სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ჯაფარიძის პარტია 24 იანვარს მასშტაბური აქციას გეგმავს - "თუ არ გამოვლენ, დარჩებიან გამომწყვდეულები"
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ჯაფარიძის პარტია 24 იანვარს მასშტაბური აქციას გეგმავს - "თუ არ გამოვლენ, დარჩებიან გამომწყვდეულები"

კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის მო­თხოვ­ნით, პარ­ტია "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა" 24 იან­ვარს მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ის გა­მარ­თვას აპი­რებს. რო­გორც პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ამუ­შა­ვე­ბის, არა­მედ ზო­გა­დად ქვეყ­ნის გახ­სნის მო­თხოვ­ნით. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ სად გა­ი­მარ­თე­ბა აქ­ცია, ამას 23 იან­ვარს და­ა­ა­ნონ­სე­ბენ.

"ახლა ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არ მგო­ნია იყოს ოპო­ზი­ცია შე­დის არ შე­დის პარ­ლა­მენ­ტში, ამ თე­მას მი­აქვს მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა, მაგ­რამ ახლა, ეს სა­ერ­თოდ არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს პარ­ლა­მენ­ტი უკვე შედ­გა, რო­გორც კა­რი­კა­ტუ­რა და ამას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. ჩემი აზ­რით, ვინც არ უნდა შე­ვი­დეს ში­ნა­არ­სი არ აქვს. თუ მარ­თლა სა­უ­ბა­რი გვაქვს იმა­ზე, რომ ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თვის იბ­რძვის, ბრძო­ლა ახლა, ქვეყ­ნის გახ­სნით იწყე­ბა. თუ ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით და ვერ დავ­რწმუ­ნეთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ისი­ნი ახლა, სახ­ლში მო­ნე­ბი­ვით არი­ან ჩა­კე­ტი­ლე­ბი, უნდა გა­მო­ვიდ­ნენ, გა­აპ­რო­ტეს­ტონ და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა მო­ი­პო­ვონ, მა­შინ ჩვენ ამ ხალ­ხთან ერ­თად ვერ შევ­ძლებთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას. ამი­ტომ ოპო­ზი­ცი­ის საქ­მე ახლა არის ქვეყ­ნის გახ­სნა ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით, ეს იქ­ნე­ბა სა­ჰა­ე­რო მო­მოს­ვლა, თუ ქვეყ­ნის შიგ­ნით და­წე­სე­ბუ­ლი ათას­გვა­რი იდი­ო­ტუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნა“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იგ­რძნოს ძალა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც უნ­დათ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნა.

"უკვე ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. ვა­ლებს უნა­მუ­სოდ იღე­ბენ და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს თვი­თონ ჭა­მენ, იმი­ტომ, რომ თვი­თონ არა­ფე­რი მო­უკ­ლით, სამ­სა­ხუ­რე­ბიც აქვთ, მან­ქა­ნე­ბიც ჰყავთ, ბენ­ზინ­საც ას­ხა­მენ. სა­ერ­თოდ არა­ფე­რი უგვრძნი­ათ, რაც ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მო­ი­ღეს და ცხოვ­რო­ბენ ისე რო­გორც არა­ფე­რი და ჭა­მენ ჩვენს და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ხარ­ჯზე აღე­ბულ ვა­ლებს. უნდა გა­ი­გონ, რომ ადა­მი­ა­ნებს ეს ეს­მით და ამას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ“,-გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მისი თქმით, სა­ერ­თოდ არ ადარ­დებს ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში აქ­ცი­ის გა­მარ­თვა­ზე ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში თუ და­ა­და­ნა­შუ­ლე­ბენ.

"ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­ი­აზ­რონ, რომ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს ატყუ­ებ­დნენ. ტყუ­ი­ლია ისიც, რომ ახლა, ცოტა ხან­ში გახ­სნი­ან, ტყუ­ი­ლია ისიც, რომ ახლა ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა სწრა­ფად და ეშ­ვე­ლე­ბათ. კი­დევ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა და დარ­ჩე­ბი­ან გა­მომ­წყვდე­უ­ლე­ბი შიმ­ში­ლის პი­რას, რო­გორც ახლა არი­ან, თუ არ გა­მოვ­ლენ და არ გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ერ­თა­დე­რი რაც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს­მის, ეს არის ძა­ლაა“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერიკა
24

დარწმუნებულია, რომ მასშტაბურს? :)

მაკო
3

ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს. მოლებსა და ბაზრობებს ვისთვის ხსნიან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ჯაფარიძის პარტია 24 იანვარს მასშტაბური აქციას გეგმავს - "თუ არ გამოვლენ, დარჩებიან გამომწყვდეულები"

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ჯაფარიძის პარტია 24 იანვარს მასშტაბური აქციას გეგმავს - "თუ არ გამოვლენ, დარჩებიან გამომწყვდეულები"

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბური აქციის გამართვას აპირებს. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მასშტაბური აქცია გაიმართება, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების, არამედ ზოგადად ქვეყნის გახსნის მოთხოვნით. მისივე განმარტებით, თუ სად გაიმართება აქცია, ამას 23 იანვარს დააანონსებენ.

"ახლა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არ მგონია იყოს ოპოზიცია შედის არ შედის პარლამენტში, ამ თემას მიაქვს მთელი ყურადღება, მაგრამ ახლა, ეს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ეს პარლამენტი უკვე შედგა, როგორც კარიკატურა და ამას არაფერი ეშველება. ჩემი აზრით, ვინც არ უნდა შევიდეს შინაარსი არ აქვს. თუ მართლა საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილებისთვის იბრძვის, ბრძოლა ახლა, ქვეყნის გახსნით იწყება. თუ ჩვენ ვერ შევძელით და ვერ დავრწმუნეთ ადამიანები, რომ ისინი ახლა, სახლში მონებივით არიან ჩაკეტილები, უნდა გამოვიდნენ, გააპროტესტონ და საკუთარი თავისუფლება უნდა მოიპოვონ, მაშინ ჩვენ ამ ხალხთან ერთად ვერ შევძლებთ ამ ხელისუფლების შეცვლას. ამიტომ ოპოზიციის საქმე ახლა არის ქვეყნის გახსნა ყველანაირი თვალსაზრისით, ეს იქნება საჰაერო მომოსვლა, თუ ქვეყნის შიგნით დაწესებული ათასგვარი იდიოტური რეგულაციების მოხსნა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს ძალა გაბრაზებული ადამიანების, რომლებსაც უნდათ ამ რეგულაციების მოხსნა.

"უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ვალებს უნამუსოდ იღებენ და ჩვენი შვილების მომავალს თვითონ ჭამენ, იმიტომ, რომ თვითონ არაფერი მოუკლით, სამსახურებიც აქვთ, მანქანებიც ჰყავთ, ბენზინსაც ასხამენ. საერთოდ არაფერი უგვრძნიათ, რაც ეს რეგულაციები შემოიღეს და ცხოვრობენ ისე როგორც არაფერი და ჭამენ ჩვენს და ჩვენი შვილების ხარჯზე აღებულ ვალებს. უნდა გაიგონ, რომ ადამიანებს ეს ესმით და ამას აპროტესტებენ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საერთოდ არ ადარდებს ასეთ ვითარებაში აქციის გამართვაზე ეპიდვითარების გაუარესებაში თუ დაადანაშულებენ.

"ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყველაფერს ატყუებდნენ. ტყუილია ისიც, რომ ახლა, ცოტა ხანში გახსნიან, ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ. კიდევ თვეების განმავლობაში არავის არაფერი ეშველება და დარჩებიან გამომწყვდეულები შიმშილის პირას, როგორც ახლა არიან, თუ არ გამოვლენ და არ გააპროტესტებენ. ერთადერი რაც ამ ხელისუფლებას ესმის, ეს არის ძალაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებულმა 11 248  ტესტმა 546 ახალი ინფიცირებული გამოავლინა, გარდაიცვალა 17 პაციენტი - მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"