პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ოპოზიცია განულდა, დიდი ხიფათია, რომ ერთპარტიული პარლამენტი კი არა, უკვე ერთპარტიული ქვეყანა მივიღოთ" - რამ განაპირობა ოპოზიციის რეიტინგის  ვარდნა?
"თუ ოპოზიცია განულდა, დიდი ხიფათია, რომ ერთპარტიული პარლამენტი კი არა, უკვე ერთპარტიული ქვეყანა მივიღოთ" - რამ განაპირობა ოპოზიციის რეიტინგის  ვარდნა?

ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) დე­კემ­ბრის თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კი­თხვა­ზე, რო­მე­ლი პარ­ტია დგას თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს, გა­მო­კი­თხულ­თა 31%-ის აზ­რით, ასე­თია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". 5% კი ასე­თად "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ასა­ხე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პარ­ტი­ებს ("პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი"; "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი"; "გირ­ჩი"; "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო"; "ლელო"; "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია") ჯა­მუ­რად გა­მო­კი­თხულ­თა 9%-ის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თა­ნაა ახ­ლოს. ამას­თან, ამა­ვე კი­თხვა­ზე გა­მო­კი­თხულ­თა 24%-მა პა­სუ­ხის­გან თავი შე­ი­კა­ვა, 25%-მა კი არ­ცერ­თი პარ­ტია არ და­ა­სა­ხე­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია იმ გა­მო­კი­თხულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც მათ პო­ზი­ცი­ას­თან ახ­ლოს მდგომ პარ­ტი­ად ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას ასა­ხე­ლებ­და. კერ­ძოდ, NDI-ის მიერ 2020 წლის იან­ვარ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, იგი­ვე შე­კი­თხვა­ზე: რო­მე­ლი პარ­ტია დგას თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს, პა­სუ­ხე­ბი ასე ნა­წილ­დე­ბო­და: მო­სახ­ლე­ო­ბის 19% მი­იჩ­ნევ­და, რომ მათ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდგა­რი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იყო, 14%-ს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ სურ­და, ხოლო მო­სახ­ლე­ო­ბის 13%-ის­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდგა­რი პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა” იყო.

რა არის ოპო­ზი­ცი­ის რე­ი­ტინ­გის ასე­თი მკვეთ­რად და­ცე­მის მი­ზე­ზი?

ambebi.ge-სთან NDI-ის კვლე­ვის შე­დე­გებს ექ­სპერ­ტე­ბი აფა­სე­ბენ:

  • "ოპო­ზი­ცია კი­დევ უფრო მეტ ნე­გა­ტი­ვებს ქმნის, ნაც­ვლად იმი­სა, რომ რა­ი­მე უფრო პო­ზი­ტი­უ­რი გეგ­მა შეს­თა­ვა­ზოს მო­სახ­ლე­ო­ბას"

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- ვფიქ­რობ, ეს შე­დე­გი კა­ნონ­ზო­მი­ე­რია იმი­ტომ, რომ დღეს ადა­მი­ა­ნებს ორი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა აქვთ, ქვე­ყა­ნა­ში და­დის შიმ­ში­ლის და სიკ­ვდი­ლის შიში, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეს პრობ­ლე­მე­ბია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. ამ დროს ოპო­ზი­ცია კი­დევ უფრო მეტ ნე­გა­ტი­ვებს ქმნის, იმ გზავ­ნილს ტრანსლი­რებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი უფრო ცუ­დად იქ­ნე­ბა, ნაც­ვლად იმი­სა, რომ რა­ი­მე უფრო პო­ზი­ტი­უ­რი გეგ­მა შეს­თა­ვა­ზოს მო­სახ­ლე­ო­ბას.

ოპო­ზი­ცია უა­რეს მო­ლო­დი­ნებს აჩენს იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­რა­ფერს აკე­თებს, მაგ­რამ რა­ღა­ცას მა­ინც ფა­ფხუ­რობს. ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც არ არის ერ­თგვა­რო­ვა­ნი - ჩვენ ვხე­დავთ, რომ ახლა გა­ხა­რია ქა­ჩავს ყვე­ლა­ფერს, იმი­ტომ, რომ ეს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ჭა­ო­ბის კა­ბი­ნე­ტია. გა­ხა­რია ბევ­რად უფრო ადექ­ვა­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცია - ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა.

იმა­ვე კვლე­ვით ჩანს, რომ პარ­ლა­მენ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად დე­ლე­გი­ტი­მი­ზი­რე­ბუ­ლია, 15% ძა­ლი­ან და­ბა­ლია. პარ­ლა­მენ­ტის მა­მე­ბი ამა­ყი სა­ხე­ე­ბით კი გა­მო­დი­ან და ამ­ბო­ბენ, ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზე­აო და­სუ­ლი "ნაც­მოს" რე­ი­ტინ­გიო. კი ბა­ტო­ნო, და­ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტის რე­ი­ტინ­გიც ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზე არ არის? პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბას მხო­ლოდ 15% აფა­სებს და­დე­ბი­თად. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, ეს შე­დე­გე­ბი კა­ნონ­ზო­მი­ე­რია. პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გის და­ბა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გია. თუმ­ცა ეს რე­ი­ტინ­გე­ბი მერ­ყე­ვი და სწრა­ფად ცვლა­დია. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია და ხვალ რა იქ­ნე­ბა, ვნა­ხოთ.

  • "ლა­პა­რა­კი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ყალბ­და, არა მგო­ნია, ოპო­ზი­ცი­ის­თვის მთლად რე­ლე­ვან­ტუ­რი იყოს"

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

- აქ სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” შო­რის არ­სე­ბუ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი სხვა­ო­ბა, რაც მათ არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ი­ღეს, თით­ქმის ტო­ლია. აქაც სა­დღაც 15%-ია გან­სხვა­ვე­ბა, მაგ­რამ ეს იმი­ტო­მაა, რომ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა პარ­ტია მაქ­სი­მუმს კრებს. რაც ეხე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ჯა­მუ­რად 9%-ს, იმ პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ოპო­ზი­ცი­ა­ში ხდე­ბა, რო­გორც ჩანს, ამომ­რჩე­ველ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ სხვა პარ­ტი­ე­ბის­თვის, მე­სა­მე ძა­ლის­თვის მეტი ნდო­ბა უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, ვიდ­რე "ნაც­მოძ­რა­ო­ბის­თვის". ზო­გა­დად, მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ოპო­ზი­ცი­ის ჯა­მუ­რი შე­დე­გი არაა მეტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­ცენტზე. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არის საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბი­ლე­ბა, ტყუ­ი­ლად აქვს ოპო­ზი­ცი­ას ამის იმე­დი. მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევ­ნია, პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს ოპო­ზი­ცია და იქე­დან ებ­რძო­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას, ვიდ­რე ის, ქუ­ჩა­ში დად­გეს და ელო­დოს, რო­დის დაგ­როვ­დე­ბა ისე­თი უარ­ყო­ფი­თი მუხ­ტი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა აი­ძუ­ლოს. ოპო­ზი­ცი­ი­სად­მი ნი­ჰი­ლიზმს აღ­ვი­ვებს ის და­პი­რის­პი­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლებს შო­რის, რა­საც ყო­ველ დღე ვუ­ყუ­რებთ უკვე.

25%, რო­მელ­მაც არ იცის, ვის და­უ­ჭი­როს მხა­რი, ეს ცუ­დის მო­ლო­დი­ნის­გა­ნაა გა­მოწ­ვე­უ­ლი - ამომ­რჩე­ვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თუ ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ბა ოპო­ზი­ცია, შე­იძ­ლე­ბა პრო­ცე­სე­ბი არას­ტა­ბი­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დეს, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ასე­თი გან­წყო­ბაა თა­ვად ოპო­ზი­ცი­ა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ 80%-ს უნდა, ეს ხალ­ხი პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს და დამ­შვიდ­დნენ - თუ ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში შევა, არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ნაკ­ლე­ბი ხი­ფა­თი იქ­ნე­ბა. ჩემი აზ­რით, ეს ციფ­რი ამას უფრო გა­მო­ხა­ტავს, ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, კვლე­ვის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის საკ­მა­ოდ დიდი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თაც მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­დავს, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე მი­იჩ­ნევს, რომ ძი­რი­თად ნა­წილ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­ვებს უმკლავ­დე­ბა. აქე­დან დას­კვნა: ჩანს, რომ ამომ­რჩევ­ლის მეტ­მა პრო­ცენ­ტმა მხა­რი და­უ­ჭი­რა “ოც­ნე­ბას” და ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ყალბ­და, არა მგო­ნია, ოპო­ზი­ცი­ის­თვის მთლად რე­ლე­ვან­ტუ­რი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ამომ­რჩევ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ისე­თი, რო­გო­რიც არის. ოპო­ზი­ცი­ას მეტი ანა­ლი­ზი, რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს მი­სა­და­გე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და გეგ­მე­ბი სჭირ­დე­ბა. ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს, რომ თუ ხალ­ხში საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბა არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, ან ფი­გუ­რას ეს მუხ­ტი ძა­ლით აე­გო­რე­ბი­ნოს. მი­ლი­ო­ნე­ბიც რომ და­ხარ­ჯო, ხალ­ხს ქუ­ჩა­ში ვერ გა­მო­იყ­ვან. ოპო­ზი­ცი­ამ ეს უნდა და­ი­ნა­ხოს.

NDI-ს თუ და­ვაბ­რა­ლებთ, რომ კვლე­ვე­ბი “ოც­ნე­ბამ” და­უკ­ვე­თა, მა­შინ მარ­ტი­ვი სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ თუ რე­ა­ლო­ბას შევ­ხე­დავთ, პრო­ცენ­ტებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იდა­ვო, მაგ­რამ კვლე­ვებ­ში ყო­ველ­თვის ჩანს ტენ­დენ­ცი­ე­ბი. და რო­დე­საც 46% და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს გა­ხა­რი­ას საქ­მი­ა­ნო­ბას და 32% - სა­შუ­ა­ლოდ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­მო­კი­თხულ­თა ეს რა­ო­დე­ნო­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად ენ­დო­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

თუ ოპო­ზი­ცია გა­ნულ­და, დიდი ხი­ფა­თია, რომ ჩვენ ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი კი არა, უკვე ერ­თპარ­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა მი­ვი­ღოთ. ეს უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს ოპო­ზი­ცი­ამ, რად­გან ერ­თპარ­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა არის და­ღუპ­ვა და კა­ტას­ტრო­ფა. პარ­ლა­მენტს კი­დევ არა უშავს, დღეს იქ­ნე­ბა თუ ხვალ, მისი გა­დარ­ჩე­ვა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ თუ ასარ­ჩე­ვი აღა­რა­ვინ იქნა, მა­შინ უკვე პრობ­ლე­მაა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბებ­მა აქამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

  • "გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ..."

ჩვენ პარ­ტი­ის და­ცე­მუ­ლი რე­ი­ტინ­გის თა­ო­ბა­ზე, ვკი­თხეთ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც".

ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი:

- გა­სუ­ლი წლის კვლე­ვის შე­დე­გებს თუ შე­ვა­და­რებთ, თვი­თონ კვლე­ვის ფორ­მა და ში­ნა­არ­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო - გა­სულ წლებ­ში თუ ხდე­ბო­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვა, სა­დაც ნდო­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია, ახლა კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ღია სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­მო­კი­თხვით. რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ სან­დო­ო­ბა და რეპ­რე­ზენ­ტა­ბე­ლუ­რო­ბა მცირ­დე­ბა. სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რე­ბის მი­მართ ნდო­ბა ნაკ­ლე­ბია, ვი­ნა­ი­დან აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უტყუ­ა­რი ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნებს ში­შის ფაქ­ტო­რი აწუ­ხებთ. ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ფონ­ში არ აფიქ­სი­რებს იმას, რა­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ფიქ­რობს, რაც კვლე­ვა­შიც კარ­გად ჩანს.

უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - 49% კი­თხვებ­ზე უარს აფიქ­სი­რებს და მა­თაც რომ ეპა­სუ­ხათ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­ნა­ცე­მე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბო­და. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, კვლე­ვა მა­ინც იძ­ლე­ვა გარ­კვე­ულ ორი­ენ­ტი­რებს, ასა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ინფლა­ცი­ას, ეკო­ნო­მი­კურ სი­დუ­ხ­ჭი­რეს, ასე­ვე ჩანს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სად­მი ნი­ჰი­ლიზ­მიც. რა თქმა უნდა, რი­გით ამომ­რჩე­ველს მი­აჩ­ნია, ქუ­ჩა­ში პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა­ზე უმ­ჯო­ბე­სია პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა, ოპო­ზი­ცი­ის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­ბა­ტე­ბი და სხვა. ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად, თუ კი­თხვა და­ის­მე­ბო­და, მხარს უჭერს თუ არა ოპო­ზი­ცი­ის ბო­ი­კოტს, ამა­ზეც გა­ვი­გებ­დით პა­სუხს. გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ გა­მო­კი­თხვის ფორ­მა, სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­მო­კი­თხვა არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია. მე­ო­რეა დრო­ის ფაქ­ტო­რი - როცა გა­მო­კი­თხვას დე­კემ­ბერ­ში, არ­ჩევ­ნე­ბი­დან 2 თვე­ში ატა­რებ, ესეც არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია. იმ დროს, როცა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის სა­კი­თხი უნდა გა­და­წყდეს, ამ კვლე­ვე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ამ მხრი­ვა­დაც გარ­კვე­ულ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს. ფაქ­ტია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა და ამ ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვინ არის, ყვე­ლამ ვი­ცით. ჩვენ ამ გა­მო­კი­თხვას ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე არ დავ­ტო­ვებთ, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩვენ­თვის ორი­ენ­ტი­რია და ამ ორი­ენ­ტი­რებ­ზე მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო.

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოტო ფ. ბ.
75

ადამიანმა ახალს რომ მისცეს ხმა, მასში უკეთესს - უფრო ჭკვიანს, მცოდნეს, უფრო პატრიოტს უნდა ხედავდეს; აქ რა ხდება? მეცოცხეებია ახლის (ოპოზიციის) წარმმართველი, არა ჭკუა, არა კრეატივი, ბუშტი, ბოქლომი, ღრიალი, ბოიკოტი ... ვის რად უნდა ესეთი ახალი? რომ არა ეს სიგიჟეები, ოცნება 30%-საც ვერ აიღებდა

ანტონ ა ანჩაბაძე
76

თუ მოხდენაზე და მისადაგებაზეა ოპოზიცია ჯობია ქუჩაში იყოს -ბუშტები, შეშა, ბოქლომი, ჯაჭვი, შვიშტოკი, ნაგვის მანქანა, ნაგვის ურნა; ეს კარგად გამოსდით, წერა-კითხვა, მუშაობა, საქმის კეთება მათ აშკარად არ მოუხდებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თუ ოპოზიცია განულდა, დიდი ხიფათია, რომ ერთპარტიული პარლამენტი კი არა, უკვე ერთპარტიული ქვეყანა მივიღოთ" - რამ განაპირობა ოპოზიციის რეიტინგის  ვარდნა?

"თუ ოპოზიცია განულდა, დიდი ხიფათია, რომ ერთპარტიული პარლამენტი კი არა, უკვე ერთპარტიული ქვეყანა მივიღოთ" - რამ განაპირობა ოპოზიციის რეიტინგის  ვარდნა?

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია "ქართული ოცნება". 5% კი ასეთად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არცერთი პარტია არ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელიწადში შემცირებულია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მათ პოზიციასთან ახლოს მდგომ პარტიად ოპოზიციურ ძალას ასახელებდა. კერძოდ, NDI-ის მიერ 2020 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, იგივე შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე ნაწილდებოდა: მოსახლეობის 19% მიიჩნევდა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარი პარტია "ქართული ოცნება“ იყო, 14%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა, ხოლო მოსახლეობის 13%-ისთვის ყველაზე ახლოს მდგარი პარტია "ნაციონალურ მოძრაობა” იყო.

რა არის ოპოზიციის რეიტინგის ასეთი მკვეთრად დაცემის მიზეზი?

ambebi.ge-სთან NDI-ის კვლევის შედეგებს ექსპერტები აფასებენ:

  • "ოპოზიცია კიდევ უფრო მეტ ნეგატივებს ქმნის, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე უფრო პოზიტიური გეგმა შესთავაზოს მოსახლეობას"

გია ხუხაშვილი:

- ვფიქრობ, ეს შედეგი კანონზომიერია იმიტომ, რომ დღეს ადამიანებს ორი ძირითადი პრობლემა აქვთ, ქვეყანაში დადის შიმშილის და სიკვდილის შიში, ადამიანებისთვის ეს პრობლემებია პრიორიტეტული. ამ დროს ოპოზიცია კიდევ უფრო მეტ ნეგატივებს ქმნის, იმ გზავნილს ტრანსლირებს, რომ ყველაფერი უფრო ცუდად იქნება, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე უფრო პოზიტიური გეგმა შესთავაზოს მოსახლეობას.

ოპოზიცია უარეს მოლოდინებს აჩენს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, მაგრამ რაღაცას მაინც ფაფხურობს. ვფიქრობ, ხელისუფლებაც არ არის ერთგვაროვანი - ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა გახარია ქაჩავს ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი ჭაობის კაბინეტია. გახარია ბევრად უფრო ადექვატურად გამოიყურება, ვიდრე დანარჩენი ოპოზიცია - ეს არის მოცემულობა.

იმავე კვლევით ჩანს, რომ პარლამენტი აბსოლუტურად დელეგიტიმიზირებულია, 15% ძალიან დაბალია. პარლამენტის მამები ამაყი სახეებით კი გამოდიან და ამბობენ, ისტორიულ მინიმუმზეაო დასული "ნაცმოს" რეიტინგიო. კი ბატონო, დავეთანხმები, მაგრამ პარლამენტის რეიტინგიც ისტორიულ მინიმუმზე არ არის? პარლამენტის მუშაობას მხოლოდ 15% აფასებს დადებითად. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს შედეგები კანონზომიერია. პარტიების რეიტინგის დაბალი პროცენტულობა ოპოზიციის მოქმედების შედეგია. თუმცა ეს რეიტინგები მერყევი და სწრაფად ცვლადია. დღეის მდგომარეობა ასეთია და ხვალ რა იქნება, ვნახოთ.

  • "ლაპარაკი, რომ არჩევნები კატასტროფულად გაყალბდა, არა მგონია, ოპოზიციისთვის მთლად რელევანტური იყოს"

ვახტანგ ძაბირაძე:

- აქ საინტერესო ისაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და “ქართულ ოცნებას” შორის არსებული პროცენტული სხვაობა, რაც მათ არჩევნებზე მიიღეს, თითქმის ტოლია. აქაც სადღაც 15%-ია განსხვავება, მაგრამ ეს იმიტომაა, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა პარტია მაქსიმუმს კრებს. რაც ეხება ოპოზიციური პარტიების ჯამურად 9%-ს, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ოპოზიციაში ხდება, როგორც ჩანს, ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ სხვა პარტიებისთვის, მესამე ძალისთვის მეტი ნდობა უნდა გამოეცხადებინა, ვიდრე "ნაცმოძრაობისთვის". ზოგადად, მთლიანობაში საინტერესო ისაა, რომ ოპოზიციის ჯამური შედეგი არაა მეტი ხელისუფლების პროცენტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არ არის საპროტესტო განწყობილება, ტყუილად აქვს ოპოზიციას ამის იმედი. მოსახლეობას ურჩევნია, პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია და იქედან ებრძოლოს უმრავლესობას, ვიდრე ის, ქუჩაში დადგეს და ელოდოს, როდის დაგროვდება ისეთი უარყოფითი მუხტი, რაც საშუალებას მისცემს, ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულოს. ოპოზიციისადმი ნიჰილიზმს აღვივებს ის დაპირისპირება ოპოზიციურ ძალებს შორის, რასაც ყოველ დღე ვუყურებთ უკვე.

25%, რომელმაც არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი, ეს ცუდის მოლოდინისგანაა გამოწვეული - ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ თუ ქუჩაში დარჩება ოპოზიცია, შეიძლება პროცესები არასტაბილური მიმართულებით განვითარდეს, მით უმეტეს, როდესაც ასეთი განწყობაა თავად ოპოზიციაში. ბუნებრივია, რომ 80%-ს უნდა, ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს და დამშვიდდნენ - თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, არასტაბილური ვითარების განვითარების ნაკლები ხიფათი იქნება. ჩემი აზრით, ეს ციფრი ამას უფრო გამოხატავს, ვიდრე პარლამენტისადმი დამოკიდებულებას.

მთლიანობაში, კვლევის კითხვებზე პასუხები იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არის საკმაოდ დიდი პრობლემები, რომელთაც მოსახლეობა ხედავს, მაგრამ ამასთანავე მიიჩნევს, რომ ძირითად ნაწილში ხელისუფლება გამოწვევებს უმკლავდება. აქედან დასკვნა: ჩანს, რომ ამომრჩევლის მეტმა პროცენტმა მხარი დაუჭირა “ოცნებას” და ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები კატასტროფულად გაყალბდა, არა მგონია, ოპოზიციისთვის მთლად რელევანტური იყოს. შესაბამისად, ხელისუფლებისადმი ამომრჩევლის დამოკიდებულება არის ისეთი, როგორიც არის. ოპოზიციას მეტი ანალიზი, რეალობასთან ახლოს მისადაგებული პოზიცია და გეგმები სჭირდება. ისტორიას არ ახსოვს, რომ თუ ხალხში საპროტესტო განწყობა არ არსებობს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ან ფიგურას ეს მუხტი ძალით აეგორებინოს. მილიონებიც რომ დახარჯო, ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვან. ოპოზიციამ ეს უნდა დაინახოს.

NDI-ს თუ დავაბრალებთ, რომ კვლევები “ოცნებამ” დაუკვეთა, მაშინ მარტივი სიტუაციაა, მაგრამ თუ რეალობას შევხედავთ, პროცენტებზე შეიძლება იდავო, მაგრამ კვლევებში ყოველთვის ჩანს ტენდენციები. და როდესაც 46% დადებითად ახასიათებს გახარიას საქმიანობას და 32% - საშუალოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოკითხულთა ეს რაოდენობა, მეტ-ნაკლებად ენდობა ამ ხელისუფლებას.

თუ ოპოზიცია განულდა, დიდი ხიფათია, რომ ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი კი არა, უკვე ერთპარტიული ქვეყანა მივიღოთ. ეს უნდა გააანალიზოს ოპოზიციამ, რადგან ერთპარტიული ქვეყანა არის დაღუპვა და კატასტროფა. პარლამენტს კიდევ არა უშავს, დღეს იქნება თუ ხვალ, მისი გადარჩევა შეიძლება, მაგრამ თუ ასარჩევი აღარავინ იქნა, მაშინ უკვე პრობლემაა. არაა გამორიცხული, ოპოზიციის ქმედებებმა აქამდე მიგვიყვანოს.

  • "გამოკვლევის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ..."

ჩვენ პარტიის დაცემული რეიტინგის თაობაზე, ვკითხეთ "ნაციონალურ მოძრაობასაც".

ლევან ბეჟაშვილი:

- გასული წლის კვლევის შედეგებს თუ შევადარებთ, თვითონ კვლევის ფორმა და შინაარსი განსხვავებული იყო - გასულ წლებში თუ ხდებოდა ინდივიდუალური გამოკითხვა, სადაც ნდობის ხარისხი მაღალია, ახლა კვლევა ჩატარებულია ღია სატელეფონო გამოკითხვით. რაც იმას გულისხმობს, რომ სანდოობა და რეპრეზენტაბელურობა მცირდება. სატელეფონო კავშირების მიმართ ნდობა ნაკლებია, ვინაიდან აღიარებულია, რომ სატელეფონო მოსმენები ხორციელდება, უტყუარი ფაქტია, რომ ადამიანებს შიშის ფაქტორი აწუხებთ. ადამიანი ტელეფონში არ აფიქსირებს იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობს, რაც კვლევაშიც კარგად ჩანს.

უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა - 49% კითხვებზე უარს აფიქსირებს და მათაც რომ ეპასუხათ, დარწმუნებული ვარ, მონაცემები რადიკალურად შეიცვლებოდა. ყველაფრის მიუხედავად, კვლევა მაინც იძლევა გარკვეულ ორიენტირებს, ასახავს საზოგადოების მდგომარეობას, ინფლაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ასევე ჩანს პოლიტიკოსებისადმი ნიჰილიზმიც. რა თქმა უნდა, რიგით ამომრჩეველს მიაჩნია, ქუჩაში პოლიტიკის კეთებაზე უმჯობესია პარლამენტში პოლიტიკური პროცესების წარმართვა, ოპოზიციის და ხელისუფლების დებატები და სხვა. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ იმავდროულად, თუ კითხვა დაისმებოდა, მხარს უჭერს თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს, ამაზეც გავიგებდით პასუხს. გამოკვლევის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ გამოკითხვის ფორმა, სატელეფონო გამოკითხვა არარელევანტურია. მეორეა დროის ფაქტორი - როცა გამოკითხვას დეკემბერში, არჩევნებიდან 2 თვეში ატარებ, ესეც არარელევანტურია. იმ დროს, როცა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი უნდა გადაწყდეს, ამ კვლევების გამოქვეყნება ამ მხრივადაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ფაქტია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ამ ვითარებაზე პასუხისმგებელი ვინ არის, ყველამ ვიცით. ჩვენ ამ გამოკითხვას ყურადღების გარეშე არ დავტოვებთ, ეს გარკვეულწილად ჩვენთვის ორიენტირია და ამ ორიენტირებზე მუშაობაა საჭირო.

"თუ რუსეთი უკრაინაში მოახერხებს დაწყებულის დასრულებას, ორმაგი ძალისხმევით ეცდება, საქართველოც თავის ორბიტაზე დააბრუნოს" - რა ხდება უკრაინაში და როგორ აისახება ეს რეგიონსა და საქართველოზე?

ჩაანაცვლებს თუ არა "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე კობახიძეს ღარიბაშვილი? - როგორ პასუხობს კითხვაზე ირაკლი კობახიძე?

რას აცხადებენ კლინიკაში ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე?