პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ლი თებერვლიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად
1-ლი თებერვლიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

„მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ კ. გამ­სა­ხურ­დი­ას რი­გით მე­ო­რე რო­მა­ნია, რომ­ლის და­წე­რი­თა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ავ­ტორ­მა ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­ი­ა­რა. კლა­სი­კო­სი მწერ­ლის ეს რო­მა­ნი 21-ე სა­უ­კუ­ნე­შიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლიკ. გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის ახალ გა­მო­ცე­მას დიდი ხა­ნია ელო­დე­ბა.

კლა­სი­კო­სი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებს მო­ნატ­რე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ კ. გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ტო­მე­ულს გა­მოს­ცემს, რომ­ლის პირ­ვე­ლი ტომი სწო­რედ „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ იქ­ნე­ბა. მისი შე­ძე­ნა 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­გეძ­ლე­ბათ. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 15 ლარი.

7-ტო­მე­უ­ლი მო­ი­ცავს კ. გამ­სა­ხურ­დი­ას 5 რო­მანს, რომ­ლე­ბიც 6 ტომ­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბა, ხოლო მე-7 ტომ­ში მწერ­ლის ნო­ვე­ლე­ბი და მო­თხრო­ბე­ბი მო­იყ­რის თავს. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, ამ კრე­ბულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან; მას კ. გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლე­ვა­რი, ლი­ტე­რა­ტო­რი სოსო სი­გუა შე­ად­გენს:

„ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კ. გამ­სა­ხურ­დი­ას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი არ გა­მო­ი­ცე­მო­და. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ კ. გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ, ამი­ტომ დიდხ­ნი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ შეძ­ლო და ჩვენს მკი­თხველს 7-ტო­მე­ულს უმ­ზა­დებს“, - აღ­ნიშ­ნავს მაია ალუ­და­უ­რი.

რო­გორც თავ­ში ით­ქვა, 7-ტო­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი ტომი „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბაა“. რო­მა­ნი ჟურ­ნალ „მნა­თობ­ში“ იბეჭ­დე­ბო­და. მკი­თხვე­ლი დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბო­და ყო­ველ ახალ თავს. სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბო­და - თემა თა­ნა­მედ­რო­ვე იყო, პრობ­ლე­მა­ტი­კა - ნაც­ნო­ბი, მაგ­რამ თა­რაშ ემ­ხვა­რი, თუ არ­ზა­ყან ზვამ­ბა­ია, წი­თე­ლი კომ­კავ­ში­რი, თუ თა­მარ მეფე, კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცია, თუ ის­ტო­რი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო? – ავ­ტორს ამ კი­თხვებ­ზე მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია.

რო­გორც რო­მა­ნის ახა­ლი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ სტა­ლინს რომ წა­უ­კი­თხავს, მწერ­ლის სა­მუ­და­მოდ ლან­ძღვის ბრძა­ნე­ბა გა­უ­ცია:

„კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რჩე­უ­ლი რო­მა­ნის „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ არა­ერ­თი გა­მო­ცე­მა არ­სე­ბობს. რო­მა­ნი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე(1936წ)ცხა­რე დის­კუ­სი­ი­სა და მწვა­ვე კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და. ნა­წარ­მო­ებ­ში ასა­ხუ­ლია XX სა­უ­კუ­ნის ოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის დიდი სი­მარ­თლე,ძვე­ლი­სა და ახ­ლის ჭი­დი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­მა­ნი ვერ გა­და­ურ­ჩე­ბო­და საბ­ჭო­ურ ცენ­ზუ­რას.ცე­კას დად­გე­ნი­ლე­ბით,ამო­ღე­ბულ იქნა 2 ეპი­ზო­დი, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ აღად­გი­ნეს. დღე­ვან­დე­ლი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ეს დი­დე­ბუ­ლი ძეგლი­ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბი­სა,ახა­ლი წახ­ნა­გე­ბი­სა თუ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ჭრილ­ში,კი­დევ უფრო მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი ჩანს,“ - აღ­ნიშ­ნავს მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე.

მარ­თლაც, და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი და მწვა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ჭი­დი­ლი, ძვე­ლი­სა და ახ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მა, რო­მანს 21-ე სა­უ­კუ­ნის მკი­თხვე­ლის­თვი­საც სა­სურ­ველ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კ. გამ­სა­ხურ­დი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა მა­ღა­ლი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხა­რის­ხით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ყდე­ბის ილუსტრა­ცი­ე­ბი მხატ­ვარ­მა ლე­ვან სი­ლა­გა­ძემ შე­ას­რუ­ლა.

ამი­ტომ, თუკი კ. გამ­სა­ხურ­დი­ას, რო­გორც კლა­სი­კოს მწე­რალს იც­ნობთ (მით უმე­ტეს, თუ ჯერ არა), გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი სე­რი­ის 7-ტო­მე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძვირ­ფა­სი შე­ნა­ძე­ნი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის.

შე­გახ­სე­ნებთ, კ. გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მა 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყე­ბა და 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტომი სწო­რედ 1-ლ თე­ბერ­ვალს გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 15 ლარი.

მო­ი­კი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

1-ლი თებერვლიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

1-ლი თებერვლიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

„მთვარის მოტაცება“ კ. გამსახურდიას რიგით მეორე რომანია, რომლის დაწერითა და გამოქვეყნებით ავტორმა ბეწვის ხიდზე გაიარა. კლასიკოსი მწერლის ეს რომანი 21-ე საუკუნეშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქართველი მკითხველიკ. გამსახურდიას შემოქმედების ახალ გამოცემას დიდი ხანია ელოდება.

კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებებს მონატრებული მკითხველისთვის გამომცემლობა „პალიტრა L“ კ. გამსახურდიას 7-ტომეულს გამოსცემს, რომლის პირველი ტომი სწორედ „მთვარის მოტაცება“ იქნება. მისი შეძენა 1-ლი თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგეძლებათ. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

7-ტომეული მოიცავს კ. გამსახურდიას 5 რომანს, რომლებიც 6 ტომში გაერთიანდება, ხოლო მე-7 ტომში მწერლის ნოველები და მოთხრობები მოიყრის თავს. როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური აღნიშნავს, ამ კრებულს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან; მას კ. გამსახურდიას შემოქმედების მკვლევარი, ლიტერატორი სოსო სიგუა შეადგენს:

„ობიექტური მიზეზების გამო 10 წლის განმავლობაში კ. გამსახურდიას ნაწარმოებები არ გამოიცემოდა. ჩვენთვის ცნობილია ქართველი მკითხველის უმრავლესობის დამოკიდებულების შესახებ კ. გამსახურდიას შემოქმედების მიმართ, ამიტომ დიდხნიანი დუმილის შემდეგ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ შეძლო და ჩვენს მკითხველს 7-ტომეულს უმზადებს“, - აღნიშნავს მაია ალუდაური.

როგორც თავში ითქვა, 7-ტომეულის პირველი ტომი „მთვარის მოტაცებაა“. რომანი ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდებოდა. მკითხველი დიდი ინტერესით ელოდებოდა ყოველ ახალ თავს. სხვანაირად არც შეიძლებოდა - თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა - ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი, თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი, თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია, თუ ისტორიული საქართველო? – ავტორს ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია.

როგორც რომანის ახალი გამოცემის რედაქტორი მანანა ჯანელიძე აღნიშნავს, „მთვარის მოტაცება“ სტალინს რომ წაუკითხავს, მწერლის სამუდამოდ ლანძღვის ბრძანება გაუცია:

„კონსტანტინე გამსახურდიას რჩეული რომანის „მთვარის მოტაცება“ არაერთი გამოცემა არსებობს. რომანი გამოსვლისთანავე(1936წ)ცხარე დისკუსიისა და მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ნაწარმოებში ასახულია XX საუკუნის ოცდაათიანი წლების დიდი სიმართლე,ძველისა და ახლის ჭიდილი. ბუნებრივია, რომანი ვერ გადაურჩებოდა საბჭოურ ცენზურას.ცეკას დადგენილებით,ამოღებულ იქნა 2 ეპიზოდი, რომლებიც შემდგომ აღადგინეს. დღევანდელი თვალით დანახული ეს დიდებული ძეგლიქართული მწერლობისა,ახალი წახნაგებისა თუ ფასეულობების ჭრილში,კიდევ უფრო მრავლისმეტყველი ჩანს,“ - აღნიშნავს მანანა ჯანელიძე.

მართლაც, დამაინტრიგებელი სასიყვარულო სამკუთხედი და მწვავე სოციალური ჭიდილი, ძველისა და ახლის დაპირისპირების მუდმივი პრობლემა, რომანს 21-ე საუკუნის მკითხველისთვისაც სასურველსა და საინტერესოს ხდის. აღსანიშნავია, რომ კ. გამსახურდიას სპეციალური გამოცემა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით არის შესრულებული. ყდების ილუსტრაციები მხატვარმა ლევან სილაგაძემ შეასრულა.

ამიტომ, თუკი კ. გამსახურდიას, როგორც კლასიკოს მწერალს იცნობთ (მით უმეტეს, თუ ჯერ არა), გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი სერიის 7-ტომეული განსაკუთრებულად ძვირფასი შენაძენი იქნება თქვენი ბიბლიოთეკისთვის.

შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყება და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სერიის პირველი ტომი სწორედ 1-ლ თებერვალს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

მოიკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

1 თებერვლიდან „მაკულიტერატურის“ ფილიალები უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას

"მთვარის მოტაცება" - 1 თებერვლიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად

25 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეხუთე ტომი გამოვა