სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს
ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

ირა­ნელ დიპ­ლო­მატს ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის და­გეგ­მვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო ბელ­გი­ის სა­სა­მარ­თლომ 20- წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ასა­დო­ლა ასა­დის გა­მო­ძი­ე­ბა ედა­ვე­ბო­და, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში, რომ­ლის მი­ზა­ნი 2018 წელს, პა­რიზ­თან ახ­ლოს ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ირა­ნუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფის, “ირა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს” შეკ­რე­ბის აფეთ­ქე­ბა იყო.

კონ­კრე­ტუ­ლად კი, გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ასა­დო­ლა ასა­დიმ ირა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბელ­გი­ელ წყვილს ლუქ­სემ­ბურ­გში, რეს­ტო­რან­ში ნა­ხე­ვა­რი კი­ლოგ­რა­მი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შეკ­რე­ბი­სას უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ამ დროს ასა­დო­ლა ასა­დი ვე­ნა­ში მდე­ბა­რე ირა­ნის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და.

ის მა­ლე­ვე გერ­მა­ნი­ა­ში და­ა­კა­ვეს და ბელ­გი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ი­წყო. საფ­რან­გე­თის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ იგი მარ­თავ­და ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო დაზ­ვერ­ვის ქსელს და მოქ­მე­დებ­და თე­ი­რა­ნის ბრძა­ნე­ბით. მას­თან ერ­თად, 15, 17 და 18 - წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე კი­დევ სამ პირს.

რო­გორც „რო­ი­ტე­რი“ წერს, ეს ირა­ნის 1979 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ევ­რო­პა­ში ირა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

ირანელ დიპლომატს ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობის გამო ბელგიის სასამართლომ 20- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასადოლა ასადის გამოძიება ედავებოდა, რომ მონაწილეობა მიიღო შეთქმულებაში, რომლის მიზანი 2018 წელს, პარიზთან ახლოს ემიგრაციაში მყოფი ირანული ოპოზიციური ჯგუფის, “ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს” შეკრების აფეთქება იყო.

კონკრეტულად კი, გამოძიების თანახმად, ასადოლა ასადიმ ირანული წარმოშობის ბელგიელ წყვილს ლუქსემბურგში, რესტორანში ნახევარი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცა, რომელიც ოპოზიციური ორგანიზაციის შეკრებისას უნდა გამოეყენებინათ. ამ დროს ასადოლა ასადი ვენაში მდებარე ირანის საელჩოში მუშაობდა.

ის მალევე გერმანიაში დააკავეს და ბელგიაში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესი დაიწყო. საფრანგეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი მართავდა ირანის სახელმწიფო დაზვერვის ქსელს და მოქმედებდა თეირანის ბრძანებით. მასთან ერთად, 15, 17 და 18 - წლიანი პატიმრობა მიესაჯათ შეთქმულებაში მონაწილე კიდევ სამ პირს.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს ირანის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ევროპაში ირანელი მაღალჩინოსანი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს.

აშშ-ის პერსონალური სანქციები პუტინს? - სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს

ზელენსკიმ პრორუსული ტელეარხები დახურა, რომელთა უკანაც პუტინის ნათლიმამა დგას -  "ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ბრძოლა აგრესორის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ"

AstraZeneca-ს ვაქცინა ვირუსის გადაცემის რისკს ამცირებს - ოქსფორდელი მეცნიერების კვლევა