პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერჯერობით ვაქცინებზე დაპირებებია, არ მუშაობენ - დიახ, ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა ვიაროთ, სადაც შეგვიძლია ვიმათხოვროთ, სადაც ფულია გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ..." - ჯანდაცვის ექსპერტი
"ჯერჯერობით ვაქცინებზე დაპირებებია, არ მუშაობენ - დიახ, ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა ვიაროთ, სადაც შეგვიძლია ვიმათხოვროთ, სადაც ფულია გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ..." - ჯანდაცვის ექსპერტი

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი, „ლე­ლოს“ წევ­რი ვატო სურ­გუ­ლა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კო­რო­ნა­ვირუს­ზე სრულ­ყო­ფი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა 2022 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე ვერ შეძ­ლოს.

რო­გორც სურ­გუ­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მხო­ლოდ და­პი­რე­ბე­ბია და ვაქ­ცი­ნის მი­სა­ღე­ბად რე­ა­ლუ­რად არ მუ­შა­ო­ბენ.

„ასე თუ გა­ვაგ­რძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა, რო­გორც ახლა ვმუ­შა­ობთ, 2022 წლის და­ახ­ლო­ე­ბით ივ­ნი­სი-ივ­ლი­სის­თვის ჩა­ვა­ტა­რებთ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ეხე­ბა.

ჯერ­ჯე­რო­ბით არის და­პი­რე­ბე­ბი. არ მუ­შა­ო­ბენ. არ იმუ­შა­ვა ჩვენ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა კორ­პუს­მა. დიახ, ერთი ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა ვართ, უნდა ვი­ა­როთ, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია ვი­მა­თხოვ­როთ, სა­დაც ფუ­ლია გა­და­სახ­დე­ლი, უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ თან­ხა და დრო­უ­ლად შე­მო­ვი­ტა­ნოთ ვაქ­ცი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და სურ­გუ­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, იმის შე­სა­ხებ, რომ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნის მი­სა­ღე­ბად მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სურ­გუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ფე­რი ჩანს.

„ამ­ბო­ბენ, მარ­ტში მი­ვი­ღებთ 180 ათა­სი­დან 300 ათა­სამ­დე რა­ო­დე­ნო­ბის ვაქ­ცი­ნა­სო. 180 ათა­სი სა­ერ­თოდ სხვა რი­ცხვია და 300 ათა­სი სხვა. ისიც არ გვაქვს გა­მიჯ­ნუ­ლი, რა რა­ო­დე­ნო­ბას მი­ვი­ღებთ პრაქ­ტი­კუ­ლად ერთ თვე­ში. ვერ შე­ვა­ფა­სებ მათ მუ­შა­ო­ბას, სა­ნამ არ და­ვი­ნა­ხავ, რო­გორ ტარ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია. ვაქ­ცი­ნა­ცია მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნე­ბის მი­ღე­ბა არ არის, აქ არის გა­დამ­ზა­დე­ბა, ლო­ჯის­ტი­კა, მი­წო­დე­ბა, ან­გა­რიშ­გე­ბა, გარ­თუ­ლე­ბებ­თან მუ­შა­ო­ბა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია“, - გა­ნა­ცხა­და ვატო სურ­გუ­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს, ვატო სურ­გუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ „თუ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გაგ­რძელ­და, უფრო დიდ პრობ­ლე­მებ­ში ჩავ­ვარ­დე­ბით და გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა“.

„თუ ვა­კე­თებთ ისე გა­ვა­კე­თოთ, რომ ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი იყოს. სა­კო­მენ­დან­ტო სა­ა­თიც უნდა მოხ­სნან. ასე­ვე უნდა გახ­სნან რეს­ტორ­ნე­ბი და ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბი. ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბის არ­გახ­სნა ყო­ველ­დღი­უ­რად საკ­მა­ოდ დიდი ზა­რა­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სურ­გუ­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
4

თქვენ რა ყველა სფეროში ჯიბრში ჩაუდექით ქვეყანას,ხაზარაზეს გატყავებული ყავს მთელი მოსახლეობა ცოტა თქვენც იზრუნეთ, რადგან ოპოზიციაში ხართ ყველაფერი უკუღმა უნდა გააკეთოთ.

იეთიმი
1

რამდენი მილიონერი ნაგავი გდია პარლამენტში.. გამგები გაიგებს ზუსტად მაგასთ უნდა აყიდინო ბოლო ვაქცინამდე .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჯერჯერობით ვაქცინებზე დაპირებებია, არ მუშაობენ - დიახ, ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა ვიაროთ, სადაც შეგვიძლია ვიმათხოვროთ, სადაც ფულია გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ..." - ჯანდაცვის ექსპერტი

"ჯერჯერობით ვაქცინებზე დაპირებებია, არ მუშაობენ - დიახ, ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა ვიაროთ, სადაც შეგვიძლია ვიმათხოვროთ, სადაც ფულია გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ..." - ჯანდაცვის ექსპერტი

ჯანდაცვის ექსპერტი, „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კორონავირუსზე სრულყოფილი ვაქცინაციის ჩატარება 2022 წლის ზაფხულამდე ვერ შეძლოს.

როგორც სურგულაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ დაპირებებია და ვაქცინის მისაღებად რეალურად არ მუშაობენ.

„ასე თუ გავაგრძელეთ მუშაობა, როგორც ახლა ვმუშაობთ, 2022 წლის დაახლოებით ივნისი-ივლისისთვის ჩავატარებთ იმ ღონისძიებებს, რომელიც ვაქცინაციას ეხება.

ჯერჯერობით არის დაპირებები. არ მუშაობენ. არ იმუშავა ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა. დიახ, ერთი ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა ვიაროთ, სადაც შეგვიძლია ვიმათხოვროთ, სადაც ფულია გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ თანხა და დროულად შემოვიტანოთ ვაქცინა“, - განაცხადა სურგულაძემ.

კითხვაზე, იმის შესახებ, რომ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინის მისაღებად მუშაობა მიმდინარეობს, სურგულაძე ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი არაფერი ჩანს.

„ამბობენ, მარტში მივიღებთ 180 ათასიდან 300 ათასამდე რაოდენობის ვაქცინასო. 180 ათასი საერთოდ სხვა რიცხვია და 300 ათასი სხვა. ისიც არ გვაქვს გამიჯნული, რა რაოდენობას მივიღებთ პრაქტიკულად ერთ თვეში. ვერ შევაფასებ მათ მუშაობას, სანამ არ დავინახავ, როგორ ტარდება ვაქცინაცია. ვაქცინაცია მხოლოდ ვაქცინების მიღება არ არის, აქ არის გადამზადება, ლოჯისტიკა, მიწოდება, ანგარიშგება, გართულებებთან მუშაობა. საკმაოდ რთული ლოჯისტიკური პროცესია“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ „თუ არსებული ვითარება გაგრძელდა, უფრო დიდ პრობლემებში ჩავვარდებით და გამოსვლა ძალიან რთული იქნება“.

„თუ ვაკეთებთ ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები პრობლემები იყოს. საკომენდანტო საათიც უნდა მოხსნან. ასევე უნდა გახსნან რესტორნები და ზამთრის კურორტები. ზამთრის კურორტები და რესტორნების არგახსნა ყოველდღიურად საკმაოდ დიდი ზარალია“, - განაცხადა სურგულაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"