ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსული ოპოზიციის ლიდერის, ნავალნის მოწამვლის, ასევე წარსულში კიდევ ერთი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო, რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს არის ე.წ. ორპარტიული კანონპროექტი, რომლის წარმდგენთა შორისაც არიან როგორც "დემოკრატების", ასევე "რესპუბლიკელების" წარმომადგენლები.
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო წერს, რომ კანონპროექტი კონგრესში შევიდა 3 თებერვალს, მოსკოვის სასამართლოს მიერ ნავალნისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯიდან 1 დღის შემდეგ.
კანონპროექტს მხარს უჭერენ სენატორები - მარკო რუბიო, კრის კუნსი, ბენ კარდინი, მით რომნი, კრის ვან ჰოლენი და დიქ ბარბინი.მათ შორის "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი რუბიოა.
უცნობია, თუ რუსეთის რომელ ოფიციალურ პირებს შეიძლება დაუწესდეთ სანქციები, კონკრეტული სახელები და გვარები არ სახელდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ უპიტინსაც შეეხოს და თუ ასე მოხდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ პუტინს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს.
"რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიმართ გამოტანილი განაჩენი აღშფოთებას იწვევს. ვამაყობ, რომ შევუერთდი სენატორებს და რომ რუსი ხალხის გვერდით ვდგავარ“, - ამბობს "რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი, სენატორი რუბიო.
სენატორ ქუნსის თქმით კი, პუტინის ხელისუფლებას მკვლელობების "ეშმაკური ისტორია" აქვს.
"პუტინის მთავრობას აქვს გრძელი და ეშმაკური ისტორია მკვლელობებისა, თუ მკვლელობის მცდელობების, რასაც რუსეთის მოქალაქეების გასაჩუმებლად იყენებენ რუსეთის ფარგლებში, თუ მის ფარგლებს გარეთ, იმ მოქალაქეების გასაჩუმებლად, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე და შეურაცხმყოფელ ქმედებებზე.
რუსი ხალხი ალექსეი ნავალნის დაპატიმრების წინააღმდეგ გამოდის და ამას მშვიდობიანად აპროტესტებს, მშვიდობიანი აქციების გზით. იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს მოუსმინონ, პუტინის უსაფრთხოების ძალები სისასტიკით პასუხობენ მათ და ათასობით ადამიანი დააკავეს. ჩვენ ვუგზავნით რუსეთის ხელისუფლებას მკაფიო გზავნილს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნავალნი და შეწყვიტონ რეპრესიული ქმედებები“, - ამბობს სენატორი ქუნსი.
ცნობისთვის, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის "ივ-როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ევროკავშირმა მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
როცა უნდათ დემოკრატიუები არიან როცა უნდათ არა და ყველას გვაჩვენებენ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ეს სატანები
რას იტყვის ხალხი
პუტინმა, რუსეთის დუმისაგან ინდულგენციები1 იყიდა.
რომ, დღემდე ჩადენილი და მომავალში ჩასადენი ცოდვებიც, ეპატიოს.
რუს კაცს, უსაზღვრო თმენის ნიჭი აქვს,
ამიტომ იგი შეუცნობია,
-დღეს რომ ის მუნჯი გერასიმეა,
ხვალ მეამბოხე პუგაჩოვია.
-გაფრთხილდი პუტინ, ხვალე არ იცი,
დიდი რუსეთი საით მიუხვევს,
-მან დიდზე დიდი მოთმენა იცის,
-მაგრამ სჯობია დროზე მიუხვდე,
-რადგან თუ გაწყრა, თუ გაწყრა იგი ,
-ყველას საკადრის ადგილს მიუჩენს.
-დაფიქრდი პუტინ, ღმერთი არა ხარ,
სჯობს როგორც კაცმა, შესძლო იმდენი,
რომ არდაგიწყონ ძებნა; ”სადა ხარ”,
დღეს რომ ხარ , ის რომ აღარ იქნები.
-ნუ შეურაცხყობ ღვთისმშობლის კალთას,
რუსეთისთვისაც დედაა იგი,
ჩვენ ართად მივალთ კარიბჭის ხატთან,
- ყველა შვილს, დედა თანაბრად გვიცდის.
-მისი მკერდია ჩვენი ედემი,
იქ არის სულთა ჩვენთა კელია,
მადლობა უფალს, სლავი დედები,
მის მოწყალებას კვლავაც ელიან.
უძღებ შვილებსაც მოელოს იგი,
და ყველას, ვისაც გზა აერია.
-შენ კი არ გინდა, რუს კაცს მიუხვდე,
-მუნჯ გერასიმეს -უხმოდ რომ დადის,
ხვალე არ იცი, საით მიუხვევს,
-მოთმინებასაც, ხომ ყავლი გასდის,
და მაშინ იგი და მაშინ იგი, . . . .
-ყველას, საკადრის ადგილს მიუჩენს.
* 2021 წ17 იანვარი
-დღეს,გერმანიიდან დაბრუნებული ნავალნი, სადაცის რუსეთში,” ნოვიჩოკით” მოწამვლის
შემდეგ მკურნალობდა, რუსეთში დააპატიმრეს.
*
1. ინდულგენცია- ძველ რომში სიგელი. (ხელშეუხებლობის გარანტია)