მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თალიბანის ლიდერი პატარძლების ყიდვისა და მრავალცოლიანობის წინააღმდეგ გამოდის - "საცოლის ფასის გამო, კორუფციულ გარიგებებში ერთვებიან"
თალიბანის ლიდერი პატარძლების ყიდვისა და მრავალცოლიანობის წინააღმდეგ გამოდის - "საცოლის ფასის გამო, კორუფციულ გარიგებებში ერთვებიან"

ავ­ღა­ნეთ­ში თა­ლი­ბა­ნის ლი­დერ­მა გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა, რო­მელ­შიც დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რებ­სა და მე­თა­უ­რებს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბის­გან. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა ავ­ღა­ნეთ­ში, პა­კის­ტან­სა და ზო­გი­ერთ სხვა მუ­სულ­მა­ნურ ქვე­ყა­ნა­ში კვლავ ლე­გა­ლუ­რია. ხოლო მი­ზე­ზი, რის გა­მოც თა­ლი­ბა­ნის ლი­დერ­მა მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, ქორ­წი­ნე­ბას­თან და პა­ტარ­ძლის ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბია.

სა­უ­ბა­რია სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ის­თვის სა­ჭი­რო ფულ­ზე და ასე­ვე პა­ტარ­ძლის ფას­ზე. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ არ­სე­ბობს სა­ცო­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც პა­ტარ­ძლის ოჯახს სა­სი­ძოს ოჯა­ხი უხ­დის. ეს მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა ავ­ღა­ნეთ­ში პუშ­ტუ­ნის ტომ­ში და ასე­ვე პა­კის­ტან­ში.

თა­ლი­ბა­ნის ერთ-ერთი ლი­დე­რი, რო­მელ­საც სამი ცოლი ჰყავს

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ლი­ბა­ნის ლი­დე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას ერთ ცოლ­ზე მეტი ჰყავს. რო­გორც დაჯ­გუ­ფე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი ყვე­ბი­ან, ქორ­წი­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო და პა­ტარ­ძლის ოჯა­ხის­თვის გა­და­სახ­დე­ლად სა­ჭი­რო თან­ხის გამო, ხში­რად ლი­დე­რე­ბი არა­ლე­გა­ლურ გზებს მი­მარ­თა­ვენ და კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში ერ­თვე­ბი­ან. მკაც­რი ზო­მე­ბიც სწო­რედ ამი­ტომ მი­ი­ღეს.

  • რა წე­რია გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში?

გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­მოს­ცა ავ­ღა­ნე­ლი თა­ლი­ბე­ბის ლი­დერ­მა მულა ჰი­ბა­ლუ­ლამ, ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ კრძა­ლავს მე­ო­რე, მე­სა­მე, ან მე­ო­თხე ცო­ლის შერ­თვას, მაგ­რამ იძ­ლე­ვა გაფრ­თხი­ლე­ბას და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თან­ხა, რო­მე­ლიც ქორ­წი­ლის­თვის იქ­ნე­ბა და­ხარ­ჯუ­ლი, შე­საძ­ლოა, თა­ლი­ბა­ნის ოპო­ნენ­ტთა მხრი­დან კრი­ტი­კის მი­ზე­ზი გახ­დეს.

"თუ ყვე­ლა ლი­დე­რი თავს აა­რი­დებს მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბას, მათ აღარ დას­ჭირ­დე­ბათ არა­ლე­გა­ლურ და კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში ჩარ­თვა“, - ნათ­ქვა­მია გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში.

დად­გე­ნი­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­მო­ნაკ­ლი­სებს იმ კა­ცე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც არ გა­უჩ­ნდათ შვი­ლი ერთ ცოლ­თან, ან არ ჰყავთ ვაჟი. გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მე­ო­რე, მე­სა­მე, ან მე­ო­თხე ცო­ლის მოყ­ვა­ნის მსურ­ველ­მა კაც­მა, უშუ­ა­ლო უფ­რო­სის ნე­ბარ­თვა უნდა მი­ი­ღოს, სა­ნამ მო­რიგ ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
22

რას იზამ ეტყობა არ უდგება კაცს ოჯახში გული

კატო
35

საქართველოში ბევრი ქალი არ აფასებს იმ თავისუფლებას, რაც არსებობს და გულმხურვალედ უჭერს ქალის უფლებების შეზღუდვას მხარს. აი, ავღანეთის მაგალითზე შეიძლება წარმოდგენა, ნაბიჯ-ნაბიჯ სად შეიძლება მ8ვიდეს უფლებების შეზღუდვა და ჩამორთმევა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

თალიბანის ლიდერი პატარძლების ყიდვისა და მრავალცოლიანობის წინააღმდეგ გამოდის - "საცოლის ფასის გამო, კორუფციულ გარიგებებში ერთვებიან"

თალიბანის ლიდერი პატარძლების ყიდვისა და მრავალცოლიანობის წინააღმდეგ გამოდის - "საცოლის ფასის გამო, კორუფციულ გარიგებებში ერთვებიან"

ავღანეთში თალიბანის ლიდერმა გამოსცა ბრძანება, რომელშიც დაჯგუფების ლიდერებსა და მეთაურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მრავალცოლიანობისგან. ამის შესახებ BBC წერს.

მრავალცოლიანობა ავღანეთში, პაკისტანსა და ზოგიერთ სხვა მუსულმანურ ქვეყანაში კვლავ ლეგალურია. ხოლო მიზეზი, რის გამოც თალიბანის ლიდერმა მრავალცოლიანობის წინააღმდეგ ზომების გატარება გადაწყვიტა, ქორწინებასთან და პატარძლის ფასთან დაკავშირებული ხარჯებია.

საუბარია საქორწინო ცერემონიისთვის საჭირო ფულზე და ასევე პატარძლის ფასზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არსებობს საცოლის ღირებულება, რომელსაც პატარძლის ოჯახს სასიძოს ოჯახი უხდის. ეს მიღებული პრაქტიკაა ავღანეთში პუშტუნის ტომში და ასევე პაკისტანში.

თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც სამი ცოლი ჰყავს

აღსანიშნავია, რომ თალიბანის ლიდერების უმეტესობას ერთ ცოლზე მეტი ჰყავს. როგორც დაჯგუფებასთან დაკავშირებული წყაროები ყვებიან, ქორწინებისთვის საჭირო და პატარძლის ოჯახისთვის გადასახდელად საჭირო თანხის გამო, ხშირად ლიდერები არალეგალურ გზებს მიმართავენ და კორუფციულ გარიგებაში ერთვებიან. მკაცრი ზომებიც სწორედ ამიტომ მიიღეს.

  • რა წერია განკარგულებაში?

განკარგულება გამოსცა ავღანელი თალიბების ლიდერმა მულა ჰიბალულამ, ის ოფიციალურად არ კრძალავს მეორე, მესამე, ან მეოთხე ცოლის შერთვას, მაგრამ იძლევა გაფრთხილებას და აღნიშნულია, რომ თანხა, რომელიც ქორწილისთვის იქნება დახარჯული, შესაძლოა, თალიბანის ოპონენტთა მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდეს.

"თუ ყველა ლიდერი თავს აარიდებს მრავალცოლიანობას, მათ აღარ დასჭირდებათ არალეგალურ და კორუფციულ გარიგებებში ჩართვა“, - ნათქვამია განკარგულებაში.

დადგენილება ითვალისწინებს გამონაკლისებს იმ კაცებისთვის, რომლებსაც არ გაუჩნდათ შვილი ერთ ცოლთან, ან არ ჰყავთ ვაჟი. განკარგულებაში ნათქვამია, რომ მეორე, მესამე, ან მეოთხე ცოლის მოყვანის მსურველმა კაცმა, უშუალო უფროსის ნებართვა უნდა მიიღოს, სანამ მორიგ ქორწინებას გადაწყვეტს.