სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

10

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:18-ზე, მთვარე ტყუპში იქნება 06:07-დან თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა. არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ. არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 36 კაცი შეიყვანა პარლამენტში, რომელიც 36 კი არა ერთია - ყველაში მიშა სუფევს" - იაგო ხვიჩია
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 36 კაცი შეიყვანა პარლამენტში, რომელიც 36 კი არა ერთია - ყველაში მიშა სუფევს" - იაგო ხვიჩია

"მე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნა მინ­და, დაშ­ლა კი არა, გაძ­ლი­ე­რე­ბა მინ­და - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უნდა დაშ­ლა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უნდა, რომ ესე­ნი მა­თხოვ­რე­ბი გახ­დნენ ქუ­ჩა­ში და არა­ფე­რი არ ჰქონ­დეთ და­სა­კარ­გი" - ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” 36-ვე დე­პუ­ტატ­ში “მიშა სუ­ფევს”.

“მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს რაზე ვე­ლა­პა­რა­კო, მე ხომ ერთ-ერთი თხოვ­ნა მქონ­და, რომ არ ჩა­ეხ­სნათ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტე­ბი იმი­ტომ, რომ მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რომ ეს ხალ­ხი არის იძუ­ლე­ბის მსხვერ­პლი რა­ღაც­ნა­ი­რად. მე არ წა­მო­მიდ­გე­ნია, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” 36 ადა­მი­ანს, ესე უც­ბათ ულა­პა­რა­კოდ, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს - აი მა­გა­ლი­თად ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე, 11 წლი­დან მი­ტინგზე დგას კაცი, სულ ლა­პა­რა­კობს, რო­გორც კი გახ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გა­აქ­რო “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ”, არ ალა­პა­რა­კე­ბენ.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ პარ­ტი­ებს რა სტი­ლი აქვთ აღე­ბუ­ლი, რომ ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც არის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გა­და­მა­ლუ­ლია და ლა­პა­რა­კობს სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე იყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ან არ იყ­ვნენ, მაგ­რამ ვი­ღა­ცე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ ვი­ღა­ცის მა­გივ­რად და ფაქ­ტობ­რი­ვად, რას ამ­ბობს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, რომ რა ღი­რე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” პარ­ლა­მენ­ტში. 36 კაცი იქ ერთი კა­ცია, ყვე­ლა - მი­შაა, ყვე­ლა­ში მიშა სუ­ფევს, ესე­ნი არ არი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხალ­ხი.

შე­სა­ბა­მი­სად, მა­სე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის იქ ყოფ­ნას რა პარ­ლა­მენტს იქ გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს - ეს არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პო­ზი­ცია და ამას სჭირ­დე­ბა პა­სუ­ხი, რომ 35 კაცი მარ­თლა ერთი კა­ცის ჭკუ­ა­ზე და­დის თუ ეს აზ­რია?! 36 პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ცხვა­რი­ვით მიყ­ვე­ბო­დეს რა­ღა­ცას და არც კი ეს­მო­დეს ში­ნა­არ­სი საით მიჰ­ყავს ქვე­ყა­ნა - ეს ხომ აბ­სურ­დია?! ან ასეთ წევ­რებს რა ში­ნა­არ­სი აქვს ან ასე­თი დე­პუ­ტა­ტი რათ გვინ­და, ანუ ეს ხომ ან­გრევს “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”, 36 კაცი შე­იყ­ვა­ნა პარ­ლა­მენ­ტში პარ­ტი­ამ, რო­მე­ლიც 36 კი არა ერ­თია, რა­საც ის ერთი იტყვის ყვე­ლა იმას ას­რუ­ლებს ისე, რომ ლა­პა­რა­კის უფ­ლე­ბაც არ აქვთ.

მე მათი პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნა მინ­და, დაშ­ლა კი არა გაძ­ლი­ე­რე­ბა მინ­და - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უნდა დაშ­ლა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უნდა, რომ ესე­ნი მა­თხოვ­რე­ბი გახ­დნენ ქუ­ჩა­ში, არა­ფე­რი არ ჰქონ­დეთ და­სა­კარ­გი, არა­ნა­ი­რი პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნა არ ჰქონ­დეთ, ფი­ზი­კუ­რად რაც მო­გე­ცით იმის­თვის მო­გე­ცით, რომ მე მემ­სა­ხუ­როთ - ეს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. და ეს 35 ადა­მი­ა­ნი ისე, რომ სა­ერ­თოდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­დის პარ­ლა­მენ­ტი­დან ისე, რომ ვერც კი მო­ას­წრეს ერთი სა­დე­პუ­ტა­ტო სი­ტყვის თქმა”, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ამას­თან, ხვი­ჩი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ოპო­ზი­ცია არ არის ისე­თი პირ­ნა­თე­ლი, რო­გო­რიც თა­ვი­დან ჩან­და.

“ჩვენ გა­დავ­დი­ვართ იმ ეტაპ­ზე, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­სა­გე­ბია, რომ ოპო­ზი­ცია არ არის ისე­თი პირ­ნა­თე­ლი, რო­გო­რიც ერთი შე­ხედ­ვით ჩან­და თა­ვი­დან. იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ ფაქ­ტია, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მომ­წვე­ვად გე­უბ­ნე­ბა რომ 1%-იან გა­ყალ­ბე­ბას ვერ მიმ­ტკი­ცე­ბო - უნდა და­ამ­ტკი­ცო”, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
20

ვერაფერი გავიგე.ეს რა აბდაუბდაა...რა გვეშველება.,.

2021
104

შე კაცო, ამდენს თუ ხვდები, შედი პარლამენტში და იქედან იმუშავე, გაქვს ა მისი შანსი. მიშას უნდა თუ თვითონ არ იქნება ,იქ ქვაქვაზე ნუ იქნება. ასეთი დირექტივებით აცხოვრებს ამ ფარას. ამ სექტას უნდა საქართველოს არევა, თქვენ კიდევ მათ დაკრულზე ცეკვავთ. კიდევ გეპარება ეჭვი? როგორი დამნაშავე სექტაა ეს პარტია? ბოროტების მანქანა აქვთ ჩართული და სულ ამუშავებენ. თვითლიკვიდაციას ეწევა და ვერ ხვდებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 36 კაცი შეიყვანა პარლამენტში, რომელიც 36 კი არა ერთია - ყველაში მიშა სუფევს" - იაგო ხვიჩია

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 36 კაცი შეიყვანა პარლამენტში, რომელიც 36 კი არა ერთია - ყველაში მიშა სუფევს" - იაგო ხვიჩია

"მე "ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შეყვანა მინდა, დაშლა კი არა, გაძლიერება მინდა - მიხეილ სააკაშვილს უნდა დაშლა, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ესენი მათხოვრები გახდნენ ქუჩაში და არაფერი არ ჰქონდეთ დასაკარგი" - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” 36-ვე დეპუტატში “მიშა სუფევს”.

“მოწინააღმდეგეს რაზე ველაპარაკო, მე ხომ ერთ-ერთი თხოვნა მქონდა, რომ არ ჩაეხსნათ ადამიანებისთვის სადეპუტატო მანდატები იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ხალხი არის იძულების მსხვერპლი რაღაცნაირად. მე არ წამომიდგენია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” 36 ადამიანს, ესე უცბათ ულაპარაკოდ, პარლამენტის წევრებს - აი მაგალითად ნიკა მაჭუტაძე, 11 წლიდან მიტინგზე დგას კაცი, სულ ლაპარაკობს, როგორც კი გახდა პარლამენტის წევრი გააქრო “ნაციონალურმა მოძრაობამ”, არ ალაპარაკებენ.

ფაქტობრივად, ამ პარტიებს რა სტილი აქვთ აღებული, რომ ის ხალხი, რომელიც არის პარლამენტის წევრი გადამალულია და ლაპარაკობს სხვადასხვა ადამიანი, რომელიც შეიძლება ასევე იყვნენ პარლამენტის წევრები ან არ იყვნენ, მაგრამ ვიღაცები ლაპარაკობენ ვიღაცის მაგივრად და ფაქტობრივად, რას ამბობს “ქართული ოცნება”, რომ რა ღირებულებას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში. 36 კაცი იქ ერთი კაცია, ყველა - მიშაა, ყველაში მიშა სუფევს, ესენი არ არიან დამოუკიდებელი ხალხი.

შესაბამისად, მასეთი ადამიანების იქ ყოფნას რა პარლამენტს იქ გაამრავალფეროვნებს - ეს არის “ქართული ოცნების” პოზიცია და ამას სჭირდება პასუხი, რომ 35 კაცი მართლა ერთი კაცის ჭკუაზე დადის თუ ეს აზრია?! 36 პარლამენტის წევრი ცხვარივით მიყვებოდეს რაღაცას და არც კი ესმოდეს შინაარსი საით მიჰყავს ქვეყანა - ეს ხომ აბსურდია?! ან ასეთ წევრებს რა შინაარსი აქვს ან ასეთი დეპუტატი რათ გვინდა, ანუ ეს ხომ ანგრევს “ნაციონალურ მოძრაობას”, 36 კაცი შეიყვანა პარლამენტში პარტიამ, რომელიც 36 კი არა ერთია, რასაც ის ერთი იტყვის ყველა იმას ასრულებს ისე, რომ ლაპარაკის უფლებაც არ აქვთ.

მე მათი პარლამენტში შეყვანა მინდა, დაშლა კი არა გაძლიერება მინდა - მიხეილ სააკაშვილს უნდა დაშლა, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ესენი მათხოვრები გახდნენ ქუჩაში, არაფერი არ ჰქონდეთ დასაკარგი, არანაირი პარლამენტის ტრიბუნა არ ჰქონდეთ, ფიზიკურად რაც მოგეცით იმისთვის მოგეცით, რომ მე მემსახუროთ - ეს არის დამოკიდებულება. და ეს 35 ადამიანი ისე, რომ საერთოდ არ გამოჩენილა საჯარო სივრცეში გადის პარლამენტიდან ისე, რომ ვერც კი მოასწრეს ერთი სადეპუტატო სიტყვის თქმა”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ არის ისეთი პირნათელი, როგორიც თავიდან ჩანდა.

“ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, სადაც აბსოლუტურად ყველა ნორმალური, რაციონალური ადამიანისთვის გასაგებია, რომ ოპოზიცია არ არის ისეთი პირნათელი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა თავიდან. იმას ვგულისხმობ, რომ ფაქტია, როდესაც ხელისუფლება გამომწვევად გეუბნება რომ 1%-იან გაყალბებას ვერ მიმტკიცებო - უნდა დაამტკიცო”, - განაცხადა ხვიჩიამ.

"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება..." - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს

"ახლა ძალიან მოკლედ დავწერ..." - რას წერს ნიკა მელია მისი გირაოს გადახდასა და მიმდინარე მოვლენებზე?

"ამ წუთას ოპოზიცია ცილს სწამებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები გაყალბდაო... ამით ატყუებენ მოსახლეობას" - იაგო ხვიჩია