მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკის ვებგვერდზე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა
სემეკის ვებგვერდზე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნით, რომ­ლებ­ზეც ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფის სხვა­ო­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა­ზე, თუმ­ცა მათ სურთ, სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად არ ისარ­გებ­ლონ შე­ღა­ვა­თით, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) უა­რის თქმის პლატ­ფორ­მა აა­მოქ­მე­და. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მომ­ხმა­რებ­ლებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა სე­მე­კის ვებგ­ვერ­დზე https://gnerc.org/ge/covid19-1 შე­უძ­ლი­ათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სხვა მოქ­მედ სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის 95%-ს, რომ­ლე­ბიც მო­იხ­მა­რენ 301 კვტ.სთ-ის ჩათ­ვლით ელექტრო­ე­ნერ­გი­ას, 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ე­ფა­რე­ბათ ძველ ტა­რიფ­სა და მოქ­მედ ტა­რიფს შო­რის სხვა­ო­ბა. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ტა­რი­ფებს შო­რის სხვა­ო­ბის 50%-იანი სუბ­სი­დი­რე­ბა შე­ე­ხე­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს (გარ­და სას­მე­ლის მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა).

პლატ­ფორ­მა­ზე სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­უძ­ლია რო­გორც ფი­ზი­კურ, ასე­ვე იუ­რი­დი­ულ პირს. უა­რის და­ფიქ­სი­რე­ბა იან­ვა­რის სუბ­სი­დი­რე­ბა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 31 იან­ვრის ჩათ­ვლით.

პლატ­ფორ­მა­ზე რამ­დე­ნი­მე ვე­ლის შევ­სე­ბის შემ­დეგ, ინ­ფორ­მა­ცია შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის იგ­ზავ­ნე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ა­ში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სუბ­სი­დი­რე­ბა 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმოქ­მე­დებს, მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ შე­ღა­ვათ­ზე უარი და­ა­ფიქ­სი­რონ რო­გორც თი­თო­ე­ულ თვე­ზე ცალ-ცალ­კე, ასე­ვე ერ­თი­ა­ნად 12 თვე­ზე - 2021 წლის იან­ვრი­დან 2021 წლის დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით.

ამას­თა­ნა­ვე, სე­მე­კის ვებგ­ვერ­დზე 2020 წლის მარ­ტი­დან მოქ­მე­დებს კო­მუ­ნა­ლურ სუბ­სი­დი­რე­ბა­ზე უა­რის თქმის პლატ­ფორ­მა (https://gnerc.org/ge/covid-19), რო­მე­ლიც ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­თა მო­თხოვ­ნით შე­იქ­მნა. დღემ­დე, აღ­ნიშ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად 200 კვტ.სთ-ს ჩათ­ვლით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ხოლო 200 მ3-ის ჩათ­ვლით ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მოხ­მა­რე­ბი­სას, სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად შე­ღა­ვა­თით სარ­გებ­ლო­ბა­ზე უარი 10 ათას­ზე მეტ­მა მო­ქა­ლა­ქემ გა­ნა­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სემეკის ვებგვერდზე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა

სემეკის ვებგვერდზე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა

ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილის მოთხოვნით, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ შეღავათით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) უარის თქმის პლატფორმა აამოქმედა. ელექტროენერგიის მომხმარებლებს გადაწყვეტილების დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე https://gnerc.org/ge/covid19-1 შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ სხვა მოქმედ სუბსიდირების პროგრამებთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, ელექტროენერგიის მომხმარებლების 95%-ს, რომლებიც მოიხმარენ 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, 2021 წლის განმავლობაში დაეფარებათ ძველ ტარიფსა და მოქმედ ტარიფს შორის სხვაობა. მთავრობის გადაწყვეტილებით ტარიფებს შორის სხვაობის 50%-იანი სუბსიდირება შეეხება საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს (გარდა სასმელის მწარმოებლებისა).

პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. უარის დაფიქსირება იანვარის სუბსიდირებაზე შესაძლებელია 31 იანვრის ჩათვლით.

პლატფორმაზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეღავათზე უარი დააფიქსირონ როგორც თითოეულ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად 12 თვეზე - 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით.

ამასთანავე, სემეკის ვებგვერდზე 2020 წლის მარტიდან მოქმედებს კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა (https://gnerc.org/ge/covid-19), რომელიც ასევე მოქალაქეთა მოთხოვნით შეიქმნა. დღემდე, აღნიშნული პლატფორმის საშუალებით, სოლიდარობის ნიშნად 200 კვტ.სთ-ს ჩათვლით ელექტროენერგიის, ხოლო 200 მ3-ის ჩათვლით ბუნებრივი გაზის მოხმარებისას, სოლიდარობის ნიშნად შეღავათით სარგებლობაზე უარი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები