მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი" -  "ღამის კურიერის" განცხადება
"ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი" -  "ღამის კურიერის" განცხადება

"რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "ღა­მის კუ­რი­ერ­ში" "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და "ლე­ლოს" ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს "ღა­მის კუ­რი­ე­რი", რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რუს­თა­ვი 2"-სთვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და დი­ა­ლო­გის პლატ­ფორ­მის შექ­მნა.

ვწუხ­ვართ, რომ ბა­ტონ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს შე­ექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს, "ღა­მის კუ­რი­ე­რის" 19 იან­ვრის ეთერ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი.

ჩვენ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა იცის, რომ "ღა­მის კუ­რი­ე­რის" მთა­ვა­რი სა­რე­დაქ­ციო ფა­სე­უ­ლო­ბაა ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა. გა­და­ცე­მის მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა სა­ნა­ხა­ო­ბის დად­გმა, ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. თუმ­ცა, გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი და­ირ­ღვა და პირ­და­პირ ეთერ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცია ვერ მო­ხერ­ხდა."რუს­თა­ვი 2-მა" ვერ უზ­რუნ­ველ­ყო სტუმ­რე­ბი­სათ­ვის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა.

ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს და გა­და­ცე­მის სტუმ­რებს ვუხ­დით ბო­დიშს.

19 იან­ვრის სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა "რუს­თა­ვი 2-ის" წი­ნა­აღ­მდეგ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია იმ ჯგუ­ფის მხრი­დან, ვინც 26 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთე­რი­დან გა­თიშ­ვა ერთხელ უკვე სცა­და.

"რუს­თა­ვი 2-ის" ის­ტო­რია, არის სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სარ­კე. სამ­წუ­ხა­როდ, იყო პე­რი­ო­დი, როცა ტე­ლე­კომ­პა­ნია ღიად ატა­რებ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სებს. ამ ჯგუ­ფის მხრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე კონ­ტრო­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ გა­აქ­რონ "რუს­თა­ვი 2" და ცილი დას­წა­მონ აქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს.

ჩვე­ნი სა­რე­დაქ­ციო ამო­ცა­ნაა, ვი­ყოთ პლატ­ფორ­მა ყვე­ლა მხა­რის­თვის, მივ­ცეთ მათ აზ­რის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას გა­ვუ­წი­ოთ ოპო­ნი­რე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის და­წყე­ბი­დან, ჩვენ ვცდი­ლობთ გავ­წი­ოთ ფა­სი­ლი­ტა­ცია, რომ პრობ­ლე­მა დი­ა­ლო­გის გზით მოგ­ვარ­დეს. ეს აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რი­სა და "გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" მიერ დაკ­ვე­თი­ლი მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინ­გის კვლე­ვა­შიც.

ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ დი­ა­ლო­გის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მო­უს­მი­ნოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს.

ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი - სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სევერიან
38

შენ რაზე იხდი შვილო ბოდიშს? საცვლიშვილმა რაც დასგავალა ის გააკეთე! არ გააკეთებდი და დარჩებოდი მშიერი!

beso
3

რა მნიშვნელობა აქვს იმას ეს სად მოხდა. ეს მაინც მოხდებოდა, ამის მეტს ისედაც რას ვაკეთებთ პოლიტიკანობაში. კიდევ კარგი, რომ ეს დიპლომატებთან დიალოგში არ მოხდა, ხოლო ვიწრო წრეში, თუნდაც პარლამენტში მისაღებია. ვაი ჩვენს პატრონს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი" -  "ღამის კურიერის" განცხადება

"ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი" -  "ღამის კურიერის" განცხადება

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში" "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარის თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს "ღამის კურიერი", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რუსთავი 2"-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამოცანაა განსხვავებული პოზიციების წარმოჩენა და დიალოგის პლატფორმის შექმნა.

ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, "ღამის კურიერის" 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი.

ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ "ღამის კურიერის" მთავარი სარედაქციო ფასეულობაა ურთიერთპატივისცემა. გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა, ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება. თუმცა, გადაცემის ფორმატი დაირღვა და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა."რუსთავი 2-მა" ვერ უზრუნველყო სტუმრებისათვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა.

ჩვენს მაყურებელს და გადაცემის სტუმრებს ვუხდით ბოდიშს.

19 იანვრის სამწუხარო ინციდენტის გამოყენება "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ, მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც 26 წლიანი ისტორიის მქონე ტელეკომპანიის ეთერიდან გათიშვა ერთხელ უკვე სცადა.

"რუსთავი 2-ის" ისტორია, არის საქართველოს უახლესი ისტორიის სარკე. სამწუხაროდ, იყო პერიოდი, როცა ტელეკომპანია ღიად ატარებდა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. ამ ჯგუფის მხრიდან ტელეკომპანიაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ისინი ცდილობენ გააქრონ "რუსთავი 2" და ცილი დასწამონ აქ მომუშავე ადამიანებს.

ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება. პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან, ჩვენ ვცდილობთ გავწიოთ ფასილიტაცია, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. ეს აღნიშნულია ევროკავშირისა და "გაეროს განვითარების ფონდის" მიერ დაკვეთილი მედიამონიტორინგის კვლევაშიც.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დიალოგის პლატფორმა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, მოუსმინოს ყველა პოლიტიკურ ძალას და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

ირაკლი იმნაიშვილი - სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირექტორი".

"ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი... ვაპროტესტებთ შეზღუდვებს" - ზურა  ჯაფარიძემ ბარი "ჯაფარასთან" გახსნა

"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..." - ლაშა ბუღაძე

ბინები თბილისსა და ლონდონში, აგარაკები, წილები ათობით კომპანიაში - როგორ გამოიყურება მამუკა ხაზარაძის შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია?