მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გამოიყენეს და გადააგდეს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს" - გია ხუხაშვილი
"ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გამოიყენეს და გადააგდეს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს" - გია ხუხაშვილი

შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა ოპო­ზი­ცი­ას­თან სა­ვაჭ­როდ გა­მო­უშ­ვეს ან იმის­თვის, რომ მათ რე­ვე­რან­სი გა­უ­კე­თონ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბათ - გა­მო­ი­ყე­ნეს, ახლა გა­და­აგ­დეს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სა­კი­თხი ღრმად პო­ლი­ტი­კუ­რია, მა­ინც კარ­გად გა­მოჩ­ნდა ის პრობ­ლე­მა, რაც ქვე­ყა­ნა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტშია.

„კარ­გია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან. ეს მან­კი­ე­რე­ბა არის ყვე­ლა­ზე მძი­მე ეპი­ზო­დი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში. მათ ხან­ში შე­სუ­ლი ორი ადა­მი­ა­ნი, სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნით, იმის გამო, რომ სა­კუ­თა­რი სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გი ურა პატ­რი­ო­ტულ გან­წყო­ბებ­ზე რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტით აე­წი­ათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხორ­ცის მან­ქა­ნა­ში გა­ა­ტა­რეს, რაც შე­იძ­ლე­ბო­და ტრა­გე­დი­ი­თაც დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მათ გა­ა­კე­თე­ბი­ნეს ადა­მი­ა­ნებს ე.წ. ცხვრის არ­ჩე­ვა­ნი, ადა­მი­ა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ქვე­და გრძნო­ბებ­ზე ითა­მა­შეს და ამით სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გი მი­ი­ღეს. სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი ჰყავ­და ამის „გაპ­რა­ვე­ბა­ში“ ჩარ­თუ­ლი. დღეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აღა­რა­ფერ­ში სჭირ­დე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სად, შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ოპო­ზი­ცი­ას­თან სა­ვაჭ­როდ გა­მო­უშ­ვეს ან იმის­თვის, რომ მათ რე­ვე­რან­სი გა­უ­კე­თონ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბათ - გა­მო­ი­ყე­ნეს, ახლა გა­და­აგ­დეს. ახლა ცდი­ლო­ბენ რა­მე­ნა­ი­რად და­ი­ვი­წყონ, ჩა­ფარ­ცხონ ეს თემა და ამით და­ამ­თავ­რონ ეს ის­ტო­რია“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბად აღ­ქმუ­ლი.

„ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან აღ­ქმუ­ლი, რო­გორც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ამ თე­მას­თან მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ აქვს. უბ­რა­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ტვირთს, თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა შე­ას­რუ­ლე­ბი­ნეს, ახლა კი უნ­დათ ეს თემა და­ი­ვი­წყონ. თან ამ ადა­მა­ი­ნებს ეუბ­ნე­ბი­ან, „ენა ჩა­იგ­დეთ, შე­ირ­გეთ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თო­რემ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბით, რომ ისევ უკან შე­გაბ­რუ­ნოთ“. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­გო­ნი­ლი ტექ­ნო­ლო­გია, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შიც იყო მსგავ­სი საქ­მე­ე­ბი - „ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე“ და ა.შ. იგი­ვე ტექ­ნო­ლო­გი­აა. მე მი­მაჩ­ნია, რომ ოპო­ზი­ცია უნდა შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, ამას სულ ვამ­ბობ­დი. მაგ­რამ არამ­გო­ნია, მათ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ა­მარ­თლონ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა, ოპო­ზი­ცია ისე შორ­საა წა­სუ­ლი. ამ სა­კი­თხებს შო­რის კავ­შირს ვერ ვხე­დავ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მო­სა­მარ­თლე ლელა კა­ლი­ჩენ­კომ და­კა­ვე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 20 000 - 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შე­უც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
17

ამ კაცმა ძალიან დამღალა თავისი ყველაფრისმცოდნეობით!!!!!!!

ზურაბ
15

ამას ეცოდინება დავითგარეჯი საქართველოა თუ არა. ჯერ ხომ იყო უჭკვიანესი და ბიძინამ რომ მოიშორა სულ გააფრინა. ამას ჩახოხბილის მაგარი რეცეპტი ექნება და უნდა ვკითხო აგრეთვე გასახდომი რჩევები უნდა ვკითხო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გამოიყენეს და გადააგდეს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს" - გია ხუხაშვილი

"ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გამოიყენეს და გადააგდეს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს" - გია ხუხაშვილი

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს ან იმისთვის, რომ მათ რევერანსი გაუკეთონ, ეს ადამიანები არაფერში სჭირდებათ - გამოიყენეს, ახლა გადააგდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ღრმად პოლიტიკურია, მაინც კარგად გამოჩნდა ის პრობლემა, რაც ქვეყანაში, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტშია.

„კარგია, რომ ეს ადამიანები თავისუფლები არიან. ეს მანკიერება არის ყველაზე მძიმე ეპიზოდი ამ ხელისუფლების არსებობის პერიოდში. მათ ხანში შესული ორი ადამიანი, საარჩევნო მიზნით, იმის გამო, რომ საკუთარი საარჩევნო შედეგი ურა პატრიოტულ განწყობებზე რამდენიმე პროცენტით აეწიათ, ფაქტობრივად, ხორცის მანქანაში გაატარეს, რაც შეიძლებოდა ტრაგედიითაც დასრულებულიყო. რატომ? იმიტომ, რომ მათ გააკეთებინეს ადამიანებს ე.წ. ცხვრის არჩევანი, ადამიანების ყველაზე ქვედა გრძნობებზე ითამაშეს და ამით საარჩევნო შედეგი მიიღეს. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ჰყავდა ამის „გაპრავებაში“ ჩართული. დღეს ეს ადამიანები აღარაფერში სჭირდებათ. შესაბამისად, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანები ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს ან იმისთვის, რომ მათ რევერანსი გაუკეთონ, ეს ადამიანები არაფერში სჭირდებათ - გამოიყენეს, ახლა გადააგდეს. ახლა ცდილობენ რამენაირად დაივიწყონ, ჩაფარცხონ ეს თემა და ამით დაამთავრონ ეს ისტორია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებად აღქმული.

„ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან აღქმული, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არანაირი კავშირი ამ თემასთან მათ გათავისუფლებას არ აქვს. უბრალოდ ხელისუფლებისთვის ეს ადამიანები წარმოადგენენ ტვირთს, თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულებინეს, ახლა კი უნდათ ეს თემა დაივიწყონ. თან ამ ადამაინებს ეუბნებიან, „ენა ჩაიგდეთ, შეირგეთ ეს თავისუფლება, თორემ იძულებული გავხდებით, რომ ისევ უკან შეგაბრუნოთ“. სამწუხაროდ, ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი ტექნოლოგია, წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყო მსგავსი საქმეები - „ფოტოგრაფების საქმე“ და ა.შ. იგივე ტექნოლოგიაა. მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, ამას სულ ვამბობდი. მაგრამ არამგონია, მათ ამ გადაწყვეტილებით გაამართლონ პარლამენტში შესვლა, ოპოზიცია ისე შორსაა წასული. ამ საკითხებს შორის კავშირს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

"გვაქვს ინფორმაციები, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს" - მამუკა მდინარაძე

როგორ ეხმაურება აშშ-ს საელჩო ეუთო/ოდირის ანგარიშს, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხება

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ომბუდსმენი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს