მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგის გაუჩინარებიდან 1 თვეში" მისი "ფეისბუქი" განახლდა, სამართალდამცავებმა ვერაფრით გატეხეს ეს გვერდი აქამდე" - რას ყვება დედა, რომლის ვაჟს მე-3 თვეა ეძებენ
"გიორგის გაუჩინარებიდან 1 თვეში" მისი "ფეისბუქი" განახლდა, სამართალდამცავებმა ვერაფრით გატეხეს ეს გვერდი აქამდე" - რას ყვება დედა, რომლის ვაჟს მე-3 თვეა ეძებენ

3 თვეა გორ­ში მცხოვ­რებ 22 წლის გი­ორ­გი ნო­ნაშ­ვილს მშობ­ლე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძე­ბენ. ბიჭი 11 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე, ში­ნი­დან გა­ვი­და და მას მერე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. გი­ორ­გი გო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო, პა­რა­ლე­ლუ­რად "დე­ი­ლი მარ­კეტ­ში" კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და. შს სა­მი­ნის­ტრომ საქ­მე 143 -ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით აღ­ძრა, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს. გი­ორ­გის დედა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

ეთერ ლო­მი­ძე:

- და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე გა­ვი­და ში­ნი­დან, სა­ლონ­ში თა­ვის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად უნდა მი­სუ­ლი­ყო, მას მერე ვე­ძებთ, პო­ლი­ცი­აც ეძებს, ჩვენ ჩვე­ნი გზე­ბით, მაგ­რამ მისი კვა­ლი არ­სად ჩანს. სულ დათ­ვა­ლი­ერ­და გორი, მის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ასე­ვე გო­რი­ჯვრის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი. მაშ­ვე­ლე­ბი ორ­ჯერ ჩა­მო­ვიდ­ნენ თბი­ლი­სი­დან, დრო­ნე­ბი­თაც ეძე­ბეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამ დრომ­დე კვალს ვერ მი­ვა­გე­ნით.

თხოვ­ნით მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, და­მეხ­მა­რეთ ჩემი შვი­ლის მო­ძებ­ნა­ში. თუ ვინ­მე სად­მე შე­ნიშ­ნავთ ან რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ტყობთ მას­ზე, რო­მე­ლიც ძებ­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, არ და­ი­ზა­როთ და დაგ­ვი­კავ­შირ­დით. იქ­ნებ, ვი­პო­ვოთ ჩემი გი­ორ­გი.

მისი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­ტე­ხეს, არა­და, იქ­ნებ, რამე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ეპო­ვათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში... ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლიც შე­ე­ცა­და გა­ტეხ­ვას, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და, არა­და, გი­ორ­გის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ, კერ­ძოდ 17 დე­კემ­ბერს, გი­ორ­გის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­ნახ­ლდა სტა­ტუ­სი და და­ი­წე­რა, "სპარ­ში" ვმუ­შა­ო­ბო. მა­ში­ნათ­ვე მოვ­თხო­ვეთ გა­მომ­ძი­ე­ბელს რა­მე­ნა­ი­რად შე­სუ­ლიყ­ვნენ გი­ორ­გის გვერ­დზე, გვი­თხრეს, ამე­რი­კა­ში გა­ვაგ­ზავ­ნით მო­თხოვ­ნა­სო და მარ­თლაც გა­იგ­ზავ­ნა, მას მერე ერთი თვე გა­ვი­და, დღემ­დე არ მო­სუ­ლა პა­სუ­ხი.

2 დღის წინ ვე­ლა­პა­რა­კე გა­მომ­ძი­ე­ბელს, ვე­ღარ ვით­მენ, განა ამ­დე­ნი ხანი რა დას­ჭირ­დათ?

- ფიქ­რობთ, რომ სტა­ტუ­სი გი­ორ­გიმ გა­ნა­ახ­ლა?

- ეს სტა­ტუ­სი და­ი­დო 17 დე­კემ­ბერს და ახ­ლაც დევს მის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე". ყვე­ლა ამ­ბობს, გი­ორ­გის გარ­და ვე­რა­ვინ და­დებ­და, თუ პა­რო­ლი არ ეცო­დი­ნე­ბო­დაო, ამი­ტომ ამ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეს ერ­თა­დერ­თი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი გა­მიჩ­ნდა, რომ რა­მე­ნა­ი­რად "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით მის კვალს მი­ვაკ­ვლი­ოთ. ისიც ხომ უნდა გა­ირ­კვეს, ეს სტა­ტუ­სი გი­ორ­გიმ და­წე­რა თუ სხვა ვინ­მემ.

ჩემი გი­ორ­გი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე ბი­ჭია და არ ვიცი, რა მოხ­და.

- რა ვერ­სია გაქვთ?

- იმ დღეს მი­თხრა, ხელ­ფა­სი უნდა ავი­ღო და სა­ლონ­ში წა­ვი­დეო ... ხელ­ფა­სი 375 ლარი ჰქონ­და, ეს თან­ხა აღე­ბუ­ლი აქვს, სა­ლონ­ში კი არ მი­სუ­ლა. მას მერე გაქ­რა ბიჭი. მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, კონ­სულ­ტან­ტე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შეგ­ვიმ­ჩნე­ვი­აო. არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ გვაქვს. ორი დღე მუ­შა­ობ­და მარ­კეტ­ში, ორი დღე ის­ვე­ნებ­და, ონ­ლა­ინ­ლექ­ცი­ებს ეს­წრე­ბო­და და ბოლო დროს ძი­რი­თა­დად სულ სახ­ლში იყო. ზა­ფხულ­ში უფრო ხში­რად გა­დი­ო­და გა­რეთ, რომ ვე­კი­თხე­ბო­დი შინ რა­ტომ იყო უმე­ტე­სად, მპა­სუ­ხობ­და, - ვიღ­ლე­ბი მა­ღა­ზი­ა­ში, თან ლექ­ცი­ე­ბიც მაქ­ვსო. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო 2 კვი­რა სამ­სა­ხუ­რი და სახ­ლი იყო გი­ორ­გის მარ­შრუ­ტი. არც რა­ი­მე ღელ­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა შე­მიმ­ჩნე­ვია. ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხი გვაქვს. ტკბი­ლი დე­დაშ­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, სულ ვფიქ­რობ, ნუთუ რამე და­მი­მა­ლა? რო­გორ ვერ შე­ვამ­ჩნიე, რო­გორ გა­მო­მე­პა­რა თუ რამე უჭირ­და...

- რა­ი­მე პრობ­ლე­მა რომ ჰქო­ნო­და, გე­ტყო­დათ?

- მგო­ნია, რომ მე­ტყო­და. ცოტა გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი, თუმ­ცა მთლად თა­ვის თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი ბიჭი არ იყო. ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი გახ­ლდათ.

სამ­სა­ხუ­რი­დან რომ წა­მო­ვი­დო­და, რამ­დენ­ჯერ­მე მი­რე­კავ­და, მე­ტყო­და, - დედა წა­მო­ვე­დი, დედა აქ ვარ, 10-15 წუთ­ში მო­ვა­ლო. ყვე­ლა­ფერს მა­ტყო­ბი­ნებ­და, ვფიქ­რობ ზედ­მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლიც კი იყო... 3 თვეა ასეთ შვილს ვერ ვპო­უ­ლობ.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 სა­ათ­ზე ვი­ვა­რა­უ­დე, მორ­ჩე­ბო­და ამ­დე­ნი ხანი სა­ლონს-მეთ­ქი და მივ­წე­რე მე­სი­ჯი: დე, რა­ტომ და­იგ­ვი­ა­ნე-მეთ­ქი. პა­სუ­ხი აღარ მომ­წე­რა, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ზარი აქვს ჩა­წე­უ­ლი-მეთ­ქი. მერე ვუ­რე­კავ­დით. ტე­ლე­ფო­ნი სულ ჩარ­თუ­ლი იყო მა­ნამ, ვიდ­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ დაჯ­და. ვფიქ­რობ­დი, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თამ­დე მა­ინც მოვა-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გა­მოჩ­ნდა. არა­სო­დეს ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ სახ­ლში არ მო­სუ­ლი­ყო ან არ შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა ჩემ­თვის თუ სად იყო.

- მისი ტე­ლე­ფო­ნი გა­ი­შიფ­რა?

- ამო­ვი­ღეთ ამო­ნა­წე­რი, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი სა­ეჭ­ვო ზარი არ ფიქ­სირ­დე­ბა. ორ გო­გოს­თან აქვს და­რე­კი­ლი, ისი­ნი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან და სამ­სა­ხუ­რის სა­კი­თხზე შედ­გა მათი დი­ა­ლო­გი. და­ნარ­ჩე­ნი ზა­რე­ბი მარ­ტო ოჯა­ხის წევ­რე­ბის არის - ჩემი, ჩემი მე­უღ­ლის და ჩემი მე­ო­რე ბი­ჭის.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხომ არ ჰყავ­და და ამის გამო კონ­ფლიქ­ტი ხომ არ მოს­ვლია?

- რო­გორც ვიცი, არ ჰყო­ლია...

ძა­ლი­ან კარ­გი ძმო­ბა ჰქონ­დათ ჩემს შვი­ლებს, მე თუ არა, მას მა­ინც ეცო­დი­ნე­ბო­და კონ­ფლიქ­ტი და პრობ­ლე­მე­ბი თუ ჰქონ­და, არც მის­თვის უთ­ქვამს რამე მსგავ­სი, არც მას შე­უმ­ჩნე­ვია აღელ­ვე­ბა.

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ერი­დე­ბა ამ ხმა­უ­რის შემ­დეგ გა­მო­ჩე­ნა და სად­მე იმა­ლე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა ესეც არის, რად­გან ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი შვი­ლი მყავს. მივ­მარ­თავ მას, თუ ამას კი­თხუ­ლობს, სახ­ლში დაბ­რუნ­დეს, ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა, ოღონდ გა­მოჩ­ნდეს, უშეც­დო­მო არა­ვინ ვართ.

ფო­ტოგ­რა­ფია უყ­ვარს ძა­ლი­ან, სულ იღებ­და ტაძ­რებს და მო­ნას­ტერს. იქ­ნებ, სად­მე არის შე­ფა­რე­ბუ­ლი, თუ ვინ­მემ რამე იცის, და­მეხ­მა­რეთ.

- თვით­მკვლე­ლო­ბა­საც გა­ნი­ხი­ლავთ?

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ჭკუა გა­და­გიბ­რუნ­დეს უცებ ადა­მი­ანს, მაგ­რამ ამი­სიც ვე­რა­ნა­ი­რი კვა­ლი ვნა­ხეთ. ჩემი აზ­რით, იმ­დე­ნად თბი­ლი და უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნია, მტე­რი არ ეყო­ლე­ბო­და. რა ვი­ფიქ­რო, არ ვიცი, ღმერ­თის იმე­დად ვარ... თუ ვინ­მეს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია აქვს და ჩვე­ნი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბა შე­უძ­ლია, ვთხოვ და­მი­კავ­შირ­დეს ამ ნო­მერ­ზე: 593 66 36 35.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
1

ღმერთო ყველა დედას გადმოხედე,იმედია გამოჩნდება და გაახარებს ოჯახის წევრებს.

დ გ
1

ყველაფერი კარგად იქნება და გამოჩნდება ახალგაზრდა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გიორგის გაუჩინარებიდან 1 თვეში" მისი "ფეისბუქი" განახლდა, სამართალდამცავებმა ვერაფრით გატეხეს ეს გვერდი აქამდე" - რას ყვება დედა, რომლის ვაჟს მე-3 თვეა ეძებენ

"გიორგის გაუჩინარებიდან 1 თვეში" მისი "ფეისბუქი" განახლდა, სამართალდამცავებმა ვერაფრით გატეხეს ეს გვერდი აქამდე" - რას ყვება დედა, რომლის ვაჟს მე-3 თვეა ეძებენ

3 თვეა გორში მცხოვრებ 22 წლის გიორგი ნონაშვილს მშობლები და სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. ბიჭი 11 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, შინიდან გავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა. გიორგი გორის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, პარალელურად "დეილი მარკეტში" კონსულტანტად მუშაობდა. შს სამინისტრომ საქმე 143 -ე მუხლის I ნაწილით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გიორგის დედა საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

ეთერ ლომიძე:

- დაახლოებით 12 საათზე გავიდა შინიდან, სალონში თავის მოსაწესრიგებლად უნდა მისულიყო, მას მერე ვეძებთ, პოლიციაც ეძებს, ჩვენ ჩვენი გზებით, მაგრამ მისი კვალი არსად ჩანს. სულ დათვალიერდა გორი, მის გარშემო ტერიტორიები, ასევე გორიჯვრის მიმდებარე სოფლები. მაშველები ორჯერ ჩამოვიდნენ თბილისიდან, დრონებითაც ეძებეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დრომდე კვალს ვერ მივაგენით.

თხოვნით მოგმართავთ ყველას, დამეხმარეთ ჩემი შვილის მოძებნაში. თუ ვინმე სადმე შენიშნავთ ან რაიმე ინფორმაციას შეიტყობთ მასზე, რომელიც ძებნაში დაგვეხმარება, არ დაიზაროთ და დაგვიკავშირდით. იქნებ, ვიპოვოთ ჩემი გიორგი.

მისი "ფეისბუქის" გვერდი ჯერჯერობით ვერ გატეხეს, არადა, იქნებ, რამე ხელჩასაჭიდი ეპოვათ სოციალურ ქსელში... ჩემი უმცროსი შვილიც შეეცადა გატეხვას, მაგრამ ვერაფერს გახდა, არადა, გიორგის გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ, კერძოდ 17 დეკემბერს, გიორგის "ფეისბუქგვერდზე" განახლდა სტატუსი და დაიწერა, "სპარში" ვმუშაობო. მაშინათვე მოვთხოვეთ გამომძიებელს რამენაირად შესულიყვნენ გიორგის გვერდზე, გვითხრეს, ამერიკაში გავაგზავნით მოთხოვნასო და მართლაც გაიგზავნა, მას მერე ერთი თვე გავიდა, დღემდე არ მოსულა პასუხი.

2 დღის წინ ველაპარაკე გამომძიებელს, ვეღარ ვითმენ, განა ამდენი ხანი რა დასჭირდათ?

- ფიქრობთ, რომ სტატუსი გიორგიმ განაახლა?

- ეს სტატუსი დაიდო 17 დეკემბერს და ახლაც დევს მის "ფეისბუქგვერდზე". ყველა ამბობს, გიორგის გარდა ვერავინ დადებდა, თუ პაროლი არ ეცოდინებოდაო, ამიტომ ამ დღიდან მოყოლებული ეს ერთადერთი ხელჩასაჭიდი გამიჩნდა, რომ რამენაირად "ფეისბუქის" საშუალებით მის კვალს მივაკვლიოთ. ისიც ხომ უნდა გაირკვეს, ეს სტატუსი გიორგიმ დაწერა თუ სხვა ვინმემ.

ჩემი გიორგი ძალიან ჭკვიანი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე ბიჭია და არ ვიცი, რა მოხდა.

- რა ვერსია გაქვთ?

- იმ დღეს მითხრა, ხელფასი უნდა ავიღო და სალონში წავიდეო ... ხელფასი 375 ლარი ჰქონდა, ეს თანხა აღებული აქვს, სალონში კი არ მისულა. მას მერე გაქრა ბიჭი. მისი თანამშრომლები, კონსულტანტებიც მეუბნებიან, რომ საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევიაო. არანაირი ვერსია არ გვაქვს. ორი დღე მუშაობდა მარკეტში, ორი დღე ისვენებდა, ონლაინლექციებს ესწრებოდა და ბოლო დროს ძირითადად სულ სახლში იყო. ზაფხულში უფრო ხშირად გადიოდა გარეთ, რომ ვეკითხებოდი შინ რატომ იყო უმეტესად, მპასუხობდა, - ვიღლები მაღაზიაში, თან ლექციებიც მაქვსო. განსაკუთრებით ბოლო 2 კვირა სამსახური და სახლი იყო გიორგის მარშრუტი. არც რაიმე ღელვა, ნერვიულობა შემიმჩნევია. ძალიან ჰარმონიული ოჯახი გვაქვს. ტკბილი დედაშვილური ურთიერთობა გვქონდა, სულ ვფიქრობ, ნუთუ რამე დამიმალა? როგორ ვერ შევამჩნიე, როგორ გამომეპარა თუ რამე უჭირდა...

- რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, გეტყოდათ?

- მგონია, რომ მეტყოდა. ცოტა გულჩათხრობილი, თუმცა მთლად თავის თავში ჩაკეტილი ბიჭი არ იყო. ძალიან პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი გახლდათ.

სამსახურიდან რომ წამოვიდოდა, რამდენჯერმე მირეკავდა, მეტყოდა, - დედა წამოვედი, დედა აქ ვარ, 10-15 წუთში მოვალო. ყველაფერს მატყობინებდა, ვფიქრობ ზედმეტად მოწესრიგებულიც კი იყო... 3 თვეა ასეთ შვილს ვერ ვპოულობ.

გაუჩინარების დღეს, დაახლოებით, 3 საათზე ვივარაუდე, მორჩებოდა ამდენი ხანი სალონს-მეთქი და მივწერე მესიჯი: დე, რატომ დაიგვიანე-მეთქი. პასუხი აღარ მომწერა, ვიფიქრე, ალბათ ზარი აქვს ჩაწეული-მეთქი. მერე ვურეკავდით. ტელეფონი სულ ჩართული იყო მანამ, ვიდრე, სავარაუდოდ, არ დაჯდა. ვფიქრობდი, კომენდანტის საათამდე მაინც მოვა-მეთქი, მაგრამ არ გამოჩნდა. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ სახლში არ მოსულიყო ან არ შეეტყობინებინა ჩემთვის თუ სად იყო.

- მისი ტელეფონი გაიშიფრა?

- ამოვიღეთ ამონაწერი, მაგრამ არანაირი საეჭვო ზარი არ ფიქსირდება. ორ გოგოსთან აქვს დარეკილი, ისინი სამსახურის თანამშრომლები არიან და სამსახურის საკითხზე შედგა მათი დიალოგი. დანარჩენი ზარები მარტო ოჯახის წევრების არის - ჩემი, ჩემი მეუღლის და ჩემი მეორე ბიჭის.

- შეყვარებული ხომ არ ჰყავდა და ამის გამო კონფლიქტი ხომ არ მოსვლია?

- როგორც ვიცი, არ ჰყოლია...

ძალიან კარგი ძმობა ჰქონდათ ჩემს შვილებს, მე თუ არა, მას მაინც ეცოდინებოდა კონფლიქტი და პრობლემები თუ ჰქონდა, არც მისთვის უთქვამს რამე მსგავსი, არც მას შეუმჩნევია აღელვება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ერიდება ამ ხმაურის შემდეგ გამოჩენა და სადმე იმალება?

- შეიძლება ესეც არის, რადგან ძალიან პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული შვილი მყავს. მივმართავ მას, თუ ამას კითხულობს, სახლში დაბრუნდეს, ყველაფერს ეშველება, ოღონდ გამოჩნდეს, უშეცდომო არავინ ვართ.

ფოტოგრაფია უყვარს ძალიან, სულ იღებდა ტაძრებს და მონასტერს. იქნებ, სადმე არის შეფარებული, თუ ვინმემ რამე იცის, დამეხმარეთ.

- თვითმკვლელობასაც განიხილავთ?

- არ ვიცი, შეიძლება ჭკუა გადაგიბრუნდეს უცებ ადამიანს, მაგრამ ამისიც ვერანაირი კვალი ვნახეთ. ჩემი აზრით, იმდენად თბილი და უკონფლიქტო ადამიანია, მტერი არ ეყოლებოდა. რა ვიფიქრო, არ ვიცი, ღმერთის იმედად ვარ... თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს და ჩვენი ოჯახის დახმარება შეუძლია, ვთხოვ დამიკავშირდეს ამ ნომერზე: 593 66 36 35.

"მოწმემ დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის იყო შერიგების მომხრე, იჩენდა ინიციატივას, რომ თანაცხოვრება გაეგრძლებინათ" - ბასილაშვილის ადვოკატი

"მოწმემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო დაზიანება მიღებული" - რას აცხადებს ბასილაშვილის საქმის პროკურორი

"ჩვენი ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება..." - ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ესებუას დაკავება შსს-სთვის ღირსების საკითხია