მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდო გოგო, ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევ, ვამაყობ შენით!" - ნავალნის მიმართვა ცოლს და სასამართლო პროცესი დაკავებების ფონზე
"ცუდო გოგო, ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევ, ვამაყობ შენით!" - ნავალნის მიმართვა ცოლს და სასამართლო პროცესი დაკავებების ფონზე

მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის ალექ­სეი ნა­ვალ­ნის პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლის პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ვალ­ნის ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტე­ბი ვა­დიმ კობ­ზე­ვი და ოლგა მი­ხა­ი­ლო­ვა იცა­ვენ. სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მე­უღ­ლე იუ­ლია ნა­ვალ­ნა­ია და მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ნა­ვალ­ნიმ თა­ვის მე­უღ­ლეს, იუ­ლია ნა­ვალ­ნა­ი­ას მი­მარ­თა: "ამ­ბო­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს გა­მუდ­მე­ბით არ­ღვევ. ცუდო გოგო, ვა­მა­ყობ შე­ნით!“- ცი­ტი­რებს რუ­სუ­ლი მე­დია ნა­ვალ­ნის სი­ტყვებს.

სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლია. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის გა­რეთ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნა­ვალ­ნის 60-მდე მხარ­დამ­ჭე­რი და­ა­კა­ვეს.

მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ფე­დე­რა­ლუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბრალ­დე­ბე­ბი უნდა გა­ნი­ხი­ლონ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე 2014 წელს მის­ჯი­ლი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი და­არ­ღვია.

ცნო­ბის­თვის, 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში ალექ­სეი ნა­ვალ­ნი მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ 30 მი­ლი­ო­ნი რუ­სუ­ლი რუბ­ლის გაფ­ლან­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "ივ-რო­შე­სა“ და 16 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის გაფ­ლან­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "კი­როვ­ლეს“ საქ­მე­ებ­ზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო და პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯა. 2017 წლის აგ­ვის­ტო­ში კი გა­მო­საც­დე­ლი ვადა 2020 წლის 29 დე­კემ­ბრამ­დე გა­უგ­რძე­ლეს. "ნო­ვი­ჩო­კის“ ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით მო­წამ­ვლის გამო ბერ­ლი­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი ნა­ვალ­ნი 17 იან­ვარს, რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. ის მოს­კო­ვის აე­რო­პორ­ტში­ვე და­ა­კა­ვეს და 30-დღი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ალექს
22

ნავალნი ისე აგინებს პუტინს, როგორც ნათელაშვილი შადრევან მეფეს, მერე დიდი მოურავის ტახტი რომ დაუთმო და ბოლოს პოზიციებიც !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ცუდო გოგო, ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევ, ვამაყობ შენით!" - ნავალნის მიმართვა ცოლს და სასამართლო პროცესი დაკავებების ფონზე

"ცუდო გოგო, ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევ, ვამაყობ შენით!" - ნავალნის მიმართვა ცოლს და სასამართლო პროცესი დაკავებების ფონზე

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლის საკითხთან დაკავშირებული სხდომა მიმდინარეობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნავალნის ინტერესებს ადვოკატები ვადიმ კობზევი და ოლგა მიხაილოვა იცავენ. სასამართლოს დარბაზში ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია და მედიის წარმომადგენელი იმყოფებიან.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ნავალნიმ თავის მეუღლეს, იულია ნავალნაიას მიმართა: "ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს გამუდმებით არღვევ. ცუდო გოგო, ვამაყობ შენით!“- ციტირებს რუსული მედია ნავალნის სიტყვებს.

სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სასამართლოს შენობის გარეთ სამართალდამცავებმა ნავალნის 60-მდე მხარდამჭერი დააკავეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ბრალდებები უნდა განიხილონ, რომლის თანახმადაც ალექსეი ნავალნიმ გაფლანგვის საქმეზე 2014 წელს მისჯილი პირობითი სასჯელი დაარღვია.

ცნობისთვის, 2014 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი მოსკოვის სასამართლომ 30 მილიონი რუსული რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული "ივ-როშესა“ და 16 მილიონი რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული "კიროვლეს“ საქმეებზე დამნაშავედ ცნო და პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2017 წლის აგვისტოში კი გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე გაუგრძელეს. "ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამვლის გამო ბერლინის საავადმყოფოში გადაყვანილი ნავალნი 17 იანვარს, რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსეთმა გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის ელჩები ქვეყნიდან გააძევა

ექიმი, რომელიც ალექსეი ნავალნის ომსკში, მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა

ცხელება, შემცივნება, შეშუპება - რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ