მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს
"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

"სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ­მა ზო­გი­ერ­თმა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბამ, რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ თით­ქოს მე მხარს ვუ­ჭერ შე­ზღუდ­ვე­ბის და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბას, რა­მაც ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან, ხოლო სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ ჩემს ამ „გან­ცხა­დე­ბას“ (რო­მე­ლიც არ გა­მი­კე­თე­ბია) ქვეყ­ნის­თვის მავ­ნებ­ლუ­რი უწო­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

მისი თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში მას მსგავ­სი არა­ფე­რი უთ­ქვამს.

ქ. ქუ­თა­ის­ში COVID კლი­ნი­კე­ბის ექი­მებ­თან შეხ­ვედ­რის დროს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მე სი­ტყვა-სი­ტყვით ვთქვი (და ეს ყველ­გან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია), რომ მხარს ვუ­ჭერ ა.წ. 1 თე­ბერ­ვლი­დან შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას/მოხ­სნას , მაგ­რამ ერთი პი­რო­ბით, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად გამ­კაცრ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის (პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და ა.შ.) შეს­რუ­ლე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი.

ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რომ ეს პრინ­ცი­პუ­ლად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მეა. რაც შე­ე­ხე­ბა ბ-ნ სერ­გო ჩიხ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას ჩემს "მავ­ნებ­ლო­ბა­ზე", ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რად­გან მი­მაჩ­ნდა, რომ ბ-ნი სერ­გო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სე­რი­ო­ზუ­ლი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და მეტ-ნაკ­ლე­ბად ობი­ექ­ტუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, შევ­ცდი. ბა­ტო­ნო სერ­გო!

თქვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცით, რომ ჩემი "მავ­ნებ­ლო­ბა" მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვცდი­ლობ და მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ იმის­თვის (და არც თუ წა­რუ­მა­ტებ­ლად), რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი COVID-19-ით ავად­მყო­ფი გა­დარ­ჩეს და ქვე­ყა­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სად და ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით გა­უმკლავ­დეს COVID-19-ის პან­დე­მი­ას. სწო­რედ ეს გა­ღი­ზი­ა­ნებთ თქვენ და თქვენს თა­ნა­მო­აზ­რე "ჰე­ი­თე­რებს" (სხვი­სი წარ­მა­ტე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­მართ ფო­ბია), რად­გან ხელი გეშ­ლე­ბათ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. თქვენ და თქვენს თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, მათ შო­რის ახ­ლად­შექ­მნილ ექიმ­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­დან არა­ფე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ გა­გი­კე­თე­ბი­ათ ქვეყ­ნის და მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, სულ მცი­რე­დი­თაც კი არ შე­გი­წუ­ხე­ბი­ათ ამის­თვის თავი და მოქ­მე­დებთ პრინ­ცი­პით "რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი".

თქვენ გჭირ­დე­ბათ აპო­კა­ლიფ­სი, რათა შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა აამ­ხედ­როთ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. და­არ­წმუ­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი არა­ფერს და ვე­რა­ფერს აკე­თებს მათ და­სა­ცა­ვად და ამის გა­და­ფარ­ვას მხო­ლოდ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბით და ისევ მო­სახ­ლე­ო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბით ცდი­ლობს, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ჩა­მოშ­ლი­ლია, ხოლო მთავ­რო­ბამ თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბე­დის ანა­ბა­რად მი­ა­ტო­ვა.

ვინ ვინ და თქვენ ხომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცით, თუ რა ხდე­ბა სქვა ქვეყ­ნებ­ში - რამ­დე­ნად უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა იქ - რომ ინ­გლის­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ის­რა­ელ­ში, ბელ­გი­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი/ლო­ქ­და­უ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით, შე­უ­და­რებ­ლად უფრო მკაც­რია ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში და კი­დევ უფრო მკაცრ­დე­ბა. ამ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნებს უსა­ბუ­თოდ ბი­ნი­დან გა­მოს­ვლაც კი ეკ­რძა­ლე­ბათ და მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში, მარ­კეტ­სა და აფთი­ქა­ში შე­უძ­ლი­ათ წას­ვლა და ა.შ. ვინ და­ი­ჯე­რებს, რომ თქვენ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე და ჩვენ­ზე მე­ტად გა­დარ­დებთ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი ან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ბედი. მარ­თლა ასე რომ იყოს, თქვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი არ უსაყ­ვე­დუ­რებ­დნენ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, თუ რა­ტომ არ და­უშ­ვეს გა­ზა­ფხულ/ზა­ფხულ­ზე COVID-19-ის ე.წ. „დო­ზი­რე­ბუ­ლი“ გავ­რცე­ლე­ბა?! (სრუ­ლი ნონ­სენ­სი).

არ გა­აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბას?! (იხ. ცნო­ბი­ლი პოს­ტი და მი­მარ­თვა მთავ­რო­ბი­სად­მი), არ ურ­ჩევ­დნენ მო­სახ­ლე­ო­ბას და COVID ავად­მყო­ფებს (ბოლ­შე­ვი­კუ­რი პლა­კა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) უარი სთქვან თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო გა­მოკ­ვლე­ვებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე?! არ გა­მო­ვი­დოდ­ნენ COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ რემ­დე­სი­ვი­რის, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მის და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, არ გა­ი­ლაშ­ქრებ­დნენ COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ა.შ. და ა.შ. აი სწო­რედ ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა და თქვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტის და გა­მოც­დი­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა ამას ვერ ხვდე­ბო­დეს. ან ავი­ღოთ თუნ­დაც დიდი ქა­ლა­ქე­ბის სკო­ლებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია და ყვე­ლა სკო­ლის უპი­რო­ბოდ გახ­სნის მო­თხოვ­ნა, იმ მო­ტი­ვით, რომ ამის არ­გა­კე­თე­ბა ისეთ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს ბავ­შვებს, რომ­ლის ანა­ზღუ­რე­ბაც ვე­რას­დროს მო­ხერ­ხდე­ბა.

ვინ და­ი­ჯე­რებს,რომ ამ ია­ფ­ფა­სი­ა­ნი კამ­პა­ნი­ე­ბის ავ­ტო­რებს ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე და გა­ნათ­ლე­ბის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ზე მე­ტად აღელ­ვებთ ბავ­შვე­ბის ბედი. ან კი­დევ ინ­გლის­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სკო­ლებ­ში უფრო მეტი შე­ზღუდ­ვე­ბია, ვერ ხვდე­ბი­ან რა უფრო სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის და ქვეყ­ნის­თვის - სკო­ლე­ბის გახ­სნა, თუ არ გახ­სნა. როცა ამ კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ COVID-19 ბავ­შვებს დიდ საფრ­თხეს არ უქ­მნის, ჯერ ერთი ეს ასე არ არის, რა­საც მოწ­მობს თუნ­დაც ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ე.წ. მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მის ათე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვა და გარ­და ამი­სა, ამ ბავ­შვებს ხომ ჰყავთ მშობ­ლე­ბი, ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი, რო­მელ­თაც ისი­ნი და­ას­ნე­ბოვ­ნე­ბენ და სა­ბო­ლოო ჯამ­ში COVID-19-ის ეპიდ. სი­ტუ­ა­ცია ისევ მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რაც ბუ­მე­რან­გი­ვით და­არ­ტყამს, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს, ისე მათი ცხოვ­რე­ბის დო­ნეს და ეკო­ნო­მი­კას. აი, ასე­თია სი­ნამ­დვი­ლე და სი­მარ­თლე, რისი აღი­ა­რე­ბაც თქვენ და თქვენს თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ცო­ცხა­ლი თა­ვით არ გინ­დათ" - ნათ­ქვა­მია თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როდემდე გვიპირებთ გამოკეტვას?
209

გაჭირვებულ მოსახლეობაში უკვე აპოკალიპსიცაა და უარესიც ბატონო !, აპოკალიფსი არაა ბავშვს კამფეტი უნდა და ვერ ყიდულობს მშობელი? გამოკეტეთ ხალხი, ვირუსის სახელით და ყველანაირი უფლებები გადათელეთ ჩვენი.ვითომ ჩვენ ჯანმრთველობაზე მზრუნველებო:((((

!
38

ბ-ნი თენგიზი მართალია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

"სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ზოგიერთმა მედია საშუალებამ, როგორც სჩვევიათ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას, რომ თითქოს მე მხარს ვუჭერ შეზღუდვების და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას, რამაც ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია ცალკეული პირების მხრიდან, ხოლო სერგო ჩიხლაძემ ჩემს ამ „განცხადებას“ (რომელიც არ გამიკეთებია) ქვეყნისთვის მავნებლური უწოდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, სინამდვილეში მას მსგავსი არაფერი უთქვამს.

ქ. ქუთაისში COVID კლინიკების ექიმებთან შეხვედრის დროს ტელევიზიებთან ინტერვიუში მე სიტყვა-სიტყვით ვთქვი (და ეს ყველგან დაფიქსირებულია), რომ მხარს ვუჭერ ა.წ. 1 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას/მოხსნას , მაგრამ ერთი პირობით, რომ პარალელურად გამკაცრდება არსებული ძირითადი რეგულაციების (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ა.შ.) შესრულებაზე კონტროლი.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს პრინციპულად, აბსოლუტურად სხვა რამეა. რაც შეეხება ბ-ნ სერგო ჩიხლაძის განცხადებას ჩემს "მავნებლობაზე", ძალიან სამწუხაროა, რადგან მიმაჩნდა, რომ ბ-ნი სერგო განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, სერიოზული, კვალიფიციური და მეტ-ნაკლებად ობიექტური პიროვნება იყო, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი. ბატონო სერგო!

თქვენ შესანიშნავად იცით, რომ ჩემი "მავნებლობა" მხოლოდ და მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე თავდაუზოგავად ვცდილობ და მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის (და არც თუ წარუმატებლად), რომ რაც შეიძლება მეტი COVID-19-ით ავადმყოფი გადარჩეს და ქვეყანა რაც შეიძლება უკეთესად და ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს COVID-19-ის პანდემიას. სწორედ ეს გაღიზიანებთ თქვენ და თქვენს თანამოაზრე "ჰეითერებს" (სხვისი წარმატებისა და საკუთარი წარუმატებლობის მიმართ ფობია), რადგან ხელი გეშლებათ თქვენი მიზნების შესრულებაში. თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს, მათ შორის ახლადშექმნილ ექიმთა ასოციაციიდან არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყნის და მოსახლეობის დასახმარებლად, სულ მცირედითაც კი არ შეგიწუხებიათ ამისთვის თავი და მოქმედებთ პრინციპით "რაც უარესი, მით უკეთესი".

თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რათა შემდეგ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ. დაარწმუნოთ ადამიანები, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი არაფერს და ვერაფერს აკეთებს მათ დასაცავად და ამის გადაფარვას მხოლოდ მკაცრი შეზღუდვებით და ისევ მოსახლეობის ეკონომიკური შევიწროვებით ცდილობს, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, ხოლო მთავრობამ თავისი მოქალაქეები ბედის ანაბარად მიატოვა.

ვინ ვინ და თქვენ ხომ შესანიშნავად იცით, თუ რა ხდება სქვა ქვეყნებში - რამდენად უარესი მდგომარეობაა იქ - რომ ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში შეზღუდვები/ლოქდაუნები გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრია ვიდრე საქართველოში და კიდევ უფრო მკაცრდება. ამ ქვეყნებში ადამიანებს უსაბუთოდ ბინიდან გამოსვლაც კი ეკრძალებათ და მხოლოდ სამსახურში, მარკეტსა და აფთიქაში შეუძლიათ წასვლა და ა.შ. ვინ დაიჯერებს, რომ თქვენ ქვეყნის ხელმძღვანელობაზე და ჩვენზე მეტად გადარდებთ ადამიანების ბედი ან ქვეყნის ეკონომიკის ბედი. მართლა ასე რომ იყოს, თქვენი თანამოაზრეები არ უსაყვედურებდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობას, თუ რატომ არ დაუშვეს გაზაფხულ/ზაფხულზე COVID-19-ის ე.წ. „დოზირებული“ გავრცელება?! (სრული ნონსენსი).

არ გააპროტესტებდნენ პირბადეების ტარებას?! (იხ. ცნობილი პოსტი და მიმართვა მთავრობისადმი), არ ურჩევდნენ მოსახლეობას და COVID ავადმყოფებს (ბოლშევიკური პლაკატების გამოყენებით) უარი სთქვან თრომბოემბოლიზმის საპროფილაქტიკო გამოკვლევებსა და მკურნალობაზე?! არ გამოვიდოდნენ COVID-19-ის სამკურნალოდ რემდესივირის, კონვალესცენტების პლაზმის და ტოცილიზუმაბის გამოყენების წინააღმდეგ, არ გაილაშქრებდნენ COVID სასტუმროების წინააღმდეგ და ა.შ. და ა.შ. აი სწორედ ეს არის მავნებლობა და თქვენი ინტელექტის და გამოცდილების ადამიანი არ შეიძლება ამას ვერ ხვდებოდეს. ან ავიღოთ თუნდაც დიდი ქალაქების სკოლებში დისტანციური სწავლების გაგრძელების წინააღმდეგ კამპანია და ყველა სკოლის უპირობოდ გახსნის მოთხოვნა, იმ მოტივით, რომ ამის არგაკეთება ისეთ ზიანს მიაყენებს ბავშვებს, რომლის ანაზღურებაც ვერასდროს მოხერხდება.

ვინ დაიჯერებს,რომ ამ იაფფასიანი კამპანიების ავტორებს ქვეყნის ხელმძღვანელობაზე და განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებზე მეტად აღელვებთ ბავშვების ბედი. ან კიდევ ინგლისში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც სკოლებში უფრო მეტი შეზღუდვებია, ვერ ხვდებიან რა უფრო საზიანო იქნება ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის - სკოლების გახსნა, თუ არ გახსნა. როცა ამ კამპანიის ავტორები ამბობენ, რომ COVID-19 ბავშვებს დიდ საფრთხეს არ უქმნის, ჯერ ერთი ეს ასე არ არის, რასაც მოწმობს თუნდაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირებული ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის ათეულობით შემთხვევა და გარდა ამისა, ამ ბავშვებს ხომ ჰყავთ მშობლები, ბებიები და ბაბუები, რომელთაც ისინი დაასნებოვნებენ და საბოლოო ჯამში COVID-19-ის ეპიდ. სიტუაცია ისევ მკვეთრად გაუარესდება, რაც ბუმერანგივით დაარტყამს, როგორც ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ისე მათი ცხოვრების დონეს და ეკონომიკას. აი, ასეთია სინამდვილე და სიმართლე, რისი აღიარებაც თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს ცოცხალი თავით არ გინდათ" - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

ინფორმაცია მშობლებისთვის - რა უნდა იცოდეთ იმ სკოლებთან დაკავშირებით, სადაც ხვალიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე