მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ნინოობაა - დღესასწაულის რელიგიური და ისტორიული ასპექტები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ
დღეს ნინოობაა - დღესასწაულის რელიგიური და ისტორიული ასპექტები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმინ­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

წმი­და ნინო წარ­მო­შო­ბით კა­ბა­დო­კი­ის ქა­ლაქ კო­ლა­სე­დან იყო. მისი მამა, ზა­ბუ­ლო­ნი საფ­რან­გე­თის გან­მა­ნათ­ლებ­ლად ით­ვლე­ბა. მო­ცი­ქულ­თა სწო­რი ქალ­წუ­ლი ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 323 წელს ჯა­ვა­ხე­თის მთე­ბით შე­მო­ვი­და. მას ღვთის­მშობ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ვა­ზის ჯვა­რი ეპყრა ხელ­ში.

წმი­და ნინო ფა­რავ­ნის ტბას­თან ორი დღე შე­ჩერ­და და მე­თევ­ზურ­თა­გან მირ­თმე­უ­ლი საკ­ვე­ბით ძალა მო­იკ­რი­ბა. და­სას­ვე­ნებ­ლად მი­წა­ზე მი­წო­ლილს ძილ­ში ბრწყინ­ვა­ლე კაცი ეჩ­ვე­ნა, რო­მელ­მაც და­ბეჭ­დი­ლი წე­რი­ლი მის­ცა და უთხრა, რომ წე­რი­ლი წარ­მარ­თთა მე­ფის­თვის მი­ერ­თმია, რად­გა­ნაც ამის­თვის იყო მოვ­ლე­ნი­ლი. წე­რი­ლის თავ­ში რო­მა­უ­ლად იე­სოს სა­ხე­ლი ეწე­რა და, რო­გორც მო­სეს ქვის ფიც­რებ­ზე, ათი სი­ტყვა იყო და­წე­რი­ლი.

ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლი­სა და მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმი­და ნი­ნოს ქა­და­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად 326 წელს გა­მო­ცხად­და. ამ დროს სა­მე­ფო ტახ­ტი მეფე მი­რი­ან­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას ეპყრათ.

წმი­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ დღე­სას­წა­უ­ლობს: 1(19) ივ­ნისს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა აღი­ნიშ­ნე­ბა, ხოლო 27(14) იან­ვარს - გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოხუმელი ვეტერანი
0

წმინდა ნინოს მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას! გილოცავთ ნინოობას!!!

დ.დ.
0

გაკეთბულ კომენტარს რატომ არ აქვეყნებთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

დღეს ნინოობაა - დღესასწაულის რელიგიური და ისტორიული ასპექტები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ

დღეს ნინოობაა - დღესასწაულის რელიგიური და ისტორიული ასპექტები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.

"ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ..." - რა გადაწყდა "ლილოსთან" დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე?

ტელეკომპანია "იმედი“ იყიდება

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა