მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიტყვა სასამართლოში: "რაც არ უნდა დიდ გეოპოლიტიკოსად და მსოფლიოს ლიდერად წარმოადგენდეს თავს, პუტინი ისტორიაში შევა, როგორც მომწამვლელი ლაჩარი" - ნავალნის პირობითი სასჯელი 3.5-წლიანი პატიმრობით შეეცვალა
სიტყვა სასამართლოში: "რაც არ უნდა დიდ გეოპოლიტიკოსად და მსოფლიოს ლიდერად წარმოადგენდეს თავს, პუტინი ისტორიაში შევა, როგორც მომწამვლელი ლაჩარი" - ნავალნის პირობითი სასჯელი 3.5-წლიანი პატიმრობით შეეცვალა

მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლომ ნა­ვალ­ნი 3.5 წლით სა­ერ­თო რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში გა­ამ­წე­სა.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მოს­მე­ნი­სას ნა­ვალ­ნის მე­უღ­ლე ატირ­და, თა­ვად ნა­ვალ­ნი კი გა­ნა­ჩენს მშვი­დად შეხ­ვდა.

მა­ნამ­დე ის სა­სა­მარ­თლო­ში სი­ტყვით გა­მო­ვი­და, რა დრო­საც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და ოპო­ნენ­ტებ­თან მისი ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა.

„ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ მე ერთი ნა­ბი­ჯი არ გა­და­მედ­გა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და არ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი. იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც სა­ზღვა­რი გა­დავკვე­თე, პა­ტი­მა­რი აღ­მოვ­ჩნდი. ჩვენ ვი­ცით, რა­ტომ მოხ­და ეს. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი ბუნ­კერ­ში მყო­ფი ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ძულ­ვი­ლი და ში­შია. იმი­ტომ მოხ­და ეს, რომ მე მას სა­სიკ­ვდი­ლო შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე იმ ფაქ­ტით, რომ უბ­რა­ლოდ გა­დავ­რჩი, მას შემ­დეგ რაც მისი ბრძა­ნე­ბით ჩემი მოკ­ვლა სცა­დეს. მე გა­დავ­რჩი კარ­გი ხალ­ხის - პი­ლო­ტე­ბი­სა და ექი­მე­ბის წყა­ლო­ბით. ამის შემ­დეგ მას მე კი­დევ უფრო მე­ტად ვა­წყე­ნი­ნე, რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი არ და­ვი­მა­ლე სა­დღაც ბუნ­კერ­ში. ამის შემ­დეგ კი მოხ­და უა­რე­სი სა­ში­ნე­ლე­ბა. არა მხო­ლოდ გა­დავ­რჩი, არა­მარ­ტო არ შე­მე­შინ­და და არც და­ვი­მა­ლე, არა­მედ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე სა­კუ­თა­რი მო­წამ­ვლის გა­მო­ძი­ე­ბა­ში. ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ და და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ სა­ხელ­დობრ პუ­ტი­ნი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, იყო ის, ვინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და მე არ ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი. ეს არის ის, რაც აგი­ჟებს ამ ქურდ კაცს თა­ვის ბუნ­კერ­ში. აი სწო­რედ ეს ფაქ­ტი, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოვ­ლინ­და, გეს­მით? არა­ნა­ი­რი რე­ი­ტინ­გი არ არ­სე­ბობს. არა­ნა­ი­რი დიდი მხარ­და­ჭე­რა არ არ­სე­ბობს. აღ­მოჩ­ნდა, რომ იმი­სათ­ვის, რომ გა­უმკლავ­დეს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენტს, რო­მელ­საც არც ტე­ლე­ვი­ზია აქვს და არც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, სა­ჭი­როა მხო­ლოდ მისი მოკ­ვლა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით სცა­დოს. რა თქმა უნდა, ის უბ­რა­ლოდ გიჟ­დე­ბა ამა­ზე. რად­გან ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ ის მხო­ლოდ ჩი­ნოვ­ნი­კია, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვით არის და­ნიშ­ნუ­ლი პრე­ზი­დენ­ტად. ის, ვი­საც არას­დროს მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ი­მე დე­ბა­ტებ­სა და არ­ჩევ­ნებ­ში. ეს არის მისი ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი - სცა­დოს ხალ­ხის მოკ­ვლა. რაც არ უნდა დიდ გე­ო­პო­ლი­ტი­კო­სად და მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რად წარ­მო­ად­გენ­დეს თავს, მისი მთა­ვა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ახლა ჩემ მი­მართ არის ის, რომ ის ის­ტო­რი­ა­ში შევა რო­გორც მომ­წამ­ვლე­ლი. ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა ვლა­დი­მერ მომ­წამ­ვლე­ლი ლა­ჩა­რი. ზუს­ტად ასე შევა ის ის­ტო­რი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნა­ვალ­ნიმ სა­სა­მარ­თლო­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის ხდე­ბა, რომ შე­ა­ში­ნონ ხალ­ხის დიდი მა­სე­ბი.

„ყვე­ლას მი­ვე­სალ­მე­ბი, ვინც იბ­რძვის და ვი­საც არ ეში­ნია. ყვე­ლა პა­ტი­ო­სან ადა­მი­ანს. მე მი­ვე­სალ­მე­ბი და მად­ლო­ბას ვუხ­დი „ეფ-ეს-ბეს“ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც ახლა პა­ტიმ­რო­ბა­ში არი­ან, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლას, ვი­საც არ ეში­ნია და ქუ­ჩა­ში გა­მო­დის, რად­გან მათ ისე­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბი აქვთ, რო­გორც ჩვენ. ჩვენ ვი­თხოვთ ნორ­მა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, ჩვენს მი­მართ ნორ­მა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში. დიახ, ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს ვი­თხოვთ. მე ვი­თხოვ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და სხვა და­პა­ტიმ­რე­ბულ­თათ­ვის. მე არ ვე­თან­ხმე­ბი თქვენს ბრალს, ეს არის სრუ­ლი­ად ყალ­ბი, ის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ნონს და მე ვი­თხოვ ჩემს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ნა­ვალ­ნიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ფე­დე­რა­ლუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბრალ­დე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე 2014 წელს მის­ჯი­ლი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი და­არ­ღვია. 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში ალექ­სეი ნა­ვალ­ნი მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ 30 მი­ლი­ო­ნი რუ­სუ­ლი რუბ­ლის გაფ­ლან­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „ივ-რო­შე­სა“ და 16 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის გაფ­ლან­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „კი­როვ­ლეს“ საქ­მე­ებ­ზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო და პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯა. 2017 წლის აგ­ვის­ტო­ში კი გა­მო­საც­დე­ლი ვადა 2020 წლის 29 დე­კემ­ბრამ­დე გა­უგ­რძე­ლეს. „ნო­ვი­ჩო­კის“ ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით მო­წამ­ვლის გამო ბერ­ლი­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი ნა­ვალ­ნი 17 იან­ვარს, რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. ის მოს­კო­ვის აე­რო­პორ­ტში­ვე და­ა­კა­ვეს და 30-დღი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობი
27

როდესაც ქართველებს გრიზუნებს ეძახი და ყირიმზე ამბობ ბუტერბროდი არ არისო, არ უნდა გაგიკვირდეს რეჟიმი შენ რომ მოგადგება

Vasilii
90

რა ცოტა მიუსაჯეს 2 წელი და 8 თვე.ეკუთნოდა მინიმუმ. 25 წელი .სახელმწიფო მოღალატე. რუსეთის მტრების პროექტი... თან ქურდი.თან ნაცისტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სიტყვა სასამართლოში: "რაც არ უნდა დიდ გეოპოლიტიკოსად და მსოფლიოს ლიდერად წარმოადგენდეს თავს, პუტინი ისტორიაში შევა, როგორც მომწამვლელი ლაჩარი" - ნავალნის პირობითი სასჯელი 3.5-წლიანი პატიმრობით შეეცვალა

სიტყვა სასამართლოში: "რაც არ უნდა დიდ გეოპოლიტიკოსად და მსოფლიოს ლიდერად წარმოადგენდეს თავს, პუტინი ისტორიაში შევა, როგორც მომწამვლელი ლაჩარი" - ნავალნის პირობითი სასჯელი 3.5-წლიანი პატიმრობით შეეცვალა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ნავალნი 3.5 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში გაამწესა.

როგორც რუსული მედია წერს, სასამართლო გადაწყვეტილების მოსმენისას ნავალნის მეუღლე ატირდა, თავად ნავალნი კი განაჩენს მშვიდად შეხვდა.

მანამდე ის სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოპონენტებთან მისი ბრძოლის მეთოდები გააკრიტიკა.

„ვიღაცას ძალიან ძალიან უნდოდა, რომ მე ერთი ნაბიჯი არ გადამედგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და არ დავბრუნებულიყავი, როგორც თავისუფალი ადამიანი. იმ მომენტიდან, როდესაც საზღვარი გადავკვეთე, პატიმარი აღმოვჩნდი. ჩვენ ვიცით, რატომ მოხდა ეს. ამ ყველაფრის მიზეზი ბუნკერში მყოფი ერთი ადამიანის სიძულვილი და შიშია. იმიტომ მოხდა ეს, რომ მე მას სასიკვდილო შეურაცხყოფა მივაყენე იმ ფაქტით, რომ უბრალოდ გადავრჩი, მას შემდეგ რაც მისი ბრძანებით ჩემი მოკვლა სცადეს. მე გადავრჩი კარგი ხალხის - პილოტებისა და ექიმების წყალობით. ამის შემდეგ მას მე კიდევ უფრო მეტად ვაწყენინე, რომ გადარჩენილი არ დავიმალე სადღაც ბუნკერში. ამის შემდეგ კი მოხდა უარესი საშინელება. არა მხოლოდ გადავრჩი, არამარტო არ შემეშინდა და არც დავიმალე, არამედ მონაწილეობა მივიღე საკუთარი მოწამვლის გამოძიებაში. ჩვენ ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ სახელდობრ პუტინი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გამოყენებით, იყო ის, ვინც განახორციელა ეს მკვლელობის მცდელობა და მე არ ვიყავი ერთადერთი. ეს არის ის, რაც აგიჟებს ამ ქურდ კაცს თავის ბუნკერში. აი სწორედ ეს ფაქტი, რომ ყველაფერი გამოვლინდა, გესმით? არანაირი რეიტინგი არ არსებობს. არანაირი დიდი მხარდაჭერა არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ იმისათვის, რომ გაუმკლავდეს პოლიტიკურ ოპონენტს, რომელსაც არც ტელევიზია აქვს და არც პოლიტიკური პარტია, საჭიროა მხოლოდ მისი მოკვლა ქიმიური იარაღით სცადოს. რა თქმა უნდა, ის უბრალოდ გიჟდება ამაზე. რადგან ყველა დარწმუნდა, რომ ის მხოლოდ ჩინოვნიკია, რომელიც შემთხვევით არის დანიშნული პრეზიდენტად. ის, ვისაც არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე დებატებსა და არჩევნებში. ეს არის მისი ბრძოლის ერთადერთი მეთოდი - სცადოს ხალხის მოკვლა. რაც არ უნდა დიდ გეოპოლიტიკოსად და მსოფლიოს ლიდერად წარმოადგენდეს თავს, მისი მთავარი უკმაყოფილება ახლა ჩემ მიმართ არის ის, რომ ის ისტორიაში შევა როგორც მომწამვლელი. ჩვენ გვეყოლება ვლადიმერ მომწამვლელი ლაჩარი. ზუსტად ასე შევა ის ისტორიაში“, - განაცხადა ნავალნიმ სასამართლოზე.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ შეაშინონ ხალხის დიდი მასები.

„ყველას მივესალმები, ვინც იბრძვის და ვისაც არ ეშინია. ყველა პატიოსან ადამიანს. მე მივესალმები და მადლობას ვუხდი „ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომლებს, რომლებიც ახლა პატიმრობაში არიან, ქვეყნის მასშტაბით ყველას, ვისაც არ ეშინია და ქუჩაში გამოდის, რადგან მათ ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ჩვენ. ჩვენ ვითხოვთ ნორმალურ სამართლიანობას, ჩვენს მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას, არჩევნებში მონაწილეობას, მონაწილეობას ეროვნული სიმდიდრის განაწილებაში. დიახ, ჩვენ ამ ყველაფერს ვითხოვთ. მე ვითხოვ დაუყოვნებლივ თავისუფლებას საკუთარი თავისთვის და სხვა დაპატიმრებულთათვის. მე არ ვეთანხმები თქვენს ბრალს, ეს არის სრულიად ყალბი, ის არ შეესაბამება კანონს და მე ვითხოვ ჩემს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - აღნიშნა ნავალნიმ.

შეგახსენებთ, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ბრალდებები განიხილებოდა, რომლის თანახმადაც ალექსეი ნავალნიმ გაფლანგვის საქმეზე 2014 წელს მისჯილი პირობითი სასჯელი დაარღვია. 2014 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი მოსკოვის სასამართლომ 30 მილიონი რუსული რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული „ივ-როშესა“ და 16 მილიონი რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული „კიროვლეს“ საქმეებზე დამნაშავედ ცნო და პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2017 წლის აგვისტოში კი გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე გაუგრძელეს. „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამვლის გამო ბერლინის საავადმყოფოში გადაყვანილი ნავალნი 17 იანვარს, რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ

"ის მხარს უჭერდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას" - რატომ დაუპირისპირდა იავლინსკი ნავალნის