პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ
5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ

თუ თქვენ მწე­ვე­ლი ხართ, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც გექ­ნე­ბო­დათ მო­მენ­ტი, რო­დე­საც არამ­წე­ვე­ლე­ბის­თვის იმის დამ­ტკი­ცე­ბა მო­გი­წი­ათ, რომ თამ­ბა­ქო არ კლავს, კი, ცუ­დია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ არც იმ­დე­ნად, რომ მას­ზე უარი თქვათ. ბევ­რს იმი­საც კი სჯე­რა, რომ თუ მო­წე­ვას თავს და­ა­ნე­ბებს, შე­იძ­ლე­ბა უა­რე­სი პრობ­ლე­მე­ბიც შე­ექ­მნას, მა­გა­ლი­თად, კბი­ლე­ბი დასცვივ­დეს.

ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო ბევ­რი მითი არ­სე­ბობს. მათი უმე­ტე­სო­ბა იმ აზ­რის გამ­ყა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, რომ მო­წე­ვა გარ­კვე­უ­ლი, თუმ­ცა არც თუ ისე დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

მითი #1

ცო­ტას ვე­წე­ვი და არა­ფე­რი მო­მი­ვა – ეს ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე ხში­რად მოს­მე­ნი­ლი ფრა­ზაა მწე­ვე­ლე­ბის­გან. მათ, ვინც შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ეწე­ვა, მარ­თლაც სჯე­რა, რომ ეს ზი­ანს არ მო­უ­ტანს. თუმ­ცა ეს მი­თია. რე­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა მხო­ლოდ თამ­ბა­ქო­ზე სრუ­ლად უა­რის თქმას შე­უძ­ლია. თუ თქვენ დღე­ში ორი კო­ლო­ფის ნაც­ვლად 5 ღერს მო­წევთ, ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის­გან მეტ­ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბით. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ არ შე­გა­წუ­ხებთ ფილ­ტვის პრობ­ლე­მე­ბი, ხვე­ლა, არ და­იღ­ლე­ბით მარ­ტი­ვად, არ გა­გიყ­ვით­ლდე­ბათ კბი­ლე­ბი და ფრჩხი­ლე­ბი...

თუ მარ­თლა გსურთ რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მა­შინ თქვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა უნდა იყოს.

მითი #2

ორ­გა­ნიზმს ნი­კო­ტი­ნი სჭირ­დე­ბა – ბევ­რი მწე­ვე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ორ­გა­ნიზმს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ნი­კო­ტი­ნი სჭირ­დე­ბა. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ თუ მო­წე­ვას თავს და­ა­ნე­ბე­ბენ, კბი­ლე­ბი დასცვივ­დე­ბათ, რად­გან კბი­ლე­ბის სი­მაგ­რეს ნი­კო­ტი­ნი უწყობს ხელს. ეს ალ­ბათ ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე დიდი მი­თია, რაც თამ­ბა­ქოს შე­სა­ხებ არ­სე­ბობს. რე­ა­ლუ­რად, საქ­მე პი­რი­ქი­თაა. ლა­მა­ზი და თეთ­რი კბი­ლე­ბის­თვის მხო­ლოდ კარ­გი კბი­ლის პას­ტა და ჯაგ­რი­სი არაა საკ­მა­რი­სი. თი­თო­ე­უ­ლი ღე­რის მო­წე­ვი­სას და კვამ­ლის და­გუ­ბე­ბი­სას პირ­ში, კბი­ლე­ბის მი­ნა­ქა­რი ნელ–ნელა ზი­ან­დე­ბა, ჩნდე­ბა კა­რი­ე­სი, ყვით­ლდე­ბა კბი­ლე­ბი, სუს­ტდე­ბა ღრძი­ლე­ბი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სტო­მა­ტი­ტიც ვი­თარ­დე­ბა. არა­ერ­თი კვლე­ვით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ნი­კო­ტი­ნი ღრძი­ლე­ბის და კბი­ლის ქსო­ვი­ლე­ბის მკვე­ბა­ვი სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბას იწ­ვევს, ანუ პი­რის ღრუ­ში სის­ხლის მი­დი­ნე­ბა ირ­ღვე­ვა, ღრძი­ლის ქსო­ვი­ლი სქელ­დე­ბა და კბი­ლე­ბის ადრე გა­ფუ­ჭე­ბის, ან სუ­ლაც და­კარ­გვის რის­კი იზ­რდე­ბა.

მითი #3

მო­წე­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო და სექ­სუ­ა­ლუ­რია – მწე­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ მო­წე­ვა სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. სი­გა­რე­ტი გარ­კვე­ულ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, სი­თა­მა­მეს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას სძენს. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ესეც მი­თია. სხვა­დას­ხვა კვლე­ვი­თა და ფო­კუსჯ­გუ­ფებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ მწე­ვე­ლე­ბის 90% მო­წე­ვის და­წყე­ბას ნა­ნობს. მათ 40%–ს კი წე­ლი­წად­ში ერთხელ თა­ვის და­ნე­ბე­ბის მცდე­ლო­ბა აქვს. ეს ამ­ტკი­ცებს, რომ რე­ა­ლუ­რად მოწ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ლაც არაა.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­გა­რე­ტის სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას, წლე­ბის წინ შე­იძ­ლე­ბა ასეც მი­იჩ­ნე­ო­და, მაგ­რამ 21–ე სა­უ­კუ­ნე­ში თამ­ბა­ქოს სექ­სუ­ა­ლუ­რად თით­ქმის აღა­რა­ვინ მი­იჩ­ნევს, მისი სუნი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა და ადა­მი­ა­ნებს არ იზი­დავს. ასე­ვე, კვლე­ვე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ მწე­ველ მა­მა­კა­ცებს უფრო ხში­რად აწუ­ხებთ ერექ­ცი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია, ვიდ­რე – არამ­წე­ვე­ლებს.

მითი #4

რის­კე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით – დიახ, რის­კე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რა იცის? არ­სე­ბობს 4 დო­ნის ცოდ­ნა:

  • გა­გე­ბუ­ლი მაქვს, რომ მო­წე­ვა ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებს ზრდის.
  • ვიცი, რომ მო­წე­ვა კონ­კრე­ტულ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს.
  • კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი და მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­მიქ­მნას თამ­ბა­ქომ.
  • ვიცი, რომ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი თი­თო­ე­უ­ლი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ჩე­მიც აღ­მოჩ­ნდეს და ეს მხო­ლოდ სხვა მწე­ვე­ლებს არ ემარ­თე­ბათ.

ვი­თა­რე­ბა ასე­თია: პირ­ვე­ლი დო­ნის ცნო­ბა­დო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა საგ­რძნობ­ლად იკ­ლებს. მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ ძა­ლი­ან ცოტა მწე­ველ­მა იცის კონ­კრე­ტუ­ლად, რომ ათი­დან ერთი მწე­ვე­ლი სი­გა­რე­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით კვდე­ბა.

მითი #5

მწე­ვე­ლე­ბის ორ­გა­ნიზ­მი სა­მუ­და­მოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია – ამ მი­თით მწე­ვე­ლე­ბი, რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ, რომ და­ნე­ბე­ბას აზრი აღარ აქვს. რე­ა­ლუ­რად კი, ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა და­ნე­ბე­ბი­დან არამ­ხო­ლოდ პირ­ველ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, არა­მედ პირ­ველ დღე­ებ­ში, სა­ა­თებ­სა და წუ­თებ­შიც კი. პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა 20 წუთ­ში ჩნდე­ბა, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი იწყებს რე­გე­ნე­რა­ცი­ის პრო­ცესს, გუ­ლის­ცე­მა და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა სტა­ბი­ლურ­დე­ბა. 2 თვე­ში გუ­ლის შე­ტე­ვის რის­კი იკ­ლებს, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ფილ­ტვის ფუნ­ქცია. 10 წელ­ში კი თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ფაქ­ტობ­რი­ვად არამ­წე­ვე­ლის ორ­გა­ნიზმს ჰგავს.

თი­თო­ე­უ­ლი ეს მითი სხვა მრა­ვალ­თან ერ­თად მწე­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას იწ­ვევს, თუმ­ცა თუ თქვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნამ­დვი­ლო­ბას აღი­ა­რებთ, მაგ­რამ მას­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბა მა­ინც გი­ჭირთ, „ჰელ­სი­ე­რი“ და­გეხ­მა­რე­ბათ. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით თქვენ უარს არ იტყვით საყ­ვა­რელ ჩვე­ვა­ზე და ამავდრო­უ­ლად ზი­ანს მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რებთ. ეს არის ია­პო­ნე­ლი ტექ­ნო­ლო­გე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უვ­ნე­ბე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი გათ­ბო­ბა­დი ჩხი­რე­ბი, რომ­ლის მოხ­მა­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით. „ჰელ­სი­ე­რის“ შე­მად­გებ­ლო­ბა­ში თამ­ბა­ქოს ნაც­ვლად შე­დის ჩაი, რომ­ლის გათ­ბო­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ყო­ფა კო­ფე­ი­ნი და ხელს უწყობს ტო­ნუ­სის ამაღ­ლე­ბას. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლო­კო­კი­ნის ექ­სტრაქ­ტი, რო­მე­ლიც, ბოლო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის. მისი წვის შე­დე­გად არ გა­მო­ი­ყო­ფა არც კუპ­რი და არც სხვა მავ­ნე პრო­დუქ­ტი.

გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლი­ათ აარ­ჩი­ოთ „ჰელ­სი­ე­რის“ სა­სურ­ვე­ლი არო­მა­ტი: ყავა, მენ­თო­ლი, ციტ­რუ­სი ან მოც­ვი. მისი შე­ძე­ნა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია SPAR-ის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა ამა­ვე ქსე­ლის მი­ტა­ნის სერ­ვი­სის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა და ასე­ვე არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სი Facebook-ში „ჰელ­სი­ე­რი“-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
10

რეკლამა ყოფილა,,,,რად გინდოდათ ამდენი შესავალი,,,,პირდაპირ დაგეწყოდ.

sniper
3

გადაიღეთ მწევლებმა ფილტვების KT და შეადარეთ არამწევლისას; დაყნოსეთ თქვენი ტანსაცმელი და მერე არამწევლისა; ჩაიხედეთ თქვენს ჯიბეში და მერე თქვენნაირი შემოსავლების მქონე არამწევლისაში და თუ განსხვავება ვერ დაინახეთ, მაშინ გაესინჯეთ ექიმს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ

5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ

თუ თქვენ მწეველი ხართ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებოდათ მომენტი, როდესაც არამწეველებისთვის იმის დამტკიცება მოგიწიათ, რომ თამბაქო არ კლავს, კი, ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არც იმდენად, რომ მასზე უარი თქვათ. ბევრს იმისაც კი სჯერა, რომ თუ მოწევას თავს დაანებებს, შეიძლება უარესი პრობლემებიც შეექმნას, მაგალითად, კბილები დასცვივდეს.

ამ საკითხის გარშემო ბევრი მითი არსებობს. მათი უმეტესობა იმ აზრის გამყარებას ისახავს მიზნად, რომ მოწევა გარკვეული, თუმცა არც თუ ისე დიდი საფრთხის შემცველია.

მითი #1

ცოტას ვეწევი და არაფერი მომივა – ეს ერთერთი ყველაზე ხშირად მოსმენილი ფრაზაა მწეველებისგან. მათ, ვინც შეზღუდული რაოდენობით ეწევა, მართლაც სჯერა, რომ ეს ზიანს არ მოუტანს. თუმცა ეს მითია. რეალურად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება მხოლოდ თამბაქოზე სრულად უარის თქმას შეუძლია. თუ თქვენ დღეში ორი კოლოფის ნაცვლად 5 ღერს მოწევთ, ნაადრევი სიკვდილისგან მეტნაკლებად დაცული იქნებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგაწუხებთ ფილტვის პრობლემები, ხველა, არ დაიღლებით მარტივად, არ გაგიყვითლდებათ კბილები და ფრჩხილები...

თუ მართლა გსურთ რისკების შემცირება, მაშინ თქვენი საბოლოო მიზანი სიგარეტისთვის თავის დანებება უნდა იყოს.

მითი #2

ორგანიზმს ნიკოტინი სჭირდება – ბევრი მწეველი დარწმუნებულია, რომ ორგანიზმს გარკვეული რაოდენობით ნიკოტინი სჭირდება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მოწევას თავს დაანებებენ, კბილები დასცვივდებათ, რადგან კბილების სიმაგრეს ნიკოტინი უწყობს ხელს. ეს ალბათ ერთერთი ყველაზე დიდი მითია, რაც თამბაქოს შესახებ არსებობს. რეალურად, საქმე პირიქითაა. ლამაზი და თეთრი კბილებისთვის მხოლოდ კარგი კბილის პასტა და ჯაგრისი არაა საკმარისი. თითოეული ღერის მოწევისას და კვამლის დაგუბებისას პირში, კბილების მინაქარი ნელ–ნელა ზიანდება, ჩნდება კარიესი, ყვითლდება კბილები, სუსტდება ღრძილები და ხშირ შემთხვევაში სტომატიტიც ვითარდება. არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, ანუ პირის ღრუში სისხლის მიდინება ირღვევა, ღრძილის ქსოვილი სქელდება და კბილების ადრე გაფუჭების, ან სულაც დაკარგვის რისკი იზრდება.

მითი #3

მოწევა სასიამოვნო და სექსუალურია – მწეველები ამბობენ, რომ მათ მოწევა სიამოვნებას ანიჭებს. სიგარეტი გარკვეულ თავდაჯერებულობას, სითამამეს, ზოგ შემთხვევაში სექსუალურობას სძენს. თუმცა, რეალურად ესეც მითია. სხვადასხვა კვლევითა და ფოკუსჯგუფებზე დაკვირვებით დადგენილია, რომ მწეველების 90% მოწევის დაწყებას ნანობს. მათ 40%–ს კი წელიწადში ერთხელ თავის დანებების მცდელობა აქვს. ეს ამტკიცებს, რომ რეალურად მოწვა სასიამოვნო სულაც არაა.

რაც შეეხება სიგარეტის სექსუალურობას, წლების წინ შეიძლება ასეც მიიჩნეოდა, მაგრამ 21–ე საუკუნეში თამბაქოს სექსუალურად თითქმის აღარავინ მიიჩნევს, მისი სუნი არასასიამოვნოა და ადამიანებს არ იზიდავს. ასევე, კვლევებით არის დადასტურებული, რომ მწეველ მამაკაცებს უფრო ხშირად აწუხებთ ერექციული დისფუნქცია, ვიდრე – არამწეველებს.

მითი #4

რისკების შესახებ ყველამ კარგად ვიცით – დიახ, რისკების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ კონკრეტულად რა იცის? არსებობს 4 დონის ცოდნა:

  • გაგებული მაქვს, რომ მოწევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.
  • ვიცი, რომ მოწევა კონკრეტულ დაავადებებს იწვევს.
  • კარგად ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთული და მოუგვარებელი პრობლემები შეიძლება შემიქმნას თამბაქომ.
  • ვიცი, რომ ზემოთ ნახსენები თითოეული პრობლემა შეიძლება ჩემიც აღმოჩნდეს და ეს მხოლოდ სხვა მწეველებს არ ემართებათ.

ვითარება ასეთია: პირველი დონის ცნობადობა მართლაც ძალიან მაღალია, მაგრამ დანარჩენი საკითხების შესახებ ცნობადობა საგრძნობლად იკლებს. მაგალითად, მხოლოდ ძალიან ცოტა მწეველმა იცის კონკრეტულად, რომ ათიდან ერთი მწეველი სიგარეტით გამოწვეული დაავადებით კვდება.

მითი #5

მწეველების ორგანიზმი სამუდამოდ დაზიანებულია – ამ მითით მწეველები, როგორც წესი, საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას ცდილობენ, რომ დანებებას აზრი აღარ აქვს. რეალურად კი, ცვლილებები ხდება დანებებიდან არამხოლოდ პირველ რამდენიმე წელიწადში, არამედ პირველ დღეებში, საათებსა და წუთებშიც კი. პირველი ცვლილება 20 წუთში ჩნდება, როდესაც ორგანიზმი იწყებს რეგენერაციის პროცესს, გულისცემა და არტერიული წნევა სტაბილურდება. 2 თვეში გულის შეტევის რისკი იკლებს, უმჯობესდება ფილტვის ფუნქცია. 10 წელში კი თქვენი ორგანიზმი ფაქტობრივად არამწეველის ორგანიზმს ჰგავს.

თითოეული ეს მითი სხვა მრავალთან ერთად მწეველების რაოდენობის ზრდას იწვევს, თუმცა თუ თქვენ აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობას აღიარებთ, მაგრამ მასზე თავის დანებება მაინც გიჭირთ, „ჰელსიერი“ დაგეხმარებათ. მისი საშუალებით თქვენ უარს არ იტყვით საყვარელ ჩვევაზე და ამავდროულად ზიანს მინიმუმამდე შეამცირებთ. ეს არის იაპონელი ტექნოლოგების მიერ შექმნილი ნატურალური, ჯანმრთელობისთვის უვნებელი ინგრედიენტებისაგან დამზადებული გათბობადი ჩხირები, რომლის მოხმარებაც შეიძლება ნებისმიერი ტიპის სპეციალური მოწყობილობით. „ჰელსიერის“ შემადგებლობაში თამბაქოს ნაცვლად შედის ჩაი, რომლის გათბობის შემდეგ გამოიყოფა კოფეინი და ხელს უწყობს ტონუსის ამაღლებას. ასევე, აღსანიშნავია მის შემადგენლობაში არსებული ლოკოკინის ექსტრაქტი, რომელიც, ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით, ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. მისი წვის შედეგად არ გამოიყოფა არც კუპრი და არც სხვა მავნე პროდუქტი.

გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ „ჰელსიერის“ სასურველი არომატი: ყავა, მენთოლი, ციტრუსი ან მოცვი. მისი შეძენა კი შესაძლებელია SPAR-ის სუპერმარკეტების ქსელში საქართველოს მასშტაბით. პროდუქტის შეძენა ამავე ქსელის მიტანის სერვისის საშუალებითაც ხდება და ასევე არსებობს პირდაპირი მიწოდების სერვისი Facebook-ში „ჰელსიერი“-ს ოფიციალური გვერდიდან.

რას ნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტი?

ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

თბილისი სტარტაპ ბიურო და „კედარი ვენჩერსი“ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ