მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება" - თენგიზ ცერცვაძე
"ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება" - თენგიზ ცერცვაძე

გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან იო­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, რომ მო­იხ­სნას ამას ეპი­დე­მი­ის ტალ­ღის ახა­ლი აფეთ­ქე­ბა მოჰ­ყვე­ბა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე შე­ზღუდ­ვე­ბის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და, ზა­ფხულ­ში სა­ხელ­მწი­ფომ არ გა­მო­ი­ჩი­ნა პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, შე­ას­რუ­ლა მო­სახ­ლე­ო­ბის დაკ­ვე­თა.

"პან­დე­მია ობი­ექ­ტუ­რად ეს არის ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა მსოფ­ლი­ოს­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს არ აუ­ა­რა პან­დე­მი­ამ გვერ­დი. კი ბა­ტო­ნო, და­ვუშ­ვათ მთავ­რო­ბა და­ე­მორ­ჩი­ლა, მო­უს­მი­ნა ამ პო­პუ­ლის­ტურ მო­თხოვ­ნებს. ეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი კი, ალ­ბათ სპონ­ტა­ნუ­რა­დაც არის, მაგ­რამ და­მე­თან­ხმეთ, რომ ისი­ნი ხში­რად წა­ქე­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი წრე­ე­ბის და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც აკე­თე­ბენ პო­პუ­ლის­ტურ გან­ცხა­დე­ბებს, რომ მო­იხ­სნას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა - კი ბა­ტო­ნო გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან იო­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, რომ მო­იხ­სნას ამას მოჰ­ყვე­ბა ეპი­დე­მი­ის ტალ­ღის ახა­ლი აფეთ­ქე­ბა, რო­მე­ლიც ბუ­მე­რან­გი­ვით დაგ­ვარ­ტყამს უკან, და­არ­ტყამს იგი­ვე ადა­მი­ა­ნებს, ვინც დღეს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ამას და აი­ძუ­ლებს ქვე­ყა­ნას იგი­ვე ადა­მი­ა­ნებს, ვინც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ითხო­ვენ ყვე­ლაფ­რის გახ­სნას, აი­ძუ­ლებს პან­დე­მია, რომ ხე­ლახ­ლა ჩა­ი­კე­ტონ და სა­ხელ­მწი­ფო ცდი­ლობს, რომ ეს არ და­უშ­ვას ცდი­ლობს, რომ ეტა­პობ­რი­ვად გახ­სნას ეკო­ნო­მი­კა და ყვე­ლა­ნა­ი­რი ბიზ­ნეს თუ პი­რა­დი აქ­ტი­ვო­ბა, რომ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რა­საც ახლა მი­ვაღ­წი­ეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს.

ზა­ფხულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი იქნა შეც­დო­მა, რომ არ გა­მო­ი­ჩი­ნეს საკ­მა­რი­სი სიმ­კაც­რე, მო­სახ­ლე­ო­ბის დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა მთავ­რო­ბამ მა­ში­ნაც. ზა­ფხულ­ში სა­ხელ­მწი­ფომ არ გა­მო­ი­ჩი­ნა პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, შე­ას­რუ­ლა მო­სახ­ლე­ო­ბის დაკ­ვე­თა და მი­ი­ღო ის, რაც მი­ვი­ღეთ ნო­ემ­ბერ­ში და დე­კემ­ბერ­ში. ახლა თუ იგი­ვე შეც­დო­მას გა­ვი­მე­ო­რებთ და ისევ უპი­რო­ბოდ შე­ვას­რუ­ლებთ ყვე­ლა მო­თხოვ­ნას, რო­მე­ლიც ეხე­ბა ყვე­ლაფ­რის გახ­სნას და ყვე­ლა შე­ზღუდ­ვის მოხ­სნას, ძა­ლი­ან დიდი რის­კია, რომ გა­მე­ორ­დე­ბა ის, რაც ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში და მერე ხე­ლახ­ლა იქ­ნე­ბა სათ­ქმე­ლი, რომ კი­დევ და­ვუშ­ვით შეც­დო­მა, არ უნდა დავ­თან­ხმე­ბო­დით აი ამ ნაჩ­ქა­რევ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და და­უ­სა­ბუ­თე­ბელ მო­თხოვ­ნებს და არ უნდა გა­დაგ­ვე­ყა­რა ისევ წყალ­ში ის, რა­საც დღე­ის­თვის მი­ვაღ­წი­ეთ”, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ამას­თან, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ძნე­ლია რი­გით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც უჭირთ გა­ა­გე­ბი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს.

"ძა­ლი­ან ძნე­ლია, მეს­მის, რი­გით ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც და­კარ­გა შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც უჭირს გა­ა­გე­ბი­ნო, მაგ­რამ მე ვერ ვხე­დავ უკე­თეს გა­მო­სა­ვალს. ყვე­ლა შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა არ არის უკე­თე­სი გა­მო­სა­ვა­ლი. რომ არ გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი­ყო ეს ხალ­ხი ამი­ტომ ზა­ფხულ­ში მათ გა­უხ­სნეს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ამი­ტომ მი­ვი­ღეთ ნო­ემ­ბე­რი და დე­კემ­ბე­რი”, - აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
104

მთლიანად გეთანხმებით ბატო თენგიზ, შეზღუდვების მთლიანად მოხსნა მოგვიტანს კატასტროფულ შედეგებს, განსაკუთრებით სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ,ვინაიდან ეს დაკავშირებული იქნება უზარმაზარ მობილობასთან. ამიტომ ვაქცინაციის ჩატარებამდე სასწავლო პროცესი მაინც, არ უნდა განახლდეს.მთავრობა არ უნდა აჰყვეს პოპულისტურ, გაუაზრებელ მოწოდებებს.

ხიხო
10

ოო დიადო თენგიზ, შენი მადლი ფარავდეს წილხვედრ ჯიხურს

 

 

ოო დიადო მუშეკეტერებო თქვენი სხივი ანათებდეს ნიკოფსიიდან ბარდუბანამდე

 

ვაი თქვენ პატრონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება" - თენგიზ ცერცვაძე

"ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება" - თენგიზ ცერცვაძე

განცხადებების გაკეთება ძალიან იოლია, მაგრამ ყველა შეზღუდვა, რომ მოიხსნას ამას ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება მოჰყვება, - ასე გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციებს.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა.

"პანდემია ობიექტურად ეს არის ძალიან დიდი უბედურება მსოფლიოსთვის და საქართველოს არ აუარა პანდემიამ გვერდი. კი ბატონო, დავუშვათ მთავრობა დაემორჩილა, მოუსმინა ამ პოპულისტურ მოთხოვნებს. ეს საპროტესტო აქციები კი, ალბათ სპონტანურადაც არის, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ისინი ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების და ტელევიზიების და ადამიანების მიმართ, რომელიც აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს, რომ მოიხსნას დაუყოვნებლივ ყველა შეზღუდვა - კი ბატონო განცხადებების გაკეთება ძალიან იოლია, მაგრამ ყველა შეზღუდვა, რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება, რომელიც ბუმერანგივით დაგვარტყამს უკან, დაარტყამს იგივე ადამიანებს, ვინც დღეს აპროტესტებენ ამას და აიძულებს ქვეყანას იგივე ადამიანებს, ვინც აპროტესტებენ და ითხოვენ ყველაფრის გახსნას, აიძულებს პანდემია, რომ ხელახლა ჩაიკეტონ და სახელმწიფო ცდილობს, რომ ეს არ დაუშვას ცდილობს, რომ ეტაპობრივად გახსნას ეკონომიკა და ყველანაირი ბიზნეს თუ პირადი აქტივობა, რომ ეს მდგომარეობა, რასაც ახლა მივაღწიეთ შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს.

ზაფხულში დაშვებული იქნა შეცდომა, რომ არ გამოიჩინეს საკმარისი სიმკაცრე, მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა მთავრობამ მაშინაც. ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერში და დეკემბერში. ახლა თუ იგივე შეცდომას გავიმეორებთ და ისევ უპირობოდ შევასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომელიც ეხება ყველაფრის გახსნას და ყველა შეზღუდვის მოხსნას, ძალიან დიდი რისკია, რომ გამეორდება ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში და მერე ხელახლა იქნება სათქმელი, რომ კიდევ დავუშვით შეცდომა, არ უნდა დავთანხმებოდით აი ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და დაუსაბუთებელ მოთხოვნებს და არ უნდა გადაგვეყარა ისევ წყალში ის, რასაც დღეისთვის მივაღწიეთ”, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ძნელია რიგით ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გააგებინო შეზღუდვების აუცილებლობა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

"ძალიან ძნელია, მესმის, რიგით ადამიანს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი, რომელსაც უჭირს გააგებინო, მაგრამ მე ვერ ვხედავ უკეთეს გამოსავალს. ყველა შეზღუდვის მოხსნა არ არის უკეთესი გამოსავალი. რომ არ გაღარიბებულიყო ეს ხალხი ამიტომ ზაფხულში მათ გაუხსნეს ყველა შესაძლებლობა და ამიტომ მივიღეთ ნოემბერი და დეკემბერი”, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ინფორმაცია მშობლებისთვის - რა უნდა იცოდეთ იმ სკოლებთან დაკავშირებით, სადაც ხვალიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე