პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში? არის ვერსია, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ" - ალეკო ელისაშვილი
"რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში? არის ვერსია, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ" - ალეკო ელისაშვილი

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ "გირჩსა“ და "მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან“ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე უარს ამ­ბობს. მა­ნამ­დე “გირ­ჩის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავ­და და 90%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი "გირ­ჩის“ წი­ნა­და­დე­ბას მი­ი­ღებ­და. მისი თქმით, მათი შე­თა­ვა­ზე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ოპო­ზი­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნოს ტეს­ტად, რო­გორც პლე­ბის­ცი­ტის ანა­ლოგ ღო­ნის­ძი­ე­ბად იმი­სათ­ვის, რათა გან­ვსა­ზღვროთ, რო­გო­რია ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ ძალ­თა ბა­ლან­სი.

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ შეხ­ვედ­რა ორ დღე­ში, იაგო ხვი­ჩი­ას აქვს ვერ­სია, რომ შე­იძ­ლე­ბა, შან­ტაჟს აქვს ად­გი­ლი და ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლებს კომ­პრო­მა­ტე­ბი აქვთ მის წი­ნა­აღ­მდეგ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ვა­შა­ძე მათ­თან შეხ­ვედ­რის პერ­სპექ­ტი­ვით კმა­ყო­ფი­ლი იყო და პო­ზი­ცია მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა.

ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი მზად არი­ან ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში შეხ­ვდნენ ვა­შა­ძეს, ერ­თა­დერ­თი წი­ნა­პი­რო­ბა კი ის არის, რომ შეხ­ვედ­რა ჩარ­თუ­ლი კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე წა­რი­მარ­თოს.

"ჩვენ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს ვთა­ვა­ზობთ შეხ­ვდრას და და­ლა­პა­რა­კე­ბას იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი იყოს ერ­თგვა­რი პლე­ბის­ცი­ტი 2022 წელს არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ნიშ­ვნის, რაც იქ­ნე­ბო­და გა­მო­სა­ვა­ლი ყვე­ლას­თვის და რაც გან­მუხ­ტავ­და ვი­თა­რე­ბას. ამა­ზე გვინ­და ლა­პა­რა­კი რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ­ზე კი არა. შეხ­ვედ­რა იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი, "გირ­ჩის" ბი­ჭე­ბი შე­უ­თან­ხმდნენ ვა­შა­ძეს, დღეს ეს შეხ­ვედ­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ვა­შა­ძე ამ შეხ­ვედ­რის პერ­სპექ­ტი­ვით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო, ორი დღის წინ და ორი დღის თავ­ზე მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეც­ვა­ლა პო­ზი­ცია და თქვა, რომ არა არ უნდა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა. კი ბა­ტო­ნო, არ არის პრობ­ლე­მა, რო­გო­რი შეხ­ვედ­რაც უნდა ისე გვი­თხრას, რო­გორც უნდა და სა­დაც უნდა ისე, რო­გო­რი ფორ­მა­ტიც უნდა, არ გვაქვს ჩვენ პრობ­ლე­მა მი­ვი­დეთ და და­ვე­ლა­პა­რა­კოთ. ოღონდ, ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბა მაქვს, რომ ეს შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი კა­მე­რე­ბის წინ. ჩვენ არა­ფე­რი და­სა­მა­ლი ხალ­ხის­გან არ გვაქვს და რად­გან ხალ­ხის ბედ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ჩავ­რთოთ ეს კა­მე­რე­ბი და ხალ­ხს გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რად­გან პი­რა­დად რა­ი­მე კი არ მაქვს გა­სარ­ჩე­ვი გი­ორ­გი ვა­შა­ძეს­თან, ან ხა­ზა­რა­ძეს­თან ან სხვას­თან ოპო­ზი­ცი­ა­ში, ხალ­ხის ბედ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ამ ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნა­ზე, ვის რა აქვს და­სა­მა­ლი. აუხ­სნე­ლია, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ორ დღე­ში, იაგო ხვი­ჩი­ას აქვს ვერ­სია, რომ შე­იძ­ლე­ბა შან­ტაჟს აქვს ად­გი­ლი და ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს რა­ღა­ცა კომ­პრო­მა­ტე­ბი აქვთ, ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლი ვა­შა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, არ ვიცი შე­იძ­ლე­ბა ასეა, შე­იძ­ლე­ბა ასე არაა, თავს ვერ დავ­დებ ამა­ზე, მაგ­რამ ფაქ­ტი არის, რომ ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ პო­ზი­ცია

ჩვენ მზად ვართ პარ­ტი­ებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც შევ­ხვდეთ, ერ­თობ­ლი­ვა­დაც, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ იდე­ა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბაა, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი იყოს პლე­ბის­ცი­ტის რან­გის. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი წი­ნა­და­დე­ბა და ამ წი­ნა­და­დე­ბით უნდა ვებ­რძო­დეთ ახლა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ რომ ეს გა­მოვ­გლი­ჯოთ, ამის ნაც­ვლად ვხე­დავთ, რომ თვი­თონ ოპო­ზი­ცია ვერ ხვდე­ბა ან არ ხვდე­ბა რამ­დე­ნად ძლი­ე­რი წი­ნა­და­დე­ბა არის ეს“,- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ღალატი და ორპირობა !

ალეკო!
0

სულ უფრო და უფრო ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში? არის ვერსია, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ" - ალეკო ელისაშვილი

"რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში? არის ვერსია, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ" - ალეკო ელისაშვილი

დღეს ცნობილი გახდა, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი“ "გირჩსა“ და "მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. მანამდე “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავდა და 90%-ით დარწმუნებული იყო, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი "გირჩის“ წინადადებას მიიღებდა. მისი თქმით, მათი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.

"მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ.

როგორც მან აღნიშნა, ვაშაძე მათთან შეხვედრის პერსპექტივით კმაყოფილი იყო და პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა.

ელისაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვდნენ ვაშაძეს, ერთადერთი წინაპირობა კი ის არის, რომ შეხვედრა ჩართული კამერების წინაშე წარიმართოს.

"ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ შეხვდრას და დალაპარაკებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს ერთგვარი პლებისციტი 2022 წელს არჩევნების ჩანიშვნის, რაც იქნებოდა გამოსავალი ყველასთვის და რაც განმუხტავდა ვითარებას. ამაზე გვინდა ლაპარაკი რაღაც განსაკუთრებულზე კი არა. შეხვედრა იყო შეთანხმებული, "გირჩის" ბიჭები შეუთანხმდნენ ვაშაძეს, დღეს ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ვაშაძე ამ შეხვედრის პერსპექტივით ძალიან კმაყოფილი იყო, ორი დღის წინ და ორი დღის თავზე მან მოულოდნელად შეცვალა პოზიცია და თქვა, რომ არა არ უნდა ინდივიდუალური შეხვედრა. კი ბატონო, არ არის პრობლემა, როგორი შეხვედრაც უნდა ისე გვითხრას, როგორც უნდა და სადაც უნდა ისე, როგორი ფორმატიც უნდა, არ გვაქვს ჩვენ პრობლემა მივიდეთ და დაველაპარაკოთ. ოღონდ, ერთადერთი პირობა მაქვს, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს თავიდან ბოლომდე ჩართული კამერების წინ. ჩვენ არაფერი დასამალი ხალხისგან არ გვაქვს და რადგან ხალხის ბედზე ვლაპარაკობთ, ჩავრთოთ ეს კამერები და ხალხს გავაგებინოთ, რადგან პირადად რაიმე კი არ მაქვს გასარჩევი გიორგი ვაშაძესთან, ან ხაზარაძესთან ან სხვასთან ოპოზიციაში, ხალხის ბედზე ვლაპარაკობთ, ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე, ვის რა აქვს დასამალი. აუხსნელია, გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს რაღაცა კომპრომატები აქვთ, ყოფილი თანაგუნდელი ვაშაძის წინააღმდეგ, არ ვიცი შეიძლება ასეა, შეიძლება ასე არაა, თავს ვერ დავდებ ამაზე, მაგრამ ფაქტი არის, რომ ძალიან უხერხულად და მოულოდნელად შეიცვალა გიორგი ვაშაძემ პოზიცია

ჩვენ მზად ვართ პარტიებს ინდივიდუალურადაც შევხვდეთ, ერთობლივადაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იდეალური წინადადებაა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს პლებისციტის რანგის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი წინადადება და ამ წინადადებით უნდა ვებრძოდეთ ახლა "ქართულ ოცნებას“ რომ ეს გამოვგლიჯოთ, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ თვითონ ოპოზიცია ვერ ხვდება ან არ ხვდება რამდენად ძლიერი წინადადება არის ეს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად  იქნება! - მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი" - გიორგი ვაშაძე

როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ?