პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიში მოვუხსნა..." - იპოვის თუ არა ნიკა გვარამია "მთავარ ჭკვიანს"?
"მინდა, ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიში მოვუხსნა..." - იპოვის თუ არა ნიკა გვარამია "მთავარ ჭკვიანს"?

პირ­ველ იან­ვარს "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გა­და­ცე­მა "მთა­ვა­რი ჭკვი­ა­ნი" და­ი­წყო. ის არ­ხის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ნიკა გვა­რა­მი­ას მიჰ­ყავს.

როცა შო­უ­ზე სა­სა­უბ­როდ ნიკა გვა­რა­მი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბა­რი ამ ფრა­ზით და­ი­წყო - "ჩვენ ვთა­მა­შობთ "მთა­ვარ ჭკვი­ანს". ამ­ბობს, რომ ერთი თვის შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლია - "პრო­ექ­ტმა რე­კორ­დე­ბი მოხ­სნა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ და­სა­წყის­ში­ვე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. თან, ეს მე­გა­შოუ არ არის, სტუ­დი­უ­რი გა­და­ცე­მაა" - აღ­ნიშ­ნავს გვა­რა­მია.

- ე.ი. ასე­თი ნიკა გვა­რა­მია მოს­წონს მა­ყუ­რე­ბელს?

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გი ამის მთა­ვა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც ძა­ლი­ან კარ­გია, კი, ასე­თი ნიკა გვა­რა­მია მოს­წონთ...

- ამ ცხა­რე პო­ლი­ტი­კურ პე­რი­ოდ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად სხვა ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, გარ­და­სახ­ვა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- მე ვფიქ­რობ, სა­ჭი­რო იყო და უკვე დრო იყო, ასე­თი ნიკა გვა­რა­მი­აც გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ...

- ...რო­მე­ლიც ად­რე­ულ წლებ­ში ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შის "რა? სად? რო­დის?" მო­თა­მა­შე იყო?

- დიახ, მაგ­რამ ახლა წამ­ყვა­ნია... კი­დევ იმის­თვის და­ვი­წყე, რომ მინ­და ადა­მი­ა­ნებს ჩემ მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი ში­შის გრძნო­ბა მო­ვუხ­სნა...

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის­თვის ასე­თი მა­ღა­ლი ჯილ­დო (50 000 ლარი) რა­ტომ და­ა­წე­სეთ?

- ჯერ ერთი, შე­დე­გამ­დე ძა­ლი­ან რთუ­ლია მის­ვლა, მერე მა­ყუ­რებ­ლის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სიც რომ გა­მო­ეწ­ვია... ძა­ლი­ან მი­ხა­რია, გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ზღვა­ვე­ბა. თუმ­ცა, ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი მო­დი­ან, ხომ ვამ­ბობ, ჩემ მი­მართ შიში და კომ­პლექ­სი აქვთ, მო­თა­მა­შის სკამ­ზე "დაჭ­მუჭ­ნუ­ლე­ბი" სხდე­ბი­ან, მე კი მათ დახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად, ვცდი­ლობ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ვაშ­ლე­ვი­ნო ფრთე­ბი.

ამის გარ­და, ვეხ­მა­რე­ბი მა­ყუ­რე­ბელს, ლო­გი­კას "ვუ­ღე­ჭავ", რომ­ლი­თაც სწორ პა­სუ­ხამ­დე უნდა მი­ვი­დეს. ეს არ არის მხო­ლოდ მო­თა­მა­შის დახ­მა­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მა­ყუ­რე­ბელს ვე­თა­მა­შე­ბი.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში რო­გორ გრძნობთ თავს, რად­გა­ნაც ასეთ შო­უ­ში აქამ­დე ყო­ველ­თვის მო­თა­მა­შე იყა­ვით...

- კარ­გად. ბევ­რად მომ­წონს, ვიდ­რე სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ჩემი ამ­პლუა - კე­თი­ლია, კარ­ნა­ხობს... მაგ­რამ კი არ ვკარ­ნა­ხობ, ვთა­მა­შობ და ამას პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც გი­თხა­რით, მა­ყუ­რებ­ლის­თვის ვა­კე­თებ. შე­მიძ­ლია, მა­გა­ლი­თად, მო­თა­მა­შეს ორ შე­კი­თხვა­ზე და­ვეხ­მა­რო, რა­ღაც თან­ხამ­დე ავიყ­ვა­ნო და მე­სა­მე­ზე ისე და­ვაბ­ნიო, რომ თა­ვი­დან­ვე სწო­რი პა­სუ­ხი ჰქონ­დეს და ვერ უპა­სუ­ხოს, რად­გა­ნაც ეს თა­მა­შია.

ამი­ტო­მაც ვახ­სე­ნებ ხოლ­მე აგა­ტა კრის­ტის ორ­მა­გი ტყუ­ი­ლის თე­ო­რი­ას. ეს თა­მა­შის აუ­რაა... გა­და­ცე­მაც ამის გა­მოა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონს.

- ამ­ბობთ, "ჩემი ეში­ნი­ა­თო" - ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პი რა­ტო­მაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი?

- მკაც­რი ტიპი ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბის ბოლო პე­რი­ო­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მერე ორი "ბრინ­ჯა­ოს მო­აზ­როვ­ნე" მაქვს მო­გე­ბუ­ლი (მა­შინ "ბრო­ლის ბუ" არ იყო), ცოტა ჭკუა მო­მე­კი­თხე­ბა... ამ ქვე­ყა­ნა­შიც რა­ღა­ცე­ბი გა­მივ­ლია, პა­ტა­რა ბი­ჭიც აღარ ვარ, ჩემ პი­რის­პირ ჯდო­მა, გინ­და ინ­ტერ­ვიუ ერ­ქვას და გინ­და - თა­მა­ში, მარ­ტი­ვი არ არის. ამას გრძნო­ბენ და ეს მათ­თვის ერ­თგვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრე­სიც არის...

- მო­თა­მა­შე­ე­ბის შე­სარ­ჩე­ვად კას­ტინგს ვინ ატა­რებს?

- სამი ადა­მი­ა­ნი. ამ გა­და­ცე­მის ორი მთა­ვა­რი "ტვი­ნი" "რა? სად? რო­დის?" ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან - ლე­ვან ჩხე­ი­ძე და მისი მე­უღ­ლე თა­მუ­ნა კო­რა­ხაშ­ვი­ლი. ლე­ვა­ნი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში "რა? სად? რო­დის?" ყვე­ლა ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის თა­მა­შე­ბის სა­უ­კე­თე­სო კი­თხვე­ბის ავ­ტო­რია. ასე რომ, ამ მხრი­ვაც ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. გვყავს ფან­ტას­ტი­კუ­რი კას­ტინგ მე­ნე­ჯე­რი იმა­ვე თა­მა­ში­დან ნინო გო­გი­ნაშ­ვი­ლი (ყვე­ლა­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან).

ამ სამ ადა­მი­ან­თან ერ­თად, მაია ლო­მი­ძე ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო მე­ნე­ჯე­რია. ის მო­თა­მა­შეს პორ­ტრე­ტუ­ლად უყუ­რებს, სა­ტე­ლე­ვი­ზო კუ­თხით აფა­სებს - ტი­პა­ჟი თა­მა­შის დროს სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თუ არა. მა­ი­კო სა­უ­კე­თე­სო ჟურ­ნა­ლის­ტია...

თა­ვი­დან მო­თა­მა­შე­ე­ბი მშრალ გა­სა­უბ­რე­ბას გა­დი­ან - რა იცი­ან, რა - არა და "გა­ქა­ჩა­ვენ", თუ ვერა.

- იმ რთულ ბა­რი­ე­რებს, რა­საც გა­და­ცე­მა­ში მო­თა­მა­შე­ებს კი­თხვე­ბის სა­ხით სთა­ვა­ზობთ, რო­გორ ფიქ­რობთ, ვინ­მე დაძ­ლევს და და­ე­უფ­ლე­ბა 50 000 ლარს? სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ამ მო­ნა­ცე­მე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი?

- კი, რა თქმა უნდა, ახლა რე­გი­ო­ნე­ბის სე­რია და­ი­წყე­ბა და ნა­ხავთ, რო­გორ თა­მა­შობს ხალ­ხი, შემ­დეგ გა­და­ცე­მას აუ­ცი­ლებ­ლად უყუ­რეთ. რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი "გან­ძია" და­ბუ­დე­ბუ­ლი. არც თბი­ლის­შია ცოტა და იმე­დია, თბი­ლი­სე­ლებ­საც ეყო­ფათ გამ­ბე­და­ო­ბა და გა­და­ცე­მა­ში მოვ­ლენ. ჯერ­ჯე­რო­ბით რე­გი­ო­ნე­ბი­დან ბე­და­ვენ და მათი მთე­ლი სე­რია ამი­ტომ მო­ვა­წყეთ.

- ნიკა გვა­რა­მია - გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნი, ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, სა­მარ­თალმცოდ­ნე... ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ვრცე­ლია. რა გაძ­ლევთ რე­სურსს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ნა­ბარ ხა­რისხში აკე­თოთ?

- არ ვიცი... ალ­ბათ გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა. ისე, რა მაძ­ლევს იმის რე­სურსს, ამ­დე­ნი ენერ­გია დავ­ხარ­ჯო, ჩემ­თვი­საც გა­მო­ცა­ნაა... უბ­რა­ლოდ, ვიცი, რომ მი­ზანს უნდა მი­ვაღ­წიო და ეს არის...

- თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ - "არ არ­სე­ბობს ისე­თი რამ, რაც ნი­კამ არ იცის" - მარ­თლა ასეა?

- რა თქმა უნდა, მარ­თლა არ­სე­ბობს ისე­თი რამ, რაც ნი­კამ არ იცის...

- ცოდ­ნა რო­გორ და რა დროს და­აგ­რო­ვეთ?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვაგ­რო­ვებ. როცა ვმუ­შა­ობ, მას გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც ვაგ­რო­ვებ. ვარ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რად ვუდ­გე­ბი, უნდა ვი­ცო­დე... ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი რომ გავ­ხდი, და­ვი­წყე ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­ში გარ­კვე­ვა - რო­გორ მუ­შა­ობს კა­მე­რა, სა­მონ­ტა­ჟო და ა.შ. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში რომ მი­ვე­დი, არა­ფე­რი ვი­ცო­დი, 2 დღე ჩა­ვი­კე­ტე და ფი­ზკულ­ტუ­რის სა­ა­თე­ბის ჩათ­ვლით, ყვე­ლა­ფე­რი შე­ვის­წავ­ლე, სხვა­ნა­ი­რად მუ­შა­ო­ბა არ შე­მიძ­ლია.

მე ვარ კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, მაგ­რამ ცოდ­ნა უნდა მქონ­დეს იმის, რის მე­ნე­ჯმენ­ტსაც ვა­კე­თებ. ყვე­ლაფ­რის ცოდ­ნა ბუ­ნებ­რი­ვია ვერ გექ­ნე­ბა, მაგ­რამ ვიცი კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის შერ­ჩე­ვა, ვინც ამ ცოდ­ნას შე­მივ­სებს. ვიცი, ასე­ვე სა­კი­თხის, თე­მის სწრა­ფად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, შეს­წავ­ლა, მოქ­მე­დე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასე შე­იქ­მნა ჩემი ტე­ლე­ვი­ზია - "მთა­ვა­რი არხი".

- გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ახ­სე­ნეთ და გა­მახ­სენ­და ფრა­ზა: "ვინც საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლი არ იცის, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრად არ უნდა და­ნიშ­ნო"... თქვენ­ზე ალ­ბათ ამას ვერ ვი­ტყვით, რად­გან, რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მის­ვლი­სას, ყვე­ლა სა­კი­თხი შე­ვის­წავ­ლეო...

- ჟურ­ნა­ლი კი არა, ჟურ­ნა­ლის ახა­ლი ფორ­მა­ტი და­ვამ­ტკი­ცე. სა­ნამ მას­წავ­ლებ­ლებ­თან შე­მოვ­ლას და­ვი­წყებ­დი, რაც ამ სის­ტე­მას სჭირ­დე­ბო­და, სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი ვის­წავ­ლე. შე­კი­თხვებ­ზე, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­დათ, ყვე­ლა­ფერ­ში წვრი­ლად გა­ვერ­კვიე. თუ მათ პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე აგით­ვალ­წუ­ნეს, არ მი­გი­ღეს, არ და­გა­ფა­სეს, არ გა­ღი­ა­რეს, მერე კა­პი­კია შენი ფასი. მგო­ნია, რომ ასე­თი რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა.

ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი-მეთ­ქი - ამას არ და­ვი­ჩე­მებ, რად­გან კახა ლო­მა­ი­ა­ზე მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, თუმ­ცა ყო­ფილ პრო­კუ­რორს მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გა­მომ­დი­ო­და. რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ გა­ვუმკლავ­დი...

- საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლი ვახ­სე­ნეთ. ცუდი ნი­შა­ნი სკო­ლა­ში მი­გი­ღი­ათ?

- ცუდი ნი­შა­ნი? არა... ორი­ა­ნი იმის გამო მი­მი­ღია, რომ ცუ­დად მო­ვი­ქე­ცი. 4-იანი მი­მი­ღია, ეს ცუდი ნი­შა­ნი იყო ჩემ­თვის, იმი­ტომ კი არა, რომ ჩა­ციკ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი, აუ­ცი­ლებ­ლად 5 უნდა მი­მე­ღო, კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და მა­ინ­ტე­რე­სებ­და ის, რა­საც მას­წავ­ლიდ­ნენ. უფრო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბი მომ­წონ­და. საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნე­ბი იყო - ბი­ო­ლო­გია, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და გე­ო­მეტ­რია.

- ბი­ო­ლო­გი­ის სიყ­ვა­რუ­ლით, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბა არ გი­ფიქ­რი­ათ?

- სხვა­თა შო­რის, ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ არ ჩა­ვა­ბა­რე.

- კმა­ყო­ფი­ლი ხართ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნით?

- ვფიქ­რობ, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში შემ­დგა­რი ვარ, თუმ­ცა ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ბევ­რს რომ ვმუ­შა­ობ­დე, უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი მექ­ნე­ბო­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, ჩემ­თვის მთა­ვა­რი პრო­ფე­სია კრი­ზის-მე­ნე­ჯმენ­ტია.

- რას ურ­ჩევ­დით მათ, ვი­საც თქვენს შო­უ­ში მოს­ვლა უნდა?

- არ შე­ე­შინ­დეთ, თა­მა­მად მო­ვიდ­ნენ. რომ მოვ­ლენ არ ინერ­ვი­უ­ლონ, იღელ­ვონ. ღელ­ვა - ეს კარ­გია! ჩემი რჩე­ვაც ესაა...

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
201

შიში კი არა ზიზღი როგორ მოუხსნა იმაზე იფიქრე.

თინა
209

თქვენს მიმართ შიში კი არა, ზიზღია გაჩენილი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მინდა, ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიში მოვუხსნა..." - იპოვის თუ არა ნიკა გვარამია "მთავარ ჭკვიანს"?

"მინდა, ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიში მოვუხსნა..." - იპოვის თუ არა ნიკა გვარამია "მთავარ ჭკვიანს"?

პირველ იანვარს "მთავარი არხის" ეთერში ინტელექტუალური გადაცემა "მთავარი ჭკვიანი" დაიწყო. ის არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიჰყავს.

როცა შოუზე სასაუბროდ ნიკა გვარამიას დავუკავშირდით, AMBEBI.GE-სთან საუბარი ამ ფრაზით დაიწყო - "ჩვენ ვთამაშობთ "მთავარ ჭკვიანს". ამბობს, რომ ერთი თვის შედეგებით კმაყოფილია - "პროექტმა რეკორდები მოხსნა იმ თვალსაზრისით, რომ დასაწყისშივე მაღალრეიტინგული აღმოჩნდა. თან, ეს მეგაშოუ არ არის, სტუდიური გადაცემაა" - აღნიშნავს გვარამია.

- ე.ი. ასეთი ნიკა გვარამია მოსწონს მაყურებელს?

- სატელევიზიო რეიტინგი ამის მთავარი მაჩვენებელია და გამოხმაურებაც ძალიან კარგია, კი, ასეთი ნიკა გვარამია მოსწონთ...

- ამ ცხარე პოლიტიკურ პერიოდში მოულოდნელად სხვა ამპლუაში ყოფნა, პრაქტიკულად, გარდასახვა რატომ გადაწყვიტეთ?

- მე ვფიქრობ, საჭირო იყო და უკვე დრო იყო, ასეთი ნიკა გვარამიაც გაეხსენებინათ...

- ...რომელიც ადრეულ წლებში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" მოთამაშე იყო?

- დიახ, მაგრამ ახლა წამყვანია... კიდევ იმისთვის დავიწყე, რომ მინდა ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიშის გრძნობა მოვუხსნა...

- გამარჯვებულისთვის ასეთი მაღალი ჯილდო (50 000 ლარი) რატომ დააწესეთ?

- ჯერ ერთი, შედეგამდე ძალიან რთულია მისვლა, მერე მაყურებლის მაღალი ინტერესიც რომ გამოეწვია... ძალიან მიხარია, გადაცემაში მონაწილეობის მსურველთა სერიოზული მოზღვავება. თუმცა, ძალიან შეშინებულები მოდიან, ხომ ვამბობ, ჩემ მიმართ შიში და კომპლექსი აქვთ, მოთამაშის სკამზე "დაჭმუჭნულები" სხდებიან, მე კი მათ დახმარებასთან ერთად, ვცდილობ, ფსიქოლოგიურად გავაშლევინო ფრთები.

ამის გარდა, ვეხმარები მაყურებელს, ლოგიკას "ვუღეჭავ", რომლითაც სწორ პასუხამდე უნდა მივიდეს. ეს არ არის მხოლოდ მოთამაშის დახმარება, პირველ რიგში, მაყურებელს ვეთამაშები.

- ინტელექტუალური გადაცემის წამყვანის ამპლუაში როგორ გრძნობთ თავს, რადგანაც ასეთ შოუში აქამდე ყოველთვის მოთამაშე იყავით...

- კარგად. ბევრად მომწონს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩემი ამპლუა - კეთილია, კარნახობს... მაგრამ კი არ ვკარნახობ, ვთამაშობ და ამას პირველ რიგში, როგორც გითხარით, მაყურებლისთვის ვაკეთებ. შემიძლია, მაგალითად, მოთამაშეს ორ შეკითხვაზე დავეხმარო, რაღაც თანხამდე ავიყვანო და მესამეზე ისე დავაბნიო, რომ თავიდანვე სწორი პასუხი ჰქონდეს და ვერ უპასუხოს, რადგანაც ეს თამაშია.

ამიტომაც ვახსენებ ხოლმე აგატა კრისტის ორმაგი ტყუილის თეორიას. ეს თამაშის აურაა... გადაცემაც ამის გამოა წარმატებული. შედეგებმა აჩვენა, რომ მაყურებელს მოსწონს.

- ამბობთ, "ჩემი ეშინიათო" - ასეთი სტერეოტიპი რატომაა ჩამოყალიბებული?

- მკაცრი ტიპი ვარ, განსაკუთრებით, ჩემი მოღვაწეობის ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, მერე ორი "ბრინჯაოს მოაზროვნე" მაქვს მოგებული (მაშინ "ბროლის ბუ" არ იყო), ცოტა ჭკუა მომეკითხება... ამ ქვეყანაშიც რაღაცები გამივლია, პატარა ბიჭიც აღარ ვარ, ჩემ პირისპირ ჯდომა, გინდა ინტერვიუ ერქვას და გინდა - თამაში, მარტივი არ არის. ამას გრძნობენ და ეს მათთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური პრესიც არის...

- მოთამაშეების შესარჩევად კასტინგს ვინ ატარებს?

- სამი ადამიანი. ამ გადაცემის ორი მთავარი "ტვინი" "რა? სად? როდის?" ვარსკვლავები არიან - ლევან ჩხეიძე და მისი მეუღლე თამუნა კორახაშვილი. ლევანი ამიერკავკასიაში "რა? სად? როდის?" ყველა ქვეყნის ჩემპიონატის თამაშების საუკეთესო კითხვების ავტორია. ასე რომ, ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია. გვყავს ფანტასტიკური კასტინგ მენეჯერი იმავე თამაშიდან ნინო გოგინაშვილი (ყველანი ჩემი მეგობრები არიან).

ამ სამ ადამიანთან ერთად, მაია ლომიძე ჩემი შემოქმედებითი, სატელევიზიო მენეჯერია. ის მოთამაშეს პორტრეტულად უყურებს, სატელევიზო კუთხით აფასებს - ტიპაჟი თამაშის დროს საინტერესო იქნება თუ არა. მაიკო საუკეთესო ჟურნალისტია...

თავიდან მოთამაშეები მშრალ გასაუბრებას გადიან - რა იციან, რა - არა და "გაქაჩავენ", თუ ვერა.

- იმ რთულ ბარიერებს, რასაც გადაცემაში მოთამაშეებს კითხვების სახით სთავაზობთ, როგორ ფიქრობთ, ვინმე დაძლევს და დაეუფლება 50 000 ლარს? საქართველოში არიან ამ მონაცემების ადამიანები?

- კი, რა თქმა უნდა, ახლა რეგიონების სერია დაიწყება და ნახავთ, როგორ თამაშობს ხალხი, შემდეგ გადაცემას აუცილებლად უყურეთ. რეგიონებში განსაკუთრებით დიდი "განძია" დაბუდებული. არც თბილისშია ცოტა და იმედია, თბილისელებსაც ეყოფათ გამბედაობა და გადაცემაში მოვლენ. ჯერჯერობით რეგიონებიდან ბედავენ და მათი მთელი სერია ამიტომ მოვაწყეთ.

- ნიკა გვარამია - გადაცემების წამყვანი, ტელევიზიის გენერალური დირექტორი, სამართალმცოდნე... ჩამონათვალი ვრცელია. რა გაძლევთ რესურსს, რომ ეს ყველაფერი პარალელურად, თანაბარ ხარისხში აკეთოთ?

- არ ვიცი... ალბათ განათლება და გამოცდილება. ისე, რა მაძლევს იმის რესურსს, ამდენი ენერგია დავხარჯო, ჩემთვისაც გამოცანაა... უბრალოდ, ვიცი, რომ მიზანს უნდა მივაღწიო და ეს არის...

- თქვენზე ამბობენ - "არ არსებობს ისეთი რამ, რაც ნიკამ არ იცის" - მართლა ასეა?

- რა თქმა უნდა, მართლა არსებობს ისეთი რამ, რაც ნიკამ არ იცის...

- ცოდნა როგორ და რა დროს დააგროვეთ?

- მთელი ცხოვრება ვაგროვებ. როცა ვმუშაობ, მას გამოცდილებითაც ვაგროვებ. ვარ პასუხისმგებლიანი და ყველაფერს ძალიან სკურპულოზურად ვუდგები, უნდა ვიცოდე... ტელევიზიის დირექტორი რომ გავხდი, დავიწყე ტექნიკურ საკითხებში გარკვევა - როგორ მუშაობს კამერა, სამონტაჟო და ა.შ. განათლების სამინისტროში რომ მივედი, არაფერი ვიცოდი, 2 დღე ჩავიკეტე და ფიზკულტურის საათების ჩათვლით, ყველაფერი შევისწავლე, სხვანაირად მუშაობა არ შემიძლია.

მე ვარ კარგი მენეჯერი, მაგრამ ცოდნა უნდა მქონდეს იმის, რის მენეჯმენტსაც ვაკეთებ. ყველაფრის ცოდნა ბუნებრივია ვერ გექნება, მაგრამ ვიცი კარგი ადამიანების შერჩევა, ვინც ამ ცოდნას შემივსებს. ვიცი, ასევე საკითხის, თემის სწრაფად გაცნობიერება, შესწავლა, მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება. ასე შეიქმნა ჩემი ტელევიზია - "მთავარი არხი".

- განათლების სამინისტრო ახსენეთ და გამახსენდა ფრაზა: "ვინც საკლასო ჟურნალი არ იცის, განათლების მინისტრად არ უნდა დანიშნო"... თქვენზე ალბათ ამას ვერ ვიტყვით, რადგან, როგორც აღნიშნეთ, თანამდებობაზე მისვლისას, ყველა საკითხი შევისწავლეო...

- ჟურნალი კი არა, ჟურნალის ახალი ფორმატი დავამტკიცე. სანამ მასწავლებლებთან შემოვლას დავიწყებდი, რაც ამ სისტემას სჭირდებოდა, საერთოდ ყველაფერი ვისწავლე. შეკითხვებზე, რომელიც მასწავლებლებს შეიძლებოდა ჰქონოდათ, ყველაფერში წვრილად გავერკვიე. თუ მათ პირველივე შეხვედრაზე აგითვალწუნეს, არ მიგიღეს, არ დაგაფასეს, არ გაღიარეს, მერე კაპიკია შენი ფასი. მგონია, რომ ასეთი რამ ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა.

ბევრი მასწავლებლისთვის საუკეთესო მინისტრი ვიყავი-მეთქი - ამას არ დავიჩემებ, რადგან კახა ლომაიაზე მეტი არაფერი გამიკეთებია, თუმცა ყოფილ პროკურორს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაცია გამომდიოდა. რთული გამოწვევა იყო, მაგრამ გავუმკლავდი...

- საკლასო ჟურნალი ვახსენეთ. ცუდი ნიშანი სკოლაში მიგიღიათ?

- ცუდი ნიშანი? არა... ორიანი იმის გამო მიმიღია, რომ ცუდად მოვიქეცი. 4-იანი მიმიღია, ეს ცუდი ნიშანი იყო ჩემთვის, იმიტომ კი არა, რომ ჩაციკლული ვიყავი, აუცილებლად 5 უნდა მიმეღო, კარგად ვსწავლობდი და მაინტერესებდა ის, რასაც მასწავლიდნენ. უფრო საბუნებისმეტყველო საგნები მომწონდა. საყვარელი საგანები იყო - ბიოლოგია, ქართული ლიტერატურა და გეომეტრია.

- ბიოლოგიის სიყვარულით, სამედიცინოზე ჩაბარება არ გიფიქრიათ?

- სხვათა შორის, ვაპირებდი, მაგრამ არ ჩავაბარე.

- კმაყოფილი ხართ პროფესიული არჩევანით?

- ვფიქრობ, ჩემს პროფესიაში შემდგარი ვარ, თუმცა ჩემს პროფესიაში ბევრს რომ ვმუშაობდე, უკეთესი შედეგები მექნებოდა. საბოლოო ჯამში კი, ჩემთვის მთავარი პროფესია კრიზის-მენეჯმენტია.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც თქვენს შოუში მოსვლა უნდა?

- არ შეეშინდეთ, თამამად მოვიდნენ. რომ მოვლენ არ ინერვიულონ, იღელვონ. ღელვა - ეს კარგია! ჩემი რჩევაც ესაა...