პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიში მოიხადოს, ან შემდეგი სალომე სამადაშვილი იქნება" - დეპუტატის თავზე ნაგვის დაყრის ინციდენტი "ნაცმოძრაობაში" სკანდალით გაგრძელდა
"ბოდიში მოიხადოს, ან შემდეგი სალომე სამადაშვილი იქნება" - დეპუტატის თავზე ნაგვის დაყრის ინციდენტი "ნაცმოძრაობაში" სკანდალით გაგრძელდა

გუ­შინ აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტე­რან­ტი­ვას" წევ­რებ­მა თავ­ზე ნა­გა­ვი და­ა­ყა­რეს. ინ­ცინ­დენ­ტი ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მოხ­და.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენტს "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში" და სხვა ოპო­ზი­ცი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­ა­კის­რა.

„არ შე­იძ­ლე­ბა მომ­წონ­დეს ადა­მი­ანს ნა­გავს რომ აყ­რი­ან, ან ნა­გავ­ში აგო­რა­ვე­ბენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მრის­ხა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც იმ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ბრაზ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის აბუ­ჩად აგ­დე­ბას არაფ­რად აგ­დე­ბენ“, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი ნიკა მე­ლია აცხა­დებს და ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

მე­ლი­ას შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან ვცდე­ბით, თუ გვგო­ნია, რომ მხო­ლოდ ფე­ის­ბუქ­ში წე­რით, ან ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სა­უბ­რით და­ა­მარ­ცხე­ბენ „მო­ძა­ლა­დე, არ­ჩევ­ნე­ბის ქურდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“.

„არ იყო სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია პრო­ტეს­ტის ასე­თი მძაფ­რი ფორ­მა, მაგ­რამ „ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თავს ლაფი და­ას­ხა - ხალ­ხს არ­ჩე­ვა­ნი მო­პა­რა, პრო­ტეს­ტის ად­რე­სატ­მა კი ეს დას­ხმუ­ლი ლაფი შე­ირ­გო, შე­იშ­რო და იმ თავ­ლა­ფის დამ­სხმელ „ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“ გვერ­დით მი­უჯ­და.

ასე რომ, არ შე­იძ­ლე­ბა მომ­წონ­დეს ადა­მი­ანს ნა­გავს რომ აყ­რი­ან, ან ნა­გავ­ში აგო­რა­ვე­ბენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მრის­ხა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც იმ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ბრაზ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის აბუ­ჩად აგ­დე­ბას არაფ­რად აგ­დე­ბენ.

ძა­ლი­ან ვცდე­ბით, თუ გვგო­ნია რომ მხო­ლოდ ფე­ის­ბუკ­ში წე­რით, ან ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სა­უბ­რით ოდეს­მე, დიახ ოდეს­მე, და­ვა­მარ­ცხებთ ამ ბო­რო­ტე­ბას, რო­მელ­საც ეს მო­ძა­ლა­დე, არ­ჩევ­ნე­ბის ქურ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს“, - წერს ნიკა მე­ლია ფე­ის­ბუქ­ში.

"ადრე ქვეყ­ნის მტერს და მის დამ­ქაშს ტყვი­ას ეს­როდ­ნენ და დღეს თურ­მე ნაგ­ვის დაყ­რა გახ­და უბე­დუ­რე­ბა? - და­წე­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ "ფე­ის­ბუქ­ში".

"ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო და კო­ლე­გა პო­ლი­ტი­კო­სე­ბო, არ მომ­წონს და არა­ვის მო­ვუ­წო­დებ იგი­ვე გა­ა­კე­თოს, რაც ბა­თუმ­ში მოხ­და, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არაა სწო­რი, მო­რა­ლუ­რი მა­ღა­ლი პი­ე­დეს­ტა­ლი­დან ვა­მუ­ნა­თოთ და სა­ჯა­როდ ვლან­ძღოთ ის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც სჯე­რათ (მგო­ნი ჩვენც ასე ვფიქ­რობთ ხომ), რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პუ­ტი­ნის გეგ­მის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მო­ღა­ლა­ტუ­რი რე­ჟი­მი გვყავს და ამ რე­ჟიმ­მა არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია მო­ახ­დი­ნა.

შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ვინც ამ რე­ჟი­მის ზურ­გის გა­მაგ­რე­ბით (პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა იქ­ნე­ბა თუ სხვა რამ) ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გა­ხან­გრძლი­ვე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მათ მი­მართ ხალ­ხის აგ­რე­სია რა გა­საკ­ვი­რია?

ადრე ქვეყ­ნის მტერს და მის დამ­ქაშს ტყვი­ას ეს­როდ­ნენ და დღეს თურ­მე ნაგ­ვის დაყ­რა გახ­და უბე­დუ­რე­ბა?

ისევ ვი­ტყვი, რომ არც ერთს მო­ვუ­წო­დებ ვინ­მეს და არც მე­ო­რეს, მაგ­რამ ამ რე­ჟი­მის იძუ­ლე­ბა რომ სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რონ და უმ­ძი­მე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და­იძ­ლი­ოს, რო­გორ გო­ნია ვინ­მეს, მარ­ტო ტე­ლე­ვი­ზი­ით კარ­გად სა­უბ­რე­ბით მოხ­დე­ბა და ის ახალ­გაზ­რდე­ბი (შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ ზედ­მე­ტად რა­დი­კა­ლუ­რე­ბად მო­ნათ­ლონ) და სხვა ყვე­ლა გუ­ლან­თე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტი, ვინც მშვი­დო­ბი­ა­ნად იბ­რძვის რო­გორც იცის და წარ­მო­უდ­გე­ნია სწო­რად, აღარ გვჭირ­დე­ბა და მათ გა­რე­შე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია?

ამ ბრძო­ლა­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და ჩვენ­თა­გა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს უნდა მო­ვუფრ­თხილ­დეთ და გვერ­დში და­ვუდ­გეთ, მით უფრო ჩვენ, პო­ლი­ტი­კო­სებს, ჩვენს მომ­ხრე­ებ­თან და პატ­რი­ოტ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გვე­ვა­ლე­ბა ეგ ყვე­ლა­ფე­რი. სა­ქარ­თვე­ლოს გარე თუ შიდა მტრებს (სამ­წუ­ხა­როდ რომ გვყავს ფაქ­ტია) ნუ გა­ვა­ცი­ნებთ, ტვ "ნა­დეჟ­დას" სი­უ­ჟე­ტე­ბის გმი­რე­ბად ნუ გა­მო­ვა­ყე­ნე­ბი­ნებთ თავს ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით. ძალა ერ­თო­ბა­შია და ერ­თი­ა­ნო­ბით აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ“, - და­წე­რა ბა­რა­მი­ძემ.

ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კი­დევ ერთი წევ­რი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი­რა და მან ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა.

“ამაზ­რზე­ნია ის, რაც ბა­თუმ­ში მოხ­და, ერ­თნა­ი­რად სა­მარ­ცხვი­ნო ხალ­ხია ის, ვინც ნა­გავს აყ­რის ადა­მი­ანს და ისიც, ვინც ამას მი­ე­სალ­მე­ბა”, - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

სა­მა­დაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბამ ქო­ბუ­ლე­თის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ბონ­დო თე­დო­რა­ძე გა­ა­ნა­წყე­ნა.

რო­გორც ბონ­დო თე­დო­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, იგი არ აპი­რებს "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" გა­კე­თე­ბულ მსგავს გან­ცხა­დე­ბებ­ზე თა­ვის შე­კა­ვე­ბას.

„რამ­დენ­ჯერ დაგ­ვა­კა­ვეს, რამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა გა­დაგ­ვხვდა თავს ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ჯერ არ მახ­სოვს, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს და ბევრ ლი­დერს და­ე­დოს პოს­ტი ჩვენ­ზე და გა­მო­ე­ხა­ტოს მხარ­და­ჭე­რა (პოსტზე ვსა­უბ­რობ, პოსტზე). ახლა კი, ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ფაქტს ამაზ­რზე­ნი უწო­და და ყვე­ლას ვი­საც მო­ე­წო­ნა, ასე­ვე ამაზ­რზე­ნად მო­იხ­სე­ნია! სა­ჯა­როდ ვა­ცხა­დებ: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში გვაქვს თავი გა­და­დე­ბუ­ლი და არ ვა­პი­რებ ვინ­მეს პარ­ტი­ის შიგ­ნით გა­ვუ­ტა­რო „პე­რო­ო­ბა“ და ან რამე მსგავ­სი! ჩემი თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ: თა­ნა­მებ­რძო­ლი (თუნ­დაც და­უშ­ვას შეც­დო­მა) ბრძო­ლა­ში არ მი­ი­ტო­ვე­ბა! არც მი­ვა­ტო­ვებ არა­ვის! სხვა სა­კი­თხია რა მომ­წონს და რა არ მომ­წონს!“ - და­წე­რა ბონ­დო თე­დო­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ამას­თან, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რმა და ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა მირ­დატ ქა­მა­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­ზე ნაგ­ვის დაყ­რა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჯდე­ბა. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა არა­სა­სურ­ვე­ლია.

"სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ან ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს აქ­ცი­ის თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს ან და­ტო­ვოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"", - ეს გან­ცხა­დე­ბა კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რმა ჯე­ლალ ქი­ქა­ვამ გა­ა­კე­თა.

ჯე­ლალ ქი­ქა­ვას თქმით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის შემ­დეგ სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

„სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ან ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს აქ­ცი­ის თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს, ან და­ტო­ვოს “ნაც­მოძ­რა­ო­ბა”, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შემ­დე­გი იქ­ნე­ბა თვი­თონ, თუ ბა­თუმ­ში ჩა­მო­ვა“, - წერს ჯე­ლალ ქი­ქა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სამი თვე დგა­ნან ქუ­ჩა­ში, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყოს გარ­კვე­უ­ლი გა­დაც­დო­მე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ არ მი­ვე­სალ­მე­ბით, თუმ­ცა ეს არის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იმ უკა­ნო­ნო­ბა­ზე, იმ ამო­რა­ლუ­რო­ბა­ზე რაც თუნ­დაც ამ კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ან­მა ჩა­ი­დი­ნა", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ცი­დენტს "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ერთ-ერთი ლი­დე­რი სერ­გო ჩიხ­ლა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი არ არის ის პო­ლი­ტი­კუ­რი სტან­დარ­ტი, რომ­ლის დამ­კვიდ­რე­ბაც შე­საძ­ლოა, რომ მოხ­დეს.

“რაც მოხ­და ბა­თუმ­ში ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვი და არ მი­ვე­სალ­მე­ბი, ჩვენ რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა მი­ვე­სალ­მოთ ასეთ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას და ეს არ არის ის პო­ლი­ტი­კუ­რი სტან­დარ­ტი,რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­ვამ­კვიდ­როთ, მაგ­რამ ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ის გაზ­რდი­ლი პრო­ტეს­ტი ის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნებ­ში არის. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სამი თვე დგა­ნან ქუ­ჩა­ში, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს გარ­კვე­უ­ლი გა­დაც­დო­მე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ არ მი­ვე­სალ­მე­ბით, თუმ­ცა ეს არის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იმ უკა­ნო­ნო­ბა­ზე, იმ ამო­რა­ლუ­რო­ბა­ზე რაც თუნ­დაც ამ კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ან­მა, ჩვე­ნი გა­და­სა­ხე­დით, ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა კი­დევ ვი­მე­ო­რებ, რომ არ არის ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვი და არა­ვის არ მო­ვუ­წო­დებ, რომ მსგავ­სი მე­თო­დე­ბით იმოქ­მე­დოს”, - გა­ნა­ცხა­და სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ.

ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ტუს­კა­ძე და მომ­ხდარს "ხუ­ლიგ­ნუ­რი თავ­დას­ხმა" უწო­და.

"სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის" ლი­დე­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი დე­პუ­ტატ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტი.

“მე, რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, მზად ვარ და­ვეხ­მა­რო ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილს სა­მარ­თლი­ა­ნი გზით ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩამ­დე­ნი პი­როვ­ნე­ბა და­ი­სა­ჯოს. ჩვე­ნი გუნ­დი "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის" მას უცხა­დებთ სრულ მხარ­და­ჭე­რას. ვუ­სურ­ვებ მშვი­დად და მხნედ გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა, რად­გან მას ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია უკა­ვია იმ სპექ­ტაკლში, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქუ­ჩის ოპო­ზი­ცია თა­მა­შობს. შე­იძ­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტიც ჰქო­ნო­დათ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო, არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნო", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ტუს­კა­ძემ.

ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია. ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ან გა­მარ­თლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

„გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით და­ცუ­ლი არ არის პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის ისე­თი ფორ­მა, რაც არ­ღვევს პი­რის ფი­ზი­კურ ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბას. პი­რის­თვის ნაგ­ვის ურ­ნის თავ­ზე ჩა­მოც­მა არ ჯდე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში! არ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ან გა­მარ­თლე­ბა!“ - წერს სა­ხახ­ლო დამ­ცვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ინ­ცი­დენტზე კო­მენ­ტა­რი თა­ვად ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა.

"არ მრცხვე­ნია არაფ­რის, ეს მათ უნდა შერ­ცხვეთ, ვინც ეს ქმე­დე­ბა გა­ა­კე­თა. ამ ქა­ლაქ­ში მიღ­ვა­წია, საქ­მე­ე­ბი მი­კე­თე­ბია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ა­ფა­სებს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილ­მა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ეკის­რე­ბა.

“ბულ­ვა­რის მი­ტა­ცე­ბა ახლა არ და­წყე­ბუ­ლა, ეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­ი­წყო და გრძელ­დე­ბა. მა­ში­ნაც ვაპ­როტსტბ­დი და ახ­ლაც ვაპ­რო­ტეს­ტებ, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე, ლე­ვან ან­თა­ძე, გი­ორ­გი კირ­თა­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ და დღეს რა პი­რით მო­დი­ან და აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მე სა­ჯა­რო პირი ვარ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ვიბ­რძვი. ის, რაც დღეს მოხ­და ღმერ­თმა შე­უნ­დოს. ინ­ცინ­დენ­ტი­სას, რომ მოვ­ბრნ­დი ჩემი ტოლი შემ­ხვედ­რო­და სა­კად­რის პა­სუხს გავ­ცემ­დი, შვი­ლიშ­ვი­ლის­ხე­ლა ბავ­შვი შემ­ხვდა, რო­მელ­მაც არ იცო­და რას შვე­ბო­და. მე ამას რო­გორ­მე გა­და­ვი­ტან, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა ვერ გა­და­ი­ტანს... ალ­ბათ გან­სჯის სა­კი­თხი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თუ ადა­მი­ანს პა­ტივს არ ვცემთ, ვე­რა­ნა­ირ სა­ხელ­მწი­ფოს ვერ ავა­შე­ნებთ, ვერც ნატო-ში ვერ შე­ვალთ და ვერც ევ­რო­კავ­შირ­ში. ეს მა­გო­ნებს 20-30 -იან წლებს, რო­დე­საც ბოლ­შე­ვი­კე­ბი ეკ­ლე­სი­ებს არ­ბევ­დნენ. ერ­თმა ხატი გა­მო­ი­ტა­ნა და ფე­ხე­ბით შედ­გა - "ნა­ხეთ რამე თუ მიქ­ნას ხატ­მაო", მღვდელ­მა უთხრა - ამა­ზე მეტი რა უნდა გიქ­ნას, გა­გა­გი­ჟა შენ სა­წყა­ლოო... ამა­ზე მეტი რაღა უნდა მოხ­დეს, ჩვენ ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო ნამ­დვი­ლად არ გვინ­და. ის რაც ხდე­ბა და ამ ახალ­გაზ­რდებს აგუ­ლი­ა­ნებს, ცხა­დია პარ­ტი­ამ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ სა­კი­თხზე, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იმ წევ­რებს მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა, რომ­ლებ­მაც ეს საქ­ცი­ე­ლი დაგ­მეს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა საფრ­თხე­ში ვცხოვ­რობ. 20 წლის ვი­ყა­ვი როცა პირ­ბელ აქ­ცი­ა­ზე გა­მო­ვე­დი და მას შემ­დეგ ამ საფრ­თხე­ე­ბით ვცხოვ­რობ. არ მრცხვე­ნია არაფ­რის, ეს მათ უნდა შერ­ცხვეთ, ვინც ეს ქმე­დე­ბა გა­ა­კე­თა. ამ ქა­ლაქ­ში მიღ­ვა­წია, საქ­მე­ე­ბი მი­კე­თე­ბია და სა­ზოგ­დო­ე­ბა შე­ა­ფა­სებს," - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენტს ორ­გა­ნი­ზა­ცია "და­ი­ცა­ვი ძვე­ლი ბულ­ვა­რიც" გა­მო­ეხ­მუ­რა. ორ­გა­ნი­ზა­ცია დე­პუ­ტატ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფაქტს გა­ე­მიჯ­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდარ­მა ინ­ცინ­დენ­ტმა აქ­ცია გა­და­ფა­რა.

"ის რაც აქ­ცი­ის შემ­დეგ მოხ­და, ის რაც მოძ­რა­ო­ბა "ალ­ტერ­ნა­ტი­ვის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა იკად­რეს და აკად­რეს უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა თა­ვი­ანთ მოძ­რა­ო­ბას, ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილს და ქა­ლაქს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! ეს არის ანო­მა­ლია და ასე თუ კეთ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კა, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია... შე­დე­გად კი მი­ვი­ღეთ ის, რომ ამ ამაზ­რზენ­მა ინ­ცინ­დენ­ტმა სრუ­ლი­ად გა­და­ფა­რა ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა, რის­თვი­საც ბა­თუ­მე­ლე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ, ლა­მის დის­კრე­დი­ტი­რე­ბულ იქნა ის მოძ­რა­ო­ბა, რო­მელ­საც ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. საქ­ვეყ­ნოდ ვა­ცხა­დებ, მოძ­რა­ო­ბა "და­ი­ცა­ვი ძვე­ლი ბულ­ვა­რი" კა­ტე­გო­რი­უ­ლად გმობს ძა­ლა­დო­ბას და ვე­მიჯ­ნე­ბით ამ უმ­სგავ­სო­ბას", - და­წე­რა მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ზე­ი­ნაბ დი­ა­სა­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ "ბე­ტონყმო­ბა", "ნუ გვაბ­რუ­ნებთ გა­მოქ­ვა­ბულ­ში", "ხე­ლე­ბი შორს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­გან", - ამ ლო­ზუნ­გე­ბით ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ბა­თუმ­ში მცხოვ­რებ­თა ნა­წილ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა. აქ­ცი­ა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ვი­და, სა­დაც ბა­თუ­მე­ლე­ბის ნა­წი­ლი აქ­ცი­ას მარ­თავ­და. ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტე­რან­ტი­ვას" წევ­რებ­მა თავ­ზე ნა­გა­ვი და­ა­ყა­რეს. ინ­ცინ­დენ­ტი ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მოხ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაია
356

დამნაშავეები თუ კანონის მთელი სიმკაცრით არ დაისაჯნენ, ამას შეუქცევადი ხასიათი ექნება. მე არ მინდა ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდე, სადაც ადამიანის უფლებები ასე დაირღვევა.

***
273
რახან დიდი არაფერია ასეთი ქმედება, ერთი ურნა ბარამიძესაც არ აწყენდა.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბოდიში მოიხადოს, ან შემდეგი სალომე სამადაშვილი იქნება" - დეპუტატის თავზე ნაგვის დაყრის ინციდენტი "ნაცმოძრაობაში" სკანდალით გაგრძელდა

"ბოდიში მოიხადოს, ან შემდეგი სალომე სამადაშვილი იქნება" - დეპუტატის თავზე ნაგვის დაყრის ინციდენტი "ნაცმოძრაობაში" სკანდალით გაგრძელდა

გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

აღნიშნულ ინციდენტს "ნაცმოძრაობაში" და სხვა ოპოზიციციურ პარტიებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ირაკლი ჩავლეიშვილმა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" დააკისრა.

„არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს და ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მელიას შეფასებით, ძალიან ვცდებით, თუ გვგონია, რომ მხოლოდ ფეისბუქში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით დაამარცხებენ „მოძალადე, არჩევნების ქურდ ხელისუფლებას“.

„არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა, მაგრამ „ხელისუფლებამ“ საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა - ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ „ხელისუფლებას“ გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს“, - წერს ნიკა მელია ფეისბუქში.

"ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? - დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ "ფეისბუქში".

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგა პოლიტიკოსებო, არ მომწონს და არავის მოვუწოდებ იგივე გააკეთოს, რაც ბათუმში მოხდა, მაგრამ ნამდვილად არაა სწორი, მორალური მაღალი პიედესტალიდან ვამუნათოთ და საჯაროდ ვლანძღოთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ (მგონი ჩვენც ასე ვფიქრობთ ხომ), რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში პუტინის გეგმის შემსრულებელი, მოღალატური რეჟიმი გვყავს და ამ რეჟიმმა არჩევნები გააყალბა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.

შესაბამისად, ისინი ვინც ამ რეჟიმის ზურგის გამაგრებით (პარლამენტში შესვლა იქნება თუ სხვა რამ) ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებით არიან დაკავებულები მათ მიმართ ხალხის აგრესია რა გასაკვირია?

ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?

ისევ ვიტყვი, რომ არც ერთს მოვუწოდებ ვინმეს და არც მეორეს, მაგრამ ამ რეჟიმის იძულება რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, როგორ გონია ვინმეს, მარტო ტელევიზიით კარგად საუბრებით მოხდება და ის ახალგაზრდები (შეიძლება ვიღაცამ ზედმეტად რადიკალურებად მონათლონ) და სხვა ყველა გულანთებული პატრიოტი, ვინც მშვიდობიანად იბრძვის როგორც იცის და წარმოუდგენია სწორად, აღარ გვჭირდება და მათ გარეშე წარმოგვიდგენია?

ამ ბრძოლაში ყველა ადამიანი და ჩვენთაგანი მნიშვნელოვანია, ყველამ ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ და გვერდში დავუდგეთ, მით უფრო ჩვენ, პოლიტიკოსებს, ჩვენს მომხრეებთან და პატრიოტ თანამოქალაქეებთან მიმართებაში გვევალება ეგ ყველაფერი. საქართველოს გარე თუ შიდა მტრებს (სამწუხაროდ რომ გვყავს ფაქტია) ნუ გავაცინებთ, ტვ "ნადეჟდას" სიუჟეტების გმირებად ნუ გამოვაყენებინებთ თავს ჩვენი ემოციური განცხადებებით. ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - დაწერა ბარამიძემ.

ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი სალომე სამადაშვილირა და მან ინციდენტში მონაწილეები გააკრიტიკა.

“ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება”, - დაწერა სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის შეფასებამ ქობულეთის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბონდო თედორაძე გაანაწყენა.

როგორც ბონდო თედორაძემ განაცხადა, იგი არ აპირებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გაკეთებულ მსგავს განცხადებებზე თავის შეკავებას.

„რამდენჯერ დაგვაკავეს, რამდენი უბედურება გადაგვხვდა თავს ამ რვა წლის განმავლობაში და ჯერ არ მახსოვს, სალომე სამადაშვილს და ბევრ ლიდერს დაედოს პოსტი ჩვენზე და გამოეხატოს მხარდაჭერა (პოსტზე ვსაუბრობ, პოსტზე). ახლა კი, ბათუმში მომხდარ ფაქტს ამაზრზენი უწოდა და ყველას ვისაც მოეწონა, ასევე ამაზრზენად მოიხსენია! საჯაროდ ვაცხადებ: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს თავი გადადებული და არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო „პეროობა“ და ან რამე მსგავსი! ჩემი თუ გაინტერესებთ: თანამებრძოლი (თუნდაც დაუშვას შეცდომა) ბრძოლაში არ მიიტოვება! არც მივატოვებ არავის! სხვა საკითხია რა მომწონს და რა არ მომწონს!“ - დაწერა ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. მისივე თქმით, გამოხატვის ფორმა არასასურველია.

"სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს ან დატოვოს "ნაციონალური მოძრაობა"", - ეს განცხადება კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ჯელალ ქიქავამ გააკეთა.

ჯელალ ქიქავას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლი ჩავლეიშვილის შემდეგ სალომე სამადაშვილი იქნება.

„სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს “ნაცმოძრაობა”, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი იქნება თვითონ, თუ ბათუმში ჩამოვა“, - წერს ჯელალ ქიქავა სოციალურ ქსელში.

"ეს ადამიანები სამი თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ და შესაძლებელია, იყოს გარკვეული გადაცდომები, რომელსაც ჩვენ არ მივესალმებით, თუმცა ეს არის გამოხატულება იმ უკანონობაზე, იმ ამორალურობაზე რაც თუნდაც ამ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინა", - ასე გამოეხმაურა ინციდენტს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული მეთოდი არ არის ის პოლიტიკური სტანდარტი, რომლის დამკვიდრებაც შესაძლოა, რომ მოხდეს.

“რაც მოხდა ბათუმში ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ლამაზი სანახავი და არ მივესალმები, ჩვენ როგორც პოლიტიკოსები არ შეიძლება მივესალმოთ ასეთ გამოხატულებას და ეს არ არის ის პოლიტიკური სტანდარტი,რომელიც შეიძლება დავამკვიდროთ, მაგრამ ასევე აღსანიშნავია, ის გაზრდილი პროტესტი ის უკმაყოფილება, რაც ადამიანებში არის. ეს ადამიანები სამი თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ და შესაძლებელია იყოს გარკვეული გადაცდომები, რომელსაც ჩვენ არ მივესალმებით, თუმცა ეს არის გამოხატულება იმ უკანონობაზე, იმ ამორალურობაზე რაც თუნდაც ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ჩვენი გადასახედით, ჩაიდინა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის ლამაზი სანახავი და არავის არ მოვუწოდებ, რომ მსგავსი მეთოდებით იმოქმედოს”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა "სოციალური სამართლიანობისათვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე და მომხდარს "ხულიგნური თავდასხმა" უწოდა.

"სოციალური სამართლიანობისთვის" ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული დეპუტატზე თავდასხმის ფაქტი.

“მე, როგორც უფლებადამცველი, მზად ვარ დავეხმარო ირაკლი ჩავლეიშვილს სამართლიანი გზით ხულიგნობის ჩამდენი პიროვნება დაისაჯოს. ჩვენი გუნდი "სოციალური სამართლიანობისათვის" მას უცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ვუსურვებ მშვიდად და მხნედ გააგრძელოს მუშაობა, რადგან მას ნეიტრალური პოზიცია უკავია იმ სპექტაკლში, რასაც ხელისუფლება და ქუჩის ოპოზიცია თამაშობს. შეიძლება სამართლიანი პროტესტიც ჰქონოდათ აქციის მონაწილეებს, მაგრამ პოლიტიკური შეხედულების გამო, არ შეიძლება, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო", - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

ინციდენტს გამოეხმაურა ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ომბუდსმენის განცხადებით, ძალადობის წახალისება ან გამართლება არ შეიძლება.

„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ - წერს სახახლო დამცველი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, ინციდენტზე კომენტარი თავად ირაკლი ჩავლეიშვილმაც გააკეთა.

"არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და საზოგადოება შეაფასებს", - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება.

“ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა, ეს წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და გრძელდება. მაშინაც ვაპროტსტბდი და ახლაც ვაპროტესტებ, ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ. მე საჯარო პირი ვარ და მთელი ცხოვრებაა გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ის, რაც დღეს მოხდა ღმერთმა შეუნდოს. ინცინდენტისას, რომ მოვბრნდი ჩემი ტოლი შემხვედროდა საკადრის პასუხს გავცემდი, შვილიშვილისხელა ბავშვი შემხვდა, რომელმაც არ იცოდა რას შვებოდა. მე ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს... ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ნატო-ში ვერ შევალთ და ვერც ევროკავშირში. ეს მაგონებს 20-30 -იან წლებს, როდესაც ბოლშევიკები ეკლესიებს არბევდნენ. ერთმა ხატი გამოიტანა და ფეხებით შედგა - "ნახეთ რამე თუ მიქნას ხატმაო", მღვდელმა უთხრა - ამაზე მეტი რა უნდა გიქნას, გაგაგიჟა შენ საწყალოო... ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, ჩვენ ასეთი სახელმწიფო ნამდვილად არ გვინდა. ის რაც ხდება და ამ ახალგაზრდებს აგულიანებს, ცხადია პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე, „ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებს მინდა მადლობა ვუთხრა, რომლებმაც ეს საქციელი დაგმეს. მთელი ცხოვრება საფრთხეში ვცხოვრობ. 20 წლის ვიყავი როცა პირბელ აქციაზე გამოვედი და მას შემდეგ ამ საფრთხეებით ვცხოვრობ. არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და საზოგდოება შეაფასებს," - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს ორგანიზაცია "დაიცავი ძველი ბულვარიც" გამოეხმურა. ორგანიზაცია დეპუტატზე განხორციელებულ ფაქტს გაემიჯნა და განაცხადა, რომ მომხდარმა ინცინდენტმა აქცია გადაფარა.

"ის რაც აქციის შემდეგ მოხდა, ის რაც მოძრაობა ''ალტერნატივის'' აქტივისტებმა იკადრეს და აკადრეს უპირველეს ყოვლისა თავიანთ მოძრაობას, ირაკლი ჩავლეიშვილს და ქალაქს წარმოუდგენელია! ეს არის ანომალია და ასე თუ კეთდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა, მაშინ ყველაფერი გასაგებია... შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ამ ამაზრზენმა ინცინდენტმა სრულიად გადაფარა ის აქტუალური თემა, რისთვისაც ბათუმელები შევიკრიბეთ, ლამის დისკრედიტირებულ იქნა ის მოძრაობა, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი. საქვეყნოდ ვაცხადებ, მოძრაობა "დაიცავი ძველი ბულვარი'' კატეგორიულად გმობს ძალადობას და ვემიჯნებით ამ უმსგავსობას", - დაწერა მოძრაობის წარმომადგენელმა ზეინაბ დიასამიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ "ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან", - ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში ბათუმში მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი იმ ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ბათუმელების ნაწილი აქციას მართავდა. ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები" - სალომე სამადაშვილი

"სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს "ნაცმოძრაობას" და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს" - გიორგი ბარამიძე

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიულ შეთანხმებაზე