მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფორმულას" ინფორმაცია არის თავდასხმა პოლიციაზე... სიუჟეტში მოხსენიებული პირები შსს-ს თანამშრომლები არ არიან" - უწყების განცხადება
"ფორმულას" ინფორმაცია არის თავდასხმა პოლიციაზე... სიუჟეტში მოხსენიებული პირები შსს-ს თანამშრომლები არ არიან" - უწყების განცხადება

შსს-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მი­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში გა­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის დროს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მან­ქა­ნე­ბით უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან.

უწყე­ბის ცნო­ბით, სი­უ­ჟეტ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი არც ერთი პირი სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის და ინ­ფორ­მა­ცია პო­ლო­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"გა­და­ცე­მის ანონ­სის გას­ვლამ­დე არც გა­და­ცე­მის და არც კონ­კრე­ტუ­ლი სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, არ და­კავ­ში­რე­ბი­ან და ანონ­სი­დან­ვე მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში გა­ნა­ვი­თა­რეს აზრი, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ­ღვე­ვენ კა­ნონს და მფარ­ვე­ლო­ბენ პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მულ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

მხო­ლოდ ანონ­სის გას­ვლის შემ­დეგ, გა­და­ცე­მის და სი­უ­ჟე­ტის ავ­ტორ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლის და გვა­რის ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ა­მოწ­მეს ინ­ფორ­მა­ცია და იკი­თხეს იყ­ვნენ თუ არა ისი­ნი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე ეკუთ­ვნო­დათ თუ არა მათ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გვერ­დე­ბი. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მათ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი არც ერთი პირი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ, მათ მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა სი­უ­ჟეტ­ში ნაჩ­ვე­ნებ ფო­ტოს, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის გვერ­დი­დან აი­ღეს და მას­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ტკი­ცენ­დნენ, რომ ვინ­მე ბექა შე­ლია არის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ეს ინ­ფორ­მა­ცია არის სიც­რუე და ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლი პირი არ არის ბექა შე­ლია. უფრო მე­ტიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ფოტო არის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი სა­ი­მი­ჯო ფოტო და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ღია წყა­რო­ე­ბი­დან ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია.

მე­დი­ის მხრი­დან მცდე­ლო­ბა, მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში სა­უბ­რით, მა­ყუ­რე­ბე­ლი და­არ­წმუ­ნონ პო­ლი­ცი­ელ­თა ვი­თომ უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა.

არა მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის, არა­მედ სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ, პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით ხდე­ბა ცრუ და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი არის თავ­დას­ხმა პო­ლი­ცი­ა­ზე, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტ­ზე და ემ­სა­ხუ­რე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის შე­სუს­ტე­ბას" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმელი
4

თავს კი ნუ იმართლებთ,,ფორმულას ნაძირლების მიმართ პოლიციელების შეურაცყოფის გამო გაატარეთ კანონით გათვალისწინებული ზომები.

გათვალისწინებული

ზაზა
2

 მერე მოთხოვეთ სამართლებრივად პასუხი, ამდენი ცილისწამება პოლიციაზე არ შეიძლება. მე რა თქმა უნდა არ მჯერავს, მაგრამ ვიღაცა დაიჯერებს. ან პრეზიდენტის გინება მთავარი არხიდან რა წესია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ფორმულას" ინფორმაცია არის თავდასხმა პოლიციაზე... სიუჟეტში მოხსენიებული პირები შსს-ს თანამშრომლები არ არიან" - უწყების განცხადება

"ფორმულას" ინფორმაცია არის თავდასხმა პოლიციაზე... სიუჟეტში მოხსენიებული პირები შსს-ს თანამშრომლები არ არიან" - უწყების განცხადება

შსს-ს სტრატეგიული კომინიკაციების დეპარტამენტი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურეობრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

უწყების ცნობით, სიუჟეტში დასახელებული არც ერთი პირი სამინისტროს თანამშრომელი არ არის და ინფორმაცია პოლოციის დისკრედიტაციას ემსახურება.

"გადაცემის ანონსის გასვლამდე არც გადაცემის და არც კონკრეტული სიუჟეტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არ დაკავშირებიან და ანონსიდანვე მტკიცებით ფორმაში განავითარეს აზრი, რომ პოლიციელები არღვევენ კანონს და მფარველობენ პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს.

მხოლოდ ანონსის გასვლის შემდეგ, გადაცემის და სიუჟეტის ავტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კონკრეტული სახელის და გვარის ადამიანების შესახებ გადაამოწმეს ინფორმაცია და იკითხეს იყვნენ თუ არა ისინი პოლიციის თანამშრომლები, ასევე ეკუთვნოდათ თუ არა მათ სოციალური ქსელის კონკრეტული პერსონალური გვერდები. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მათ მიერ დასახელებული არც ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ, მათ მტკიცებით ფორმაში განაცხადეს, რომ მათ მიერ დასახელებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან. რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ფოტოს, რომელიც ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდიდან აიღეს და მასზე დაყრდნობით ამტკიცენდნენ, რომ ვინმე ბექა შელია არის პოლიციის თანამშრომელი, ეს ინფორმაცია არის სიცრუე და ფოტოზე ასახული პირი არ არის ბექა შელია. უფრო მეტიც აღნიშნული ფოტო არის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი საიმიჯო ფოტო და მისი გამოყენება ღია წყაროებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მედიის მხრიდან მცდელობა, მტკიცებით ფორმაში საუბრით, მაყურებელი დაარწმუნონ პოლიციელთა ვითომ უკანონო საქმიანობაში, არის საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება.

არა მხოლოდ აღნიშნული მედიასაშუალების, არამედ სხვა ტელეკომპანიების მიერ, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, განსაკუთრებული აქტიურობით ხდება ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება. აღნიშნული არის თავდასხმა პოლიციაზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას" - ნათქვამია განცხადებაში.

"ლოგინში ჩაიფსა და მაგიტომ დავარტყი, ყოველდღე არ ვცემ" - დედას მცირეწლოვან შვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ, უმძიმესი ვიდეოკადრები

მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს