­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­და მისი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტი ვილფ­რედ ემ­ბა­ხე­რი. მან იმ ქარ­თუ­ლი სკო­ლის ფო­ტო­სუ­რა­თი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც თი­ნას უნდა ეს­წავ­ლა ავ­სტრი­ი­დან დე­პორ­ტა­ცი­ის შემ­დეგ. ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია შე­ნო­ბა, რო­მელ­საც სკო­ლას კი არა, უფრო მე­ტად რა­ღაც სა­წყობს ჰგავს - ცა­რი­ე­ლი და ბათ­ქა­შაც­ვე­ნი­ლი კედ­ლე­ბით... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეთ­მა "სამ­ხილ­მა“ ავ­სტრი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ემო­ცი­ე­ბი გა­ამ­წვა­ვა.

მაგ­რამ რო­გორც გა­ზე­თი "სტან­დარ­დი“ («Der Standard») წერს, გა­ირ­კვა, საქ­მე მთლად ისე არაა, რო­გორც ეს ად­ვო­კატ­მა წარ­მო­ად­გი­ნა. ავ­სტი­ულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ «Servus TV»-მ მო­ამ­ზა­და ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟი, რომ­ლის თა­ნახ­მად, თი­ნას სო­ფელ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა არ­სე­ბობს, ახა­ლი შე­ნო­ბით, რო­მე­ლიც გა­სულ წელს გა­რე­მონტდა და სრუ­ლი­ად აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნებს.

გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმაც ავ­სტრი­ა­ში, რო­მელ­მაც შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა არას­წო­რი ფაქ­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო და თა­ვი­სი ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცია და­იც­ვა.

მარ­თლაც­და, «Servus TV»-ის რე­პორ­ტაჟ­ში სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რი, და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სკო­ლაა ნაჩ­ვე­ნე­ბი. გო­გო­ნას ოჯახ­მა უარი თქვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე, თუმ­ცა თი­ნას ერთ-ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­ინც აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე თვე გო­გო­ნა­სათ­ვის რთუ­ლი იქ­ნე­ბა. თი­ნას ად­ვო­კატ­მა ვილფ­რედ ემ­ბა­ხერ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და მცდა­რი ფო­ტო­სუ­რა­თის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გამო. მან გა­ზეთ "სტან­დარდს“ გა­ნუ­მარ­ტა, რომ ფო­ტო­სუ­რა­თი მას თი­ნას დე­დამ გა­დას­ცა გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად.

თუმ­ცა, "სტან­დარ­დში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, ად­ვო­კა­ტი მა­ინც მი­იჩ­ნევს, რომ მისი შეც­დო­მა საქ­მის არსს, პრინ­ციპ­ში, არ ცვლის: ავ­სტრი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ად­რე­ვე დე­ტა­ლუ­რად უნდა შე­ეს­წავ­ლა სი­ტუ­ა­ცია, საქ­მის კურ­სში უნდა ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ აჟი­ო­ტა­ჟი არ მომ­ხდა­რი­ყო. გარ­და მისა, თი­ნამ ქარ­თუ­ლად წერა-კი­თხვა არ იცის... წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
76

მაგ გოგოს ეკუთვნის ავსტრიაში დარჩენა.ეგეც თქვენი ევროპა ეგ დამპლები.

ეჰეე
50

ანუ ეს ოჯახი მზად არის საქართველოს რეპუტაცია მიწასთან გაასწოროს რომ თავად კარგად იყვნენ? ვერ ვკითხულობ ისე მეშლება ნერვები, საკუთარი ოჯახი ხომ ალანძღვინეს უკვე, ყველა ინსტანცია ამბობს რომ მშობელები არღვევდნენ კანონს და ეხლა იყენებენ ბავშვების ფაქტორს, ბავშვი გადასარევია რას ვერჩი, მაგრამ მშობლები ყოლია ლუზერთა ლუზერები, საკუთარი ქვეყნის მაგინებლები, სამარცხვინოები, ამათ უნდა ერქვათ საკუთარი ქვეყნის მქონე ქართველები და ჩვენ არაჩვეულებრივ მოქალქეებს, უსახელმწიფოოდ დარჩენილი ქურთები და იეზიდები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

შეცდომით გამოქვეყნებულმა ქართული სკოლის ფოტოებმა ავსტრიელი საზოგადოება აღაშფოთა - ქართველი ოჯახის დეპორტაციის გარშემო სკანდალი გრძელდება

შეცდომით გამოქვეყნებულმა ქართული სკოლის ფოტოებმა ავსტრიელი საზოგადოება აღაშფოთა - ქართველი ოჯახის დეპორტაციის გარშემო სკანდალი გრძელდება

ავსტრიულ პრესაში გრძელდება დისკუსია და კომენტარები ქვეყნიდან ქართველი გოგონას - თინასა და მისი იჯახის საქართველოში დეპორტაციასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ავსტრიის მოსახლეობაში ამ ფაქტის ირგვლივ ორი თვალსაზრისი არსებობს: ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია, რომლის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე, თავიანთ ისტორიულ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და საზოგადოების წარმომადგენლების პოზიცია, რომლის თანახმად, თუ ოჯახი უკვე ინტეგრირებულია ავსტრიულ საზოგადოებაში და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ქვეყანაში, მის მიმართ გარკვეული გამონაკლისები უნდა დაიშვას. თინას ოჯახი სწორედ ასეთ მიდგომას აკმაყოფილებდა - 12 წლის გოგონა ავსტრიაშია დაბადებული, იქ ცხოვრობდა და სწავლობდა, ჰყავს მეგობრები, თანაკლასელები, რომლებსაც თინა ძალიან უყვართ და აქციებით უჭერენ მხარს მის ავსტრიაში დაბრუნებას...

ავსტრიის გაზეთ "კურიერში" («Kurier») გამოქვეყნებულია ამ საკითხზე ადგილობრივი პრესის მასალების მიმოხილვა სათაურით "დეპორტაციის შემდეგ: საქართველოში სკოლა გარემონტებულია და არა დანგრეული". როგორც მასშია აღნიშნული, ბოლო დღეებში ავსტრიულ პრესაში იბეჭდებოდა თინას მხარდამჭერი მასალები, განსაკუთრებით აქტიურობდა მისი უფლებების დამცველი ადვოკატი ვილფრედ ემბახერი. მან იმ ქართული სკოლის ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელშიც თინას უნდა ესწავლა ავსტრიიდან დეპორტაციის შემდეგ. ფოტოზე აღბეჭდილია შენობა, რომელსაც სკოლას კი არა, უფრო მეტად რაღაც საწყობს ჰგავს - ცარიელი და ბათქაშაცვენილი კედლებით... რასაკვირველია, ასეთმა "სამხილმა“ ავსტრიულ საზოგადოებაში ემოციები გაამწვავა.

მაგრამ როგორც გაზეთი "სტანდარდი“ («Der Standard») წერს, გაირკვა, საქმე მთლად ისე არაა, როგორც ეს ადვოკატმა წარმოადგინა. ავსტიულმა ტელეკომპანიამ «Servus TV»-მ მოამზადა ვიდეორეპორტაჟი, რომლის თანახმად, თინას სოფელში თანამედროვე სკოლა არსებობს, ახალი შენობით, რომელიც გასულ წელს გარემონტდა და სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

განმარტება გააკეთა აგრეთვე საქართველოს ელჩმაც ავსტრიაში, რომელმაც შეშფოთება გამოხატა არასწორი ფაქტების გავრცელების გამო და თავისი ქვეყნის რეპუტაცია დაიცვა.

მართლაცდა, «Servus TV»-ის რეპორტაჟში სრულიად ნორმალური, დასავლური სტანდარტების შესაბამისი სკოლაა ნაჩვენები. გოგონას ოჯახმა უარი თქვა ჟურნალისტებთან ინტერვიუზე, თუმცა თინას ერთ-ერთმა მასწავლებელმა მაინც აღნიშნა, რომ მომავალი რამდენიმე თვე გოგონასათვის რთული იქნება. თინას ადვოკატმა ვილფრედ ემბახერმა ბოდიში მოიხადა მცდარი ფოტოსურათის გამოქვეყნების გამო. მან გაზეთ "სტანდარდს“ განუმარტა, რომ ფოტოსურათი მას თინას დედამ გადასცა გამოსაქვეყნებლად.

თუმცა, "სტანდარდში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ადვოკატი მაინც მიიჩნევს, რომ მისი შეცდომა საქმის არსს, პრინციპში, არ ცვლის: ავსტრიის ხელისუფლებას ადრევე დეტალურად უნდა შეესწავლა სიტუაცია, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა საზოგადოება, რომ აჟიოტაჟი არ მომხდარიყო. გარდა მისა, თინამ ქართულად წერა-კითხვა არ იცის... წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

სალომე ზურაბიშვილი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება - რას წერს პრეზიდენტი "ფეისბუქზე"?

"მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა" - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს

ცნობილი ხდება, რაზე იმსჯელეს და რა დაადგინეს მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო ოქმს აქვეყნებს